სახლი ძველ ბათუმში, რომლის 1 კვ/მეტრს 4 968 ლარად ყიდის მერია  

ბათუმის იახტკლუბთან ახლოს, ჭილაძის #4-ში, მერია უპირობო აუქციონის წესით გაასხვისებს 245.25  კვ.მ  ფართობს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. შენობის საწყისი ფასი 1 მილიონ 217 176 ლარია. შესაბამისად, მერია ძველ ბათუმში სახლის 1 კვ/მეტრს 4 968 ლარად ყიდის. ბათუმის მერია მახინჯაურში, სარეკრეაციო ზოლში, 557 კვ.მ. მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით გაყიდის, 1 კვ.მეტრის ფასი 557 ლარია. საერთო …

რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ცოცხებით კონტრაქციაზე

ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ ბათუმში ცოცხებით გამართული კონტრაქციის თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 7 აპრილს, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან თქვა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს თავისი პროტესტი დემოკრატიული ფორმით. კითხვას, რომ კონტრაქცია შეაფასეს როგორც მის მიერ წახალისებული, მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ურთიერთბრალდებები არაფრის მომცემია, მაშინ, როცა როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ეპიდვითარება დამძიმებულია. კვირას, …

ურეხში სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კლინიკაში გადაიყვანეს

ბოლო ინფორმაციით, ურეხში  სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 პირი კი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან – ბიძა უშენებდა სახლს ძმისშვილს. აქვე იყვნენ ბიძაშვილებიც. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა  კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკა BMC-ის ინფორმაციით, მათთან სამი დაშავებული შეიყვანეს და სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა უტარდებათ შესაბამისი კვლევები. კლინიკა მედინას მდგომარეობით …

ურეხში სახლი ჩამოინგრა, 1 პირს ნანგრევებში ეძებენ, 3 უკვე გამოიყვანეს

ბათუმში, ურეხის დასახლებაში, 2014 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი სახლის მეპატრონეა. დაზარალებულთაგან სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთს კი, რომელიც ნანგრევებში მოყვა, სამაშველო სამსახური ამ წუთებშიც ეძებს. ადგილზე იმყოფება მუნიციპალური ინსპექციაც. ინსპექციის უფროსის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ორსართულიანი სახლის პირველი სართული ბეტონის ნაგებობაა, ხოლო მეორე სართული – ხის. …

ბათუმში ოთხსართულიანი სახლის სართული ჩამოინგრა, არავინ დაშავებულა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ოთხსართულიანი კორპუსის მეოთხე სართული ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, სახლი საცხოვრებლად უვარგისია და ამას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც ადასტურებს. კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, მერია მათ ბინების დაქირავებას დაჰპირდა. რას უპირებს მერია ავარიულ სახლს, ნამდვილად დაუქირავებს თუ არა ბინებს ოჯახებს და რამდენი ხნით? – ამ …

დედა, როდის წამიყვან ბაღში? – 4 წლის ენრიკე რიგში 58-ეა, რატომ არ შენდება ახალი ბაღები

„ხომ გავხდი ოთხი წლის, ბაღში რატომ არ მიგყავარ?“ – ამ კითხვას ხშირად უსვამს დედას 4 წლის ენრიკე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხედავს, როგორ მიჰყავთ ან მოჰყავთ ბაღიდან მშობლებს მეზობელი ბავშვები. ენრიკე ისევ თავის რიგს ელის. ის ოჯახთან ერთად ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ენრიკეს მსგავსად თავის რიგს საბავშვო ბაღში ბათუმში 1659 ბავშვი ელოდება. ენრიკეს დედამ, ნათია …

ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა არც სასამართლომ შეაჩერა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ EMC] ინფორმაციით, 16-სართულიანი კომპლექსის [დამატებით 3 სართული მიწის ქვეშ] მშენებლობა ბათუმის ბულვარში არც სასამართლომ შეაჩერა. ორგანიზაცია ითხოვდა მშენებლობის შეჩერებას სასამართლოს საქმის განხილვამდე. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეუჩერებლობით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია. ორგანიზაციის შეფასებით, „ამ …

ვის აქვს და ვის უნდა საკუთარი პლაჟი ბულვარში 

ბათუმის სანაპიროზე პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გრძელვადიანი იჯარით მიღების მსურველები ისევ რიგში დგანან. პლაჟს ითხოვენ კომპანიები, რომლებსაც ბათუმის სანაპირო ზოლში მოქმედი სასტუმროები აქვთ ან აშენებენ. პლაჟის ათვისება სურთ მათაც, ვინც სარესტორნო და სხვა ტიპის კომერციულ ობიექტებს ფლობს ზღვასთან ახლოს. „ჩემი შენობის წინ პლაჟი ჩემს განკარგულებაში უნდა იყოს, რომ სტუმარს კომფორტი შევთავაზო, ან მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს პლაჟის გამართულობა“, …

ბათუმის მე-16 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – შენობა დაიბზარა

5 აპრილიდან ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური ფორმით გაგრძელდება.  სამინისტრომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით, შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რომელიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ სწავლება დისტანციურად გაგრძელდეს. აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის, ჯემალ სურმანიძის ინფორმაციით, სპეციალისტები შენობაში არსებულ ვითარებას სწავლობენ და დასკვნას უახლოეს პერიოდში მოამზადებენ. ამის შემდეგ კი სამინის​ტრო მიიღებს გადაწყვეტილებას …

ახალი სამშენებლო პროექტები ძველ ბათუმში [ფოტო]

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე #21-23-ში, ერთი ისტორიული ბელეტაჟისა და ერთი სამსართულიანი სახლის ნგრევის ხარჯზე ხუთსართულიანი [ერთი მანსარდი], მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ. შესაბამისი პროექტით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართეს. სამშენებლო ტერიტორია 280 კვ.მეტრია და ძეგლის დაცვის ზონაშია. პროექტი ითვალისწინებს, ასევე მაზნიაშვილის #23-ში მდებარე სამსართულიანი სახლის და ამ სახლებს შორის მცირე ეზოს ათვისებას. კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ …

მოითხოვე ვადამდელი არჩევნები – ლელო ბათუმში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ბათუმში ევროპის მოედანზე „ლელოს“ აქტივისტები შეიკრიბენ, პარტია იწყებს კამპანიას ,,მოითხოვე ვადამდელი არჩევნები”. პარტიის წევრების ინფორმაციით  ამ მოთხოვნით კამპანიის ფარგლებში  „ლელოს“ აქტივისტები  ხელმოწერებს  შეაგროვებენ. „ ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. “ ხელმოწერების შეგროვების მიზნოთ „ლელო“ კარვების გაშლას გეგმავს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე [პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე[ და ხიმშიაშვილის დასახლებაში …

აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 3 აპრილის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით დღეს, 3 აპრილს აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა – 16 პაციენტი. კლინიკა დატოვა -10-მა პაციენტმა, ხოლო კრიტიკულად, მართვით სუნთქვიაზე, იმყოფება – 4 პაციენტი. 3 აპრილის მდგომარეობით კლინიკაში მკურნალობს – 210 პაციენტი ,კოვიდ სასტუმროში -75, ონლაინ კლინიკაში – 178. აჭარაში დღემდე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულდა – 36 146 პაციენტი. Batumelebi | …

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა -3 აპრილის მონაცემები

დღეს, 3 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარებული იყო 29 729  ტესტი, მათ შორის 16 531 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 198  PCR ტესტით. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გამოჯანმრთელდა 215 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი  1.95 % – ია. საერთო ჯამში ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  283 369-ს. რაც შეეხება …

თავდაცვის სამინისტრო ბათუმში მიწას ითხოვს

თავდაცვის სამინისტროს ბათუმში, ფიროსმანის #25-ში 1180 კვ.მ. მიწის ნაკვეთს გადასცემენ. შესაბამისი მოთხოვნით ბათუმის მერიას ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა. სააგენტო ბათუმის მერიისგან ნაკვეთს შემდგომში მისი თავდაცვის სამინიტროსთვის გადაცემის მიზნით ითხოვს. ბათუმის მერიამ უკვე მოამზადა განკარგულების პროექტი, რითაც ნაკვეთს გადასცემს ქონების ეროვნულ სააგენტოს. საკითხი საკრებულოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი დასამტკიცებლად. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო გადაცემულ …

