სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იწყება ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც 2025 წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს.
ამასთან, „აღსანიშნავია, რომ საფასურები იგივე რჩება. ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით“ – წერს სააგენტო. ანუ, უკვე გაცემული დოკუმენტები, რომლებსაც მოქმედების ვადა ჯერ აქვს, ამ ვადის ამოწურვამდე რჩება ძალაში და მათი შეცვლა სავალდებულო არ არის.
განახლებული დიზაინით გაიცემა ასევე შემდეგი საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები:
- დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
- მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
- დიპლომატიური პასპორტი;
- სამსახურებრივი პასპორტი;
- ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
- საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი.
რაც შეეხება განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონულ მოწმობას, სააგენტოს ინფორმაციით მათი გაცემა დაგეგმილია 2025 წლის 3 ნოემბრიდან.
ბიომეტრიული პასპორტის ღირებულება და გაცემის ვადები [წყარო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო]:


ამ თემაზე:





