მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021 გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021 გამოცხადდა. ეროვნული ჯილდოს გახსნის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გახსნა. „წელს გვაქვს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთი წლისთავი და ამ ხნის მანძილზე დაგვიგროვდა ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და გამოცდილება. ამ ხუთი წლის განმავლობაში მასწავლებლის ჯილდომ გაგვაცნო საინტერესო ადამიანები, მასწავლებლები, რომლებსაც წელს კიდევ ერთი გამარჯვებული …

კერძო სკოლას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსწავლის სკოლიდან გაშვება შეეძლება – ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში შესულია ინიციატივა, რომელიც კერძო სკოლებს უფლებას აძლევს მოსწავლეს შეუჩეროს სტატუსი, თუ მას სწავლის გადასახადის დავალიანება აქვს. როგორც საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის დოკუმენტაცია მოთხოვნისთანავე გადასცეს მშობელს. რას ცვლის ეს საკანონმდებლო ინიციატივა კერძო სკოლებისთვის და ირღვევა თუ არა ბავშვის უფლება? „ბათუმელები“ ამ საკითხზე კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის იურისტს, ელენე კალანდაძეს …

ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის პედაგოგს ტესტირების შედეგად კოვიდი დაუდასტურდა. როგორც ბაღის გამგე გუგული ართმელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პედაგოგს ტესტირება შაბათს ჩაუტარდა, ტესტის პასუხი კი დღეს, პირველ მარტს გახდა ცნობილი. საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა კოვიდის შემთხვევის გამო ბაღში მუშაობა აღარ განახლდება. „დაველოდებით ეპიდემიოლოგების შეფასებას და იმის მიხედვით გადავწყვეტთ, როდის დავიწყებთ მუშაობას“, – ამბობს …

ბათუმში საბავშვო ბაღებში ბავშვების 54% არ გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველ დღეს ბავშვების 54 პროცენტი საბავშვო ბაღში არ გამოცხადდა. „8 ათასი ბავშვია სულ რეგისტრირებული ბათუმში, დღეს მხოლოდ 3 766 ბავშვი მოვიდა“, – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში. კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბავშვი ათი დღის განმავლობაში ბაღში არ გამოცხადდება, ადმინისტრაციას უფლება აქვს ბავშვი ამორიცხოს, თუმცა …

დანით 55 ჭრილობა მომაყენა – 14 წლის ასაკში გათხოვილი 4 შვილის დედის ისტორია

მეექვსე კლასში იყო, როცა სწავლა მიატოვებინეს, შემდეგ კი 14 წლის ასაკში 14 წლით უფროს კაცზე გაათხოვეს. უთხრეს, რომ ქმარი უპატრონებდა. სწორედ აქედან დაიწყო ირმას ტრაგიკული ცხოვრება. 29 წლის ირმას ახლა 4 შვილი ჰყავს და ქმართან თანაცხოვრების მძიმე წლებზე გვიყვება. ნარკოტიკზე დამოკიდებული ქმარი ჯერ მას სცემდა, შემდეგ კი, როცა ბავშვები გაჩნდნენ, ბავშვებსაც უსწორდებოდა ფიზიკურად. ქმარი მუდმივად …

მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცხადდა რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად. მსურველები პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე  უნდა დარეგისტრირდნენ. ამავე პერიოდში უნდა გაიარონ რეგისტრაცია აბიტურიენტებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. …

რას ამბობს თორნიკე რიჟვაძე ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე

დღეს, 25 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს „ბათუმელებმა“ კიდევ ერთხელ ჰკითხა, თუ რატომ შეიცვალა მან პოზიცია ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. „დავიწყოთ იქედან, რომ დღეს ვიმყოფებოდით იუნკერების საფლავზე და შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორიაც იყო გასხვისებული და 2010 წელს იყო ბალნეოლოგიური ობიექტიც გასხვისებული წინა ხელისუფლების დროს. რა თქმა უნდა, როცა ხდება გასხვისება, ყოველგვარი დაუსაბუთებელი და …

ზედა სამების სკოლაში 6 მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა – 25 თებერვალი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში, ზედა სამების საჯარო სკოლაში, 6 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა. ცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ მასწავლებელს გუშინ, 24 თებერვალს, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა და დაუდასტურდა კოვიდი. კონტაქტების გადამოწმების შემდეგ კი კოვიდი დღეს, 25 თებერვალს, ამავე სკოლაში კიდევ 5 პედაგოგს აღმოაჩნდა. სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ხვალიდან სკოლა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავა. როგორც ქობულეთის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ …

სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება. ხოლო კონფერენცია-ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან. სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამატებით განმარტა, რომ  პირველი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებს და კოლეჯებს უფლება ექნებათ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. „ეს ნებაყოფლობითია. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლები ჩვენთან შეთანხმებით. შემდგომი …

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დღეს, 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ეტაპობრივი გეგმის მიხედვით, სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, საბაგიროები სამთო კურორტებზე – 8 მარტიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, ანუ 25 თებერვლიდან. რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ – ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან, …

სკოლა ვალდებულია I კლასში მისაღები რაოდენობიდან 10 % სსმ ბავშვებისთვის გამოყოს

განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლებს განესაზღვრათ პირველ კლასში მისაღები სსმ ბავშვების კონტინგენტი. ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური …

„სასამართლოს იყენებენ პოლიტიკურ იარაღად“ – კინზინგერი მელიას საქმეზე

საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ.  რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ რაც ნიკა მელიას დაკავების კადრებში ნახა, ძალიან შემაშფოთებელი იყო. „განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არსებობს შეკითხვები ბრალდებაზე და მაშინ, როცა ახალ კონგრესში ბევრი სამუშაო გავწიეთ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე, ეს ძალიან ცუდი გზავნილია და იმედია, რომ …

9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს ქობულეთის მესამე სკოლაში კოვიდი დაუდასტურდა

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორი ნანა მენაბდე „ბათუმელებთან“ ადასტურებს. ამჟამად სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც დირექტორი ამბობს, ელოდება რეკომენდაციებს თუ უნდა გააგრძელონ მუშაობა. „12 დღით არის სკოლა ონლაინსწავლებაზე გადასული ჯერჯერობით. პირველი შემთხვევა 19 თებერვალს გამოვლინდა და დაწყებითი საფეხურის ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი, რომელსაც სავარაუდოდ მშობლისგან გადაედო. …

საბაჟოზე 11 745 ლარის არადეკლარირებული საათები და სხვა ნივთები აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც ერთი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გერმანიაში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში განათავსა სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის, ძვირადღირებული საათები, ტყავის ნაწარმი, ბიჟუტერია და სხვ. დანაშაულში მხილებულმა პირმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტომანქანა …

განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

განათლების მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია დაგვიდასტურეს განათლების სამინისტროში. ლევან ხარატიშვილი განათლების მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა. სამინისტროში ვიკითხეთ, რატომ  დატოვა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა და ხარატიშვილის პოსტიდან წასვლა ხომ არ უკავშირდება   დღეს განვითარებულ მოვლენებს, რაზეც სამინისტროში გვითხრეს რომ – არა. „პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურის ცვლილებასთან დაკავშირებით“, – მოგვწერეს სამინისტროს პრესსამსახურიდან. თანამდებობის დატოვების შესახებ …

რას ნიშნავს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა – რა იცვლება სწავლებაში

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. რას შეცვლის მესამე თაობის გეგმა და მოიტანს თუ არა ძირეულ ცვლილებებს სწავლებაში – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ახალი სკოლის  მოდელის ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით, თამთა კვარაცხელია საუბრობს. ქალბატონო თამთა, რა უპირატესობები აქვს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას და რას მიაღწევს ამით სკოლა ხარისხის გაზრდის მხრივ? ეროვნული …

„ღარიბაშვილი ომის პარტიაა, გუშინ დანიშნული პრემიერი უნდა გადადგეს“ – ზვიად ქორიძე

მედიის სპეციალისტი ზვიად ქორიძე დღეს, 23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტმა, თუ მას შერჩენია პოლიტიკური ინტუიცია და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გადააყენოს გუშინ დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან“. ზვიად ქორიძე წერს: „ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ წერტილი დაუსვას საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარების პროცესს. ნიკა მელიას დაპატიმრებითა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევით მან …

მინისტრის ინიციატივა არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ღარიბ ბავშვებს – რისი შეცვლა სურთ სკოლებში