„იაფ სახლში“ 1 კვ/მეტრის ფასი 320 აშშ დოლარი იქნება – ბათუმის მერიამ ბინების ფასები დაადგინა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ იაფ სახლში 1კვ.მ. – ის ფასი 1083 ლარი იქნება, რაც დაახლოებით 320 აშშ დოლარია – მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა და ზუსტად განსაზღვრა ბინების ფასი ფართობების მიხედვით. ასევე დაადგინა გადახდის ყოველთვიური ტარიფი. განკარგულების პროექტის მიხედვით, თითოეული ბინის ფასი და მისი ყოველთვიური გადასახადი ინდივიდუალურად დააზუსტა. შესაბამისი ინფორმაცია განკარგულების პროექტს თან …

სასტუმრო „ლე მერიდიანმა“ დაასწრო „ამბასადორს“ და 3380 კვ/მეტრ პლაჟს ითხოვს ბულვარში

სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, თავისი შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიას ითხოვს გრძელვადიანი იჯარით, არანაკლებ 15 წლით. შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და შესაბამისი განკარგულების პროექტიც მოამზადეს. ამ პროექტის განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს „ბათუმი თაუერის“ განცხადება. „ლე მერიდიანთან“ ფუნქციურად დაკავშირებული სივრცის …

შენობის მოცულობა უჩინარდება ცის ფონზე – მინისტრის არგუმენტი ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

„შედარებით შორი თვალსაწიერიდან შენობის მასშტაბი მშვიდად ეწერება მრავალსართულიანი შენობების საერთო პანორამაში, რომლებიც განთავსებულია ობიექტის უშუალო სიახლოვეს, მოცულობის საერთო მასიურობას აქრობს, ფასადების ზედა ნაწილების მთლიანი შემინვა, რომელიც ცდილობს მოცულობის „გაუჩინარებას“ ცის ფონზე“, – ეს ამონარიდია აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის უარის წერილიდან, რომლითაც მან ორგანიზაციების „ბათომისა“ და EMC- ის საჩივარს უპასუხა. „ბათომი“ და EMC ბათუმის ბულვარში …

აჭარის განათლების მინისტრმა ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა არ შეაჩერა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა ორგანიზაციების: „ბათომისა“ და EMC- ის ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნას უარით უპასუხა. მინისტრმა კანონიერად მიიჩნია ნებართვა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე. „ბათომმა“ და EMC-იმ მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით  26 თებერვალს მიმართეს. მათი მოთხოვნა იყო მინისტრს შეესწავლა მისი ქვემდგომი სტრუქტურის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული საჩივრით მაია ხაჯიშვილს ასევე სთხოვდნენ მშენებლობის შეჩერებას …

ბათუმში აშენდება ცათამბჯენი ზღვაზე გადასახედი ხიდით, ამ ხიდის ქვეშ კი მოექცევა სამანქანო გზა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე აშენდება 131 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენი, რომელსაც ზღვაზე გადასახედი ხიდი ექნება. ამ ხიდის ქვეშ მოექცევა სამანქანო გზა და ის ქვეითთა გადასასვლელის ფუნქციასაც შეითავსებს. მშენებელი კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ქვეითთა გადასასვლელი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება: „ლიფტის საშუალებით“. პროექტი ორ – 8 და 38-სართულიანი კორპუსს აერთიანებს. კომპლექსის მშენებლობა დაგეგმილია ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე ხელოვნების და კულტურის …

ბათუმში 1600 ბავშვი ბაღში ვერ მიდის – საჭიროა მინიმუმ 6 ბაღი, შენდება მხოლოდ ერთი

„ამჟამად თქვენს მიერ შერჩეულ ბაღში ადგილი არ არის, გთხოვთ დაიკავოთ რიგი.“-   უმეტესად ამ ჩანაწერით გიპასუხებთ ბათუმის ბაღების გაერთიანების ვებგვერდი, თუ ბათუმის რომელიმე ბაღში ბავშვის დარეგისტრირებას მოინდომებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაღების უმეტესობა გადატვირთულია და ადგილი არ არის. ვებგვერდი ასევე გაჩვენებთ, რომელ ბაღში რამდენი ბავშვი ელოდება რიგს, უმეტეს შემთხვევაში ეს რიცხვი ასზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, …

