აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;
- შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო;
- მაღალ მთაში – ღამით 7-12, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა – კარგი; ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3ბალი).
- ზღვის წყლის ტემპერატურა: +8.8 გრადუსი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში, 16 იანვარს ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა; ხოლო 16 იანვარს დღისით და 17 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.