აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 30-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი, ჯამში, ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
სამინისტრო, მიმდინარე წელს, უშუალოდ სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს. ამჯერად გთავაზობთ 12 პროგრამას:
პროგრამა ითვალისწინებს ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდებას.
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- ძვალ-სახსროვანის სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
- ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.
[/checklist]
პროგრამა მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ელექტროფორეზს, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას.
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება ანაზღაურდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა (178 ლარი). წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, 1 კურსი – არანაკლებ 30 სარეაბილიტაციო ღონისძიებისა.
პროგრამა ითვალისწინებს განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობას, ფიზიკური თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ბავშვისა და მშობლის ფსიქოლოგიურ დახმარებას.
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- ბავშვთა ცერებრალური დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე 3 წლისა და მეტი (18 წლამდე) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე, ამ მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები.
[/checklist]
პროგრამა მოიცავს თერაპიულ ინტერვენციას, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის სეანსებს; ექიმის მეთვალყურეობას; ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარებას.
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: გაწეული მომსახურება (1 კურსი – არანაკლებ 10 დღისა და ჯამში არანაკლებ 22 ღონისძიებისა) ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 330 ლარის ოდენობით (წელიწადში ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 8 სარეაბილიტაციო კურსი, პროგრამაში ჩართვის პერიოდის გათვალისწინებით).
პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას სადღეღამისო ცენტრში.
შშ მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, ბენეფიციარის მომსახურება დაფინანსდება დღეში – 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის (მშობელი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) დღეში – 10 ლარით.
პროგრამა ითვალისწინებს, განსაზღვრული დიაგნოზის მქონე იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და თვითმოვლითი უნარების განვითარებას, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი) მომსახურების გაწევას (თვეში არანაკლებ 8 შეხვედრისა).
ამასთან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას, 3 წლის ასაკის ზემოთ ჯგუფურ მომსახურებასა (არანაკლებ თვეში 4 შეხვედრისა).
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აქვთ განვითარების ეტაპების დაყოვნება, შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია პროგრამით გათვალისიწინებული IჩD-10-დიაგნოზებით (მათ შორის: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, განვითარების ზოგადი აშლილობა, მეტყველების განვითარების აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენილობა).
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსის ღირებულება 152 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველ თვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე, არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით.
პროგრამა ითვალისწინებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას.
ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი-15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა-12 სეანსი).
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: ბენეფიციარს გაწეული მომსახურება დაუფინანსდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – 1 კურსის ღირებულება 300 ლარის ოდენობით, პროგრამაში ჩართვის თვიდან ყოველთვე საბიუჯეტო წლის ბოლომდე.
პროგრამა ითვალისწინებს, სმენაპროთეზირებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებით უზრუნველყოფას. წლის განმავლობაში დაფინანსდება 2 კურსი (კურსი მოიცავს მეტყველების თერაპიის 10 ვიზიტს, მათ შორის 5 ინდივიდუალურ და 5 ჯგუფურ მეცადინეობას, მუსიკათერაპიის 4 ვიზიტს).
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- 10 წლის ასაკამდე სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ღირებულების 100%-ით, არაუმეტეს პროგრამით განსაზღვრული ტარიფისა – ერთი კურსი 310 ლარის ოდენობით.
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას.
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- სხვადასხვა პრობლემების თანადგომის ქსელის არმქონე დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა).
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი, 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. გათვალისწინებულია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ასევე, ფსიქოტროპული და საჭიროებისამებრ, თანმხლები სომატური დაავადებების მედიკამენტებით მკურნალობა.
პაციენტებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება მულტიდისციპლინარული მეთოდით ინდივიდუალური მართვის გეგმის შესაბამისად, სხვა სომატური გართულების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (IჩD-10) ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით (F00- F009) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება დაფინანსდება დღეში 25 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.
არაუმეტეს 24 ბენეფიციარზე გათვლილი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსებით დაკომპლექტებული საცხოვრისი, მომსახურებას განახორციელებს 24 საათის განმავლობაში: სამჯერადი კვება, ბენეფიციარების უზრუნველყოფა პირადი ჰიგიენის ნივთებით, ბენეფიციარის საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად აღჭურვილი ფიზიკური გარემო, სხვადასხვა აქტივობების და გასართობი თუ სხვა ღონისძიებების მიწოდება. პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შედგენილი ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შესაბამისად.
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- 18 წლისა და მეტი ასაკის პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არ აღენიშნება სოციალური და დამოუკიდებლი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტი და არ აქვს შესაბამისი მხარდამჭერი გარემო;
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება დაფინანსდება დღეში 35 ლარით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.
პროგრამა ითვალისწინებს გადაადგილების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვები) და ხანდაზმულთა, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში – 6 წლისა და უფროსი ასაკის შშ სტატუსის მქონე ბავშვები/პირების სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას.
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ბავშვები;
- მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები;
- თავშესაფარის კონტიგენტი.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: ელექტრო სავარძელ-ეტლი – 3580 ლარით; მექანიკური სავარძელ-ეტლი შშმ პირებისათვის – 550 ლარით, სხვა ბენეფიციარებისათვის – 300 ლარით.
პროგრამა ითვალისწინებს, სმენადაქვეითებული პირების ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას.
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- III-IV ხარისხის სმენადაქვეითებული მოქალაქეები;
- 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითების მქონე ბავშვები.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მომსახურება დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა: შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის საფუძველზე) არაუმეტეს 1400 ლარისა, სხვა ბენეფიციართათვის – 263 ლარით.
პროგრამა ითვალისწინებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის იძულებითი წოლითი რეჟიმის მქონე ხანგრძლივად მოავადე პაციენტების უზრუნველყოფას დამხმარე/მოვლის საშუალებებით (ფუნქციური საწოლი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ასპირატორი, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, შშმ პირთათვის განკუთვნილი ამწე, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი, ხმის წარმომქმნელი აპარატი).
[highlight color=”green”]მოსარგებლეები[/highlight]:
[checklist]
- შშ მქონე პირები, მათ შორის ბავშვები;
- მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
- პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი პირები;
- თავშესაფარის კონტიგენტი.
[/checklist]
[highlight color=”green”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულება დაფინანსდება სრულად ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტისა.
-
პროგრამების მოსარგებლე 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
-
პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წელსაც აგრძელებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებას. სამინისტროს 2020 წლის ყველა ასეთი პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: