დიდი ოდენობით ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში გაასაღა აშშ-ის ყალბი  50-დოლარიანი კუპიურები.  გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …

შუახევისა და ხელვაჩაურის სოფლები, სადაც გაზიფიცირება იგეგმება

შუახევის სოფელ ხიჭაურში, ასევე, ხელვაჩაურის სოფლებში – ევგენიძეებში, მაღლაკონში, მახოსა და სიმონეთში „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამუშაოებს გეგმავს. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით, კომპანია ბაზრის კვლევას ახორციელებს. ფასების დადგენის შემდეგ, სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდება. ამავე თემაზე: 2,6 მილიონი ლარი სოფელ ხალასა და ჩაქვში აჭარის ქუჩაზე გაზმომარაგების …

აჭარის სოფლებში გზები თოვლისგან მძიმე ტექნიკით იწმინდება – გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა გვიან ღამით დაიწყო. დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, უჩამბა-წაბლანის გზაზე, 24 იანვარს ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრა. ამ დროისთვის [10:30 სთ] ხულოს მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრია, ხოლო ზედა ზონებში  – 80 სანტიმეტრი. მუნიციპალიტეტში 14 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი …

აეროპორტის გზატკეცილიდან ახალ ბულვარამდე მეჯინისწყალი ბეტონის კედლებში მოექცევა 

ბათუმში, ახალი ბულვარიდან აეროპორტის გზატკეცილამდე, მეჯინის არხის [მდინარე მეჯინისწყალი] გასწვრივ კედლების მოწყობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 2,2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. დოკუმენტების მიხედვით აღნიშნულ მონაკვეთში [24 სმ-მდე დიამეტრის] 100 ძირი ხეც მოიჭრება. მეჯინის არხზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 287 533 ლარია. სამუშაოები, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 …

ვინ მოუვლის ქუჩის ძაღლებს ბათუმში? – ტენდერი მეორედ ჩავარდა

ბოლო დღეებია ბათუმელი ქუჩის ძაღლი, რომელიც ბავშვებს ზებრა-გადასასვლელზე აცილებს, ქართული და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია. მას 22 იანვარს სახლიც კი დაუდგეს იმ სახლის სადარბაზოში, რომელსაც ძაღლი წლებია მიკედლებულია, მაგრამ მასსავით არ გაუმართლა ათასობით ქუჩის ძაღლს ბათუმში. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იზრუნებს ქუჩის ძაღლების ვაქცინაციასა და პოპულაციის რეგულაციაზე ბათუმში 2020 წელს, რადგან უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა …

აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს – ენმ რეგიონში უცხოურ ინვესტიციებზე

„აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს და არ აქვეყნებენ ციფრებს უცხოური ინვესტიციების შესახებ რეგიონში, ამიტომ ამბობენ, რომ თითქოს ინვესტიციებს ვერ ითვლიან. ასევე ჩანს, რომ მთავრობა მორიგი ტყუილებით ცდილობს გადაფაროს არსებული მძიმე რეალობა, რაც რეგიონში მასშტაბური პროექტების გაჩერებას მოჰყვა“, – განაცხადა დღეს, 23 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ. „გასულ წელს აჭარის მთავრობამ განაცხადა, …

50 ათასი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტისთვის

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 50 ათასი ლარია. პირობაში აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა მოიცავდეს ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტს, მათ შორის კედლის მხატვრობის, ვიტრაჟებისა და გარე ღობის ჩათვლით“. საკათედრო ტაძრის კედლის მხატვრობის რეაბილიტაცია დაწყებულია და ტაძრის ინტერიერი ხარაჩოებშია …

ბათუმში ავგიის ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბათუმში ავგიის ნაეკლესიარს [ავგიის ქუჩა N50] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეს, 22 იანვარს, შევიდა. ბრძანების მიხედვით, ავგიის ნაეკლესიარი V საუკუნით თარიღდება. სააგენტოს გენერალური დირექტორის ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ავგიის ნაეკლესიართან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე  კიდევ 10 ობიექტს მიენიჭა. მათ …

დ’ალფონსის სააგარაკო სახლის სარესტავრაციო პროექტს კმდს შეისყიდის

მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე დ’ალფონსის სააგარაკო სახლის რესტავრაცია იგეგმება. ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2018 წლის ივლისში მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ინფორმაციით, ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია. ე.წ. დალფონსის აგარაკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კმდს-მ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 15 ათასი ლარია. „მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს კვლევითი სამუშაოების …

როდის გააკონტროლებენ სათამაშოების უსაფრთხოებას – ახალი წესი ბიზნესისთვის

საქართველოს მთავრობამ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება სრულად 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა მანამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, უკვე დღეიდან, 2020 წლის 22 იანვრიდან, უფლებამოსილია შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს რეკომენდაციები სათამაშოების [ამ რეგლამენტთან] შესაბამისობაში მოსაყვანად. თავის მხრივ, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დაუშვას სააგენტოს წარმომადგენელი პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, …

ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, მოსახლეობა შემცირდა – 1 მანქანა ყოველ მესამე ადამიანზე 

ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა თითქმის 20 ათასით გაიზარდა – გასული წლის 30 ნოემბერს რეგიონში რეგისტრირებული იყო 112 040 ავტოსატრანსპორტო საშუალება. მათ შორის: 90 406 მსუბუქი ავტომობილი, 9 635 – სატვირთო, 5 980 – სამგზავრო, 718 – მოტოტრანსპორტი და სხვა. აჭარაში რეგისტრირებული 90 406 მსუბუქი ავტომობილიდან: [checklist] 86 598 რეგისტრირებული იყო ფიზიკურ …

ადგილები, სადაც ავტოავარია ხშირად ხდება – კანონი გზებზე „შავ წერტილებს“ დაადგენს

საქართველოს საავტომობილო გზებზე ე.წ. „შავი წერტილები“, ანუ ის ადგილები განისაზღვრება, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. ავარიების შედეგად საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჯამში, 7 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90 ათასამდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში დაფიქსირდა 6 452 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც გამოიწვია 459 ადამიანის დაღუპვა და 9 048 სხეულის მძიმე დაზიანება. ამასთან, …

ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით შპს-ს ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე დააკავეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, მდინარე სუფსის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ახდენდა ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, …

საქართველოში 53 628 მსუბუქი ავტომანქანა შემოიტანეს და 91 045 გასაყიდად გაიტანეს

საქართველოში, 2019 წლის 11 თვეში, შემოტანილია 53 628 ცალი მსუბუქი ავტომობილი, რაშიც გადახდილია დაახლოებით 580 მილიონი აშშ დოლარი. ამავე პერიოდში კი საქართველოდან გატანილია 594 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულების 91 045 მსუბუქი ავტომობილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილებიდან ყველაზე მეტი – 19 525 იყო …

დავა „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე – ტენდერი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის. დავის საგანი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებული ტენდერია, სადაც მომსახურების შესყიდვის სავარაუდო თანხა 39 მილიონ 809 ათას 280 ლარია. შპს „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“ მიიჩნევს, რომ სატენდერო განცხადების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ მოთხოვნას ეხება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. კონკრეტულად: „სატენდერო …

ქობულეთის სოფლები, სადაც წყალსადენებზე სასმელი წყლის ჭაბურღილებს მოაწყობენ

ქობულეთის სოფლებში – ციხისძირში, ქვედა კონდიდში, სამებაში, კვირიკეში, ბობოყვათსა და ქვედა აჭყვაში სასმელი წყლის ჭაბურღილებს მოაწყობენ, რომლებსაც არსებულ წყალსადენის სისტემებზე დააერთებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ქაქუთში, ბუკნარში, შუაღელეში, ციხისძირსა და ზედა აჭყვაში წყალსადენის სათავე ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ზედა აჭყვას წყალსადენის სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაცია. შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. სამ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება …

ერგე-დოლოგნის მონაკვეთში ცენტრალური გზის შესაკეთებლად 12 მილიონია გამოყოფილი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია სავარაუდო ღირებულებით – 12 064 750 ლარი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სოფლების – ერგეს, აჭარისწყალის, დოლოგნის ფარგლებში. ტენდერის პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 18 თვეში. მიმწოდებელს არ …

