Batumelebi | იახტა, გემი, პარაშუტი და სხვა – რა ღირს ზღვაში გასეირნება იახტა, გემი, პარაშუტი და სხვა – რა ღირს ზღვაში გასეირნება – Batumelebi
RU | GE  

იახტა, გემი, პარაშუტი და სხვა – რა ღირს ზღვაში გასეირნება

რა სერვისებია წელს ზღვაზე დასასვენებლად ბათუმში, რა ღირს წყლის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გასეირნება და როგორ იმოქმედა პანდემიამ ამ ბიზნესზე?

ბათუმში ზღვაზე გასეირნების საფასური სხვადასხვა საშუალებით სხვადასხვაგვარია:

  • 30 წუთით გემით გასეირნება 20 ლარი ღირს  ერთი ადამიანისთვის.
  • 7 წუთი პარაშუტით ფრენის საფასური 100 ლარია.
  • 10 წუთით ჰიდროციკლით გასეირნება 70 ლარი ღირს – მოცემულ ფასად ორი ადამიანი გაისეირნებს წყლის ამ  ტრანსპორტით.
  • 30 წუთით კატარღით გადაადგილება ღირს 80 ლარი.
  • თუ იახტის დაქირავება გსურთ, 30 წუთით ამ სიამოვნებისთვის 150 ლარი  დაგჭირდებათ – ფასში 2-დან 6,7 მგზავრის გადაყვანაა ნაგულისხმევი.

იახტკლუბში გვითხრეს, რომ პანდემია ამ ბიზნესზე ძალიან ცუდად აისახა, რადგან გასულ წლებთან შედარებით გაძვირდა საწვავი და მოიმატა სერვისების ფასიც. შემცირდა ტურისტების რაოდენობა.

„ძირითადად ჩვენი სერვისებით სარგებლობენ ისრაელიდან და არაბეთიდან ჩამოსული ტურისტები. გაცილებით დიდ ინტერესს გამოხატავენ ზღვაზე გასართობების მიმართ არაბი ტურისტები.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულები დიდად არ ინტერესდებიან წყლის ტრანსპორტით. ამ ქვეყნებიდან ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ჩამოდიან. ძირითადად არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან ჩამოსულ მომხმარებელზეა ჩვენი ბიზნესი დამოკიდებული,“ – გვითხრეს იახტკლუბში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com