განათლების მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს განაცხადა, რომ სამინისტროში განიხილავენ ახალ მიდგომას, რომელიც უმაღლესში მიღების წესს შეეხება. ჩხენკელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ-ის უნივერსიტეტები აბიტურიენტების მისაღებად, გარდა საგამოცდო ქულისა, ითვალისწინებენ სასკოლო საშუალო ქულას და კლასგარეშე აქტივობებსაც. მისი აზრით, უნივერსიტეტებმა რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად უნდა გაითვალისწინონ „საშუალო ნიშანი ან რეკომენდაციები, ან შესაძლებელი …

გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე 86 395 პირი დარეგისტრირდა – 22 თებერვლის მონაცემი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოთქვა 86 395-მა პირმა. გერმანიაში დასაქმების მსურველები რეგისტრირდებიან სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და ავსებენ სააპლიკაციო ფორმას „დროებითი დასაქმება გერმანიაში“. დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები  კი აპრილიდან დაიწყება. დროებითი სეზონური დასაქმება …

კოვიდი მოსწავლეების 0,03%-სა და სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს გამოუვლინდა

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის [ამჟამად მინისტრობის კანდიდატის] განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid19 სკოლის თანამშრომელთა  1,05 პროცენტს დაუდასტურდა. საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან კი კოვიდი მხოლოდ 0.03 პროცენტს გამოუვლინდა. ჩხენკელის თქმით, 15 თებერვლიდან  დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 34 სკოლა, ხოლო ონლაინრეჟიმში 116 …

კობახიძის დაჯილდოება გზავნილია, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ, უნდა შევეგუოთ – ხვადაგიანი

ხვალ, 20 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან მეასე წელს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებენ. რას ნიშნავს კობახიძისთვის ამ ჯილდოს გადაცემა მას შემდეგ, როცა სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში  სერგეი გავრილოვი, რომელსაც საზოგადოების ძლიერი პროტესტის ფონზე მოუწია საქართველოს დატოვება, ირაკლი კობახიძეს კი – პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის? – ამ თემაზე  „ბათუმელებთან“ …

რატომ არ მისცეს აფთიაქში პენსიონერს მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში

რატომ ვერ ახერხებენ მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღებას? „ბათუმელებთან“ მოქალაქე ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, რის გამოც, იძულებულია მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინოს. „დედაჩემი არის პენსიონერი და სარგებლობს მასწავლებლის სახელმწიფო დაზღვევით, ექიმმა გამოუწერა „ატორვასტატინი“ და „კარდიომაგნილი“. სამ აფთიაქში: „ავერსში“, „პსპ“-ში და „ფარმადეპოში“ მივედი და ყველგან, როცა დედაჩემის ბარათით მოვითხოვე …

რას აკეთებს ბავშვზე ზრუნვის განყოფილება ქობულეთის მერიაში

ქობულეთის მერიაში ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა. განყოფილება მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ნაწილია, რომლის წლიური დაფინანსება 151 250 ლარია. განყოფილებაში, რომელმაც ბავშვზე ძალადობის თუ სხვა უფლებების დარღვევის შემთხვევები უნდა შეისწავლოს, 5 ადამიანი მუშაობს. მათ შორის 3 სოციალური მუშაკი და 1 ინსპექტორი. რას აკეთებს და როგორ ესმით განყოფილებაში ბავშვზე ზრუნვა, …

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს. სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მასწავლებლის სკოლაში გადაადგილება და კონტაქტები ვიდეოთვალის მეშვეობით არის გადამოწმებული. „ეპიდემიოლოგები იყვნენ სკოლაში და დეტალურად შეისწავლეს სიტუაცია. მასწავლებელი სკოლის შენობაში ატარებდა პირბადეს და იცავდა დისტანციას, ასე რომ სკოლა სასწავლო პროცესს შენობაში აგრძელებს“, – …

0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა – სააპელაციო კომისიამ მასწავლებლის საჩივარი დააკმაყოფილა

„0 კრედიტი 4 კრედიტით შემეცვალა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ლეილა ტარიელაძე, რომელიც დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ასწავლის. მან გარე დაკვირვება ახალ წლამდე გაიარა, თუმცა 0 შეფასება მიიღო. კრედიტები მასწავლებელს აპელაციის შემდეგ დაუწერეს. კრედიტების აღიარების შემდეგ ლეილა ტარიელაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. „ორი თვის წინ თქვენმა პოზიტიურად განწყობილმა შემოხმიანებამ და დაინტერესებამ გარე დაკვირვების …

