ტურიზმის სააგენტო 325 000 ლარს დახარჯავს საახალწლო კონცერტებში გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზამთრის და საახალწლო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს კურორტ გოდერძიზე, ქობულეთსა და ბათუმში, რისთვისაც 325 ათას 845 ლარს დახარჯავს. ღონისძიებების ორგანიზების მომსახურებას სააგენტო ტენდერის გარეშე აპირებს, რის შესახებაც შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სააგენტოს ინფორმაციით, დაგეგმილია ქართული თანამედროვე და კლასიკური მუსიკის კონცერტები, ელექტრონული მუსიკა, ასევე, სხვადასხვა გასართობი და სარეკლამო აქტივობები: [checklist] კურორტ გოდერძიზე – …

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ხულო-ადიგენის გზის გოდერძის უღელტეხილზე დღეს, 16 დეკემბერს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.   მთავარი ფოტო /საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ინასარიძის ქუჩაზე ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 18 ათას 130 ლარი დაიხარჯება. აქედან, ნახევარი მილიონი – 2020 წელს, დანარჩენი კი – 2021 წელს. ტერიტორია ჯამში 3 165 კვ/მ-ია. ადგილი, სადაც სკვერი მოეწყობა, ინასარიძის ქუჩასა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებთან [NN:2,3,5] არის ახლოს. ამ ტერიტორიაზე არის …

ბათუმში 2 ნაკვეთი აუქციონზე თითო ბიჯით გაიყიდა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“

პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა. საქართელოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით აუქციონზე გამოტანილი 100-ზე მეტი ობიექტიდან 26 გაიყიდა. აქედან 2 მიწის ნაკვეთი ბათუმში. ამ თემაზე: აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 100 სახელმწიფო ობიექტიდან 2 ბათუმშია ეს ნაკვეთები აუქციონზე თითო ბიჯით გაიყიდა:  [checklist] 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელში], ავგიას ქუჩა …

მობილიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ – რას წერენ ტროლები და პრორუსები

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ კამპანია სოციალურ ქსელებში 14 დეკემბერს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა კრიტიკული განწყობა დააფიქსირა ხელისუფლების მიმართ. ექიმის მეუღლეს ვერ აპატიეს შემდეგი სიტყვები: „მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის – …

ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა იწყება

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალი, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს. ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობას კომპანია მთავრობას 39.8 მილიონად სთავაზობს

დღეს, 16 დეკემბერს, დასრულდა წინადადებების მიღება ტენდერში, სადაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. ელექტრონული ტენდერი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე სისტემაში მხოლოდ ის პრეტენდენტი ჩანს, რომელმაც მომსახურება სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენის“ შეთავაზება …

სახელოვნებო სკოლის პროექტს მოამზადებს კომპანია, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ კორპუსები დააპროექტა

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლის ახალი შენობის პროექტს ის კომპანია მოამზადებს, რომელმაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტა. ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“ აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია. ამხანაგობასთან სამინისტრომ ხელშეკრულება 2019 წლის 21 დეკემბრამდე უნდა გააფორმოს. სახელშეკრულებო თანხა 292 ათას 1 ლარი იქნება. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთან ხელშეკრულება …

ბათუმში ორშაბათს წვიმა, სამშაბათიდან კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა; მაღალ მთაში თოვა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ|წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, შიდა მთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 5-10 …

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

ბათუმის ახალ ბულვარში სასეირნო ბილიკის, ნაპირდამცავი ნაგებობების და ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 55 მილიონამდე ლარი იხარჯება. ნაპირის დაცვის მიზნით აქ დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძეზე ჩაწყობილია ქვის ლოდები, რომელთა უმეტესობა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, 3-დან 7-ტონამდე იწონის. ეს ხელოვნური ნაგებობა უსაფრთხო არ არის, რასაც ფონდშიც ადასტურებენ. ქვებს შორის არის სიცარიელე, რის გამოც, გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული …

კვადროციკლების იმპორტი – 3 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ საქართველოში იმპორტირებული იქნა 110 სმ3 ძრავის მქონე კვადროციკლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჭიროებდნენ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას. აღნიშნული ტექნიკის გაყიდვის …