ქობულეთში 9 აპრილის მემორიალი მერიაში მომზადებული ესკიზით მოეწყობა

ქობულეთში არსებულ 9 აპრილის სკვერში მემორიალი მოეწყობა. 9 აპრილის მემორიალის მოწყობას ქობულეთის მერია იმ ესკიზის მიხედვით გეგმავს, რომელიც მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურში მოამზადეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ესკიზის შექმნაზე მერიას კონკურსი არ გამოუცხადებია. მემორიალის მოწყობაზე კი, 23 625 ლარად, ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო კომისიის ერთ-ერთ ოქმში აღნიშნულია, რომ მემორიალის მოწყობის სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა. „სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული. ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია“ – აცხადებს შპს „სტადიონი“, რომელიც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს. ბათუმის მშენებარე სტადიონზე დასრულებულია მწვანე საფარის დაგება, ასევე განათებისა და გახმოვანების სისტემების დამონტაჟება. ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს და სხვადასხვა ინვენტარს შეიძენენ. ავეჯისა და ინვენტარის …

130 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე …

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოსაწყობად ამჯერად 4,7 მილიონამდე ლარი დაიხარჯება 

ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტმა ტენდერი ამჯერად 4 733 769 ლარით გამოაცხადა. როგორც მითითებულია, ეს ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოების II ეტაპი იქნება. I ეტაპის სამუშაოებზე კი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, 2 276 066 ლარზე, 2019 წლის მარტში გაფორმდა. ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სასტუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკი …

ბათუმის მერიამ შარშან 22 უპატრონო მიცვალებული დაკრძალა – რა ხდება „ახალ სასაფლაოზე“

2019 წელს ბათუმში 22 უპატრონო მიცვალებული დაკრძალეს. მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოებს“ უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებაზე ხელშეკრულება გასულ წელს შპს „ლამაზი სამყარო 2014“-თან ჰქონდა გაფორმებული 7 000 ლარზე. ამავე თანხით გამოაცხადა ანალოგიური მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის სასაფლაოებმა“ 2020 წლისთვის. ამ თანხაში შედის 26 სხვადასხვა ზომის კუბოს შეძენა, მიცვალებულის ტრანსპორტირება და სპეციალური მაცივრით მომსახურება. უპატრონო მიცვალებულებს …

ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის პირს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან …

კომპანიას, რომელსაც ბათუმში კარბამიდის საცავის აშენება სურს, დეტალების დაზუსტებას სთხოვენ

კომპანია „კარგო პარსელი“ ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქიმიური პროდუქტის [კარბამიდი] საცავის მოწყობას გეგმავს. მშრალი ტვირთის ღია სასაწყობო მეურნეობის პროექტის განხორციელებას დასჭირდება თუ არა გზშ-ის მომზადება, ეს საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. კომპანიამ სკრინინგის განცხადებით სამინისტროს 2019 წლის დეკემბერში მიმართა, თუმცა სამინისტროს აქვს შენიშვნები, რის გამოც ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. პროექტთან …

რას ვეღარ შეიძენენ საჯარო დაწესებულებები გამარტივებული შესყიდვით – სიახლე ტენდერებში

საქართველოს მთავრობამ ის საქონელი და მომსახურება განსაზღვრა, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები ტენდერის გარეშე – გამარტივებული წესით ვეღარ შეისყიდიან. ამ ჩამონათვალშია სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული მოწყობილობები, საოჯახო ტექნიკა, საბუღალტრო, საკანცელარიო მომსახურებები, ბეჭდვა და სხვა. სახელმწიფო შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორის (CPV) ის კოდები, რომელთა მიმართაც 2020 წლის 14 იანვრიდან უკვე აღარ დადგინდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად …

რატომ გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის კვეთასთან, 15 იანვარს გადაკეტეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩის ეს მონაკვეთი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება გადაკეტილი. „მიმდინარეობს კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები. ეს სამუშაოები გაგრძელდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან, ფიროსმანისა და ხახუტაიშვილის ქუჩებით, რესტორან „აჭარულ სახლამდე“. დასრულებას კი ერთი თვე დასჭირდება. მთლიანობაში, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა 2020 …

ძალოსანთა ახალი ბაზა ჩაქვში იქ აშენდება, სადაც სპორტსმენები დღემდე ვარჯიშობენ

დაბა ჩაქვში ძალოსანთა ახალი ბაზის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია ორჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, ბაზა იმ ადგილზე უნდა აშენდეს, სადაც ძალოსნები დღემდე ვარჯიშობენ. ბაზის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „სტადიონსა“ და კერძო ამხანაგობა „ინჟარქიტექტს“ შორის 2019 წლის მაისში 96 700 ლარზე იყო გაფორმებული. ამავე წლის ოქტომბერში კი, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, თანხა 8 ათასი ლარით …

პირმა ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრეს აიძულა წასულიყო აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთისკენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს. „მიმდინარე წლის 14 იანვარს საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი …

პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] გაანაწილა ის თანხა, რაც სახელმწიფომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის გამოყო. ცესკოს მიხედვით, პარლამენტის არჩევნებისთვის სულ 42 760 652 ლარი დაიხარჯება. აქედან: ხელფასებისთვის 19,5 მილიონი ლარი, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება – გადამზადებაში – 1 მილიონზე მეტი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი იქნება 2,1 მილიონი ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის …

უპატრონო ცხოველების მოვლისთვის ბათუმი წელს 252 ათასამდე ლარს დახარჯავს

უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებას ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 252 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა  ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა უზრუნველყოს: [checklist] ქალაქის ტერიტორიიდან, მათ შორის საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიიდან (სულ 2000) უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთნ …

ბათუმში უმეტესად უნალექო დღეები შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5, დღისით 8-13 გრადუსი სითბო; შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 7-12, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა. ზღვის …

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ჰერალდიკის საბჭოს განცხადებით „საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს“. „საქართველოს დროშით იყო აღნიშნული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ სიმბოლოდ აღმართავდა ხუთჯვრიან დროშას. დღეს ჯვარი სეკულარული სიმბოლოა, მაგრამ თანამედროვე …

როდის აშენდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი – დეპარტამენტის განმარტება

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021-2024 წლებში იგეგმება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა. ახალი გზა იქნება ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება მდინარე ჭოროხიდან [ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან] სოფელ სარფამდე [საქართველო-თურქეთის საზღვრამდე]. პროექტით გათვალისწინებულია გვირაბის მშენებლობა, ასევე ახალი ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას – გზების დეპარტამენტი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების …

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 15 000-მდე ლარი იქნება [კონკურსი]

სსიპ „საპენსიო სააგენტომ“ დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. დირექტორის თანამდებობრივი სარგო კი 10 000-დან 15 000-მდე ლარი იქნება. მსურველებს განაცხადის შევსება 2020 წლის 31 იანვარამდე შეეძლებათ. „საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს …

ბათუმში სამშაბათიდან შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 იანვრის 21 საათიდან 13 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, ღამით ზოგან ძლიერი; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან 17-22 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი …

დავა სასამართლოში ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები გამო – ბულვარის განმარტება

ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურებში, რომლებიც დაზიანებულია და ახალ ბულვარში ალაგია,  ბულვარის ადმინისტრაციას თანხა გადახდილი არ აქვს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ადმინისტრაციაში უთხრეს. ფიგურებში დახარჯული თანხის გამო, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ალიგატორი 1“ ბულვარს სასამართლოში ედავება. 2016 წლის აპრილში, ბულვარსა და კომპანია „ალიგატორი 1“-ს შორის, ანტივანდალური ფიგურების შეძენა-მონტაჟზე ხელშეკრულება 69 140 ლარზე გაფორმდა. კომპანიამ ფიგურები ბულვარში დაამონტაჟა [ეს …

Exit mobile version