კოვიდზე აცრის შემდეგ რამდენ პირს გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია საქართველოში – განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, კოვიდზე ვაქცინირებული პირებიდან საქართველოში გვერდითი მოვლენები და რეაქციები 4 ადამიანს გამოუვლინდა. „ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც ვაქცინირებულ პირებს დასჭირდათ ინტენსიური თერაპია და ჰოსპიტალიზაცია და ორ შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები. ისეთი პირები, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა ჰქონოდათ ამ ტიპის გამოვლინებები, სულ 27 პირი იყო რეგისტრირებული“, – ამბობს …

უნდა აიცრან თუ არა ორსულები და ონკოპაციენტები კოვიდზე? – ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ არც ერთ ვაქცინაზე, რომლებიც გამოიყენება კოვიდის საწინააღმდეგოდ, არ არის ჩატარებული კვლევები ორსულებში მათი გამოყენების შესახებ. „თუმცა არის ცდები ჩატარებული ცხოველებზე და აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენული ეფექტი არც ერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია და რისკებს ცხოველთა პოპულაციაში არ მოიცავს. თუმცა ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული …

ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა

დღეს, პირველ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა. რატი ბრეგაძე იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო ფინანსთა მინისტრად ღარიბაშვილმა ლაშა ხუციშვილი წარადგინა. ლაშა ხუციშვილს 2014 წლიდან ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ბრეგაძეს, ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის,  განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის …

ბათუმის 2 სკოლასა და ქობულეთის 1 ბაღში ბავშვებს კოვიდი დაუდასტურდათ – 31 მარტი

დღეს, 31 მარტის მონაცემებით, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში კიდევ ერთი კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, კორონავირუსი მეცხრეკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. ამჟამად ორი კლასი სწავლობს ამ სკოლაში ონლაინ. კორონავირუსი გამოვლინდა კერძო სკოლა „ევრო 2000“-შიც, სადაც მეხუთეკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი. ამ სკოლაშიც კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე. ორივე სკოლის სხვა კლასები სწავლას ისევ სკოლის შენობებში აგრძელებენ. კორონავირუსი გამოვლინდა ქობულეთის პირველ საბავშვო …

მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა – კონკურსი ხელოვანებისთვის

მუსიკისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ დაფინანსებული პროექტის – i-Portunus-ის ფარგლებში  კონკურსი გამოცხადდა, რომელთაც ორგანიზებას  უწევენ გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და კულტურული ინიციატივების პლატფორმა „იზოლაცია“. კონკურსის მიზანი ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირება და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაა. პროექტი გულისხმობს როგორც ხელოვანთა ფიზიკურ მობილობას (სხვა ქვეყანაში ვიზიტს სხვადასხვა ვორკშოფში, კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით და …

მოქალაქეებს ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა ონლაინაპლიკაციით შეუძლიათ – შსს

ავტომანქანებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა პირველ აპრილამდე განისაზღვრა, რამაც მომსახურების სააგენტოების წინ, მოქალაქეთა გრძელი რიგები გააჩინა. შსს ინფორმაციით, ავტომანქანებზე  სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლა მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურადაც შეუძლიათ. „იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანის მფლობელის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან …

აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინა 900-ზე მეტმა ადამიანმა დაჯავშნა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ამ დროისთვის 430-ზე მეტი ადამიანია აცრილი,  დაჯავშნილია 26 ვაქცინა. „ფაიზერის“ ვაქცინა კი უკვე 900-ზე მეტ ადამიანს აქვს დაჯავშნილი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, „ფაიზერზე“ აცრები  6 ჰოსპიტალში მათ შორის ბათუმში, სამშაბათს, 30 მარტს დაიწყება. ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია 24-მდე ჰოსპიტალში უკვე მიმდინარეობს. ვაქცინაციის …

ქობულეთის შემოვლით გზაზე 6 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

დღეს 27 მარტს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლილ გზაზე, ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. თუმცა, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ქობულეთში, „ევექსის“ კლინიკაში „ჭრილობებით და გულმკერდის ტრავმით ორი ადამიანია გადაყვანილი“. შსს ინფორაციით გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

აჭარის 30 საჯარო სკოლა განათლების ესტონურ მოდელში ჩაერთვება

აჭარაში 30 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც პედაგოგებს ესტონური განათლების მოდელის მიხედვით გადაამზადებენ. პროექტი ხორციელდება UNICEF-ესტონეთი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში. პროექტის მიზანია, ესტონური განათლების მოდელი 2024 წლისთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დაინერგოს. პროექტის დეტალებზე „ბათუმელები“ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს ესაუბრა. „ამ 30 სკოლის მასწავლებლები 18 თვის განმავლობაში გაივლიან მომზადების კურსს. წვრთნის პროცესში ჩართული …

დგებუაძე ირწმუნება, რომ მესამე თაობის სასწავლო გეგმის​ შემუშავებაში ყველა სკოლაა ჩართული

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში, თუნდაც სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალის შერჩევისას, რამდენად გაითვალისწინეს სკოლის პედაგოგების მოსაზრებები? – ეს კითხვა დაუსვა „ბათუმელებმა“ ბათუმში მყოფ განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოში არსებული ყველა სკოლა იყო ჩართული. არადა სოციალურ ქსელებში პედაგოგები საუბრობენ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში …

აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 მარტი

დღეს, 27 მარტს აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კრიტიკულად, მართვით სუნთქვაძე იმყოფება 3 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. კლინიკაში ამ დროისთვის 145 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროში 47 ადამიანი იმყოფება, ონლაინ კლინიკებში კი 123 პაციენტი მკურნალობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში  კორონავირუსით 8 …

ბათუმის მე-14 სკოლის დირექტორსა და მოადგილეს კოვიდი დაუდასტურდათ

დღეს, 26 მარტს, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს, გეგმიური ტესტირების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. სკოლა შესაძლოა ორშაბათიდან მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.. როგორც სკოლის დირექტორმა ნატო გოგუაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მათ სიმპტომები არ ჰქონდათ. „თუმცა, მაინც რისკ-ფაქტორად ჩაითვალა ეს გარემოება და სკოლა შესაძლოა მთლიანად გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე“, – ამბობს დირექტორი. დირექტორი და მოადგილე 12 დღის …

სახელმწიფომ არ იცის, სად არის ქვეყანაში დაბადებული 5 000 ბავშვი

განათლების პროგრამების ხელმღვანელი „იუნისეფში“, მაკო ყუფარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  სახელმწიფო 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს. ეს იმ ბავშვების ნაწილია, ვისზეც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. საუბარია 10 404 ბავშვზე, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილები. „განათლების სამინისტროს გააჩნია ჩაშლილი ინფორმაცია ამ ბავშვებზე. აქედან, სადღაც 1600-მდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 700-მდე ბავშვი …

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის კიდევ 2 მოსწავლე დაინფიცირდა კოვიდით

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. მეექვსეკლასელი მოსწავლეები ერთი ოჯახის წევრები არიან. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეები სამშაბათს იმყოფებოდნენ სკოლაში, ამიტომ კლასი დღეს, 26 მარტს გადავა ონლაინსწავლებაზე. აღნიშნულ სკოლაში ონლაინსწავლებაზე უკვე გადასულია მეთერთმეტე და მეოთხე კლასი, სადაც კორონავირუსი მოსწავლეებს 19 მარტს დაუდასტურდათ. სკოლის დირექტორის თქმით, ოთხშაბათს მასწავლებლებს ჩაუტარდათ გეგმიური ტესტირება, თუმცა ყველა პასუხი …

ბათუმში 3 თვეში პარკირების წესების დარღვევის 7 647 შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმის მუნიციპლაური ინსპექციის ინფორმაციით, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა დგომა-გაჩერებისა და არასწორი პარკირების მიმართულებით 7 647 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინა. კერძოდ:  6 580 – პარკირების საფასურის გარეშე დგომა  518 – ტროტუარზე დგომა  428 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა 119 – საჯარიმო ავტოსადგომზე შემოყვანილი ავტომობილი 43 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა 40 – ველობილიკზე დგომა 38 – …

