2,3 მილიონი ლარი აქვთ, მაგრამ ახალშენში საბავშვო ბაღს მაინც ვერ აშენებენ

ხელვაჩაურის მერია მესამე წელია, რაც სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობას ვერ იწყებს. ბაღის მშენებლობაზე ტენდერი მერიამ ხელახლა გამოაცხადა – შეცვლილი პირობით და ნაკლებ ფასად. წინა ტენდერის შეწყვეტის მიზეზი კერძო კომპანიის საჩივარი გახდა, რომელიც დავების საბჭომ დააკმაყოფილა. შეწყვეტილ ტენდერში საწყისი ფასი 2 474 610 ლარი იყო, ერთ-ერთი პრეტენდენტი კი მერიას მშენებლობას 2 111 999 ლარად სთავაზობდა. …

ხუთი სოფლის გაზიფიცირებისთვის აჭარაში 3,2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

3 201 266 ლარია გამოყოფილი ხელვაჩაურის სოფლების: მახოს, სიმონეთის, ევგენიძეების, მაღლაკონის და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის გაზიფიცირებისთვის. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მახოსa და სიმონეთის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 700 688 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება კი 2020 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. …

ბათუმში უპატრონო ცხოველებზე შეტყობინებების რაოდენობა გაზრდილია – მერია

ბათუმის მერიის მიერ უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ქუჩის ცხოველებზე მიმდინარე წლის იანვრიდან არავინ ზრუნავს, შესაბამისად, მერიამ გადაწყვიტა ორი თვის მომსახურება ტენდერის გარეშე შეისყიდოს, რისთვისაც 58 950 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ პერიოდში კი, ტენდერს მესამედ გამოაცხადებს [უკვე აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით მომსახურების შესყიდვაზე]. პირველ ორ არშემდგარ ტენდერში თანხა 252 ათასი …

ეროვნული და უცხოური ვალუტის უკანონოდ ყიდვა-გაყიდვისთვის რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისთვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის  რეგიონებში ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ,“ …

3,6 მილიონი ბათუმის სტადიონზე სახანძრო სისტემის მოსაწყობად – ტენდერი

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონის კვამლგაწოვისა და ხანძარქრობის სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე 3 605 629 ლარით ტენდერია გამოცხადებული. ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა. პირობის მიხედვით, სამუშაოს შესრულების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვე. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2020 წლის 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება. შესასრულებელი სამუშაოს სახეობებია: სახანძრო სარქველები; კვამლგაწოვა, დაწნეხვა, …

აჭარის დროშები აჭარაში კვლავ კანონდარღვევითაა აღმართული – ჰერალდიკის საბჭოს განმარტება

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, თუმცა ამ კანონის მიღებამდე და ძალაში შესვლის შემდეგაც [2020 წლის 13 იანვრიდან], აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები აჭარაში კანონდარღვევითაა აღმართული. [highlight color=”blue”]უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონით[/highlight], „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის წესი …

რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი

ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, ირგვლივ არსებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება ასაშენებელი ბაღის ადგილმდებარეობის გამო“, ამიტომ კორექტირება უნდა შევიდეს პროექტში. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზეა გაფორმებული, საიდანაც კომპანიას უკვე გადაუხადეს 527 …

აჭარაში იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით კი სულ 309 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 130 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 65 ფაქტი, იმერეთში – 34, ქვემო …

ბათუმი ერთ ელექტროავტობუსში 384 790 ევროს იხდის

ერთი ელექტროავტობუსი, რომელსაც ბათუმის მერია დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სესხით და გრანტით ყიდულობს, 384 790 ევრო ჯდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 8 ახალ ელექტროავტობუსს 2020 წლის მაისში მიიღებენ. ავტობუსის სიგრძე 10 მეტრი იქნება. ელექტროავტობუსების შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია  „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 392 093 ევროა. ამ თანხაში …

ქობულეთში უნდა განიხილონ პროექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია

2020 წლის 19 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შპს „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. საჯარო განხილვის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით კი, „აჭარაში ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტზე“ „გრინ რეზორტმა“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო. „ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში კომპანია პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უახლოეს …

„ოცნების ქალაქში“ ტრაქტორები მუშაობენ – ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს, ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის ტრაქტორები უკვე გამოჩნდა. კომპანიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ აქვს. მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე შპს „დაგის“ კუთვნილი ტექნიკით სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ტერიტორია ჯერ შემოღობილიც არ არის. „ბათუმელები“ განმარტებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. …

რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება

სახელმწიფომ ახალი ა[ა]იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი დააფუძნა, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი [ონკოლოგიური] და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. ახალ ჰოლდინგში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც უნდა შესულიყო, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდა. „შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, …

ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, დღეს, 2 თებერვალს, ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია და კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმში 350-მდე სამეთვალყურეო ვიდეოკამერის მოვლისთვის ბიუჯეტიდან 320 ათასი ლარი დაიხარჯება