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – პასუხი არ არის

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამ კითხვაზე დაახლოებით ისეთივე რეაქცია აქვთ, როგორიც „ტომ სოიერის“ ამბის დასაწყისში – პასუხი არ არის. კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელ ქვეყნის მთავარ სტრუქტურას, საქართველოს ქალაქების ისტორიული განაშენიანების დაუცველად დატოვებასა და რღვევაზე პასუხი არ აქვს. ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 …

რას ამბობს რესან კონცელიძე გახარიას გუნდში გადასვლაზე

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში „ოცნებიდან“ რესან კონცელიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა ყოფილი პრემიერის, გახარიას გუნდში ვიხილოთ.  რესან კონცელიძე აცხადებს, რომ გახარიას გუნდში გადასვლას არ გეგმავს. „მე არავითარი შემოთავაზება არ მქონია. მე ვარ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი. ამირჩიეს ბათუმელებმა „ქართული ოცნებიდან“. მე მაქვს აღებული ვალდებულებები და მე ერთგული ვრჩები ამ ვალდებულებების. გავაგრძელებ მუშაობას „ქართული …

ხულოში სახლი დაიწვა, ცხრაწევრიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში საცხოვრბელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა,  ხანძრის ამსახველი ვიდეო ხულოს საკრებულოს წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით ცხრაწევრიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც არის. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, რომელმაც ასევე გაავრცელა ხანძრის ამსახველი ვიდეო,  სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლამდე სახლი სრულად დაიწვა. „დიდი მანძილის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახური დრულად ვერ მოდის“- ამბობს …

მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს – წულიკიანი მინისტრად დანიშვნის შემდეგ

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა „ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, მან ნდობისთვის მადლობების გადახდა მოქმედი პრემიერ-მინისტრით, ირაკლი ღარიბაშვილით დაიწყო. „მინდა, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის გამოვუცხადო მადლობა. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა პოლიტსაბჭოს წინა შემადგენლობას, რომელთანაც დაახლოებით გვიანი ზაფხულის-ადრეული შემოდგომის პერიოდიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები სამინისტროს გაყოფაზე და …

აიცრა 3601 მედიკოსი, დარეგისტრირებულია 5000 – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 19 მარტის მონაცმებით, 3601 მედიკოსი აიცრა. მისივე თქმით, მონაცემი ყოვედღიურად იზრდებოდა, თუმცა „დღეს ეს ციფრი დავარდა“. დღეს დაიღუპა ახალციხელი ექთანი, რომელსაც აცრის შემდეგ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, დაუფიქსირდა. საქართველოს ამ დროისთვის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა აქვს შეძენილი. დღეს, 19 მარტს, ამ …

აჭარაში ვაქცინაცია მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაცია ამბულატორიებში აღარ გაგრძელდება: მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს მხოლოდ მრავალპროფილურ საავადმყოფოებში. უფრო უსაფრთხოა ამ პროცესის გაგრძელება მრავალპროფილურ კლინიკებში, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩარევა იყოს დროული.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აჭარაში ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება: „აჭარის …

მთავრობა ძეგლს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ვერ გაყიდის

მთავრობა ძეგლს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ვეღარ გაასხვისებს. კულტურის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით. ამ დრომდე მთავრობა მსგავს ობიექტებს სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე ასხვისებდა როგორც პირობიანი აუქციონის წესით, ასევე უპირობოდ. მთავრობა …

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა – სამინისტრო განმარტებას არ აკეთებს

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მალე განმარტავენ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. კოვიდზე მედპერსონალის ვაქცინაცია გაგრძელდება ქალაქ ბათუმში, დღეს ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ. დღეს ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა, რომელსაც, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, განუვითარდა. …

„ეს იგივეა დადიანების ბაღში ჩავდგათ მაღალი შენობა“ – ექსპერტი ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

თათია ღვინერია, ხელოვნებათმცოდნე ჩვენი მუშაობის ძირითადი ღერძი არის კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რადგან გვიწევს დაცულ ტერიტორიებზე მუშაობა. ჩემი დასკვნაც შეეხებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. როდესაც შევისწავლეთ ამ ტერიტორიისა და კონკრეტული ობიექტის ისტორია, საარქივო მასალებში გამოჩნდა, რომ ამ ნაკვეთზე ნამდვილად იყო ნაგებობები, რომლებიც ფუნქციურ გააქტიურებას, მოსახლეობასთან მის ჰარმონიზებას უწყობდა ხელს. ასეთი ტიპის ობიექტები ბულვარში ყოველთვის არსებობდა, მათ შორის …

