სოფელ მარადიდში 7 მესაკუთრეს ჰესის გამო მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ამჯერად 2 მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ექსპროპრიაციას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება აღნიშნული ქონების [მიწა, მრავალწლიანი ნარგავები] ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით 7 ფიზიკურ პირთან. მარადიდში მიწის ამ 2 ნაკვეთის მესაკუთრეები არიან გიორგი, …

საზღვაო აკადემიის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააშენებენ

ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააგებს. აუზის მშენებლობაზე აკადემიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 516 317 ლარია. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობა, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საზღვაო აკადემიას საწვრთნელი აუზის მშენებლობაზე სააგენტოს ნებართვა აქვს. „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია თავისი …

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებზე დასაბუთების გარეშე 50 400 ლარი გაიცა – აუდიტი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ჯამში გასცა 50 400 ლარი. აღნიშნული ქმედება შეუსაბამოა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებთან,“ – აცხადებს აუდიტი. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების …

ხელვაჩაურში შტატგარეშე თანამშრომლები უფუნქციო ობიექტებზეა დასაქმებული – აუდიტის ანგარიში

ხელვაჩაურის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეთა ნაწილი საერთოდ უფუნქციოდაა, ან კიდევ ხელოვნურადაა შექმნილი ისეთი თანამდებობები, რომელთა არსებობა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი; დასაქმებულთა ნაწილი არ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამასთან, შტატგარეშე დასაქმებული არიან იმ ობიექტზეც, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს [მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი, სადაც დასაქმებულია 3 ადამიანი] – ასეთია აუდიტის დასკვნა, რომელიც ორი …

ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა ადრე გაყიდულ ნაკვეთებთან, სადაც სასტუმრო შენდება – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიამ, ბათუმი-ახალციხის გასწვრივ, მდინარე აჭარისწყალზე, 2018 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება 219 ათას 097 ლარზე გააფორმა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, მერიას ამ სამუშაოების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ მერიამ ნაპირგამაგრებამდე მიმდებარე ნაკვეთები გაყიდა, სადაც კერძო კომპანია სასტუმრო/რესტორანს აშენებს. „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2018 წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებამდე, მუნიციპალიტეტის მიერ …

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 დეკემბრის 21 საათიდან 30 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო; შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 2 …

რატომ შეწყვიტა ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი სამინისტრომ

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა. ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“. აჭარის …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ

ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ. ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ ფასთა კვლევას ატარებს. ეს სახელმწიფო კომპანია სტადიონის მშენებლობას კურირებს. დაინტერესებულმა პირებმა შპს „სტადიონს“ თავიანთი წინადადებები, თუ რა ფასად მიაწვდიან ავეჯს, 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით, წერილობით უნდა მიაწოდონ. შეთავაზებები იმ …

ქობულეთის შემოვლითი გზის განათება დასრულდა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე, 18 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა – დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სანათები. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2018 წლის ივნისში გაიხსნა. „განათების სამუშაოები, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პერიოდში მიღებული ეკონომიიდან დაფინანსდა. სამუშაოები კომპანია „Sinohydro Corporation limited“-ის ქვეკონტრაქტორმა შპს „ჯავამ“ შეასრულა და სამუშაოების ღირებულებამ …

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალთან, ხანძარია

ჩაქვში, ქობულეთის შემოვლითი გზის გასწვრივ, ამ წუთებში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ეკალ-ბარდი. ხანძრის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. ცეცხლის ჩასაქრობად ბათუმის სახანძრო ბრიგადები არიან გასული.

შუახევის სოფელ ვანში 3 სახლი დაიწვა

შუახევის სოფელ ვანში დღეს, 24 დეკემბერს, 3 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შუახევის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, თემურ ცენტერაძის ოჯახი სოფელში მუდმივი მცხოვრებია, მას ორსართულიანი ხის სახლი დაეწვა, როლანდ და ჯემალ ცენტერაძეების ოჯახები კი, რომელთა ერთსართულიანი სახლები დაიწვა, სოფელში სეზონურად ცხოვრობენ. სამივე სახლი ხის …

საბაჟო საზღვარზე ნახევარ კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან  კოორდინაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი. ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობა, რომლის საბაჟო …

აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში [ფოტო]

ოპოზიცია დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ერთიან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის სლოგანია „ერთად ერთის წინააღმდეგ“. შეკრებილების მოთხოვნა ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემაა, დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ არ შეასრულა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალურ პარკსა და პორტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ვარდების სკვერში გადაინაცვლეს, სადაც მათ ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. ამ თემაზე „ერთად ერთის წინააღმდეგ“ – ოპოზიცია ბათუმში აქციას მართავს [live]

