ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია – გზების დეპარტამენტი

ბათუმი – სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათისა უნდა წარადგინონ. ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, 7.6 …

ეკლესიას 1 ლარად მიჰყიდეს მიწა და შენობა სენაკსა და თიანეთში – მთავრობის ახალი განკარგულებები

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სენაკისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწა და შენობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. განკარგულებებით, რომელსაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 28 ოქტომბერს მოაწერა, სახელმწიფო ქონება მუნიციპალიტეტებში თითო ლარად გაიყიდა, ანუ ეკლესია ჯამში 2 ლარს გადაიხდის. ეს თანხა ეკლესიამ ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. სენაკის …

საახალწლო ნაძვის ხის და განათებების აწყობა-დაშლაში ბათუმის მერია 976 ათას ლარს გადაიხდის

საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის მერიის სამმართველომ ტენდერი 976 ათას 60 ლარით გამოაცხადა. ტექნიკური დავალებიდან ჩანს, რომ მერია წელს ახალი კონსტრუქციებისა თუ აქსესუარების შეძენას არ აპირებს და ტენდერში გამარჯვებულს მხოლოდ არსებულის [მათ შორის საახალწლო ნაძვის ხის] მონტაჟი, ზედამხედველობა და შემდეგ მათი დემონტაჟი ევალება. გამარჯვებულმა ასევე „უნდა უზრუნველყოს საახალწლო ნაძვის ხის ანთების რიტუალის შესაძლებლობა“. ბათუმის …

„ამბასადორი“კუნძულისთვის ჭოროხიდან კიდევ 535 800 კუბ.მ ხრეშს ამოიღებს – კობახიძის ახალი განკარგულება

ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძულისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჭოროხიდან ხრეშის ამოღებას კიდევ მინიმუმ ერთი წელი გააგრძელებს. „ოცნების“ მთავრობამ კომპანია ამჯერადაც გაათავისუფლა ლიცენზიისგან და კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება მისცა. 1 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშში კი მხოლოდ 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ამბასადორი“ მთავრობის ნებართვით ხრეშს ულიცენზიოდ ჭოროხიდან აქამდეც იღებდა. სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის მშენებლობისთვის ამოღება …

შსს 1 მილიონი ლარის დრონებს იყიდის – ტენდერი გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, უპილოტო საფრენი აპარატების [დრონი] შესყიდვაზე“ ტენდერი გამოაცხადა. შსს სხვადასხვა ზომის 40 დრონში მაქსიმუმ 1 მილიონ 66 ათას ლარს გადაიხდის. ტენდერიც ამ თანხითაა გამოცხადებული. შესასყიდი დრონები: მცირე ზომის მაღალი კლასიფიკაციის მქონე – 26 ცალი; მოზრდილი ზომის – 12 ცალი დიდი ზომის – 2 ცალი. „შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, …

„ოცნების“ მთავრობამ განმუხურში ქონება ხელახლა მიჰყიდა კომპანიას, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა

„ოცნების“ მთავრობამ, ირაკლი კობახიძის განცხადების მიუხედავად, რომ „უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა“, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კერძო კომპანიას სწორედ პირდაპირი წესით მიჰყიდა. საუბარია განმუხურში, ზღვისპირას, 14 686 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე 16 289 კვადრატულ მეტრ მშენებარე შენობაზე, რომელიც პირდაპირი წესით და პირობებით ამჯერად 950 ათას ლარად მიჰყიდეს შპს „ლაზიკა რეზიდენსს“. …

რა ელის რუსულ „ლუკოილს“ საქართველოში – კომპანია საერთაშორისო აქტივებს ყიდის

ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ დაუწესა, საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიასაც“ შეეხება. აშშ-ს სანქციები „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივებზე 21 ნოემბრიდან შევა ძალაში. 21 ნოემბრის შემდეგ რუსეთს გარეთ „ლუკოილის“ ვერცერთი შვილობილი კომპანია, მათ შორის „ლუკოილ-ჯორჯია“ – სადაც წილის 50 პროცენტზე მეტს პირდაპირ ან ირიბად თავად რუსული „ლუკოილი“ ფლობს – საბანკო გადარიცხვებს ვეღარ განახორციელებს. იმ …

„ამბასადორი“ ქობულეთის სოფელ ხალაში დამატებით 350 ათას კუბ.მ წიაღისეულს მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ოცნების“ მთავრობამ ამჯერად  350 000 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცა. კომპანია წიაღისეულს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფელ ხალაში მოიპოვებს, 1 კუბურ მეტრში კი დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის. „ოცნების“ მთავრობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან კომპანიის გათავისუფლების საფუძვლად „სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებს“ ასახელებს. „სახელმწიფოებრივი და …

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავმა [THY7JD] დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში დაჯდომა მეორე მცდელობაზეც [17:22 სთ] ვერ მოახერხა. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, მიზეზი უამინდობაა. თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმთან, ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაჯდა დაახლოებით 17:57 საათზე.   მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.    