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობისთვის ბიუჯეტიდან, 2020 წელს, 320 ათასი ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერია ტენდერში მონაწილე კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ამზადებს. სატენდერო თანხა 390 ათასი ლარი იყო, შპს „დელტა კონსალტინგი“ კი მერიას მომსახურებას 320 ათას 12 ლარად სთავაზობს. ტენდერის მონაცემებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა, რაც მოიცავს: [checklist] „ა“ …

ქობულეთის სოფელ ხალაში საბავშვო ბაღი აშენდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სოფელ ხალაში საბავშვო ბაღის მოწყობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ბაღის მშენებლობისთვის 1 588 921 ლარია გათვალისწინებული [სატენდერო თანხა]. პროექტის მიხედვით, რომელიც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტებს, სოფელში საბავშვო ბაღისთვის ორსართულიანი შენობა აშენდება. მშენებლობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 330 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2020 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 24 თებერვალს დასრულდება. …

კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა – ბოლო მონაცემები და NCDC-ს რეკომენდაციები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს. 2020 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით: ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CCDC) მონაცემებით: [crosslist] დაფიქსირებულია 2 590  ახალი შემთხვევა, მათგან 315 მძიმედ მწვავედ მიმდინარე; სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 14 380 შემთხვევა; ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 4 562-ს, სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი, 19 …

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა. ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის შესაბამისი ბრძანება. ახალ დებულებაში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ …

ორშაბათიდან დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, ზვავსაშიშროება; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო; შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი …

3 თებერვლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა იწყება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 30 იანვარს მიიღო და გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობაც განსაზღვრა: [checklist] საქართველოს თავდაცვის ძალებში – 1400, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 1328, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში – 950, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – 311, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ …

როდის დაიწყება „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღება – მერიის განმარტება

ბათუმის მერიისგან მოწოდებული ინფორმაციით, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მუშავდება ქალაქის მერის ბრძანების პროექტი. მერია პროგრამის ფარგლებში ბინის შეძენის მსურველთა განცხადებების მიღებას, სწორედ ამ ბრძანების მიღების შემდეგ გამოაცხადებს. „ბრძანებაში იქნება გაწერილი განცხადებების მიღების პროცედურები, თუ რა უნდა წარმოადგინონ და ა.შ. ბრძანება დაახლოებით 10 დღის შიგნით მომზადდება. ამიტომ, კონკრეტული თარიღი, …

მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2019 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით,  მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა. ამავე მონაცემებით, აჭარა მეორე ადგილზეა [ფართობის მიხედვით] დასრულებული ობიექტების კუთხითაც. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს აჭარაში 130 ობიექტის მშენებლობა დასრულდა და 1 261 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში 2019 წელს დასრულდა 451 839 კვ.მ ფართობის მშენებლობა, ხოლო …

ბეტონის სიმტკიცეზე ყალბი ოქმების გაცემისთვის საექსპერტო კომპანიის თანამშრომლები ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, კერძო საექსპერტო კომპანიის ხელმძღვანელი და მისი სამი თანამშრომელი ამხილეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით,“ …

ავტომაგისტრალთან „შავი წერტილების“ შერჩევას €600 ათასი მოხმარდება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), დეპარტამენტს, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის (GTC) ტექნიკური დახმარებისა და კვლევების ფარგლებში“, გრანტის სახით, 5 750 000 ევროს გამოუყოფს. „გრანტის სრული მოცულობიდან, სავარაუდოდ, 150 000 ევრო მოხმარდება EIB-ის მიერ დასაფინანსებელი პროექტებისთვის აუცილებელი გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების მომზადებას, 600 000 ევრო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიახლოვეს მდებარე პრიორიტეტული „შავი …

აჭარის მთავრობის ახალი შეთანხმება „რივიერასთან“ ცათამბჯენის და იახტკლუბის მშენებლობაზე 

ბათუმის იახტკლუბის რეკონსტრუქცია 2021 წლის ნაცვლად 2023 წელს დასრულდება. შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილება, მოიჯარე კომპანიის [შპს „რივიერას“] მოთხოვნითა და აჭარის მთავრობის ნაწილობრივი თანხმობით, დაახლოებით თვენახევრის წინ შევიდა. ეს ხელშეკრულება ე.წ. „ბათუმი რივიერას“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებსაც ითვალისწინებდა, რომელიც 2019 წელს უნდა დაწყებულიყო. ახალი ცვლილებით ეს პირობაც შეიცვალა. შპს „რივიერას“ ბათუმის იახტკლუბი აჭარის მთავრობამ 1 …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებით კვლავ დაბინძურებულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური აპარატურის მიერ დღეს, 30 იანვარს, ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა [გადაჭარბება დაფიქსირდა წინა დღეებშიც]. ბათუმში დაშვებულ ნორმას აჭარბებს ასევე PM2.5  მყარი ნაწილაკების რაოდენობაც ჰაერში. წინა დღეებში, სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატურ სადგურზე დროებით შეჩერებული იყო გოგირდის დიოქსიდის …

„იაფი სახლის“ 40 ბინა – თითოეულის ფართობი, ღირებულება და ყოველთვიური გადასახადი

ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში გასანაწილებელი 40 ბინის შესახებ მონაცემები ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოში გადააგზავნა. საკრებულო საკითხს დღეს, 30 იანვარს, განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში კი, მერია ბინების ბენეფიციარებზე გაცემას დაიწყებს. ამ თემაზე: ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“- მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა „პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ ფარგლებში, პირველი ეტაპის დასრულების [ამ განკარგულების ძალაში შესვლის …

ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა

ბათუმის მერიამ დააზუსტა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ოჯახები, რომლებსაც ბინები გადაეცემათ. განისაზღვრა ყოველთვიური გადასახადის ოდენობა და პერიოდი, თუ რა დროში გამოისყიდიან ბინებს ახალი მესაკუთრეები. შესაბამისი კანონპროექტები მერიამ ქალაქის საკრებულოში უკვე გადააგზავნა დასამტკიცებლად. საკითხი საკრებულოს ხვალინდელი, 30 იანვრის, სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. დოკუმენტების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 4 კორპუსი …

რატომ დარჩნენ ბავშვები ქობულეთის ბაღებში რძისა და რძის პროდუქტების გარეშე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 29 საბავშვო ბაღში ბავშვების მენიუში 2020 წლის 20 იანვრიდან დღემდე რძე და რძის პროდუქტები არ შედის. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელებს საკვები სპეციალისტების მიერ კორექტირებული მენიუს ფარგლებში მიეწოდათ. გაერთიანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სთხოვს თანხმობას, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რძის პროდუქტები [რძე, კარაქი, ყველი, მაწონი – ერთი თვის მარაგი] შეისყიდონ მიმდინარე ტენდერზე ხელშეკრულების გაფორმებამდე. ქობულეთის ბაღების …

1000-ლარიანი ჯარიმები და საქმე საგამოძიებოში, სიგარეტის უკანონოდ შემოტანის მცდელობისთვის

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“ და „სადახლო-საავტომობილო”, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური, პირადი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 45 660 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს …

კომპანიამ $25 მილიონად, იპოთეკით დატვირთა რივიერა, სადაც ცათამბჯენების აშენებას გეგმავს

ბათუმში, რივიერას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. ამ კომპანიისგან, რომელიც ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია რეგისტრირებული, „ბათუმი რივიერამ“ 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში ცვლილებების …

ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 38,7 მილიონ ლარად სთავაზობენ

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 27 იანვარს, დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს. ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული და ამ დროისთვის მხოლოდ ის პრეტენდენტია ცნობილი, რომელიც მშენებლობას სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, …

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილაძისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში მთლიანად გადაკეტილია. დღეს, 25 იანვარს, გადაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩა ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩებს შორის. შესაბამისად, ფიროსმანის ქუჩით მოძრავი ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩიდან ვერც გორგილაძის და ვერც გორგასლის ქუჩაზე გავლენ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ვერ გამოვლენ ავტომობილები გორგასლის ქუჩის ბოლოდანაც. ადგილზე მომუშავეთა თქმით, ეს მონაკვეთი 2-3 თვით გადაიკეტა, თუმცა ზუსტი დრო, …

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იქმნება

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეიქმნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უკვე დამტკიცდა ცენტრის დებულება. ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანება 2020 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება. დებულების მიხედვით, „ცენტრი იქმნება ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების …

140 ათასი ლარი აჭარაში 13 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების მოსამზადებლად

ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო სკოლების [სულ 13 სკოლა] მშენებლობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 25 იანვარს დაიწყო. სატენდერო თანხა 140 ათასი ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდება. გამარჯვებულმა კი პროექტები, ტექნიკური დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა მოამზადოს. ახალი სკოლის შენობის ან ახალი კორპუსის …

შუახევში, გონიოსა და ქობულეთში თითო ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს

შუახევში, გონიოსა და ქობულეთში, 2020 წელს, თითო ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს. ნოტარიუსთა დანიშვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უნდა უზრუნველყონ. სამინისტროს და პალატას კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება იმ დასახლებებში (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში), სადაც სანოტარო მომსახურება 2020 წელს სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაევალათ. იმ დასახლებათა ნუსხა, სადაც 2020 წელს სანოტარო მომსახურება …

ბანკის ყოფილმა თანამშრომლებმა პენსიონერებისა და დევნილების თანხები მიითვისეს

ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მომართვის საფუძველზე, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე. უკანონო …

Exit mobile version