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ახალ ნაგავსაყარზე განთავსდება როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენები. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 7 მილიონი ევროთია დაფინანსებული, ნარჩენების გადამუშავებას არ ითვალისწინებს. როგორ იმუშავებს ახალი …

ბულვარის გაგრძელება და ყოფილი პოლიგონის განვითარება – რას აპირებს მთავრობა

გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპიროზე გზა და ბულვარი გონიოს მიმართულებით? აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე ზღვის შესართავთან? როგორ განვითარდება გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია? – ამ კითხვებს პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც ყოფილი პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე მოამზადა ტექნიკური დავალება, რომლის საფუძველზეც დაიქირავებენ კომპანიას, რომელიც ჩაატარებს …

ბულვარში ხრეში ახალნაყიდი მილებით ვერ გადაქაჩეს და მანქანებით ეზიდებიან

ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეშის მილებით გადაქაჩვის გეგმა ჩაიშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, არ იმუშავა სპეციალურმა მოწყობილობამ [ტუმბოები, მილები], რომელიც სპეციალურად შემოიტანეს და დაამონტაჟეს პლაჟზე. ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, „ტუმბო ვერ მოერია და ქვები ვერ გადაქაჩა“. ძველი ბულვარის პლაჟზე თავმოყრილი ხრეში აეროპორტის მიმართულებით ამჯერად, პლაჟზის გავლით, მანქანებით გადააქვთ. ხრეშის გადატანა ახალ ბულვართან პლაჟის მოსაწყობადაა აუცილებელი და ის ბათუმის …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მწვანე საფარი დააგეს

ბათუმის მშენებარე სტადიონზე მწვანე საფარი უკვე დააგეს. ბალახი [კორდი] ბათუმში უკრაინიდან შემოიტანეს. საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი მიმდინარეობს. შპს „სტადიონის“ ინფორმაციით, კონსტრუქცია ორი სახისაა: სტაციონარული და დასაკეცი. სკამები ლურჯი ფერისაა. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები დამონტაჟდება. — ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია …

414 ათასი ლარი ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 414 681 ლარია. „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე კი, ტენდერი 41 მილიონ 468 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ამ თემაზე: 41-მილიონიანი ტენდერი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად კორპუსების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 11 …

გოდერძის სათხილამურო ტრასაზე მაგისტრალური გაზსადენი გაივლის – რატომ შეიცვალა პროექტი  

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებამ პრობლემა შეუქმნა ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხორციელებას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გაზსადენის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტის მიხედვით, გაზსადენის საპროექტო ტრასა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას მიუყვება. დაგეგმილი იყო გაზსადენის მშენებლობა გზის რეაბილიტაციასთან ერთად დაწყებულიყო, თუმცა, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, სულ ცოტა, მომავალი წლის გაზაფხულამდე ვერ დაიწყება. შესაბამისად, გაზსადენის მშენებლობაზე …

ქობულეთის სოფელ ჩაისუბანში მდებარე რკინის სადნობს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მდებარე რკინის სადნობ სახელოსნოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ჩაისუბნის რკინის სადნობი სახელოსნო“ ძვ. წ. აღ. X-VIII საუკუნეების ძეგლია. ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდებარე 8 ობიექტს. ჩაისუბანი მდინარე ჩაქვისწყლის …

84 სასწრაფოსა და რეანომობილს სახელმწიფო 8 მილიონ ლარად იყიდის – ტენდერი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სასწრაფო სამედიცინო დანიშნულების ავტომანქანების [მათ შორის რეანომობილების] შეძენაზე 4 ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო 84 ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ჯამში 7 997 024 ლარია გათვალისწინებული. 84 ავტომანქანიდან 20 – სასწრაფო სამედიცინო დანიშნულების უნდა იყოს, ხოლო 64 – სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების [მათ შორის 19 – ე.წ. „რეანომობილი“]. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერებით, სასწრაფო სამედიცინო …

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს  და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური. გამოძიება …

კირნათი ჰესის მშენებლობის გამო მარადიდში 34 პირს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში 34 პირს მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – მიწას, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან და ნარგავებთან ერთად, ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო, მარადიდში ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ჯამში 24 309 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები და 4 859,5 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობები. ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი …

„მცდელობა არის, მზაობა სუსტია“ – როგორ ხსნის 110-მილიონიანი პროექტის შეჩერებას დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, „კონტრაქტორი [კომპანია „ტოდინი“] ცდილობს, დაიწყოს პირველი ეტაპის – მიწის სამუშაოები, თუმცა სუსტია მისი მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს გუშინ, 3 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. კომპანია მზად რომც იყოს, „მიწის სამუშაოებს“ ხულოს ტერიტორიაზე მაინც ვეღარ შეასრულებს – აქ უკვე გათოვდა. გზის მშენებლობის „პირველი ეტაპის“ დაწყებას კი მორიგ გაზაფხულზე უნდა ველოდოთ: …

ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანება 1 მილიონამდე ლარის ძროხის ხორცს იყიდის

ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანებამ საქონლის [ძროხის] ხორცის შესყიდვაზე ტენდერი 1 064 800 ლარით გამოაცხადა. 2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაერთიანება, ბათუმის 33 საბავშვო ბაღისთვის, ჯამში 48 400 კილოგრამი ძროხის ხორცის შესყიდვას გეგმავს. „განსაზღვრული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე,“ – აღნიშნულია …

სააგენტო ხულოს სოფელ ვაშლოვანში სკოლა-პანსიონის მშენებლობისთვის საჭირო ფასს ადგენს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ფასთა კვლევას ატარებს. სკოლა-პანსიონი ქვემო ვაშლოვანში არსებული სკოლის შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს. სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადად 3 თვეა განსაზღვრული, ხოლო სრული საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების ვადად – 12 თვე. დაინტერესებულმა პირებმა სააგენტოს თავიანთი ფასები, რაც დასჭირდება პროექტირება-მშენებლობას, 2019 წლის 7 …

საზმაუს ახალი შენობის აშენებას 77,2 მილიონი ლარი დასჭირდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაუწყებლის ახალი შენობის და დამხმარე შენობა-ნაგებობების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 77 232 427 ლარია. ახალი შენობა თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში აშენდება. მაუწყებელს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურების ფასის დასადგენად ბაზარს იკვლევს. „საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოებზე განხორციელებულ ყოველდღიურ ზედამხედველობას …

ქარტია აჭარის მაუწყებლის დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს შეხვდება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, „ვინაიდან აჭარის ტელევიზიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ქარტიის წევრი და ხელმომწერია, ქარტიის ინიციატივით შეთანხმდა ტელევიზიის დირექტორთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა“. ქარტიის წარმომადგენლები აჭარის მაუწყებელში შეხვედრებს 3 და 4 დეკემბერს გამართავენ. „აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ღიად საუბრობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფაზე. ქარტიის საბჭო …

როდის მიიღებს ზამთრის კურორტები ტურისტებს – თოვლი გოდერძიზე [ფოტო]

დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს მთის კურორტზე თოვს. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა თოვლის საფარზეა დამოკიდებული. „თითქმის ყველა კურორტზე თოვს… თუ ასე გაგრძელდება, სეზონი შესაძლოა, ვთქვათ, გუდაურში 10 დეკემბერსაც გაიხსნას ან 15 დეკემბერს. სტუმრების მისაღებად ყველა კურორტი მზადაა. მთავარია, ისეთი თოვლი, რომ სათხილამურო ტრასებზე სრიალი შეიძლებოდეს“, – გვითხრეს კომპანიაში. დღეს თოვს …

5 მილიონად განახლებული ქუჩა მოსაცდელების გარეშე – რას გეგმავს ბათუმის მერია

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაში 5-მილიონამდე ლარი დაიხარჯა, საავტომობილო მოძრაობა ორ თვეზე მეტია აღდგენილია. ამ ქუჩაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების ადგილებზე, არ არის განთავსებული მოსაცდელები. მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს ბათუმის ერთადერთი აგრარული ბაზარიც. მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოსაცდელი კონსტრუქციების მონტაჟი ქალაქის მერიის პრეროგატივაა. უშუალოდ „ავტოტრანსპორტი“ კი გეგმავს მონიშვნებსა და საინფორმაციო, განახლებული დაფების დამონტაჟებას: „დაფები …

ჭაბურღილი, რითაც ჭახათის და ხინოს უბნები წყლით მარაგდება, ახალი ნაგავსაყარის ადგილზე მოექცა