200 „ქოლგა“ ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე

ბათუმში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წელს 200 მანათობელი „ქოლგით“ მორთეს. მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციული სანათები , მათ შორის, სანათი „ქოლგები“, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აჭარგანათებისგან“ შეიძინა, ჯამში, 52 100 ლარად. ბათუმის კულტურის ცენტრს სანათების შეძენაზე ტენდერიც ზუსტად ამ თანხით ჰქონდა გამოცხადებული. დოკუმენტების მიხედვით, ერთ ქოლგაში, რომელიც ჩინური წარმოებისაა, 125 ლარია გადახდილი [ჯამში …

ბათუმში შენარჩუნდება უნალექო დღეები – ამინდის პროგნოზი აჭარაში ორშაბათიდან

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო; შიდა მთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 0-5 …

ბათუმში, ზღვასთან, 26 ათას კვ/მ-ს დააბეტონებენ კარბამიდის ღია საწყობის ასაშენებლად

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მშენებლობის დაწყების შემდეგ კერძო კომპანია შპს „კარგო პარსელი“ ბათუმში ღია სასაწყობო მეურნეობის აშენებას აპირებს. ღია საწყობის მოსაწყობად კომპანია თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 600 კვ/მ ტერიტორიას დააბეტონებს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია, საწყობში  წელიწადში შეიტანონ დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდი, დაახლოებით 500 000 ტონა არმატურა და ფოლადის ნამზადი 10 000 …

სად გაივლის მაღალი ძაბვის ახალი ელექტროხაზები ბათუმში – ენერგო-პროს პროექტი

ბათუმის ენერგომომარაგებისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ელექტროგადამცემ საჰაერო და მიწისქვეშა ხაზს [ეგხ „ჭარნალს“] ააშენებს. პროექტში „ენერგო-პრო“ დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. 110 კვ ძაბვის ახალი ხაზი გაივლის ბათუმის „ახალ სამრეწველო ზონას“, ადლიის ნაგავსაყარის ტერიტორიას, გამწმენდი ნაგებობისა და ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს, შემდეგ გადაკვეთს ადლიის ქუჩას, გაივლის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას, ზღვისპირის ქუჩას და მრავალსართულიანი …

წიწვოვანი ხეების მოპოვება-რეალიზაციაზე კონტროლი 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, წინასაახალწლოდ, ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს დეპარტამენტი, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს. წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული …

„რვაფეხას“ სამი წლით ასხვისებენ – საწყისი წლიური ქირა 150 ათასი ლარი [აუქციონი]

ბულვარში მდებარე კაფე „რვაფეხას“ შენობა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონზე გაიტანა. წლიური საწყისი საიჯარო ქირა 150 ათასი ლარია. ეს თანხა შესაძლოა ვაჭრობის შედეგად გაიზარდოს. „რვაფეხა“ ამჯერად იჯარით 3 წლით გასხვისდება. აუქციონის პირობის თანახმად: [checklist] ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის  კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო …

ტურიზმის სააგენტო 325 000 ლარს დახარჯავს საახალწლო კონცერტებში გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზამთრის და საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს კურორტ გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში, რისთვისაც 325 ათას 845 ლარს დახარჯავს. ღონისძიებების ორგანიზების მომსახურებას სააგენტო ტენდერის გარეშე აპირებს, რის შესახებაც შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სააგენტოს ინფორმაციით, დაგეგმილია ქართული თანამედროვე და კლასიკური მუსიკის კონცერტები, ელექტრონული მუსიკა, ასევე, სხვადასხვა გასართობი და სარეკლამო აქტივობები: [checklist] კურორტ გოდერძიზე – …

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ხულო-ადიგენის გზის გოდერძის უღელტეხილზე დღეს, 16 დეკემბერს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.   მთავარი ფოტო /საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ბათუმში 2 ნაკვეთი აუქციონზე თითო ბიჯით გაიყიდა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“

პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა. საქართელოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით აუქციონზე გამოტანილი 100-ზე მეტი ობიექტიდან 26 გაიყიდა. აქედან 2 მიწის ნაკვეთი ბათუმში. ამ თემაზე: აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 100 სახელმწიფო ობიექტიდან 2 ბათუმშია ეს ნაკვეთები აუქციონზე თითო ბიჯით გაიყიდა:  [checklist] 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელში], ავგიას ქუჩა …

ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა იწყება

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალი, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს. ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობას კომპანია მთავრობას 39.8 მილიონად სთავაზობს

დღეს, 16 დეკემბერს, დასრულდა წინადადებების მიღება ტენდერში, სადაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. ელექტრონული ტენდერი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე სისტემაში მხოლოდ ის პრეტენდენტი ჩანს, რომელმაც მომსახურება სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენის“ შეთავაზება …

სახელოვნებო სკოლის პროექტს მოამზადებს კომპანია, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ კორპუსები დააპროექტა

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლის ახალი შენობის პროექტს ის კომპანია მოამზადებს, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტა. ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია. ამხანაგობასთან სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 21 დეკემბრამდე უნდა გააფორმოს. სახელშეკრულებო თანხა 292 ათას 1 ლარი იქნება. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთან ხელშეკრულება …