მინისტრი არ ესწრება საჩივრის განხილვას, რომლითაც ბულვარში 16-სართულის აშენებას აპროტესტებენ

დღეს, 17 მარტს, აჭარის განათლების სამინისტროში „ბათომისა“ და EMC- ის ადმინისტრაციული  საჩივრის ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. ორგანიზაციები ბათუმის ბულვარში კომპანია „ამბასადორის“ 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის კანონიერების შესწავლას ითხოვენ. „შეჩერდეს ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა“ – EMC-ისა და „ბათომის“ საჩივარი სხდომას არ ესწრება აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქმეს განიხილავს სამინისტროს იურისტი თამარ სირია. საჩივრის განხილვამდე „ბათომი“ და EMC-ი …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოში არც ნინო ინაიშვილი აღარ იქნება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლების საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. ახალი ბრძანების მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში აღარ შედის „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი. ის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრია 2014 წლიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. ნინო ინაიშვილი არის ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია “ICOMOS საქართველოს” წევრი. შოთა გუჯაბიძის შემდეგ, ნინო ინაიშვილი კრიტიკულად განწყობილი მეორე პირია, რომელიც ამ საბჭოს …

ვის მიჰყიდა მთავრობამ 1 ლარად მიწა ზღვასთან, რომელიც 1.5 მილიონადაა შეფასებული

სახელმწიფომ ბათუმში მილიონ-ნახევრად შეფასებული ქონება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გაყიდა. 7138 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ტბეთის ქუჩაზე #5-ში ინვესტიციის განხორციელების პირობით გაასხვისეს. მთავრობა ინვესტორს – შპს „აიკონ ჯგუფს“ ამჯერად არც ასნომრიანი სასტუმროს აშენებას სთხოვს და არც მრავალფუნქციურ ტურისტულ კომპლექსს. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განკარგულებით, შპს „აიკონ ჯგუფს“ მიწის ნაკვეთი ბათუმში, ტბეთის #5-ში „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, …

ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე კოლეგებს აჭარაში ვაქცინაციაზე ეპატიჟება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე კოლეგებს, ვაქცინაციაზე ეპატიჟება, მინისტრმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომლის მიხედვითაც აჭარაში ექიმების აცრა ორშაბათ, 15 მარტიდან დაიწყება. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ვაქცინაცია ჩატარდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 82 ამცრელი დაწესებულება. 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში – თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი …

„გრადაცია“ – გამოფენა ტრანს თემის ცხოვრებაზე პანდემიაში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფინეს ნამუშევრები, რომლებიც პანდემიის დროის ტრანს თემის ცხოვრებას ეხმიანება. გამოფენა დამთვალიერებელს იმ რეალობას აღუწერს, რასაც ტრანს თემი ყოველდღიურად გადის. გამოფენის ავტორს სურს საზოგადოებას დაანახოს  როგორ   დამძიმდა მათი ცხოვრება პანდემიის დროს, როცა თემის წევრების დიდი ნაწილი მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩა,  მათ შორის ბევრს სახლიც კი არ ჰქონდა, რომელშიც რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვების დროს …

ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტს 6258 ბენეფიაცირს გადაცემენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი 14 მარტს დაიწყება და 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სასადილოების ბენეფიციარები მათთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი პროდუქტების ერთი თვის მარაგს მიიღებენ – მერიაში ჯერ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია თუ როდის დაიწყებენ მუნიციპალური სასადილოები მუშაობას. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბათუმში მხოლოდ ერთი მუნიციპალური სასადილო მუშაობს, აქაც ბენეფიციარების მიღება შეზღუდულია. მერიის …

შუახევის მერიის თანამშრომელი დავაკავეთ – ანტიკორუფციული სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ინფორმაციით ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს. სააგენტოს განცხადების თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ შუახევის  მერიის თანამშრომელი, ინვესტორს 4 000 ლარის სანაცვლოდ, სოფელ ზამლეთში და უჩამბის თემში მდებარე ორი ობიექტის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონზე გატანას და შემდგომში …

Exit mobile version