ჭაბურღილი, რომლითაც სოფელ ცეცხლაურში, ჭახათისა და ხინოს უბნები სასმელი წყლით მარაგდება, იმ ტერიტორიაზე მოექცა, სადაც ახალი ნაგავსაყარი შენდება. აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, ახალ ჭაბურღილს სხვა ადგილზე მოაწყობს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 145 660 ლარია გათვალისწინებული. „ჭახათისა და ხინოს უბანი ამჟამად სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებით მარაგდება არსებული ჭაბურღილით, რომელიც განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, …

ვის აღარ შეიწყალებს პრეზიდენტი – ახალი წესი ძალაში შევიდა

2019 წლის 26 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული შეწყალების ახალი წესი. ამ წესის მიხედვით, იმ პირთა შეწყალების საკითხი, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წადგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2019 წლის 26 ნოემბრამდე, განიხილება, თუ ისინი აკმაყოფილებენ 2014 წელს დამტკიცებული შეწყალების წესის შესაბამისი პუნქტებით დადგენილ პირობებს. თუმცა არის გამონაკლისი – პრეზიდენტს არ წარედგინება …

საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტორად არჩეული კომპანიის მეწილე ოფშორშია რეგისტრირებული

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტს შპს KPMG Georgia ჩაატარებს. 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს თავად საპენსიო სააგენტო აანაზღაურებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაევალა KPMG Georgia-სთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ამავე დადგენილებით აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება 156 ათასი ლარით განისაზღვრა. შპს KPMG Georgia თბილისში 2013 წლის თებერვალში დააფუძნა ოფშორში რეგისტრირებულმა შპს KPMG CIS HOLDING …

ბათუმში წვიმა, აჭარის მთებში კი თოვა – დეკემბრის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, ღამით და დილით ზოგან ძლიერი; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმში, ღამით და დილით ზოგან 17-22მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო; შიდა მთიან რაიონებში – …

გოგინაური ჰესის მშენებელ კომპანიას შუახევში 3226 კვ.მ მიწა იჯარით წელიწადში 674 ლარად გადაეცა

შუახევში, გოგინაური ჰესის მშენებელ კომპანია „ალტერ ენერჯის“, ჯამში 3 226 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, 4 წლის ვადით გადაეცა. მიწით სარგებლობისთვის კომპანია ყოველწლიურად 674 ლარს გადაიხდის. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთები კომპანიას გოგინაური ჰესის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სჭირდება. შპს „ალტერ ენერჯი“ [ALTER ENERGY] 2012 წელს ბათუმში, ფრიდონ ქათამაძისა და გოდერძი ფუტკარაძის მიერ …

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორის დაყაჩაღებაზე 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია 2 პირი: 1977 წელს დაბადებული გ.ღ. და 1976 წელს დაბადებული შ.ქ. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი და დანით შეიარაღებული გ.ღ. და შ.ქ. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ფოთში ყაჩაღურად …

ლაშა კომახიძის კიდევ ერთი არშემდგარი პროექტი – რატომ ვერ შეიქმნა ბიზნესცენტრი

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივა ბათუმის ბიზნესცენტრის შექმნაზე ამ დრომდე ვერ განხორციელდა. ორი წლის წინ დამტკიცებული პროგრამით ბიზნესცენტრისთვის ჯამში 5 მილიონ 250 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, აქედან, 2018-2019 წლებში – 3 მილიონ 50 ათასი ლარი. „ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით ქალაქის ბიუჯეტიდან 1 თეთრიც არ არის დახარჯული. ამასთან, ბიზნესცენტრის დაპროექტებისთვის მერიამ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება …

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 100 სახელმწიფო ობიექტიდან 2 ბათუმშია

100-მდე ობიექტს შორის, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, აუქციონზე გაყიდის, 2 მიწის ნაკვეთია, რომლებიც ბათუმში მდებარეობს. 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელი], ავგიას ქუჩა N 64ა-ში მდებარეობს. ის 780 ათას ლარად უპირობოდ იყიდება. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2019 წლის 4 დეკემბერს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 2 000 ლარია. ამ თემაზე: სახელმწიფო ბათუმში …

Exit mobile version