„ამ ყველაფერთან კავშირი არ გვაქვს“ – ვარლამ გოლეთიანი მაჩალიკაშვილის აქციიდან გაძევებაზე

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი მათ არ გაუძევებიათ და ამ ფაქტთან რიონის ხეობის დამცველებს კავშირი არ აქვთ. გოლეთიანის კომენტარს ინტერნეტგამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს. „ინტერნეტ სივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მაჩალიკაშვილი გააძევეს აქციიდან, რაც არის მიუღებელი აბსოლიტურად, არანაირი კავშირი არ გვაქვს …

საქართველოში კოვიდით 9 ადამიანი გარდაიცვალა – 17 აპრილი

ბოლო 24 საათში  საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა თბილისში – 676 შემთხვევა, შემდეგ კი აჭარაში – 126 შემთხვევა. იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 55, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – …

სკოლებში შესასვლელად სამინისტრომ 28 სოცმუშაკი შეარჩია

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ კონკურსის საფუძველზე შეარჩია 28 სოციალური მუშაკი, რომლებიც მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში განთავსდებიან და მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევენ. შერჩეული სოციალური მუშაკები თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში აპრილიდან განაწილდებიან. სამინისტრო ამბობს, რომ დამატებით კიდეც აპირებს 22 სოციალური მუშაკის შერჩევას და ამის შემდეგ ყველა რეგიონის …

63 წლის კაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით  დააკავეს. შსს-ს პრესრელიზში საუბარია გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდზე. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის …

სამეცნიერო ფონდის განმარტება აუდიტის კრიტიკულ დასკვნაზე

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება. მათ მიერ მოწოდებულ ტექსტში აღნიშნავენ, რომ დარღვევები, რაზეც სახელმწიფო აუდიტი თავის დასკვნებში საუბრობს, იმ პერიოდს ეხება, როცა ფონდს სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა. „წინა ხელმძღვანელი“, ანუ ფონდის გენერალური დირექტორი მაშინ ზვიად გაბისონია იყო. 8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა „აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან ფონდს ჰყავს ახალი …

ქობულეთში გვარას საჯარო სკოლა კოვიდის გამო დაიხურა

დღეს, 16 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ გვარას საჯარო სკოლა დაიხურა კორონავირუსის შემთხვევის გამო. ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი მასწავლებელს და ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. 16 აპრილის მდგომარეობით ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში 12 სკოლაა უკვედახურული. ონლაინსწავლებაზე იმყოფება 21 ცალკეული კლასი.

მაძიებელ მასწავლებელს კოლეგებმა საათები გაუნაწილეს

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თამუნა ლაბაძე საზოგადოებამ თოვლში გადაღებული ცეკვის ვიდეოთი გაიცნო. ის მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფლის, ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. 25 წლის მაძიებელი პედაგოგი ამ სკოლაში დროებით, მისი ერთ-ერთი კოლეგის ადგილზე იყო დასაქმებული. მასწავლებლის დეკრეტული შევებულებიდან დაბრუნების შემდეგ, თამუნა ლაბაძე უმუშევარი დარჩა. „სკოლა რომ უნდა დამეტოვებინა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, გამომდინარე …

„ჩვენ წინააღმდეგ მზადდება დიდი პროვოკაცია“ – ვარლამ გოლეთიანი

„ახლა აქ მზადდება დიდი პროვოკაცია, ამიტომ რასაც ჩვენ გთხოვთ, უპირობოდ გამოგვყევით“, – მიმართა ვარლამ გოლეთანმა აქციის მონაწილეებს. მან თანამებრძოლებს მოუწოდა ტერიტორია დატოვონ და ქუთაისისკენ დაიძრნენ. რიონის ხეობის მცველთა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხეობაში თავს იყრიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, რამაც შესაძლოა მათ პროტესტს საფრთხე შეუქმნას. დღეს ხეობაში ჩავიდა ულტრამემარჯვენე მოძრაობა …

აჭარაში კოვიდის გამო 10 სკოლა და 21 კლასია ონლაინსწავლებაზე გადასული

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 აპრილის მდგომარეობით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში სრულად ონლაინსწავლებაზეა გადასული 10 სკოლა და 21 ცალკეული კლასი. გუშინ, 14 აპრილს, აჭარაში 6 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე კოვიდის შემთხვევების გამო. კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია ორი საბავშვო ბაღი – ერთი ბათუმში და ერთი ქობულეთში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო …

ბათუმის №18 სკოლის მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

დღეს, 14 აპრილს, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორი გვიდასტურებს. სკოლის დირექტორის, რუსუდან დავითაძის თქმით, მოსწავლე ორშაბათს სკოლაში იმყოფებოდა, შესაბამისად, მისი კლასი იზოლაციაში გადავიდა. მოსწავლეს კორონავირუსის ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა ვირუსი. დღეს აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში კოვიდის დადასტურების …

8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდი უპრეცენდენტოდ მაღალ დაფინანსებას – 8 მილიონ ლარს მიიღებს ფუნდამენტური კვლევებისთვის. „დაფინანსება მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რომლებიც ევროპული კვლევების საბჭოს კლასიფიკაციითაა დადგენილი“, – აცხადებენ სამინისტროში. სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისთვის კონკურსია გამოცხადებული, „რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი იდეებისა და კონცეფციების შესწავლა-ანალიზი. კონკურსმა ხელი უნდა შეუწყოს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, …

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირები უმაღლესში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აბიტურიენტები საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 14 აპრილს, მიიღო საქართველოს პარლამენტმა. საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტს საქართველოს განათლების სამინისტრომ მიმართა. განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და …

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა 2 თვით ცალმხრივად შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება. „შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება და სამუშაოები 15 თვის ვადაში დასრულდება,“- აცხადებს მერია. მერიის …

წელს ეროვნულ გამოცდებზე 1000-ით ნაკლები აბიტურიენტი დარეგისტრირდა, ვიდრე შარშან

2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 38 300 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 1000 აბიტურიენტით ნაკლებია. გასულ წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. აბიტურიენტების რაოდენობის შემცირება უკავშირდება თუ არა პანდემიას,  ეს განათლების უწყებებს ჯერჯერობით არ შეუფასებიათ. თუმცა განათლების სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ონლაისწავლების პერიოდში გაიზარდა აკადემიური ჩამორჩენის მაჩვენებელიც. პანდემიის …

როგორ აპირებენ მე-12 კლასელები ბოლო ზარის აღნიშვნას – გოგო ხულოდან

ია შანთაძე მეთორმეტეკლასელია და დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სწავლობს. როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მე-11 კლასში იყო, მეორე სემესტრში მოულოდნელად შეიცვალა მისი ცხოვრებაც და საკლასო ოთახიდან ონლაინკლასში აღმოჩნდა. „ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, რადგან ვიღვიძებ, უცებ ტელეფონში შევდივარ და იქედან მესაუბრება მასწავლებელი. რაღაც პერიოდი იქაც ვერ ვახერხებდი შესვლას და ასე „ჰოპ“ და უცებ გავიდა ეს …

სტატუსი შეუჩერდება მოსწავლეს, რომელიც ზედიზედ 45 დღეს გააცდენს სკოლას

განათლების მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესებში. ცვლილების მიხედვით, სკოლა ვალდებულია როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას. აქამდე მოსწავლეს სტატუსი უჩერდებოდა სკოლის ზედიზედ 90 დღის გაცდენის შემთხვევაში. …

დიდია მასწავლებლების გადაწვის და სკოლიდან წასვლის რისკი – რატიანი

ვებინარზე, რომელიც შეეხებოდა პანდემიის გამო მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის სტრატეგიებს, მკვლევარის სტატუსით მიწვეული იყო მანანა რატიანი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე. მან მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის შესაძლო გზებზე ისაუბრა და იმ გამოწვევებზე, რაც კვლევის პროცესში გამოჩნდა. რატიანის თქმით, კვლევის შედეგებიც მაისის ბოლოს იქნება ცნობილი. კვლევა რემედიაციის [აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის გზები] საკითხებსაც მოიცავს. მანანა …

საქართველოში შემთხვევათა 50-70 პროცენტში ცირკულირებს ბრიტანული შტამი – გამყრელიძე

„მთლიანად ევროპაში დღეს დაახლოებით 90 პროცენტი ცირკულირებს ბრიტანული შტამი და საქართველოშიც 50-70 პროცენტს ზემოთ ცირკულირებს ბრიტანული შტამი“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დღეს, 12 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორ ხდება ბრიტანული შტამის გამოვლენა? – ამ კითხვას პაატა იმნაძემ უპასუხა. მისი თქმით, ბრიტანულ შტამზე დაკვირვებას აზრი აქვს მხოლოდ ცირკულაციის დასაწყისში. „ბრიტანული შტამი ძალიან სწრაფად …

11 სკოლა დახურულია, ინფიცირებული მოსწავლეების რიცხვს არ ასახელებენ – კოვიდი აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილის მდგომარეობით, აჭარაში 11 საჯარო სკოლაა დახურული. „ბათუმელების“ კითხვას, აჭარაში რამდენი მოსწავლეა ამ დროისთვის კოვიდით ინფიცირებული, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ პასუხობს. ცენტრში გვითხრეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ მხოლოდ თვეში ერთხელ გააჟღერებენ ინფორმაციას და დაასახელებენ მხოლოდ პროცენტულ მაჩვენებელს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს საკლასო ოთახში სწავლებას ბათუმის …

დეიდას დაჭრის გამო ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით,  ბათუმში 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა ბათუმში 9 აპრილს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი მისმა დისშვილმა დაჭრა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო …

9 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ჯერ არავინ დაუკავებიათ

დღეს, 9 აპრილს, პოლიციაში 9 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ შეტყობინება შევიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელსაც ინფორმირებული პირი გვიდასტურებს, გოგონა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება აღენიშნება. გოგოზე სავარაუდოდ 45 წლის კაცმა იძალადა. დაიწყო თუ არა გამოძიება და კონკრეტულად რა მუხლით? – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის …

„ფორმულას“ მძღოლის ავტომანქანის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. „გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ფაქტს, …

ბათუმის საბალეტო სკოლაში კოვიდი გამოვლინდა

ბათუმის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში კორონავირუსი დამლაგებელს დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა „ბათუმელებს“ უთხრა, სწავლება არ გადავა დისტანციურ რეჟიმზე. „დამლაგებელს დაუდასტურდა კოვიდი, მაგრამ ვესაუბრეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მივიღეთ რეკომენდაციები და გავრცელების რისკი არ არისო გვითხრეს. ჯერჯერობით ვმუშაობთ და არ გადავდივართ დისტანციურზე“, – ამბობს დირექტორი ირმა მსხალაძე. მისი თქმით, ერთ-ერთ მოსწავლეს ჩაუტარდა დღეს, 9 აპრილს, კორონავირუსზე ტესტი …

„სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34  წლის ქალის ისტორია [Video]

რესპუბლიკის ქუჩაზე მწვანედ შეღებილ ჭიშკარს შეაღებ თუ არა, შესასვლელში ქვის პატარა მაგიდა და ძელსკამი დგას. უკან დიდი ჰამაკია გაბმული. ღობის გასწვრივ მსხლის ხეებია ჩალაგებული. ხეებს შორის ბავშვის საქანელა ირწევა, რომელსაც ფერადი რიკულებიანი კიდეები გახუნებია. ეზოში, მოშორებით, ცოტაოდენი დაჩეხილი შეშაც ყრია, სადაც რამდენიმე ქათამიც დააბიჯებს. ეს სახლი სამტრედიაშია, მისი დიასახლისი კი სალომეა – სახლის კარებს სწორედ …

აცრის წინ რაიმე სახის გამოკვლევის ჩატარება აუცილებელი არ არის – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კორონოვირუსის წინააღმდეგ აცრის წინ რომელიმე გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის. „თუმცა თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, ჩვენ პაციენტს ვურჩევთ, რომ გაიაროს კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან. რუტინულად, D-დიმერის ან სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ არ არის საჭირო,“- ამბობს თამარ გაბუნია. დღეს, 8 აპრილს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაბუნიამ …

მიაკვლია თუ არა განათლების სამინისტრომ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს

სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტრომ „ბათუმელებს“ 15 მარტს მოაწოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 6-16 წლამდე ასაკის 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლაში. სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როგორ მოიპოვა ამ ბავშვების შესახებ ინფორმაცია და გაარკვია თუ არა ის მიზეზები, რის გამოც ბავშვები სკოლის გარეთ დარჩნენ. 26 მარტს „ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების …

ჩაქვის №1 სკოლა აშშ-ის დაფინანსებულ პროექტში შეარჩიეს – გენდერული თანასწორობა

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი პროგრამა – SHE’s GREAT-ი იწყება, რომლის მიზანი გენდერული სტერეოტიპების გარდაქმნა და ახალგაზრდებში ინკლუზიური საზოგადოების შექმნაა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები  გაივლიან ტრენინგებს გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტი გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად განახორციელებს. მოსწავლეები გაწევრიანდებიან „გენდერი და ჩემი …

დააჯარიმეს დეპუტატები ხალხმრავალი წვეულებების გამო? – რას ამბობს შრომის ინსპექცია