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება ხვალ, 19 თებერვალს და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. „სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გააკეთა. გახარიამ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა …

შერცხვენა „ღირსების“ სახელით – რა ტვირთს ჰკიდებს გოგოებს საზოგადოება

„დანაშაული გამოისყიდა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუამ, შვილიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ თქვა. საზოგადოების მხრიდან ამ ნათქვამმა კრიტიკა და ახლა უკვე ბრალდებული ბაბუის მიმართ აღშფოთება გამოიწვია. რა ტვირთს ჰკიდებს საზოგადოება გოგოებს და როგორ არის გაგებული დღეს „ღირსება“, რომლის „შელახვა“ ბავშვებსაც კი საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ? სად არის სკოლა და რა როლი …

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 მარტს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 8 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება. „ტესტირება ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით.  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, …

რამდენად საჭიროა ხარისხის განვითარების ჯგუფის შექმნა სკოლებში

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ითვალისწინებს საჯარო სკოლებში ხარისხის განვითარების ჯგუფის შექმნას, რომელმაც უნდა დაადგინოს კონკრეტული მასწავლებლის საჭიროება და დაეხმაროს კვალიფიკაციის ამაღლებაში. მაგული ჯინჭარაძე სოფელ ქობულეთში და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ქიმიის წამყვანი მასწავლებელია, რომელიც ამავე დროს ხარისხის განვითარების ჯგუფის ერთ-ერთი წევრიც იქნება. „ბათუმელები“ მას ამ საკითხზე ესაუბრა და ჰკითხა, თუ რა ეტაპზეა მის სკოლაში …

42 კითხვა და პასუხი გერმანიაში დროებით დასაქმებაზე

15 თებერვალს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა და რეგისტრაცია დაიწყო. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქვეყნებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და მათზე პასუხებს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე. როდის იწყება გერმანიაში დროებით სეზონურად დასაქმების პროგრამაში …

გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე 53 274 ადამიანი დარეგისტრირდა – მეორე დღე

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე საქართველოს 53 274 მოქალაქე დარეგისტრირდა. რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვალს, დაიწყო. დღეს, 16 თებერვლის 2:31 საათის მონაცემებით, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ უკვე 53 274 პირია დარეგისტრირებული, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო  35 121-მა პირმა. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 …

ბათუმში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი – კლასი დისტანციურ სწავლაზე გადავიდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი. მოსწავლე მეორე საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მოსწავლე ხუთშაბათის, 11 თებერვლის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა, თუმცა კლასი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაინც გადაიყვანეს დისტანციურ სწავლებაზე. აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდა. მას შემდეგ კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა მოსწავლეებში, მასწავლებლებში კი …

საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილედ მურთაზ დევაძე დანიშნეს

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორს ახალი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე მურთაზ დევაძე დანიშნეს. მანამდე ამ თანამდებობაზე აბდულ კახიძე მუშაობდა. როგორც აკადემიის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აბდულ კახიძეს ვკითხეთ, რა მიზეზით დატოვა  თანამდებობა, რაზეც მან გვიპასუხა:  „რვა წელია ამ თანამდებობაზე ვარ და ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. განცხადება ორი კვირის წინ დავწერე, დღეს …

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს – აქციის მონაწილე

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. ისინი ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინფორმაციას დაკავებულების შესახებ აზუსტებენ. დღეს 16:00 საათიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარის მთავრობის სახლთან. აქციაზე მონაწილეები სხვადასხვა სოციალური მოთხოვნებით არიან შეკრებილი, რომლებიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე …

14 წლის გოგოს საქმეზე ბაბუა მუქარის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 15 თებერვალს, ქობულეთში, სოფელ ქაქუთში ტრაგიკულად დაღუპული 14 წლის მოზარდის ნინი ცეცხლაძის ბაბუა დააკავეს. „ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი – 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით …

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას კამერების თანდასწრებით“ – აქცია მთავრობის სახლთან | LIVE

დღეს, 15 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფია შეკრებილი. აქციას მართავენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ის კორპუსები, რომლებსაც მთავრობა აშენებს ბიუჯეტიდან, საკმარისი არ არის სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახის დასაკმაყოფილებლად. აქციაზე იმყოფებიან თვითდასაქმებულებიც, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვის გამო უმუშევარი …

Exit mobile version