რატომ სურს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 5,1 მილიონი უტენდეროდ დახარჯოს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 5 159 800 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას აპირებს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს განაცხადით უკვე მიმართა. სააგენტო დეპარტამენტს ამ მოთხოვნის დასაბუთებას სთხოვს. ტურიზმის დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, 2020 წლისთვის, მათ მიერ დაგეგმილი პრიორიტეტებია „აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, რაც მოიცავს მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ცნობადობის …

საპენსიო ფონდში 500 მილიონი ლარი შევიდა, სქემაში 700 000 ადამიანია ჩართული – სებ

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 700 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ფონდის მოცულობა კი, 500 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრი (Governing Member of The International Organization of Pension Supervisors, IOPS ) გახდა. „2018 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი …

ენმ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დროულად მოხდეს ყველა იმ დოკუმენტაციის გასაჯაროება, რომელიც ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას უკავშირდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, რეზო ხარაზმა, დღეს, 10 იანვარს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე. ენმ-მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, წერილობით გამოითხოვა ხულო-ზარზმის გზის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, სამუშაოებზე ზედამხედველი კომისიის სხდომის ოქმების, ასევე კომპანიასთან მიმოწერის [კორესპონდენციების] ასლები. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა; კვირას დღისით უმეტესად უნალექო ამინდი, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო, მაღალ …

1 აპრილიდან იკრძალება საჭის გადატანა და 10 წელზე მეტი ხნის საბურავები – ტექდათვალიერება

ახალი რეგულაციით, 2020 წლის პირველი აპრილიდან, ავტომანქანები 10 წელზე მეტი ხანდაზმულობის საბურავებით პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან. ამასთან, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, რომელიც პირველი აპრილიდან გაივლის ტექდათვალიერებას [მარჯვენა საჭით], მომდევნო ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, თუ საჭე შეცვლილი ექნება. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილამდე საჭეშეცვლილ ავტომანქანებს, ისინი ტექდათვალიერებას უპრობლემოდ გაივლიან. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, …

112-ის გადასახადი ფიზიკური პირებისთვის იანვრიდან გაორმაგდა

2020 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობამ „112“-ის გადასახადი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაათანაბრა და 40 თეთრი გახადა. შესაბამისად, ფიზიკური პირებისთვის აღნიშნული გადასახადი თვეში 20 თეთრით გაძვირდა, იურიდიული პირებისთვის კი 10 თეთრით შემცირდა. მთავრობის დადგენილებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების საფასური ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, …

ფიგურების „სასაფლაო“ ახალ ბულვარში [ფოტო]

ბათუმის ახალ ბულვარში, ე.წ. ამფითეატრის მიმდებარედ, ერთ დროს ბულვარში განთავსებული ფიგურები, დეკორატიული სკულპტურები, ფილები თუ სხვადასხვა სახის ინვენტარი, ღია ცის ქვეშ, უწესრიგოდ ყრია. ფიგურების და ინვენტარის უმეტესობა დაზიანებულია. ამ ადგილზე დაზიანებული ნივთები ბოლო რამდენიმე წელია ალაგია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ წლის ბოლოს მიმდინარეობდა ინვენტარიზაცია და დაახლოებით 10 დღის შიგნით ტერიტორია დალაგდება. …

ბათუმსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში გაზის შეყვანის საფასური 400-ის ნაცვლად 800 ლარი გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან, ახალი მომხმარებლისთვის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური, თვითმმართველ ქალაქებში გაორმაგდა. ბათუმში, თბილისში,  ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში ახალი მომხმარებელი გაზის [სიმძლავრე 0-6 კვტ] შეყვანაში 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს გადაიხდის. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ეს ტარიფი სემეკმა უცვლელი დატოვა და ის 400 …

ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირები სტაციონარის ნაცვლად კვარიათში, საცხოვრისში იმკურნალებენ

ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები სტაციონარის ნაცვლად ოჯახურ გარემოში, საცხოვრისში გააგრძელებენ მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია ბენეფიციარებზე, რომლებსაც სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააჩნიათ. რამდენიმე დღეა 24 ბენეფიციარი კვარიათში, ბათუმის სამედიცინო ცენტრის მიერ დაქირავებულ შენობაში დროებით გადაიყვანეს. ცენტრს, ფინანსურ მხარდაჭერას სამინისტრო უწევს. 2020 წლის მაისიდან კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, საკუთარი ფინანსებით, საცხოვრისის მშენებლობას ფრიდონ …

ხელოვნური პლაჟი ბათუმში – ახალ ბულვართან ხრეშის დაყრა დასრულდა [ფოტო]

ახალ ბულვართან პლაჟის ხელოვნურად მოწყობისთვის ხრეშის დაყრა დასრულდა. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი კუბ/მეტრი ხრეში, აქ ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით გადმოიტანეს. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ შესასრულებელი დარჩა ხრეშის ადგილზე მოსწორება-გადანაწილების სამუშაოები. ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეშის მილებით გადაქაჩვა იყო დაგეგმილი, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა. სპეციალურად ჩამოტანილი მოწყობილობებისა და მილების საკითხი კი …