შეისწავლეთ თუ არა საჯარო მოხელეების მიერ გამართული წვეულებები, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების დროს გაიმართა? გამოვლინდა თუ არა დარღვევები და დააჯარიმეთ თუ არა რომელიმე დამრღვევი? – ეს ინფორმაცია შრომის ინსპექციისგან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა.  შრომის ინსპექციის სამსახურს „ბათუმელებმა“ 11 მარტს მიმართა ოფიციალური წერილით. თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ უწყებამ არც ერთ კითხვას არ გასცა კონკრეტული პასუხი. შესაბამისად, …

ბათუმის კიდევ 2 სკოლაში დაუდასტურდათ ბავშვებს კოვიდი – 7 აპრილი

დღეს, 7 აპრილს, ბათუმის სკოლებში ისევ გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევები, რის გამოც მე-3 და მე-8 საჯარო სკოლების ორი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ორ მოსწავლეს. გუშინ, 6 აპრილს, კორონავირუსის შემთხვევების გამო ხუთი საჯარო სკოლა დაიხურა ქობულეთში, ბათუმში კი –  ერთი კერძო სკოლა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მაჩვენებლით კორონავირუსი სკოლის …

დღეს აჭარაში 6 სკოლა და 3 საბავშვო ბაღი დახურეს – კოვიდი

6 აპრილის 19:00 საათის მდგომარეობით, აჭარაში 5 საჯარო და 1 კერძო სკოლა დაიხურა. დღეს კოვიდის გავრცელების გამო ასევე დაიხურა 3 საბავშვო ბაღი. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაიხურა ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა, სოფლების – ლეღვას, ნაკაიძეების, მუხაესტატეს და ხუცუბნის სკოლები. ბათუმში კი მხოლოდ ერთი კერძო სკოლაა დახურული. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში ონლაინსწავლებაზე ასევე გადასულია …

ბათუმში „მასტერკლასი“ და ქობულეთში მუხაესტატეს სკოლა დაიხურა – კოვიდი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 6 აპრილს, აჭარაში ორი სკოლა დაიხურა. ერთ-ერთი კერძო სკოლა „მასტერკლასია“, სადაც კორონავირუსი მოსწავლეს და პედაგოგს დაუდასტურდა. კორონავირუსის შემთხვევის გამო დაიხურა სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლაც ქობულეთში. კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის მე-19 საბავშვო ბაღის ერთ-ერთ მასწავლებელს, რომელიც მე-5 საჯარო სკოლაშიც ასწავლის. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მე-19 ბაღი არ დაიხურება. სკოლასთან დაკავშირებით კი, როგორც …

4 აპრილს ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი აღდგომას ზეიმობს

დღეს 4 აპრილს, ქრისტეს აღდგომას ზეიმობს ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი. სააღდგომო მსახურება გაიმართა ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკლესიებში გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების წესები. ოფიციალური პირებიდან საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს ფეიბუქით მიულოცეს აღდგომა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მართლმადიდებრული ეკლესია ქრისტეს აღდგომას ერთი თვის შემდეგ, 2 მაისს აღნიშნავს. ____________ ფოტოზე: აღდგომა …

რისკის ჯგუფში მყოფი პედაგოგების რაოდენობა გაიზარდა – კორონავირუსი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. 2085 საჯარო სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი. სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა რისკის …

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა, ყველა ბავშვი უსაფრთხოდაა

ხელვაჩაურში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტრომოწყობილობას მოედო. ყველა ბავშვი უსაფრთხოდაა. „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, რომ მას ბაღიდან დაუკავშირდნენ და ბავშვის წაყვანა სთხოვეს. ამ დროისთვის შენობიდან გაყვანილია ყველა ბავშვი და ცეცხლი ჩამქრალია. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მეხანძრემ კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ცეცხლი უმნიშვნელო იყო“.

55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან შეუძლიათ – გაბუნია

დღეს, 2 აპრილს, დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 55 წელს გადაცილებული პირების რეგისტრაცია.  აცრისთვის ვიზიტის შესაძლებლობა კლინიკებში ქვეყნის მასშტაბით 5 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დღეს, 2 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას კითხვები დაუსვეს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებენ საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას ამ ვაქცინის მიმართ, რადგან ვაქცინას ჯერ კიდევ არ აქვს ჯანმოს …

2 კომპანიის ხელმძღვანელი გადასახადისთვის თავის არიდების ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი, რის შედეგადაც ორი კომპანიის ხელმძღვანელი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისსა და ბათუმში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. საგადასახადო შემოწმებების შედეგად, …

Exit mobile version