მთავარი,სიახლეები

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა

19.03.2021 • 2078
თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

გადაწყვეტილებას  დღეს, 19 მარტს, მოაწერა ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას 22 მარტიდან შეუდგება.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი დღეიდან დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

თეა წულუკიანი წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის პარლამენტის წევრი გახდა და დაინიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ.

ის პერიოდულად შეხვედრებს მართავდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. 11 მარტს წულუკიანი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, ასევე სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას ეწვია.

გადაბეჭდვის წესი