ბათუმში ძროხისა და ცხენის 500 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი ამოიღეს

დღეს, 17 მარტს, ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 კილოგრამი საკვებად უვარგისი ძროხისა და ცხენის ხორცი ამოიღო. როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, 500 კილოგრამი ხორცი „გაურკვეველი წარმომავლობისაა და საკვებად უვარგისია.“ „რეალიზება არა მგონია მოესწროთ, რადგან საბარგულიდან მოიხსნა ხორცი, ვერ მოასწრეს ბაზარზე შეტანა. ხორცი დაილუქა და ამოღებულია. დანარჩენი მოკვლევის თემაა,“ – გვითხრეს სურსათის ეროვნულ …

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს აღარ მიიღებს

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტების მიღებას წყვეტს. 2021 სასწავლო წელს სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში ახალ სტუდენტებს აღარ მიიღებს. ყველა ჩვენი პროგრამა გადაეცა ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს: თსუ-ს, ილიას სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს“, – ეს შეტყობინება ერთ-ერთმა დაინტერესებულმა პირმა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან მას შემდეგ მიიღო, რაც ის დაინტერესდა, აგრძელებდა თუ არა ამერიკული უნივერსიტეტი აბიტურიენტების მიღებას. „ბათუმელები“ თბილისის …

naec -ი პროზაული ნაწარმოების შექმნაზე კონკურსს აცხადებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ცენტრის ინფორმაციით, საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ნაწარმოებები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1500 სიტყვას. „მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები არ უნდა იყოს გამოკვეთილად დიდაქტიკური ხასიათის“, …

სად არიან და როგორ ცხოვრობენ სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები – კატასტროფული მაჩვენებელი

საქართველოში 10 ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ ოფიციალურად დაუდასტურა დღეს, 15 მარტს, „ბათუმელებს“. რატომ დატოვა სახელმწიფომ ათასობით ბავშვი განათლებისა და ზრუნვის გარეშე, სად არიან და როგორ ცხოვრობენ მოზარდები, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ, ამ კითხვაზე სახელმწიფოს დღეს პასუხი არ აქვს. რაზე მეტყველებს ეს ციფრი და რატომ გამორჩა სახელმწიფოს …

საქართველოს წყლებში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია საფლაგმანო ხომალდი “CRISTOBAL COLON”-ი (ესპანეთი), “REGINA MARIA” (რუმინეთი), “KEMALREIS”-ი (თურქეთი) და “SMELI” (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს. შსს-ს ინფორმაციით, საპორტო ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა. „კორონავირუსის პანდემიის ფონზე, …

საქართველოში 10 404 ბავშვს არასდროს ჰქონია მოსწავლის სტატუსი

სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ ზუსტი ინფორმაცია „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს 23 თებერვალს მოსთხოვა. ინფორმაცია დღეს, 15 მარტს, მოგვაწოდეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების 1.7 პროცენტი ანუ 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლის მოსწავლე. სამინისტრომ აღნიშნული მონაცემების შეგროვება მხოლოდ  შვიდი თვის წინ დაიწყო, რადგან მონაცემები, რაც „ბათუმელებს“ მოგვაწოდეს, „პირველადი  სტატისტიკური ინფორმაციაა“ და …

აჭარაში კორონავირუსზე ექიმების ვაქცინაცია დაიწყო

დღეს, 15 მარტს, აჭარაში კორონავირუსზე მედპერსონალის აცრა დაიწყო. ვაქცინაცია აჭარაში პირველად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, იმუნიზაციის მენეჯერმა ნანა ჯინჭარაძემ გაიკეთა. კოვიდზე აიცრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძეც. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე მედპერსონალი უნდა აცრან. ვაქცინაცია არის უფასო და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სახელმწიფო აფინანსებს. მედპერსონალის ვაქცინაცია დილით, 10:00 საათზე დაიწყო ბათუმის რესპუბლიკურ …

მისწერე წერილი ოჯახის წევრს პანდემიაზე – კონკურსი ბავშვებისთვის

„საერთაშორისო საფოსტო კავშირმა“ (Universal Postal Union) ბავშვებისთვის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.  2021 წლის საკონკურსო თემააა – „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ19 პანდემიასთან დაკავშირებით”. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანი წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაციაა ახალგაზრდა თაობაში, „ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება“. ჟიური დააჯილდოვებს საუკეთესო სამეულს, პირველი …

შვილის ცარიელი საფლავი მაქვს, მაინც ველოდები – პანდემია და ტაქსის მძღოლი ქალი ბათუმიდან