რას ამბობს ნორვეგიის ელჩი ქართულ განათლებასა და პოლიტიკურ კრიზისზე – ექსკლუზიური ინტერვიუ

დღეს, 25 მარტს, ბათუმში იმყოფებოდა ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენა სანდ ანდრესენი, რომელმაც „იუნისეფთან“ ერთად წარმოადგინა ოთხწლიანი პროექტი. ეს პროექტ ინკლუზიური განათლებისა და ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. „ბათუმელებს“ შესაძლებლობა ჰქონდა დიპლომატთან ესაუბრა ამ საკითხზე. ელჩმა ასევე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ქალბატონო ელჩო, როგორია ნორვეგიის საელჩოს თანამონაწილეობა „იუნისეფის“ ამ პროექტში და კონკრეტულად …

ვინ არის მასწავლებელი, რომლის ვიდეოც ვირუსული გახდა – თოვლში ცეკვა მოსწავლეებთან

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის ეზოში გადაღებულმა ვიდეომ გუშინ, 24 მარტს ქართული ინტერნეტი მოიცვა. ახალგაზრდა მასწავლებლის მოსწავლეებთან ერთად თოვლში ცეკვის ამსახველი კადრები მალე გახდა ვირუსული. ეს მასწავლებელი 25 წლის თამუნა ლაბაძეა, მოსწავლეების თხოვნას, დაენახათ მასწავლებელი პირბადის გარეშე, მან ასე უპასუხა – ბავშვები შესვენებაზე სკოლის ეზოში გამოიყვანა და მათთან ერთად იცეკვა. „მუსიკის ფონზე ვიცეკვეთ. თოვდა, …

აჭარის გზებზე რამდენიმე მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება სრულად შეზღუდულია

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 24 მარტს, მეწყრული პროცესების გამო სრულად შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემდეგი მიმართულების გზებზე: ხულოს მუნიციპალიტეტში: დიდაჭარა-საციხური-გელაურას მიმართულებით შუახევის მუნიციპალიტეტში: ცხემლისი-დარგულა, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეები და კობალთის მიმართულებით ქედის მუნიციპალიტეტში: მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზებზე. „ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, მეწყრული პროცესების განვითარება ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში პირველკლასელს კოვიდი დაუდასტურდა

დღეს, 24 მარტს, ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა, ნარგიზ რომანაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ბავშვის ოჯახის წევრებს აქვთ კორონავირუსი და გადაყვანილნი არიან იზოლაციაში. „კლასი დავკეტეთ და ჩატარდა დეზინფექცია. გადავა თუ არა კლასი დისტანციურ სწავლებაზე, ამაზე ველოდებით ბრძანებას“, – ამბობს დირექტორი. სკოლაში მასწავლებელთა გეგმიური ტესტირება დღეს იგეგმება. დღეს ასევე, ქობულეთში კორონავირუსი დაუდასტურდა …

მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი პროკურატურას დაზარალებულად ცნობას სთხოვს

დღეს, 24 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი და TDI კიდევ ერთხელ მიმართავენ განცხადებით საქართველოს პროკურატურას და მოითხოვენ ვაგიფ აქპეროვის დაზარალებულად ცნობას. ასევე თანამდებობიდან მისი იძულებით გადაყენების ფაქტის დაუყოვნებლივ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას. „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ განცხადებით, 2021 წლის 21 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა Post-Factum-ში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი …

ბათუმის მე-14 სკოლაში მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა, ნატო გოგუაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მასწავლებელი კოვიდის უსაფრთხოების წესებს იცავდა, „ამიტომ ეპიდემიოლოგიურმა ჯგუფმა არ მიიჩნია საჭიროდ კლასის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა“. როგორც დირექტორი ამბობს, მასწავლებელი ორშაბათს სკოლაში იმყოფებოდა, საღამოს კი ტემპერატურამ აუწია. „მეორე დღეს ჩაიტარა სწრაფი ტესტი და დაუდასტურდა კოვიდი“. აღნიშნულ სკოლაში მასწავლებლების გეგმიური ტესტირება …

კოვიდის ყალბი PCR ტესტის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კორონავირუსის PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების  დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებულმა ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, …

კონფლიქტები სკოლაში – რას ჰყვებიან მასწავლებლები

მეექვსეკლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო. ორმა მოზარდმა თანაკლასელს სცემა, აიძულა დაეჩოქა და ისე მოეხადა მათთვის ბოდიში. შემდეგ დაჩაგრული ბავშვის ბებიამ სწორედ იმავე მეთოდით აიძულა მჩაგვრელები ბოდიში მოეხადათ მისი შვილიშვილისთვის. ამის ამსახველი ფაქტი კი ერთ-ერთმა მშობელმა ტელეფონით გადაიღო. ბებიის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დასრულდა თუ არა ამით ბავშვებს შორის კონფლიქტი? – „რა თქმა …

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში 2 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში მე-11 და მე-6 კლასის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული კლასები ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ამავე სკოლაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა 11 თებერვალსაც დადასტურდა. ჯანდაცვის ცენტრში მაშინ განაცხადეს, რომ კლასში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალური იყო, თვითიზოლაციაში კი მხოლოდ მოსწავლის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევაშიც, როგორც სკოლის დირექტორმა ნანი ცივაძემ გვითხრა, კორონავირუსი …

რა და რატომ იცვლება სქემაში – „სკოლაში ხარისხის ჯგუფების შექმნა სავალდებულო არ არის“

რატომ იცვლება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა ხშირად, რა განაპირობებს ამ ცვლილებებს და რითი განსხვავდება მასწავლებლის რეგულირების წესი სქემისგან? – ამ და სხვა კითხვებს „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა უპასუხა. ქალბატონო მანანა, ბოლო დროს რა ცვლილება შევიდა სქემაში და რატომ გიწევთ ასე ხშირად სქემის შეცვლა? დღეს მოქმედი სქემა არის ერთგვარი გარდამავალი …

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლასა და მე-17 საბავშვო ბაღში კოვიდი გამოვლინდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ მასწავლებელს, თვითიზოლაციაში გადავიდა 5 მოსწავლე. სკოლა მუშაობას აგრძელებს, დისტანციურ რეჟიმზე კი მხოლოდ ერთი კლასი გადავიდა. კოვიდის ერთი შემთხვევა გამოვლინდა მე-20 სკოლასთან ახლოს მდებარე ბათუმის მე-17 საბავშვო ბაღშიც.  კოვიდი ბაღის ერთ-ერთ მასწავლებელს აქვს დადასტურებული. ოთხი თანამშრომელი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. არც ბაღი აჩერებს ფუნქციონირებას და …

ბავშვს ფეხსაცმელი არ ჰქონდა და სკოლაში ვერ დადიოდა – მერიის ბავშვზე ზრუნვის განყოფილება

ბათუმის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება სექტემბერში გაიხსნა. „ბათუმელები“ განყოფილების უფროსს რუსუდან სალუქვაძეს ესაუბრა და ჰკითხა, რა კონკრეტული საქმეები შეისწავლა განყოფილებამ და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა შესწავლისას. რუსუდან სალუქვაძის თქმით, სექტემბრიდან დღემდე სულ 47 შემთხვევაა შესწავლილი, აქედან 13 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის მარტში შევიდა სამსახურში. რუსუდან სალუქვაძის თქმით, პრობლემები კომლექსურია. ინფორმაცია ძირითადად …

აჭარაში საჯარო სკოლებისთვის 114 ათასი ლარის ლიტერატურას შეისყიდიან

ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს მუნიციპალიტეტებისა და ბათუმის სკოლებისთვის დაგემილია 114 ათასი ლარის მხატვრული ლიტერატურის შესყიდვა. წიგნები განკუთვნილია 15 საჯარო სკოლისთვის. სკოლების ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წიგნის რომელიმე ეგზემპლარი მიმწოდებლის მიერ ვერ იქნება მოძიებული სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს შესაბამისი დასაბუთებით. „აღნიშნული მიზეზით დაუშვებელია თანდართულ …

