ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის ზღვისპირა ზოლში ღამით 0-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

10.02.2020
აჭარის ზღვისპირა ზოლში ღამით 0-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 10 თებერვლის 21 საათიდან 11 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით 2-7 გრადუსი სითბო,
  • მთაში – ღამით 7-12, დღისით 0- 5 გრადუსი ყინვა,
  • მაღალ მთაში – ღამით 15-20, დღისით 5-10 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ. ხილვადობა კარგი.
  • ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3ბალი),
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +7.2  გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 12 და 13 თებერვალს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. მთაში თოვა, მაღალმთაში ზვავსაშიშროება.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, 10.02.2020 / ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: