ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს [ფიჭვნარი I, II, VII], კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 6 მარტიდან შევიდა ძალაში. ფიჭვნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. XIV- II საუკუნეებით თარიღდება. ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ფიჭვნარ-ჩოლოქის დასახლებაში გაცილებით დიდი ფართობი უკავია, თუმცა ძეგლის [არქეოლოგიური] სტატუსი დაახლოებით 20 ჰექტარამდე …

ბათუმში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა თბილისის შემდეგ

აჭარა მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ, სადაც ყველაზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა. ISET-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მესამე ადგილზე ამ მხრივ კახეთის რეგიონია. ამავე მიმოხილვის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა თბილისსა და ბათუმში. უძრავი ქონების ბაზარზე, მთლიან წილში, 40,7%-ით თბილისი დომინირებდა, აჭარისა და კახეთის წილი კი, მთლიან გაყიდვებში იყო, შესაბამისად, 12,4 …

შუახევში ბათუმი-ხულოს გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება

შუახევის ტერიტორიაზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის დაახლოებით 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის 11 542 550 ლარია გათვალისწინებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხიჭაურიდან იწყება და დაახლოებით ჩანჩხალოს გადასახვევთან სრულდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო გზის გარკვეული მონაკვეთი გადის დაბა შუახევის ტერიტორიაზე, „სადაც ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაბამისად, ხსენებული …

„განდაგანა“ – ახალი კონკურსისთვის 105 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმის მერია წელს ახალ კონკურსს – „განდაგანას“ ჩაატარებს და ქალაქის ბიუჯეტიდან 105 ათას ლარს დახარჯავს. ამ თანხით ბათუმის კულტურის ცენტრმა კონკურსის ორგანიზებაზე ტენდერი 27 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო სავარაუდო ფასის დასადგენად ჩატარდა ბაზრის კვლევაც. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ თვითმმართველობებს მისცა რეკომენდაცია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში …

ბათუმში მიწა გაძვირდა

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა. მაგალითად, ცენტრალურ ზონაში, ეს ფასი 22-23 პროცენტით მეტია ვიდრე გასულ, 2019 წელს. მაგალითად, თუ გასულ წელს 1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი, ცენტრალური ზონის I ქვეზონაში იყო 486 ლარი, წელს 594 ლარია. ქალაქის საკრებულომ მიწის ნორმატიული ფასის გაზრდის შესახებ დადგენილება 2020 წლის 25 თებერვალს მიიღო, რომელიც 28 თებერვლიდან …

ქობულეთის 8 სოფელი, რომელთა გაზიფიცირებისთვის საჭირო ფასს ადგენენ

სკურა, ქაქუთი, აჭყვისთავი, ზენითი, მუხაესტატე, ალამბარი, წყავროკა და ლეღვა ქობულეთის იმ სოფლების ჩამონათვალია, რომელთა გაზიფიცირება იგეგმება. აღნიშნულ სოფლებში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო სამუშაოების სავარაუდო ფასის დასადგენად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ 2020 წლის 6 მარტის ჩათვლით, მიაწოდონ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. ამასთან, ამ სოფლების …

კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი მოსაცდელს დაეცა და დაანგრია – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში 

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 29 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში. მოსახლეობის თქმით, მათ წლებია აწუხებთ კლდიდან ქვების ცვენა. მათივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, კლდიდან ჩამოვარდნილმა ქვამ, გზის პირას მდგარი მოსაცდელის შენობა დაანგრია. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაჩენილი ქვათაცვენის ახალი კერები კი, მთლიანად ხეობას უქმნის საფრთხეს. მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას, რათა მათ …

ქობულეთში მანქანა ტრაქტორს შეეჯახა, არიან დაშავებულები

დღეს, 29 თებერვალს, ქობულეთის სოფელ გვარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს ტრაქტორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ბათუმის აეროპორტს გააფართოებენ – გზშ საჭირო არ არის

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება. არსებული ფასადის და გამოყენებული კონსტრუქციების ანალოგიურად, შენობას მარჯვნიდან [42 მ] და მარცხნიდან [30 მ] გაუკეთდება მიშენება, რის შემდეგაც შენობის სიგრძე იქნება 192 მეტრი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აეროპორტის გაფართოების პროექტი არ დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ]. ასეთი გადაწყვეტილება შპს „ბათუმის აეროპორტის“ მიერ …

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის კომპანიებმა 11 მილიონი იზარალეს – აუდიტი

ორ წელში ჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალურმა 12-მა საწარმომ ჯამში 11,2 მილიონზე მეტი ლარი იზარალა. აუდიტის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, შესაბამის ზედამხედველობას არ უწევდნენ იმ შპს-ების საქმიანობას, რომლებშიც წილებს თავად ფლობენ და არ ტარდება შესაბამისი მმართველობითი ღონისძიებები. „შედეგად, 14 შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს ზარალით, 7 შპს არ ფუნქციონირებს და …