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. გადაწყვეტილებას  დღეს, 19 მარტს, მოაწერა ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას 22 მარტიდან შეუდგება. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი დღეიდან დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. თეა წულუკიანი წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის პარლამენტის წევრი გახდა და დაინიშნა …

ბათუმში დღეს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავებულია 2 ქალი

ბათუმში დღეს, 19 მარტს, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ორივე შემთხვევაში ავტომანქანა ქალს დაეხაჯა. როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში უთხრეს, პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა, ხოლო მეორე – კომახიძისა და მელიქიშვილის ქუჩების კუთხეში. დაშავებულები, რომლებსაც მოტეხილობები აქვთ, გადაყვანილნი არიან კლინიკებში.    

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში 3 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მეთერთმეტე და მეოთხეკლასელი მოსწავლეები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე მოსწავლე კი მერვე კლასში სწავლობს. სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ონლაინრეჟიმზე მხოლოდ აღნიშნული კლასების მოსწავლეები გადავიდნენ, სხვა კლასები კი სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. სკოლებში სასწავლო პროცესი 15 მარტს …

გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე აჭარიდან 25 ადამიანი შეარჩიეს

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გასამგზავრებლად პირველი ეტაპისთვის მხოლოდ 25 აპლიკანტი შეარჩიეს. შერჩეული პირები – 10 ქალი და 15 კაცი გერმანიაში სატაცურის აღების სამუშაოებზე აპრილის დასაწყისში გაემგზავრებიან. „შეირჩა 25 ადამიანი, რომლებთანაც გაგრძელდება მუშაობა დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით. წინაგასამგზავრებელი, საორიენტაციო ტრენინგი ჩაუტარდებათ და ტექნიკური მხარდაჭერა ექნებათ იმისათვის, რომ ჯგუფი აპრილის პირველ ნახევარში წავიდეს გერმანიაში“, – …

„მე დიასპორა არ ვარ“ – რატომ არ ესმის პარლამენტს ეთნიკური უმცირესობების

დღეს, 18 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობა, საპროტესტო აქციას გამართავს სლოგანით – „მე დიასპორა არ ვარ“. 16 მარტს საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შექმნა. პროტესტი სწორედ დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ეს კომიტეტი სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს როგორც დიასპორას. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია …

ეთნონაციონალიზმის წახალისება – რატომ შეუქმნა უმცირესობებს პარლამენტმა დიასპორების საბჭო 

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს შექმნის იდეა, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, პარლამენტის წევრ რიმა ბერაძეს ეკუთვნის, რომელიც ამ საბჭოს უხელმძღვანელებს. ოდიშარიამ საბჭოს დაარსების შესახებ განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ საბჭოს შექმნამ გამოიწვიოს დისკუსია და „ვიღაცისთვის შეიძლება გახდეს თემა“. სოციალურ ქსელებში მართლაც …

ბათუმში ძროხისა და ცხენის 500 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი ამოიღეს

დღეს, 17 მარტს, ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 კილოგრამი საკვებად უვარგისი ძროხისა და ცხენის ხორცი ამოიღო. როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, 500 კილოგრამი ხორცი „გაურკვეველი წარმომავლობისაა და საკვებად უვარგისია.“ „რეალიზება არა მგონია მოესწროთ, რადგან საბარგულიდან მოიხსნა ხორცი, ვერ მოასწრეს ბაზარზე შეტანა. ხორცი დაილუქა და ამოღებულია. დანარჩენი მოკვლევის თემაა,“ – გვითხრეს სურსათის ეროვნულ …

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს აღარ მიიღებს

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტების მიღებას წყვეტს. 2021 სასწავლო წელს სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში ახალ სტუდენტებს აღარ მიიღებს. ყველა ჩვენი პროგრამა გადაეცა ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს: თსუ-ს, ილიას სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს“, – ეს შეტყობინება ერთ-ერთმა დაინტერესებულმა პირმა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან მას შემდეგ მიიღო, რაც ის დაინტერესდა, აგრძელებდა თუ არა ამერიკული უნივერსიტეტი აბიტურიენტების მიღებას. „ბათუმელები“ თბილისის …

Exit mobile version