ქალაქის ცენტრში მიტოვებული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

ბათუმში, ჭავჭავაძის N19-ში [ჭავჭავაძისა და 9 მარტის ქუჩების კვეთა] მდებარე შენობა ამ ეტაპზე უფუნქციოდაა და ფაქტობრივად სანაგვედაა ქცეული. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის დღეს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია. აქ ენერგოკომპანიის ერთ-ერთი ოფისი იყო განთავსებული, თუმცა, კომპანიაში გვითხრეს, რომ რამდენიმე წელია სხვა მისამართზე გადავიდნენ. „ცუდია, რომ ასეთ მდგომარეობაშია… ამ შენობის შიდა პროექტი იმდენად გამოუსადეგარია, …

გია ქარცივაძე უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა

უმაღლესმა საბჭომ, დღეს, 8 იანვარს, 15 ხმით, გია ქარცივაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა. გია ქარცივაძე მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატად იურისტი გია ქარცივაძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა. გია ქარცივაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსია. ყოფილმა ოთხმა …

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს როიგგარეშე სესია დღეს, 8 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ახალ შენობაში სასესიო დარბაზის მზადყოფნამდე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს ან უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის (მისამართი: დაბა ჩაქვი, ვ. მეგენეიშვილის ქ. N 25) სხდომათა დარბაზებში გაიმართება. გადაწყვეტილება, სხდომის უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელის – იურიდიული მისამართის გარეთ გამართვის შესახებ, უმაღლესი …

ღრუბლიანობა და დროგამოშვებით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, დღისით ზოგან ძლიერი; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ზოგან 17-22მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო, მაღალ …

ფინანსთა სამინისტრომ 140 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა – სებ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების აუქციონებზე ჯამში 140 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2020 წლის 6 იანვარს, სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, ხოლო ამავე დღეს, სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, ასევე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. სებ-ის …

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 7 იანვარს, დღის 3 საათისთვის მოხდა. ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერის წარმომადგენლის თემურ ირემაძის თქმით, დაშავებული, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, დაღუპულის ნათესავია, თავად დაღუპული ახალგაზრდა კი, სოფელ ლაბაიძეების მკვიდრი. მისივე თქმით, მსუბუქი ავტომანქანა …

შეჩერდება თუ არა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრის არჩევის პროცესი სასამართლო გადაწყვეტს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ხვალ, 8 იანვარს, რიგგარეშე სესიაზე კენჭი უნდა უყაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატის, გია ქარცივაძის მრჩევლად არჩევას. თუმცა, ყოფილმა ოთხმა კონკურსანტმა, გუშინ, 6 იანვარს, შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და პროცესის შეჩერება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკითხი სავარაუდოდ ხვალ, 8 იანვარს უნდა განიხილოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის …

სად ჩატარდება 8 იანვარს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ჯერ გადაწყვეტილი არ არის

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ხვალ, 8 იანვრისთვისაა ჩანიშნული, თუმცა სესიის ჩატარების ადგილი გადაწყვეტილი არ არის. უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში ხვალ დილით ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელიც სესიის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რიგგარეშე სესია შესაძლოა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდეს. ბიურო ერთ საკითხს განიხილავს  – „აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 8 იანვრის რიგგარეშე სესიის უმაღლესი …

საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის ბულვარში 20 იანვრამდე დარჩება

საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი ბათუმის ბულვარში, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს 20 იანვარს დაიწყება. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში საზეიმოდ 2019 წლის 26 დეკემბერს აანთეს. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ამჯერად არა ევროპის მოედანზე, არამედ ბათუმის ბულვარში გაიმართა. აქვე, მრგვალ შადრევანზე დადგეს მთავარი ნაძვის ხეც. საახალწლო ღონისძიებები, დღეს, 7 იანვარს დასრულდება. დღეს, საღამოს 20:00 …

საახალწლო ღონისძიებები ბულვარში დღეს საღამოს კონცერტით დასრულდება

საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, რომელიც 2019 წლის 26 დეკემბერს დაიწყო, დღეს, 7 იანვარს დასრულდება. დღეს, საღამოს 20:00 საათზე, ღონისძიება სტეფანეს კონცერტით დაიწყება, 21:00 საათიდან კი Spacecraft-ი გააგრძელებს. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 8 იანვარს დაიწყება საკონცერტო მთავარი სცენის დემონტაჟი. ხვალვე აიღებენ ბულვარში განთავსებულ ჯიხურებს, სადაც საახალწლო ბაზრობა იმართებოდა. რაც შეეხება მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს, ის ბულვარში …

შობის ღამისთევა ბათუმის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

დღეს, 7 იანვარს, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, ქრისტეს შობის ღამისთევის წირვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო წირვა, რომელსაც ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს, ღამით, პირველის წუთებზე დაიწყო. ტაძარში აჭარის ხელისუფლებისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. დღისით ბათუმის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება. ამ თემაზე: ილია II-ს საშობაო ეპისტოლე  