სულხან თამაზაშვილის და დავით გაბაიძის ხელფასი 13 600 ლარი იქნება – მთავრობის „ხელფასები 2026“

2026 წლის იანვრიდან „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] 2026 წლიდან 16 000 ლარი იქნება [წელს არის 14 600 ლარი]. მინისტრის ხელფასი 2026 წლიდან იქნება 13 600 ლარი [ნაცვლად 12 410 ლარისა]. 13 600 ლარამდე გაიზრდება აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძისა და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის …

შსს 1 მილიონად იყიდის სკანერებს თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების ამოსაცნობად

შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 კომპლექტ დაქტილოსკოპიურ სკანერს გამარტივებული წესით, უტენდეროდ შეისყიდის, რაშიც მაქსიმუმ 1 მილიონ 38 ათას ლარს გადაიხდის. შსს ამბობს, რომ სკანერების შესყიდვის „საჭიროება კვლავ დადგა“, საქართველოში აღნიშნული სკანერების გაყიდვის ექსკლუზიური უფლებამოსულება კი, მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს. შსს-ს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ფუნქციონირებს ავტომატიზებული საიდენტიფიკაციო დაქტილოსკოპიური პროგრამა „DACTO-2000“, რისთვისაც შეძენილი აქვთ ამ სისტემასთან თავსებადი დაქტილოსკოპიური …

სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან გაბრუნდა

დღეს, 26 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი [RWZ567]. თვითმფრინავი უკან, სოჭში გაფრინდა. მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობაა. ბათუმში პერიოდულად ძლიერად წვიმს. დღეს ბათუმში ასევე ვერ დაჯდა თბილისი[ნატახტარი]-ბათუმის თვითმფრინავიც, რომელიც კოპიტნარის მიმართულებით გაფრინდა. ბათუმის აეროპორტში სოჭი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა / 26.10.2025 „ბათუმელები“ ბათუმის აეროპორტთან დაკავშირებას ცდილობს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ________________ მთავარი ფოტო „ბათუმელების“ …

„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ბათუმის მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი

ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 6 630 952 ლარით გამოაცხადა, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს აშენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით. პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება. „შენობა …

არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის

„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმ კომპანიის წილის 33 პროცენტის მესაკუთრე კი, რომელიც გონიოში პროექტს განახორციელებს, საქართველო იქნება. საუბარია თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით „მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ [Eagle Hills] დამფუძნებელმა მოჰამედ ალი …

სუს-ის თანამშრომელს სახელმწიფო ბინა ან სახლი შესაძლოა საკუთრებაშიც გადასცენ – ცვლილება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ის] თანამშრომელს, რომელსაც საცხოვრებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა ან სახლი [დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით], სუს-ის შუამდგომლობით, შესაძლებელია ეს ქონება საკუთრებაში გადაეცეს. ამ დრომდე სუს-ის თანამშრომელს ქონება საცხოვრებლად მხოლოდ სარგებლობაში გადაეცემოდა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  წესში“ „ოცნების“ მთავრობამ ცვლილება 2025 წლის 21 ოქტომბერს …

სართულების დამატება და სხვა ცვლილებები – რა პროექტებს განიხილავს ბათუმის საკრებულო

ბათუმის მოქმედი საკრებულო 2025 წლის 22 ოქტომბერს მორიგ სხდომას ჩაატარებს. დღის წესრიგში ამ ეტაპზე სულ ხუთი საკითხია შეტანილი, თუმცა, როგორც წესი, საკითხებს შემდეგ სხდომის დაწყებამდეც ხშირად ამატებენ. აღნიშნული ხუთი საკითხიდან ორი – მშენებარე კორპუსებზე სართულის გაზრდას ეხება, ერთი – დოკუმენტში ცვლილების შეტანას, ასევე არის საკითხი, რომლითაც ფიზიკური პირი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში ბათუმის …

