ბათუმი,მთავარი,სიახლეები

140 ათასი ლარი აჭარაში 13 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების მოსამზადებლად

25.01.2020 • 2625
140 ათასი ლარი აჭარაში 13 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების მოსამზადებლად

ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო სკოლების [სულ 13 სკოლა] მშენებლობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 25 იანვარს დაიწყო. სატენდერო თანხა 140 ათასი ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდება. გამარჯვებულმა კი პროექტები, ტექნიკური დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა მოამზადოს.

ახალი სკოლის შენობის ან ახალი კორპუსის მშენებლობის შემთვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება განახორციელოს მშენებლობის სამუშაოებზე საავტორო ზედემხედველობა დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

სკოლების ჩამონათვალი და ის სამუშაოები, რაც უნდა აისახოს კონკრეტული სკოლის პროექტში:

საჯარო სკოლა სამუშაოები, რაც უნდა აისახოს პროექტში მაქსიმალური ღირებულება ლარში
სსიპ ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა; არსებული შენობის დემონტაჟი, ახალი სკოლის მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა 30000
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა; გათბობის სისტემის რეაბილიტაცია, საქვაბის მშენებლობა 3000
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა; ეზოს კეთილმოწყობა, სანიაღვრე სისტემა, ღია მოედანი, ღობე 4000
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლა; ღია მოედნის რეაბილიტაცია 2000
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლა; შენობის შიდა სრული რეაბილიტაცია 6000
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლა; კონსტრუქციის გაძლიერება და ნაწილი სამღებრო სამუშაოები 3000
სსიპ რაულ მჟავანაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლა; ღია მოედნის მოწყობა 3000
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა; ფასადის რეაბილიტაცია 4000
სსიპ ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლა; ღია მოედნის მოწყობა, ტერიტორიის შემოღობვა 3000
სსიპ ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა; ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა (3 ან 4 სართულიანი შენობა, 2 სააქტო დარბაზით, შენობის გაბარიტები განისაზღვროს სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსყიდველთან შეთანხმებით), ტერიტორიის კეთილმოწყობა 40000
სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა; ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა 5000
სსიპ ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლა; შენობის სახურავის, ფასადის და ნაწილობრივ შიდა რეაბილიტაცია. ტერიტორიის კეთილმოწყობა 7000
სსიპ ქალაქ ბათუმის N31 საჯარო სკოლა; არსებული შენობის დემონტაჟი და ახალი შენობის მშენებლობა (2 ან 3 სართულიანი შენობა, შენობის გაბარიტები განისაზღვროს სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსყიდველთან შეთანხმებით), ტერიტორიის კეთილმოწყობა 30000

აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე 16 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე 2019 წლის ოქტომბერშიც გამოაცხადა ტენდერი სავარაუდო თანხით – 136 ათასი ლარი.

ტენდერის დამატებითი და აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ გამარჯვებულს ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიისა და შენობის კვლევა უფასოდ ჩაეტარებინა. ეს ტენდერი არ შედგა, მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, სადაც მე-16 სკოლის ტერიტორიისა და შენობის კვლევა, მოთხოვნებიდან ამოიღო [ამ კვლევისთვის სამინისტრომ ამჯერად, მიმდინარე ტენდერში, მაქსიმუმ 5 ათასი ლარი გაითვალისწინა]. ხელახალ ტენდერში გამარჯვებულ შპს „აჭარკაპმშენთან“ კი სამინისტრომ ხელშეკრულება 135 ათას ლარზე, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გააფორმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: