საბაჟოზე მძღოლებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა გადაკეტეს

ბათუმში, ადლიაში მძღოლებმა გაფორმების ეკონომიკური ზონა გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი სპიკერის, უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, მძღოლები  საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ნებართვას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები მათ დაბრკოლებას ხელოვნურად უქმნიან, მაშინ როცა უცხო ქვეყნებში მსგავსი ტიპის პრობლემები მძღოლებს არ აქვთ. „საქართველოს შესაბამისი სამსახურები ვერ მუშაობენ ისე, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დადგეს. ეს არ არის …

რატომ მალავს სააგენტო იმ პირებს, რომლებიც ანტიკური ძეგლისთვის სტატუსის მოხსნას დაეთანხმნენ 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ასაიდუმლოებს ინფორმაციას, ვინ გასცა დადებითი რეკომენდაცია ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიის ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე. შესაბამისი საბჭოს სხდომის ოქმში, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, საბჭოს წევრების სახელები და გვარები მითითებულია, თუმცა არ ირკვევა ვინ რა პოზიცია დააფიქსირა. სწორედ ამ საბჭოს დაეყრდნო სააგენტოს დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას. კომისიის სხდომას, სადაც ფიჭვნარის ტერიტორიის ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი …

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში, შპს „ფასთ თრექის“ სამკერვალო ფაბრიკაში, სადაც დღეს, 31 მაისს, რამდენიმე ათეული თანამშრომელი მოიწამლა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად პოლიციაც მუშაობს. შს სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკაში, 45 ადამიანი საკვებით მოიწამლა. კომპანიის ინფორმაციით, …

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში დაახლოებით 45 ადამიანი მოიწამლა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკაში დაახლოებით 45 ადამიანი საკვებით მოიწამლა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი ადასტურებს, თუმცა მან ასევე გვითხრა, რომ პაციენტების რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. მისი თქმით, ამ წუთებში ადგილზე გასული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ადგილზე მუშაობს წარმოების ექიმიც. „მეტ ინფორმაციას ამ დროისთვის ვერ მოგაწვდით, დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით,“ – …

ძველ ბათუმში სახლებზე სპილენძის საწვიმარი მილები მოიპარეს

ძველ ბათუმში ისტორიულ სახლებზე სპილენძის საწვიმარი მილები მოიპარეს, შეინიშნება ასევე ჭების ლუქების მოპარვის ფაქტები. ამის შესახებ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, დავით მახარაძემ განაცხადა. მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაადასტურა. „ძველ ბათუმში არის ძალიან ბევრი ისტორიული და ლამაზი შენობა, ამ შენობაზე არის სპილენძის ხარისხის საწვიმარი მილები. ძალიან ბევრ …

გასცემს არჩილ ჩიქოვანი ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას? – განმარტება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, გასცემს თუ არა ბათუმში მეჩეთის აშენების ნებართვას. არჩილ ჩიქოვანმა არც ის გვითხრა, ეთანხმება თუ არა ორი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მერია დისკრიმინაციულად მოიქცა, როცა მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გასცა და არც ის გვითხრა, თავად როგორ აფასებს ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის ამ გადაწყვეტილებას. არჩილ ჩიქოვანის თქმით, მერიას სააპელაციო სასამართლოს …

ვინ შევა ოპოზიციიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში – სია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. შესაბამისად, ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ერთიანი ოპოზიციის სიის მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში შედიან: ელგუჯა ბაგრატიონი, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის [ენმ] თავმჯდომარე. გიორგი კირთაძე – ენმ, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გია აბულაძე – უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის ოპოზიციური ფრაქციის წევრი. მედეა ვასაძე – წინა მოწვევის …

მთავრობის გამოხმაურება ჩაქვში 4 ჰექტარი პლაჟის გასხვისებაზე

აჭარის მთავრობა გამოეხმაურა batumelebi.ge -ზე 29 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორიის გასხვისებას ეხებოდა. ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიის მიყიდვა კონკრეტული კომპანიისთვის იგეგმებოდა, რომლის მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. სტატია ბათუმის მერიის განკარგულების პროექტისა და მასზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით მოვამზადეთ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის მთავრობამ წერილობით გვაცნობა, რომ მცდარია ინფორმაცია ჩაქვის …