აჭარაში გრიპით მომართვიანობა მაღალია, თუმცა ჰოსპიტალური შემთხვევები შემცირებული – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების მონაცემები ხასიათდება მოსალოდნელი ზრდის ტენდენციით. ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით: 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე (ინციდენტობა) შეადგენს 415-ს, რაც თითქმის 77 ერთეულით აღემატება წინა [2019 წლის დეკემბრის ბოლო] კვირის  …

აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსები სადაც განაცხადების მიღება 8 იანვარს დაიწყება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რამდენიმე კონკურსში განაცხადების მიღება 2020 წლის 8 იანვარს დაიწყება. კონკურსები გამოცხადებულია სეზონური სკოლის ორგანიზებაზე, კონფერენციის მოწყობაზე, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობასა და კვალიფიკაციის ამაღლება/სტაჟირებაზე, სადაც განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 8 იანვრიდან 6 მარტის ჩათვლით. საჯარო ლექციების მოწყობაზე გამოცხადებულ კონკურსში კი, აპლიკაციებს, სხვადასხვა დროს, სამინისტრო ორ ეტაპად მიიღებს. სამინისტროს …

სიგარეტის და ოქროს კანონდარღვევით შემოტანის მცდელობები საბაჟო გამშვებ პუნქტებში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“ და „წითელი ხიდი” სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6,820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა ათასი …

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ ახლახანს, 6 იანვარს საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც შეწყალების საკითხზე გამართა. პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ გასულ წელს მიმართა. „ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?“ …

რას სთავაზობს სახელმწიფო რთული ქცევის მქონე მოზარდს – არასრულწლოვანთა რეფერირების წესი

2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა რეფერირების წესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წინა დღით, 2019 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წესის მიზანია „რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, დანაშაულის პრევენცია ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით“. წესში განმარტებულია „რთული ქცევა“ – ანუ, „ქცევა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მის ჰარმონიულ და სოციალურ …

რამდენად უსაფრთხოა საახალწლო განათებები ბათუმში

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან სპეციალური კარადა, რომელშიც ელექტროკაბელებია დაერთებული, ღიაა. ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა, რომელიც გვწერს, რომ პარკის ტერიტორიაზე გარდა ამ კარადისა, რამდენიმე ადგილზე ელექტროკაბელები ისეა გადაბმული, რომ უსაფრთხოება დაცული არ არის, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ბათუმის გარეგანათებებს წინასაახალწლოდ დეკორატიული განათებაც ემატება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამონტაჟებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „აჭარგანათებას“, თუმცა კომპანიაში გვითხრეს, რომ ეს …

მთავრობამ ნატო-ს გემების საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის წესი უნდა დაამტკიცოს

ნატო-ს დროშის ქვეშ მცურავი გემების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 26 მარტამდე უნდა დაამტკიცოს. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში, 2019 წლის 26 დეკემბერს შესული ცვლილებით, კანონს დაემატა შემდეგი პუნქტი: „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომ − ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში …

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 9-14 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით …

განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. …

კვირას საოჯახო მედიცინის ცენტრი 2 საათამდე, ბათუმის N1 პოლიკლინიკა კი 5 საათამდე იმუშავებს

გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით ბათუმის კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში გაიზარდა, თუმცა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი არ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ცენტრის ინფორმაციით, ბათუმსა და ზოგადად რეგიონში ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მიუხედავად ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას, 5 იანვარს, პაციენტებს: დილის 10 საათიდან, დღის 2 საათამდე მიიღებს საოჯახო …

ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ – აქცია ბათუმში

„ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტის გამო, ბათუმში დღეს, 4 იანვარს, გამაფრთხილებელი აქცია იმართება. მოქალაქეები ძველ ბულვარში 15-სართულიანი შენობის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ, რომ ბულვარში მაღლივი შენობა არ აშენდება. „მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილება ბათუმის ძველი ბულვარის დამახინჯების ხარჯზე. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს პასუხისმგებელი …

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისა და გემიდან ზღვის დაბინძურების შემთხვევები 2019 წელს

2019 წელს, გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 251 გემის ინსპექტირება განხორციელდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „სხვადასხვა დარღვევის გამო, 32 მცურავი საშუალების პასუხისმგებელ პირთა მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები. დაფიქსირდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 6 შემთხვევა“. პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ – თითოეული 65 000 ლარით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 10 806,9 ლარი – აცხადებს …

სოფელ მარადიდში მიწას ამჯერად 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია კირნათი ჰესის გამო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათი ჰესის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის წესით მოქალაქეებისთვის საკუთრების ჩამორთმევა გრძელდება. ამჯერად სოფელ მარადიდში მიწის ნაკვეთს 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომელიც 2020 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ „მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შემდეგ ფიზიკურ პირებთან: …

სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სესხის გამცემი სუბიექტებისა და კომერციული ბანკებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. 2020 წლის პირველი თებერვლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სესხის გამცემ სუბიექტებს ეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მათ მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკს კი, ეკრძალება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის …

ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს შაბათს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან

გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა პრევენციისა და დროული რეაგირების მიზნით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან შევხდრას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამსახურის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები. სამინისტროს რეკომენდაციით, ხვალ, 4 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან. ეს დაწესებულებებია: [checklist] …

Exit mobile version