„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ბათუმის მერის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შევლენ. აღნიშნული კომისია განიხილავს კონსულტანტის მიერ წარმოდგენილ შედეგებს და ქალაქის მერს მისცემს რეკომენდაციას ამ შედეგების დამტკიცებასა და პროგრამით მოსარგებლე ოჯახების განსაზღვრაზე. რაც შეეხება კონსულტანტს, მერია მას სახელმწიფო შესყიდვების [ტენდერის] საშუალებით შეარჩევს. სწორედ კონსულტანტი შეისწავლის-გადაარჩევს მერიაში შესულ განაცხადებას [რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის …
Continue reading “ვინ მიიღებს „იაფ სახლს“ – ლაშა კომახიძემ კომისია შექმნა”