მთავრობა ჩაქვის პლაჟზე 4 ჰექტარი მიწის გასხვისებას აპირებს

ბათუმის მერია ჩაქვის პლაჟზე 4 ჰექტარამდე ტერიტორიას აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადასცემს, მისი შემდგომში ინვესტორზე გადაცემის მიზნით. როგორც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას ოფიციალურად მიწერა, რომ ჩაქვის პლაჟის ტერიტორიას, მიმდებარე ნაკვეთთან ერთად მეზღვაურთა ქუჩაზე, #20/22-ში და ასევე ბათუმის ქუჩაზე #50-ში, საინვესტიციოდ ამზადებენ. ეს წერილი მერიაში 21 მაისს მიიღეს. ის …

მწვანე კონცხი, კვარიათი, გონიო – ბათუმის მერიამ პლაჟების საფასური დაადგინა

როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები ბათუმის მერიისგან პლაჟების პირდაპირი განკარგვის წესით, არაკონკურენტულ გადაცემას ითხოვენ და ამის მიზეზად პანდემიას ასახელებენ. როგორც შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, გადაწყვეტილების მიმღები პირები მიიჩნევენ, რომ პანდემიის პირობებში პლაჟების პირდაპირი წესით გასხვისება მიზანშეწონილია: „მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნას ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე საქართველოში და მათ შორის აჭარის რეგიონში არსებული …

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – ინტერვიუ ნონა ნაკაშიძესთან

რას ნიშნავს ფსიქოლოგიური ტრავმა და როგორ გავუმკლავდეთ მას? როგორ დავეხმაროთ ადამიანს, თუ ვფიქრობთ, რომ  ის ფსიქოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ან არ აღიარებს მას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოთერაპევტ ნონა ნაკაშიძეს ესაუბრა. ქალბატონო ნონა, რომ აგვიხსნათ, რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა, რით განსხვავდება ის სტრესისგან, დეპრესიისგან? დეპრესია არის სტრესის,  ტრავმის ან სხვა მიზეზებით განვითარებული კლინიკური მდგომარეობა, …

მთავრობა ბობოყვათის სანაპიროზე 28 ჰექტარს ყიდის – საწყისი ფასი 48 მილიონია

ბობოყვათის სანაპიროს გასწვრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომხიბვლელ სარეკრეაციო ზოლში, აჭარის მთავრობა 28,5 ჰექტარს ელექტრონული აუქციონით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 48 მილიონი ლარია, ხოლო ბიჯი – 450 000 ანუ თითქმის ნახევარი მილიონი. ეს ტერიტორია განსაკუთრებული რეგულირების ზონას მიეკუთვნება და მისი განვითარებაც წინასწარ განსაზღვრული დეტალური განაშენიანების გეგმით უნდა განხორციელდეს, ეს აუქციონის ერთ-ერთი პირობაა. ნაკვეთი მნიშვნელოვანია ასევე კულტურული მემკვიდრეობის …

ბათუმის საკრებულოს წევრი გახარიასთან მიდის „ნაციონალებთან დაუსრულებელი კოჰაბიტაციის გამო“

ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი „ოცნებას“ ტოვებს და გახარიას გუნდში გადადის. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. საკრებულოს წევრი გადაწყვეტილების მიზეზად „დაუსრულებელ კოჰაბიტაციას“ ასახელებს და  წერს, რომ არ დაივიწყებს ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ როლსაც. „რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაერთხელ აღმინიშნავს, თუმცა …

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ბარცხანის ხიდთან, ოდისეი დიმიტრიადის #11-ში, 11 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკუთარი სტრუქტურული ერთეულისთვის შენობის ასაშენებლად ითხოვს. მშენებლობის შემდეგ კი სამმართველოს ამჟამინდელი 21 026 კვ.მეტრი ტერიტორია აბუსერიძის ქუჩაზე, თავისი შენობების ჩათვლით, ბათუმის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში. როგორც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, მერია მზადაა მიწის ნაკვეთი გადასცეს „პოზიტიური პირობით“. ჯერ არ …

ავარია ქედაში – არიან დაშავებულები

ქედაში, სოფელ ზვარესთან, მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავდა ორი მგზავრი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება: „დაზუსტდება მუხლი და გეტყვით“.

