Batumelebi | ბათუმის 2 სკოლასა და ქობულეთის 1 ბაღში ბავშვებს კოვიდი დაუდასტურდათ – 31 მარტი ბათუმის 2 სკოლასა და ქობულეთის 1 ბაღში ბავშვებს კოვიდი დაუდასტურდათ – 31 მარტი – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის 2 სკოლასა და ქობულეთის 1 ბაღში ბავშვებს კოვიდი დაუდასტურდათ – 31 მარტი

დღეს, 31 მარტის მონაცემებით, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში კიდევ ერთი კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, კორონავირუსი მეცხრეკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. ამჟამად ორი კლასი სწავლობს ამ სკოლაში ონლაინ.

კორონავირუსი გამოვლინდა კერძო სკოლა „ევრო 2000“-შიც, სადაც მეხუთეკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი. ამ სკოლაშიც კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე.

ორივე სკოლის სხვა კლასები სწავლას ისევ სკოლის შენობებში აგრძელებენ.

კორონავირუსი გამოვლინდა ქობულეთის პირველ საბავშვო ბაღშიც. რამდენიმე დღის წინ აქ კოვიდი ბავშვს დაუდასტურდა, დღეს კი-  აღმზრდელს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, საბავშვო ბაღი დაიხურა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში  ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

სამინისტროს ინფორმაციით, „მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. დისტანციური სწავლის ფორმატი კი მოსწავლეთა 0,2%-მა აირჩია“.

__

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის აჭარაში – 50 პირს. ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com