შუახევში „ღამის შოუს ბენდს“ 30 612 ლარს გადაუხდიან კონცერტისთვის

„შუახევობა-2025“-ში მონაწილეობისთვის „ღამის შოუს ბენდს“ აჭარის ბიუჯეტიდან 30 612 ლარს გადაუხდიან. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აჭარის კულტურის სამინისტრომ მიმართა. რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება? – ამ კითხვაზე პასუხად აჭარის კულტურის სამინისტრო წერს, რომ „შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა თხოვნა „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევის თაობაზე“.  რაც შეეხება შესყიდვის ღირებულებას, სამინისტრო განაცხადში აღნიშნავს, რომ …

როგორ გეგმავს „დელტა“ გონიოს პოლიგონის განაღმვას

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის გასანაღმად საჭირო ტექნიკის ნაწილს ცენტრი „დელტა“ შეჯავშნის, რაც სამუშაოების მიმდინარეობისას „ტექნიკის და პერსონალის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ერთი მუხლუხა ექსკავატორის და ორი დამტვირთველის მსუბუქად შეჯავშნას, ამასთან ექსკავატორის დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვას გეგმავს. „მაღალი დონით შეჯავშნა გამოიწვევს ტექნიკის გადატვირთვას, დამძიმებას და ამავდროულად ფუნქციური დანიშნულების შესრულებას შეუძლებელს გახდის, …

კობახიძე თანახმაა აშშ-მ საქართველოს თავდაცვას გრანტის სახით 4 მანქანა გადასცეს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაეთანხმა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან გრანტის სახით 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება [Renault Trafic] მიიღოს. „მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით 4 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების [Renault Trafic] გადმოცემის შესახებ.“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 10 ოქტომბერს მოაწერა. ანალოგიურ …

„ფერი არ იყოს წითელი ან ყვითელი“ – 4 ჯიპს ყიდულობს აჭარის უმაღლესი საბჭო, გამოყოფილია 289 ათასი ლარი

აჭარის უმაღლესი საბჭო 4 ავტომობილს იყიდის. II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაძენად კი ბიუჯეტიდან 289 ათას 760 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი ავტომობილისთვის 72 440 ლარი. ავტომობილების შესყიდვაზე უმაღლეს საბჭოს ტენდერი აქვს გამოცხადებული. „შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს …

შსს 1200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს – ცალში 58 ლარს იხდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს და ერთ ცალში მაქსიმუმ 58 ლარის გადახდას აპირებს. ხელბორკილების შესყიდვაზე შსს-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მთლიანი ღირებულება 69 600 ლარია. შესასყიდი ხელბორკილების ტექნიკური მახასიათებლები: 100% უჟანგავი ფოლადი; ორმაგი ჩაკეტვის სისტემით; 2 საკეტი; საკეტის ჩაკეტვის პოზიცია – არანაკლებ 20 კბილანა; წონა – არანაკლებ 340 გრამი; მაჯის ღიობი …

სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა

„ოცნების“ მთავრობის 10 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] მთელ რიგ თანამდებობებზე ხელფასები პირველი ოქტომბრიდან ისევ გაიზარდა. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც. სუს-ში ხელფასები და წოდებრივი სარგოები ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ, 2025 წლის ივლისში დაადგინეს. ივლისის დადგენილებით, მაგალითად, სუს-ის ადმინისტრაციის [დეპარტამენტის] უფროსის თანამდებობრივი სარგო იყო 9 590 ლარი, ოქტომბრის დადგენილებით კი – 10 550 …

რუსთაველის ქუჩა 2 მონაკვეთში 3 თვით ჩაიკეტება – ქვაფენილის აყრა გაგრძელდება

ბათუმის მერიის განცხადებით, 2025 წლის 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება. ცვლილებები შედის სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებითაც: №1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, გრიბოედოვის, …

რას აშენებენ ბათუმის იახტკლუბთან – პროექტი, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა

ლაუნჯი, ყავის ბარი, საქმიანი ზონა, დამხმარე ბლოკი, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები – სწორედ ამას მოიცავს ნაგებობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ნავმისადგომთან მიმდინარეობს. მშენებლობა იახტკლუბის განვითარების პროექტის შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი კი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 20-წლიანი …

ხელფასებში ცესკომ სამ წელში 113,3 მილიონი ლარი დახარჯა

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო [ასევე საუბნო] კომისიების ხარჯებმა ჯამში 9,1 მილიონი ლარი შეადგინა. სწორედ ეს თანხაა მითითებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] 10 ოქტომბრის დადგენილებაში. აღნიშნული ხარჯები ცესკოს მიერ თავიდან განსაზღვრულზე 1,4 მილიონით მეტია. „2025 წლის ოქტომბერში გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ცესკომ …

ქობულეთის შემოვლითი გზის ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერია დაზიანებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე სპეციალური რკინის კონსტრუქცია [სადეფორმაციო ნაკერი], რომელიც ესტაკადაზეა, მინიმუმ ორი თვეა რაც დაზიანებულია. დაზიანებული კონსტრუქცია კი, ავტომობილების მოძრაობისთვის უსაფრთხო არ არის. სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის შესახებ ინფორმირებული არიან და …

ხანძარი „ოცნების ქალაქში“ – დაიწვა რამდენიმე ბარაკი

ხანძარი იყო დღეს, 13 ოქტომბერს ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ . „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიწვა 4 საცხოვრებელი ბარაკი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ხანძარი უკვე ჩამქრალია: „დაიწვა რამდენიმე ბარაკი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“.    

ვის და რომელ კლინიკაში შეუძლია გრიპზე აცრა უფასოდ აჭარაში

„ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი“. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა [NCDC] ცენტრმა გაავრცელეს. მიუხედავად ამისა, ბათუმში ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩართულია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, უარს ეუბნება მოქალაქეებს აცრაზე [იმ მიზეზით, რომ უფასოდ აცრა შეუძლიათ მხოლოდ რისკჯგუფში …

ბორჯომში, „პლატოზე“, 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსს შეუწყვეტენ და გაყიდიან

ქალაქ ბორჯომში, „ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუწყდა ტყის სტატუსი და მას პირობებიან აუქციონზე გაყიდიან. საწყისი გასაყიდი ფასი 3,94 მილიონი ლარი იქნება. მომავალმა მესაკუთრემ აქ „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ უნდა შექმნას. „განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურწეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების …

ხულო-გოდერძის გზა დილის 6 საათამდე ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2025 წლის 7 ოქტომბრის 22:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ბათუმელებმა“ დეპარტამენტში დააზუსტა, ამ გზის 94-ე კილომეტრი ხულოში, რიყეთის თემში მდებარეობს. აქ ლითონის მილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა …

ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის საქართველომ €306,6 მილიონი ისესხა – როდის დაიწყება მშენებლობა

„აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის – ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა მალე დაიწყება“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა ამ გზის მშენებლობაზე ჯერ ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ამ ეტაპზე უცნობია გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერის შედეგებიც, სადაც წინადადებების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდა. სასესხო შეთანხმებას კი, რომელიც ბათუმი-სარფის გზის მშენებლობას ითვალისწინებს, ხელი …

საქართველოში ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა იწყება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იწყება ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა. სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც 2025 წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს. ამასთან, „აღსანიშნავია, რომ საფასურები იგივე რჩება. ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით“ – წერს სააგენტო. ანუ, უკვე გაცემული …

გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა საერთო ამომრჩევლების 27,2-მა პროცენტმა მისცა – არჩევნების შედეგები აჭარაში

ცესკოს 5 ოქტომბრის მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ხმების 80,6 პროცენტი, ანუ 42 876 ხმა მიიღო. იგივე ცესკოს მონაცემებით კი, ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით გიორგი ცინცაძეს ბათუმში ხმა, საერთო, ანუ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 27,2-მა პროცენტმა მისცა. ისევე როგორც ბათუმის მერის შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და კანდიდატების მიერ …

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები დააკავეს, ბრალი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის …

კობახიძემ 61 განკარგულება დამალა ბოლო 1 წელში

ირაკლი კობახიძის განცხადებების მიუხედავად, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებენ, გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, ჯამში, 61 განკარგულება დამალა – ისინი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის ატვირთული. „მას შემდეგ, რაც დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, მე გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს …

ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს 4 საათზე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოსთან

პროევროპული აქციის მონაწილეები დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საკონსტიტუციოსთან შეიკრიბებიან მოქალაქეები და უწყვეტი საპროტესტო აქციების ის მონაწილეები, რომლებმაც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ვერ მოახერხეს წასვლა. დღეს პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციის 311-ე დღეა. დღეს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული პროტესტის ფონზე, …

Exit mobile version