მიწის ნაკვეთები ზღვასთან ახლოს – ქონების სააგენტოს შეთავაზება ბიზნესს

პროექტის – „100 შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქობულეთში, ზღვასთან ახლოს,  მიწის რამდენიმე ნაკვეთს ყიდის. სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე გატანილი აქვს ორი მიწის ნაკვეთი ბუკნარში, ჯამში 7000 კვ.მდე ტერიტორია. ქონების საწყისი ფასი 890 000 ლარია. სააგენტო ყიდის ასევე 25 547 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. ქონების საწყისი ფასი 815 000 ლარია. …

ვინ გადაიხადა 30 მილიონი მიწის ნაკვეთში – კიდევ ერთი თაუერი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს კიდევ ერთი თაუერი აშენდება. 7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი აქ შპს „დე გრუპმა“ 30 მილიონ ლარად და სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა.  „დე გრუპი“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია. ბიზნესმენმა შესყიდულ ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო, ამ ადგილზე მოაზრებული პროექტის რენდერთან ერთად გუშინ, …

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გადადგა – „სამოქალაქო სექტორში გავაგრძელებ“

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდერე დავითაძე ადასტურებს ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ. რაც შეეხება გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზს, ამ საკითხზე მისი პასუხი დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისია, როცა თანამდებობის პირები მოულოდნელად წასვლაზე განცხადებას წერენ, შემდეგ კი ამტკიცებენ, რომ „ამ კონკრეტულ საქმეში საკუთარი თავი ამოწურეს“. ალექსანდრე დავითაძის ინფორმაციით, მან ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები როგორც განათლების მინისტრის მოადგილის რანგში, ასევე რეგიონულ ახალგაზრდულ …

მწვანე კონცხის ჩაბეტონება დაწყებულია – სასტუმროები გამწვანებისა და სახლების ნაცვლად

მწვანე კონცხზე, შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ მშენებარე პროექტთან ახლოს, ხუთსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ. შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ  მწვანე კონცხზე – იქ, სადაც ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო, ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო კომპლექს „პანორამა ბათუმს“ აშენებს. კომპლექსი შენდება მომაღლო ადგილზე, საიდანაც დიდი, მწვანე  სივრცე და ზღვის ფართო ჰორიზონტი იშლება. …

მინდვრის ყვავილების გამყიდველი აბაშიძის ქუჩიდან

ბათუმის ცენტრში ცხოვრობს თუ მუშაობს თითქმის ყველამ იცის, რომ მინდვრის ყვავილების ყიდვა კარგ ფასად მემედ აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კუთხეში შეიძლება. აქ დაგხვდებათ გვირილები, იასამნები, მაისის ვარდები და სხვადასხვა მინდვრის ყვავილისგან სადად, შესაფუთი ქაღალდის გარეშე შეკრული თაიგულები. ადგილზე თვითდასაქმებული ამირან მალაყმაძე მოგემსახურებათ. გულწრფელად გირჩევთ, რომელი ყვავილი აირჩიოთ, რომელს უფრო კარგი სუნი აქვს, რომელი უფრო დიდხანს …

აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

აჭარის მთავრობამ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ორი წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.  უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ კომისიის თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას და მდივანს სოფიო კახაძეს. ორივე მათგანს შეუძლია ისევ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა, რადგან კანონმდებლობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ორი ვადით მუშაობა შესაძლებელია. პარმენ ჯალაღონია და სოფიო კახაძე უმაღეს საარჩევნო კომისიაში 2016 წელს შევიდნენ, კანონმდებლობით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადა მათ ივნისში …

„კაცები ზრუნავენ“ კამპანიის ფარგლებში „მამების სკოლა“ იხსნება

პირველად საქართველოში „მამების სკოლა“ იხსნება. სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლა“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით გაიხსნება, კამპანიის ფარგლებში – „კაცები ზრუნავენ“. “მამების სკოლის” პროგრამა  დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე …

„ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ – წიგნი სულხან სალაძის კოლექციის მიხედვით

გამოიცა „ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ – თბილისის შესახებ ევროპული გრავიურების პირველი ალბომი, რომელიც აერთიანებს ჩანახატებს 1673 წლიდან XIX საუკუნის ბოლომდე. ალბომში სულხან სალაძის კოლექციაში დაცული ასამდე გრავიურაა თავმოყრილი. ალბომში შეტანილი გრავიურები ძველი თბილისის ხედების გარდა ქალაქს, მის მცხოვრებთა ყოფას და ეთნიკურ მრავალფეროვნებასაც ასახავს. მათი დიდი ნაწილი უნიკალურია და საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ბევრი მათგანი ქართულ ენაზე …

კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა აჭარაში – 15 მაისის მონაცემები

15 მაისის მონაცმებით დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების  92 -ახალი შემთხვევა  გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა – 87 პაციენტი, ჯამში დღემდე გამოჯანმრთელებულდა – 39 611 პაციენტი. 15 მაისის მდგომარეობით კლინიკა დატოვა -35-მა პაციენტმა. კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვიაზე] – 5 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს – 456 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -277 ონლაინ კლინიკაში – 619. გარდაიცვალა 1 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით დღეს, …

საქართველოში კორონავირუსის 1576 შემთხვევა დაფიქსირდა – 15 მაისის მონაცემები

დღეს, 15 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1576 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 584 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 % . topcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 44 278 ტესტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 …

ოქსფორდის პროფესორი ფიჭვნარზე, სადაც სასტუმროს აშენებენ: კავკასიაში ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია

მაიკლ ვიკერსი ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორია. მან ქობულეთის ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციის მოსაწყობად 100 000 აშშ დოლარი დაფინანსება მოიპოვა და ნაქალაქარზე მუშაობის შესაძლებლობა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მისცა. ქართულ-ბრიტანული ექსპედიცია 1998 წელს დაიწყო და 13 წელი გაგრძელდა.  მკვლევარი ახლაც საქართველოში იმყოფება, მან „ბათუმელებთან“ ფიჭვნარის ნაქალაქარის მნიშვნელობაზე და მისი სრულად შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიის …

ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ აღდგება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში  დღეს, 13 მაისს დილის 08:00 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება გამოწვეულია გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებით. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ  14 მაისის 18:00 საათამდე. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ …

კოვიდზე აცრილები ხულოდან, ქედიდან და შუახევიდან

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინაციაზე დარეგისტრირება ამ დროისთვის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის შესაძლებელი, ადგილები დაჯავშნილია. ნარგიზ დეკანაძე ხულოს საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ის რამდენიმე დღის წინ „სინოფარმით“ აიცრა. იგი ფიქრობს, რომ ვირუსისგან დასაცავად ეს ერთადერთი გზაა და სხვებსაც მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგისტრირდნენ და აიცრან. ნარგიზ დეკანაძის თქმით, განსაკუთრებით …

ავტოავარია ქედაში – დაიღუპა 2 ქალი

ქედაში, სოფელ წონიარისში, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაცია ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ დაგვიდასტურა. მისი ინფორმაციით ხევში გადავარდა ბათუმიდან შუახევში მიმავალი ავტომობილი. სოფელ წონიარისში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით ავტომანქანაში 7 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით მცირეწლოვნები თავს კარგად გრძნობენ. დაშავდნენ თუ არა ავტომანქანაში მყოფი სხვა პირები, ამის …

რა ბედი ეწია „ყინულის სასახლის“ 20-მილიონიან პროექტს

ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, ყინულის ახალი არენითა და საცურაო აუზით 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული მოქმედი სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეირჩევა …

დაზიანებული შინდისის გმირების სკვერი – რას აპირებს მერია

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერი დაზიანებულია. ნარგავები შენარჩუნებულია, თუმცა დამტვრეულია სკამები და ბორდიურები. სკვერის გარშემო მცხოვრებთა თქმით, გვიან ღამით აქ გამოდიან დასალევად, შემდეგ კი ინფრასტრუქტურას აზიანებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შინდისის გმირების სახელობის სკვერში ინფრასტრუქტურა ვანდალურად დააზიანეს. სავალალო მდგომარეობაშია ამ სკვერში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშო. დაზიანებულია ასევე ურნები.   ბათუმი მერიის კეთილმოწყობის …

გასაყიდი მიწის ნაკვეთები ზღვასთან მშენებლობის პირობით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაქვში, ზღვასთან ახლოს შენობას [021.90კვ.მ.] და 6036 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონი ლარია, ბიჯი – 250 000 ლარი. ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ნარგავებია. მიუხედავად ამისა, სამინისტრო მიწის ნაკვეთს მშენებლობის პირობით ყიდის. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მყიდველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არქიტექტურული პროექტის …

რას ფიქრობენ მოიჯარეები ბულვარის გენგეგმაზე

„სინამდვილეში მათ ჩვენი გაყრა უნდათ ბულვარიდან, რომ შემდეგ პლაჟები და სხვა ადგილები დიდ სასტუმროებს დაუკანონონ. ასე არ გამოვა. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით“, – ამ განწყობით მივიდნენ ბულვარის განაშენიანების გეგმის პრეზენტაციაზე მოიჯარეები, რომლებიც წლების განმავლობაში ბათუმის ბულვარში კომერციულ საქმიანობას  ეწევიან. მათ უმეტესობას ბულვარში ძირითადად სეზონური ბიზნესი აქვს. ბევრს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა ან მოკლევადიანი შეთანხმება აქვს, ზოგ შემთხვევაში …

მშენებლობა გონიოს პლაჟთან – სადაც გინდა და როგორც გინდა [ფოტო]

არავის აქვს პასუხი კითხვაზე – განაშენიანების რა სტანდარტია დაცული გონიოს პლაჟის გასწვრივ ნებართვების გაცემისას. კვარიათის ზღვის სანაპიროს სასეირნო ბილიკის ბოლოდან ბათუმის მიმართულებით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ შენობები თანდათან ზღვისკენ მოიწევს და არა ერთ, სწორ ხაზს, არამედ დახრილ რკალს ქმნის, რომელიც ზღვის მიმართულებით ვიწროვდება. ამას ემატება ისიც, რომ ბევრ მშენებელს შენობის ეზოდ და პარკინგის ადგილად პლაჟის …

ვისარგებლებთ თუ ვერა ჯანდაცვის პროგრამებით 13 მაისამდე

როგორ მუშაობს ჯანდაცვის პროგრამები, ვის უნდა მივმართოთ მაშინ, როცა სამთავრობო უწყებები 12 მაისის ჩათვლით ისვენებენ და სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია – ამ კითხვით „ბათუმელები“ ბათუმის მერიასა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. მერიის ინფორმაციით, უწყება მთლიანად გაჩერებულია და 12 მაისის ჩათვლით ყველა სამსახური ისვენებს. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მარინა რუხაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა. მარინა …

ფულის ძალა სასამართლოში – უთანასწორო ბრძოლა საჯარო სივრცისთვის

მშვიდობიანი პროტესტი აზრს კარგავს! – ეს განცდა აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი სივრცეების მშენებლებისგან დასაცავად ჯერ ქუჩაში გავიდნენ, შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ თქვა, რომ ამ საქმეებს განიხილავს, მაგრამ საქმის განხილვამდე სადავო მშენებლობებს არ აჩერებს, რასაც მომჩივანი მხარე დაჟინებით და დასაბუთებულად ითხოვს. ამის შემდეგ კი  მოსამართლეებმა ეს საქმეები თაროზე შემოდეს, ანუ მათი არსებითი განხილვა ჯერაც არ …

Exit mobile version