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

ბათუმის ახალ ბულვარში სასეირნო ბილიკის, ნაპირდამცავი ნაგებობების და ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 55 მილიონამდე ლარი იხარჯება. ნაპირის დაცვის მიზნით აქ დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძეზე ჩაწყობილია ქვის ლოდები, რომელთა უმეტესობა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, 3-დან 7-ტონამდე იწონის. ეს ხელოვნური ნაგებობა უსაფრთხო არ არის, რასაც ფონდშიც ადასტურებენ. ქვებს შორის არის სიცარიელე, რის გამოც, გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული …

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ახალ ნაგავსაყარზე განთავსდება როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენები. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 7 მილიონი ევროთია დაფინანსებული, ნარჩენების გადამუშავებას არ ითვალისწინებს. როგორ იმუშავებს ახალი …

უმაღლესი საბჭო 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს – ოპოზიცია სხდომას არ ესწრება

დღეს, 12 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე აჭარის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. სხდომაზე დასწრებას არ აპირებს ოპოზიცია. ენმ-ს წევრებმა უმაღლეს საბჭოში ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, გია დიასამიძის თქმით, ბოიკოტის მიზეზი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრების მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაზე უარის თქმა იყო და არა ბიუჯეტი. „საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა …

ბულვარის გაგრძელება და ყოფილი პოლიგონის განვითარება – რას აპირებს მთავრობა

გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპიროზე გზა და ბულვარი გონიოს მიმართულებით? აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე ზღვის შესართავთან? როგორ განვითარდება გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია? – ამ კითხვებს პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც ყოფილი პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე მოამზადა ტექნიკური დავალება, რომლის საფუძველზეც დაიქირავებენ კომპანიას, რომელიც ჩაატარებს …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მწვანე საფარი დააგეს

ბათუმის მშენებარე სტადიონზე მწვანე საფარი უკვე დააგეს. ბალახი [კორდი] ბათუმში უკრაინიდან შემოიტანეს. საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი მიმდინარეობს. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, კონსტრუქცია ორი სახისაა: სტაციონარული და დასაკეცი. სკამები ლურჯი ფერისაა. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები დამონტაჟდება. — ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია …

414 ათასი ლარი ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 414 681 ლარია. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე კი, ტენდერი 41 მილიონ 468 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ამ თემაზე: 41-მილიონიანი ტენდერი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 11 …

გოდერძის სათხილამურო ტრასაზე მაგისტრალური გაზსადენი გაივლის – რატომ შეიცვალა პროექტი  

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებამ პრობლემა შეუქმნა ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხორციელებას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გაზსადენის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის მიხედვით, გაზსადენის საპროექტო ტრასა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას მიუყვება. დაგეგმილი იყო გაზსადენის მშენებლობა გზის რეაბილიტაციასთან ერთად დაწყებულიყო, თუმცა, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, სულ ცოტა, მომავალი წლის გაზაფხულამდე ვერ დაიწყება. შესაბამისად, გაზსადენის მშენებლობაზე …

ქობულეთის სოფელ ჩაისუბანში მდებარე რკინის სადნობს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მდებარე რკინის სადნობ სახელოსნოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ჩაისუბნის რკინის სადნობი სახელოსნო“ ძვ. წ. აღ. X-VIII საუკუნეების ძეგლია. ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდებარე 8 ობიექტს. ჩაისუბანი მდინარე ჩაქვისწყლის …

ხანგოშვილის მკვლელობა: რატომ დუმს საქართველო, როცა გერმანია რუს დიპლომატებს აძევებს

ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას გერმანიის გენერალური პროკურატურა ახლა უკვე ოფიციალურად უკავშირებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. რა რეაქცია აქვს (ან უნდა ჰქონდეს) საქართველოს სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან? რა ხდება? რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი …

კირნათი ჰესის მშენებლობის გამო მარადიდში 34 პირს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში 34 პირს მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – მიწას, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან და ნარგავებთან ერთად, ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო, მარადიდში ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ჯამში 24 309 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები და 4 859,5 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობები. ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი …

„მცდელობა არის, მზაობა სუსტია“ – როგორ ხსნის 110-მილიონიანი პროექტის შეჩერებას დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, „კონტრაქტორი [კომპანია „ტოდინი“] ცდილობს, დაიწყოს პირველი ეტაპის – მიწის სამუშაოები, თუმცა სუსტია მისი მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს გუშინ, 3 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. კომპანია მზად რომც იყოს, „მიწის სამუშაოებს“ ხულოს ტერიტორიაზე მაინც ვეღარ შეასრულებს – აქ უკვე გათოვდა. გზის მშენებლობის „პირველი ეტაპის“ დაწყებას კი მორიგ გაზაფხულზე უნდა ველოდოთ: …

Exit mobile version