„რესპუბლიკურის“ მშენებელ კომპანიას 42 ათასი ლარი ჯარიმა არ გადაახდევინეს – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანიას, რომელიც ბათუმში ახალ საავადმყოფოს აშენებდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ „არამართლზომიერი გადაწყვეტილებით“, 42 ათასზე მეტი ლარი პირგასამტეხლო არ გადაახდევინეს. აუდიტი თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება საზიანო იყო სახელმწიფო საწარმოსთვის და ამ ქმედებაში მშენებელი კომპანიის ინტერესების გათვალისწინებას ხედავს, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულებით ნაკისრ ვადაში ვერ დაასრულა. აუდიტი მოუწოდებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

დოკუმენტების გაყალბებისა და კრედიტის უკანონოდ მიღებაზე აჭარაში 4 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-ამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირებმა, საბანკო დაწესებულებებში …

ქობულეთში კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს ქობულეთში შელაპარაკებისას 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. …

ბათუმში, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით იწვიმებს

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა, ზვავსაშიშროება; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში: ღამით 5-10, დღისით 10-15 გრადუსი სითბო; მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით …

რამდენით გაიზარდა და რა ღირს პარკირება ბათუმში

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების გადასახადის ოდენობა შეიცვალა. ეს გადასახადი გაიზარდა და დღეების მიხედვით შეადგენს: 1 დღე – 10 ლარი [იყო 1 ლარი]; 7 დღე – 20 ლარი [იყო 5 ლარი]; 30 დღე – 30 ლარი [იყო 10 ლარი]; 182 დღე – 45 ლარი [იყო 25 ლარი]; 365 დღე – 60 ლარი [იყო 40 ლარი]. ბათუმის …

ბათუმში ხვალ 22 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 27 თებერვალს, ბათუმში და აჭარის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა +17-დან +22 გრადუსამდე მოიმატებს. 28-29 თებერვალს კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვაა მოსალოდნელი. დღეს, 26 თებერვალს, აჭარაში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 26 თებერვლის 21 საათიდან 27 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, …

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი. ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია მოცემული. ტენდერის პირობის მიხედვით, ავეჯის მიწოდება-მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს. მიმწოდებელმა ავეჯის ფერები …

ბათუმში ოთხშაბათიდან 2 დღით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 თებერვლის 21 საათიდან 26 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. დრისით კი, უნალექო ამინდი იქნება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხუთშაბათს, 27 თებერვალსაც, 28 თებერვალს კი – დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. მთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება ზვავსაშიშროება. ჰაერის ტემპერატურა: ბათუმსა …

გაუწმენდავი გზის გამო პაციენტი ციგით გადაჰყავთ – „აი, ეს არის ჩვენი მთავრობა“ 

აჭარის მაღალმთიან სოფლებში შიდა საუბნო გზებზე დიდთოვლობის გამო კვლავ პრობლემებია. ბოლო დღეებში იყო შემთხვევები, როცა პაციენტებამდე სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მივიდნენ და მოსახლეობამ მოქალაქეები სასწრაფომდე ხელით და ტრაქტორის დახმარებით მიიყვანა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის თითქმის ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და „ამ მხრივ პრობლემები არ არის“. „რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს …

„ივანიშვილის ცენზორი“ – აქცია-პერფორმანსი აჭარის ტელევიზიასთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ აქცია-პერფორმანსი გამართა. აქტივისტებმა ტელევიზიის წინ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ფოტოები მიიტანეს, წარწერით „ივანიშვილის ცენზორი“, პირზე შავი ლენტები აიკრეს და ამ ფორმით გააპროტესტეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები. „ივანიშვილის რეჟიმი უხეშად ერევა სიტყვის თავისუფლებაში. დღეს ჩვენ არ ვცხოვრობთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, თუმცა რეალობა ისაა, რომ გვიწევს ამ რეჟიმში ცხოვრება, …

ქობულეთის 5 სოფლისა და ჩოლოქის დასახლების გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან

ქობულეთში სოფლების – კოხის, ზედა კონდიდის, ოხტომის, ცხრაფონას, აჭისა და ასევე, ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის დასახლების [ხულოს ქუჩა] გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო პროექტებს შეისყიდის. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამ დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევას ახორციელებს. დაინტერესებულმა პირებმა კომპანიას 2020 წლის 28 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების თავიანთი ფასი და მომსახურების გაწევის …

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში სამშაბათიდან ამინდი გაუარესდება – პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის საღამოს 9 საათიდან 24 თებერვლის საღამოს 9 საათამდე აჭარის სანაპირო რაიონებში და მთაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. 24 თებერვლის საღამოდან კი,  ბათუმსა და აჭარის მთიანეთში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია სანაპირო ზოლში ნალექი, მთაში – თოვა. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: ორშაბათს, 24 თებერვალს, …

ქობულეთში მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში დღეს, 23 თებერვალს, მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.   მთავარი ფოტო: სქრინი „ლეღვას“ ფეისბუქგვერდიდან

ვინ არის 33 წლის პედაგოგი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა ქობულეთში

მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. სწორედ მისი სახელობის მემორიალს მოაწყობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. მარიამი ამავე სოფლის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. მას 2 შვილი ჰყავდა. ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მარიამ კონცელიძე გასულ წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მან ბაღის ეზოსთან, ფერდობიდან დაგორებული ავტომანქანისგან ბავშვები …

როგორ ჩავერთოთ „იაფი სახლის“ პროგრამაში – ინსტრუქცია

„იაფ სახლში“ ბინის მსურველი, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [„იაფი სახლის“] პროგრამაში რომ ჩაერთოს, პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდეს ამ პროგრამის კრიტერიუმებს, შემდეგ კი, ბათუმის მერიის ნებისმიერ სერვისცენტრში უნდა აიღოს და შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა. [toggle title=”კრიტერიუმები ნახეთ აქ:“] „ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამაში მონაწილეობისთვის ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1-სულიანი ოჯახებისთვის 1200 ლარს, 2-სულიანისთვის …

ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან …

აჭარაში 3 პროექტის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლისა და ხულო-გოდერძის გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზედამხედველის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 824 000 ლარია. ამ თანხით სამინისტრო, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქში“] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, ბათუმში სახელოვნებო სკოლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის რევიზიის, ამავე ობიექტის …

რა ღირს ბინა „იაფ სახლში“

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყებს. განცხადებების მიღება 29 მაისს დასრულდება. ამ თემაზე ვრცლად: ბათუმის მერია „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღებას 2 მარტიდან დაიწყებს ნახეთ „იაფი სახლის“ ფარგლებში ამ ეტაპზე გასანაწილებელი 40 ბინის ფასი: მისამართი: ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. #78ბ [კორპუსი „გ“]: მისამართი: …

ვინ მიიღებს „იაფ სახლს“ – ლაშა კომახიძემ კომისია შექმნა

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ბათუმის მერის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შევლენ. აღნიშნული კომისია განიხილავს კონსულტანტის მიერ წარმოდგენილ შედეგებს და ქალაქის მერს მისცემს რეკომენდაციას ამ შედეგების დამტკიცებასა და პროგრამით მოსარგებლე ოჯახების განსაზღვრაზე. რაც შეეხება კონსულტანტს, მერია მას სახელმწიფო შესყიდვების [ტენდერის] საშუალებით შეარჩევს. სწორედ კონსულტანტი შეისწავლის-გადაარჩევს მერიაში შესულ განაცხადებას [რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის …

ბათუმის მერია „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღებას 2 მარტიდან დაიწყებს

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყება და 29 მაისს დასრულდება. აპლიკანტებმა მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: შევსებული განაცხადის ფორმა ოჯახის წევრთა პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლები ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები (პირადობის მოწმობის არარსებობის …

რას ცვლის ახალი რეგულაციები ანუ მეთამბაქოების 2000 ლარით დაჯარიმება

ადგილობრივ თამბაქოზე რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, გლეხი თამბაქოს ვეღარ გაყიდის და ვალდებული იქნება მხოლოდ მეწარმეს ჩააბაროს. ასეთი მეწარმე კი, რომელსაც აქვს უფლება კანონიერად შეიძინოს თამბაქო, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთია. ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უკვე მივიდნენ მეთამბაქოებთან და გააფრთხილეს, რომ თუ აქციზის გარეშე ვაჭრობას გააგრძელებენ, თამბაქოსაც ჩამოართმევენ და 2000 ლარითაც დააჯარიმებენ. ახალი რეგულაციებით შეთავაზებული ფასი მეთამბაქოებისთვის …

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან 110-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან [„ტოდინთან“]  გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. „მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან …

სააგენტო 17 ეკომიგრანტ ოჯახს სახლების შესარჩევად ერთთვიან ვადას აძლევს, 2 ოჯახი აჭარიდანაა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო, 25 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებს ამ ეტაპზე 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის. აქედან 2 ოჯახი აჭარიდანაა [ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთიდან და სოფელ რიყეთიდან]. სააგენტოს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 17 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. „აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს …

რა შეცდომები დაუშვეს მდინარე აჭარისწყალთან დამცავი ჯებირების მოწყობისას

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის კასკადის მშენებლობის დროს გვირაბებიდან მიღებული ქანების სანაყაროების დამცავი ჯებირების რეაბილიტაციას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, დამცავი ჯებირების მოწყობისას დაშვებული იქნა ტექნოლოგიური შეცდომები. ხულოსა და შუახევის ტერიტორიებზე დაგეგმილია მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ  4 ადგილის გამაგრება, სადაც ეს ფუჭი ქანებია დაყრილი/განთავსებული. „აღნიშნული ფუჭი ქანების სანაყაროების პროექტები შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მაგრამ …

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული განვითარებისა და …

მეწყრის გამო მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ჩაიხერგა

ქედის სოფელ მახუნცეთთან ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ წუთებში ჩახერგილია. გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება 9:00 საათზე შევიდა. „ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ამ წუთებში [9:40სთ.] ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას და დაიწყება გზის გაწმენდა,“ – გვითხრეს მერიაში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14 თებერვალს, „დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის …

Exit mobile version