აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის. „აჭარაში ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსები. მომართვიანობის გაზრდას ველოდებით, თუმცა, აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა გვაქვს რეგიონში, სეზონურობის გათვალისწინებით. ჰოსპიტალიზაცია გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, 4-დან 7,5 პროცენტამდე იყო გაზრდილი. ძირითდად მატება არის ბავშვებში. რაღაც გართულებული სიტუაცია არ გვაქვს, …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 იანვრის 21 საათიდან 4 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 0-5 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი”
ბათუმის მერია წელს 3 958 სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის
ბათუმის მერია 2020 წელს 3 958 ცალ სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის. დროშების შესყიდვაზე [მონტაჟითა და დემონტაჟით], მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 3 იანვარს დასრულდა. სატენდერო თანხა 84 ათას 57 ლარი იყო. მომსახურებას მერიას ზუსტად ამ თანხით სთავაზობს ტენდერში მონაწილე ინდმეწარმე გიორგი ასათიანი. მიმდინარე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა გიორგი …
Continue reading “ბათუმის მერია წელს 3 958 სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის”
ახალი სახანძრო მანქანები საქართველოს 7 ქალაქში გადანაწილდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება. „სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის“ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი …
Continue reading “ახალი სახანძრო მანქანები საქართველოს 7 ქალაქში გადანაწილდება”
ახალი წლის პირველი დღეები ბათუმში ძირითადად წვიმიანი იქნება – ამინდის პროგნოზი
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 2020 წლის 1-ლი იანვრის 21 საათიდან 2 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-5 …
Continue reading “ახალი წლის პირველი დღეები ბათუმში ძირითადად წვიმიანი იქნება – ამინდის პროგნოზი”
საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება – პროგრამა
საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში 26 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 31 იანვარს ბულვარში გალა კონცერტი გაიმართა. გუშინ, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. დღეს, 2020 წლის 1-ელ იანვარს, საახალწლო ღონისძიებებს საღამოს 8 საატზე Road Radio გახსნის, ხოლო საღამოს 9 საათიდან Maja გააგრძელებს. ნახეთ 1-7 …
Continue reading “საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება – პროგრამა”
ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ავტობუსები 01:30 საათამდე იმოძრავებენ და უფასო იქნება
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსები: N1, N1ა, N3 და N11 ახალი წლის ღამეს 01:30 საათამდე იმოძრავებენ. „საახალწლო გალაკონცერტი ბულვარში, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება, ამიტომ, აღნიშნული ავტობუსები ღამის 2-ის წუთებამდე იმოძრავებენ. რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, 31 დეკემბრის 22:00 საათიდან პირველი იანვრის 01:30 საათამდე ამ ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ასე გვაქვს დაგეგმილი, თუმცა, შესაძლოა სხვა …
სოფელ მარადიდში 7 მესაკუთრეს ჰესის გამო მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ
„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ამჯერად 2 მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ექსპროპრიაციას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება აღნიშნული ქონების [მიწა, მრავალწლიანი ნარგავები] ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით 7 ფიზიკურ პირთან. მარადიდში მიწის ამ 2 ნაკვეთის მესაკუთრეები არიან გიორგი, …
საზღვაო აკადემიის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააშენებენ
ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააგებს. აუზის მშენებლობაზე აკადემიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 516 317 ლარია. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობა, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საზღვაო აკადემიას საწვრთნელი აუზის მშენებლობაზე სააგენტოს ნებართვა აქვს. „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია თავისი …
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებზე დასაბუთების გარეშე 50 400 ლარი გაიცა – აუდიტი
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ჯამში გასცა 50 400 ლარი. აღნიშნული ქმედება შეუსაბამოა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებთან,“ – აცხადებს აუდიტი. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების …
Continue reading “ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებზე დასაბუთების გარეშე 50 400 ლარი გაიცა – აუდიტი”
ხელვაჩაურში შტატგარეშე თანამშრომლები უფუნქციო ობიექტებზეა დასაქმებული – აუდიტის ანგარიში
ხელვაჩაურის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეთა ნაწილი საერთოდ უფუნქციოდაა, ან კიდევ ხელოვნურადაა შექმნილი ისეთი თანამდებობები, რომელთა არსებობა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი; დასაქმებულთა ნაწილი არ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამასთან, შტატგარეშე დასაქმებული არიან იმ ობიექტზეც, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს [მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი, სადაც დასაქმებულია 3 ადამიანი] – ასეთია აუდიტის დასკვნა, რომელიც ორი …
ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა ადრე გაყიდულ ნაკვეთებთან, სადაც სასტუმრო შენდება – აუდიტი
ხელვაჩაურის მერიამ, ბათუმი-ახალციხის გასწვრივ, მდინარე აჭარისწყალზე, 2018 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება 219 ათას 097 ლარზე გააფორმა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, მერიას ამ სამუშაოების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ მერიამ ნაპირგამაგრებამდე მიმდებარე ნაკვეთები გაყიდა, სადაც კერძო კომპანია სასტუმრო/რესტორანს აშენებს. „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2018 წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებამდე, მუნიციპალიტეტის მიერ …
როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 დეკემბრის 21 საათიდან 30 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო; შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 2 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი”
რატომ შეწყვიტა ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი სამინისტრომ
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა. ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“. აჭარის …
ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთის ფილიალის შენობის რეაბილიტაციას იწყებს – 5.8-მილიონიანი ტენდერი
5 მილიონ 876 ათას 164 ლარია გათვალისწინებული ქალაქ ფოთში, იმ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის, სადაც შემდგომში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი უნდა გაიხსნას. ფილიალი 1 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. ფოთში, წმინდა გიორგის ქ. N24-ში მდებარე, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა, რომლის რეაბილიტაციაც უნდა ჩატარდეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს. ელექტრონულ …
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ
ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ. ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ ფასთა კვლევას ატარებს. ეს სახელმწიფო კომპანია სტადიონის მშენებლობას კურირებს. დაინტერესებულმა პირებმა შპს „სტადიონს“ თავიანთი წინადადებები, თუ რა ფასად მიაწვდიან ავეჯს, 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით, წერილობით უნდა მიაწოდონ. შეთავაზებები იმ …
Continue reading “ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ”
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.8 მილიარდი აშშ დოლარია – სები
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 17.8 მილიარდი აშშ დოლარი [52.6 მილიარდი ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] 102.3 პროცენტია. სების მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 433.6 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 261.4 მილიონი …
Continue reading “საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.8 მილიარდი აშშ დოლარია – სები”
ფრონტერა საქართველოს $3,5 მილიარდის ანაზღაურებას სთხოვს – დავა ჰააგაში
უცხოური კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს სახელმწიფო კომპანიისგან და სააგენტოსგან 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის 15 იანვარს მიმართეს. კორპორაცია და სააგენტო ამერიკულ კომპანიას ხელშეკრულების დარღვევას ედავება. უცხოური კომპანია კი შეგებებულ სარჩელში მიუთითებს, რომ კორპორაციისა და სააგენტოს …
Continue reading “ფრონტერა საქართველოს $3,5 მილიარდის ანაზღაურებას სთხოვს – დავა ჰააგაში”
სტალინის პირად ვაგონ-სალონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ სტალინის პირად ვაგონ-სალონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა, ობიექტის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის …
ქობულეთის შემოვლითი გზის განათება დასრულდა – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე, 18 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა – დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სანათები. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2018 წლის ივნისში გაიხსნა. „განათების სამუშაოები, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პერიოდში მიღებული ეკონომიიდან დაფინანსდა. სამუშაოები კომპანია „Sinohydro Corporation limited“-ის ქვეკონტრაქტორმა შპს „ჯავამ“ შეასრულა და სამუშაოების ღირებულებამ …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზის განათება დასრულდა – დეპარტამენტი”
აჭარაში წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 372 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 199 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს: „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1 415 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 438 …
Continue reading “აჭარაში წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 372 ფაქტი გამოვლინდა”
ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალთან, ხანძარია
ჩაქვში, ქობულეთის შემოვლითი გზის გასწვრივ, ამ წუთებში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ეკალ-ბარდი. ხანძრის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. ცეცხლის ჩასაქრობად ბათუმის სახანძრო ბრიგადები არიან გასული.
აჭარის ეკონომიკის სამინისტრო მწყობრიდან გამოსულ „HYUNDAI SANTAFE“-ს 15 ათას ლარად ყიდის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მწყობრიდან გამოსულ HYUNDAI SANTAFE-ს აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ავტომანქანა [სახელმწიფო ნომერი LL-607-LC] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. საწყისი გასაყიდი ფასი 15 000 ლარია, ბიჯი – 300 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2019 წლის 30 დეკემბერს დასრულდება. ავტომანქანის მოკლე აღწერილობა [აუქციონიდან]: „ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოსულია მწყობრიდან, ძრავა დაზიანებულია, ავტომანქანას არ აქვს გადაცემათა კოლოფის ბალიში, …
შუახევის სოფელ ვანში 3 სახლი დაიწვა
შუახევის სოფელ ვანში დღეს, 24 დეკემბერს, 3 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შუახევის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, თემურ ცენტერაძის ოჯახი სოფელში მუდმივი მცხოვრებია, მას ორსართულიანი ხის სახლი დაეწვა, როლანდ და ჯემალ ცენტერაძეების ოჯახები კი, რომელთა ერთსართულიანი სახლები დაიწვა, სოფელში სეზონურად ცხოვრობენ. სამივე სახლი ხის …
ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარში 10 ადგილზე ხანძარია – საგანგებო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა. ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს. „სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია. ქვემო-ქართლი – უკანგორში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. …
Continue reading “ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარში 10 ადგილზე ხანძარია – საგანგებო”
საბაჟო საზღვარზე ნახევარ კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი. ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობა, რომლის საბაჟო …
Continue reading “საბაჟო საზღვარზე ნახევარ კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს – საგამოძიებო”
აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში [ფოტო]
ოპოზიცია დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ერთიან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის სლოგანია „ერთად ერთის წინააღმდეგ“. შეკრებილების მოთხოვნა ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემაა, დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ არ შეასრულა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალურ პარკსა და პორტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ვარდების სკვერში გადაინაცვლეს, სადაც მათ ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. ამ თემაზე „ერთად ერთის წინააღმდეგ“ – ოპოზიცია ბათუმში აქციას მართავს [live]
200 „ქოლგა“ ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე
ბათუმში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წელს 200 მანათობელი „ქოლგით“ მორთეს. მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციული სანათები , მათ შორის, სანათი „ქოლგები“, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აჭარგანათებისგან“ შეიძინა, ჯამში, 52 100 ლარად. ბათუმის კულტურის ცენტრს სანათების შეძენაზე ტენდერიც ზუსტად ამ თანხით ჰქონდა გამოცხადებული. დოკუმენტების მიხედვით, ერთ ქოლგაში, რომელიც ჩინური წარმოებისაა, 125 ლარია გადახდილი [ჯამში …
Continue reading “200 „ქოლგა“ ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე”
ბათუმში შენარჩუნდება უნალექო დღეები – ამინდის პროგნოზი აჭარაში ორშაბათიდან
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო; შიდა მთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 0-5 …
Continue reading “ბათუმში შენარჩუნდება უნალექო დღეები – ამინდის პროგნოზი აჭარაში ორშაბათიდან”
ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის მიწას, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს
ბათუმის მერია აუქციონზე 294 100 ლარად ყიდის 346 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურის“ წინ მდებარეობს. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 6 იანვარს დასრულდება. აუქციონზე, სადაც მერია 1კვ/მ მიწას 850 ლარად ყიდის, ვაჭრობის ბიჯი 3 000 ლარია. აუქციონის ერთადერთი პირობით, გამარჯვებული ვალდებულია არ შეზღუდოს გასაყიდი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 2 მიწის …
Continue reading “ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის მიწას, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს”
44 125 ლარი მომღერლებისა და წამყვანების ჰონორარისთვის – საახალწლო ღონისძიებები ბათუმში
ბათუმის კულტურის ცენტრი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში სოლოშემსრულებლებთან და წამყვანებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს გააფორმებს და მათ ჰონორარის სახით ჯამში 44 125 ლარს გადაუხდის. ამ თანხაში შედის ცეცხლოვანი შოუს გამართვაც. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრს გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი 271 950 ლარით. ტენდერში გაიმარჯვა ა[ა]იპ ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრმა, რომელთანაც ხელშეკრულება 227 700 ლარზე გაფორმდა. „არსებული ტენდერიდან დარჩა ეკონომია 44 …
ბათუმში, ზღვასთან, 26 ათას კვ/მ-ს დააბეტონებენ კარბამიდის ღია საწყობის ასაშენებლად
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მშენებლობის დაწყების შემდეგ კერძო კომპანია შპს „კარგო პარსელი“ ბათუმში ღია სასაწყობო მეურნეობის აშენებას აპირებს. ღია საწყობის მოსაწყობად კომპანია თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 600 კვ/მ ტერიტორიას დააბეტონებს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია, საწყობში წელიწადში შეიტანონ დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდი, დაახლოებით 500 000 ტონა არმატურა და ფოლადის ნამზადი 10 000 …
სად გაივლის მაღალი ძაბვის ახალი ელექტროხაზები ბათუმში – ენერგო-პროს პროექტი
ბათუმის ენერგომომარაგებისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ელექტროგადამცემ საჰაერო და მიწისქვეშა ხაზს [ეგხ „ჭარნალს“] ააშენებს. პროექტში „ენერგო-პრო“ დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. 110 კვ ძაბვის ახალი ხაზი გაივლის ბათუმის „ახალ სამრეწველო ზონას“, ადლიის ნაგავსაყარის ტერიტორიას, გამწმენდი ნაგებობისა და ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს, შემდეგ გადაკვეთს ადლიის ქუჩას, გაივლის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას, ზღვისპირის ქუჩას და მრავალსართულიანი …
Continue reading “სად გაივლის მაღალი ძაბვის ახალი ელექტროხაზები ბათუმში – ენერგო-პროს პროექტი”
ბათუმში იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობს
ბათუმში იუსტიციის სახლში დღეს, 19 სეკემბერს, დილიდან მუშაობა შეფერხებულია. მოქალაქეები ვერ იღებენ სხვადასხვა სერვისს. როგორც იუსტიციის სახლში „ბათუმელებს“ უთხრეს, პრობლემა შეიქმნა რიგითობის ბილეთების გაცემის სისტემაში და ინტერნეტის მიწოდებაში. „რიგითობის პრობლემა ამ დროისთვის [11:25 სთ.] აღმოიფხვრა, ველოდებით ინტერნეტის მიწოდების აღდგენას,“ – გვითხრეს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე. იუსტიციაში ვერ ამბობენ, კონკრეტულად როდის მოგვარდება პრობლემა.
წიწვოვანი ხეების მოპოვება-რეალიზაციაზე კონტროლი 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, წინასაახალწლოდ, ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს დეპარტამენტი, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, 24-საათიან რეჟიმში განახორციელებს. წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული …
Continue reading “წიწვოვანი ხეების მოპოვება-რეალიზაციაზე კონტროლი 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება”
„რვაფეხას“ სამი წლით ასხვისებენ – საწყისი წლიური ქირა 150 ათასი ლარი [აუქციონი]
ბულვარში მდებარე კაფე „რვაფეხას“ შენობა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონზე გაიტანა. წლიური საწყისი საიჯარო ქირა 150 ათასი ლარია. ეს თანხა შესაძლოა ვაჭრობის შედეგად გაიზარდოს. „რვაფეხა“ ამჯერად იჯარით 3 წლით გასხვისდება. აუქციონის პირობის თანახმად: [checklist] ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო …
Continue reading “„რვაფეხას“ სამი წლით ასხვისებენ – საწყისი წლიური ქირა 150 ათასი ლარი [აუქციონი]”