აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 იანვრის 21 საათიდან 13 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, ღამით ზოგან ძლიერი; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან 17-22 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო,
- შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო,
- მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 1-6 გრადუსი ყინვა.
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, ღამით ზოგან 17-22მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, ღამით ზოგან ძლიერი. ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე ღამით და დილით 15-25დმ(4-5ბალი), დღის ბოლოს 7-12დმ(2-3ბალი).
- ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში, 14 და 15 იანვარს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.