დღეს, 24 მარტს, ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა, ნარგიზ რომანაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ბავშვის ოჯახის წევრებს აქვთ კორონავირუსი და გადაყვანილნი არიან იზოლაციაში.
„კლასი დავკეტეთ და ჩატარდა დეზინფექცია. გადავა თუ არა კლასი დისტანციურ სწავლებაზე, ამაზე ველოდებით ბრძანებას“, – ამბობს დირექტორი.
სკოლაში მასწავლებელთა გეგმიური ტესტირება დღეს იგეგმება.
დღეს ასევე, ქობულეთში კორონავირუსი დაუდასტურდა ბაღების გაერთიანების 5 თანამშრომელს.
დღეს ბათუმის მე-14 სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა
____________________
ამავე თემაზე:
ქობულეთში 2 მასწავლებელს და მოსწავლეებს კოვიდი დაუდასტურდათ – სკოლა დაიხურა