ელენე მჟავანაძე ტაქსის მძღოლია ბათუმიდან. ცხრა წელია რაც ამ საქმიანობას ეწევა და პანდემიის პირობებშიც აგრძელებს მუშაობას. ელენე ტაქსის მძღოლობაზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა, როცა საბერძნეთში, ემიგრაციაში იყო. „ვხედავდი ტაქსის მძღოლ ქალებს და მომწონდა. ვფიქრობდი, როცა ბათუმში დავბრუნდებოდი, სხვა თუ ვერაფერს ვიშოვიდი სამუშაოს, აუცილებლად ტაქსის მძღოლი გავხდებოდი“ – გვეუბნება ელენე. გვიყვება, როგორია მარტოხელა  დედის ცხოვრება, როგორ …

ქობულეთში 2 მასწავლებელს და მოსწავლეებს კოვიდი დაუდასტურდათ – სკოლა დაიხურა

ქობულეთში, წმ. კირიონ მეორის სახელობის სკოლაში ორ მასწავლებელს და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა დაიხურა. საჯარო სკოლებში ამ დროისთვის არდადეგებია გამოცხადებული, თუმცა როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. „ეს კერძო სკოლაა და სწავლა გრძელდებოდა. ამ დროისთვის სკოლა დახურულია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. 2 მასწავლებელთან და მოსწავლეებთან კონტაქტში მყოფი პირები …

ბათუმში ონკანისა და სარკის ინსტალაციასთან პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს

დღეს, 11 მარტს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, იქ, სადაც წყლის ონკანისა და სარკის ინსტალაციაა დამონტაჟებული, აბაზანის აქსესუარები: ტაშტი, პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს. ანონიმი არტისტი BIIMO ამბობს, რომ ამ ფორმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხელსაბანის დამონტაჟებას აპროტესტებს. „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დამონტაჟდა ონკანი და სარკე. სეირნობისას ვიფიქრე ხელს დავიბან-თქო, მაგრამ ონკანში წყალი არ მოდიოდა. თუ ვინმეს დაგჭირდებათ წყალი, …

21 წლის სტუდენტი, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის

არზუ ბაირამოვა 21 წლისაა. მარნეულში, სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველოში დაიბადა, აქ დაამთავრა სკოლაც, ახლა ილიას უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, კარგად ფლობს ქართულ ენას. არზუ მარნეულში დედასთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. „ქართულად ჩემი დაც კარგად საუბრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. ჩვენ არ გვისარგებლია 1+4-ის პროგრამით, რომელიც  ეთნიკური უმცირესობებისთვის არის შექმნილი. სიმართლე …

სად გაითიშება შუქი 10 მარტს აჭარაში – იხილეთ ქუჩებისა და სოფლების ჩამონათვალი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 10 მარტს, ელექტროენერგია შეეზღუდება აბონენტების გარკვეულ ნაწილს ხუთ მუნიციპალიტეტში. ხელვაჩაურში შუქი გაეთიშება შემდეგ სოფლებს: კირნათს, მარადიდს, მირვეთს, ქედქედსა და მიმდებარე სოფლებს 13:00-დან 18:00 საათამდე. ქობულეთში სოფლებს: ხალას, ჩაისუბანს, ბობოყვათს, კვირიკესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე, – დ.აღმაშენებელის, რუსთაველის, კოსტავას, ნინოშვილის, ქიაჩელის, პოპოვისა და მიმდებარე ქუჩებს.  ფიჭვნარის, ჩოლოქისა და დაბა ჩაქვის დასახლებების ნაწილს …

მშობელი: მოვითხოვ სქესობრივი განათლებისა და ბავშვის უფლებების სკოლაში სწავლებას

თბილისში მცხოვრები მშობელი ხატია ეგუტია პეტიციას ავრცელებს და მიმართავს განათლების სამინისტროს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს დაემატოს: ბავშვის უფლებები და თავისუფლებები და სქესობრივი განათლება. მშობლის აზრით, ამ ტიპის განათლების მიღება ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია. ამაზე მეტყველებს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი და „ის მძიმე სტატისტიკა სექსუალური შევიწროების თუ ძალადობის შესახებ, რასაც სახალხო დამცველის …

ოჯახში ქალზე ძალადობის დროს მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა – დაკავებულია 1 პირი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე კახეთში ერთი პირი დააკავეს. „დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი, 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით …

9 წლის შემდეგ ძლივს აღვიდგინე სტუდენტის სტატუსი, ახლა უფულობის გამო ისევ ვკარგავ

იზა ფუტკარაძე ახლა 26 წლისაა და მეორე კურსზე სწავლობს. ის პირველკურსზე 17 წლის ჩაირიცხა – ბათუმში ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წელს ჩააბარა. თუმცა პირველი კურსის მეორე სემესტრის ბოლოს მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, მიზეზი – სწავლის საფასური ვერ გადაიხადა. „ძალიან განვიცადე“, – იხსენებს იზა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ დღეს.   ცხრა წლის შემდეგ იზამ კვლავ მოახერხა …

ქართველი ქალების პროფესიონალიზმი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს – კარლ ჰალცერი

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალების მნიშვნელოვან როლზე და მათ გაძლიერებაზე  საუბრობს. „ამ ქვეყანაში (საქართველოში) ორწელიწად-ნახევარია, რაც ვიმყოფები. ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები,  ჟურნალისტები,  აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები თუ პოლიტიკოსები როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად. ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად …

რა უპასუხა გერმანიის ელჩმა ქართველ ემიგრანტებს

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გერმანიაში მცხოვრები ქართველების 2021 წლის 3 მარტს მის მიმართ გაგზავნილ წერილს პასუხობს, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ: „მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ  თითოეულ თქვენთაგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში. საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის  მნიშვნელოვან მიზანს …

როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი – თამარ გაგოშიძის რჩევები 

როგორ შევუმციროთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული სტრესი, როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა? – ამ და სხვა თემებზე ისაუბრა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ვებინარზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის” ორგანიზებით ჩატარდა. თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებისთვის მოტივაციის შექმნას გარკვეული წინაპირობები აქვს. „ჩვენ ყველამ ვიცით ლოზუნგები, რომ მოტივაციის შესაქმნელად საჭიროა რაღაც მოქმედებები და ასე შემდეგ, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, …

ფარული ჩანაწერის შინაარსი ავთენტურობის დადგენის შემდეგ უნდა შეფასდეს – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფარული ჩანაწერების თემას ფეისბუქით გამოეხმაურა. სახალხო დამცველი წერს: „წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ  გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის …

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.  1980 წელს დაბადებულ პირს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. „მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის …

13 წლის გოგოს საქმე – დაკავებულს მოზარდის გაუპატიურება და ოჯახში ძალადობა ედება ბრალად

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 13 წლის გოგოს  მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,  რომ  ზ.მ.-მ,  14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და  ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ზ.მ.-ს ბრალდება  5 მარტს,  …

ქვეყანაში 17 სკოლა და 145 კლასი სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების და მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენელი ამ კვირაში ერთმანეთს გაუტოლდა და შეადგენს 0.1 -0.1 პროცენტს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. „საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში. სამინისტროს ინფორმაციით, …

კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, კრიტიკულად იმყოფება 79 პაციენტი – ბოლო 24 საათი

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 567 ადამიანი ემსხვერპლა მთლიანობაში. 6 მარტის მონაცემებით კი 355 ახალი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 91 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8  პროცენტია. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის …

რატომ უბრუნებს სტუდენტების ნაწილს ბსუ 500 ლარს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მაგისტრატურის საფეხურის ზოგიერთ პროგრამაზე სწავლის საფასური 500 ლარით შეამცირა – სტუდენტების თქმით, ბსუ-მ ამის შესახებ მათ უკვე აცნობა. თუმცა, „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტით დასტურდება, რომ 2018 წლის შემდეგ, მაგისტრატურის სტუდენტებს დამატებით 500 ლარს [რაც წელს გააუქმეს] ისე ახდევინებდნენ, რომ უნივერსიტეტს ამაზე ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდა. სწავლის მომატებული გადასახადის მოკვლევის მიზნით, განათლების …

ქობულეთში სოციალური მუშაკები ვერ შევარჩიეთ – ბავშვზე ზრუნვის სააგენტო

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგოს სავარაუდო სუიციდის შემთხვევამ დაადასტურა სახელმწიფო ზრუნვისა და სოციალური სამსახურების არაეფექტურობა. ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა სისუსტეები და პრობლემები, რომლებსაც სახელმწიფო თავს ვერ ართმევს ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში. ქობულეთის შემთხვევაში კი პრობლემაა ისიც, რომ მაგალითად, მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი ემსახურება მუნიციპალიტეტს და მას ერთდროულად  80 ბავშვთან უწევს მუშაობა. „ბათუმელები“ დიდი …

სამინისტროს განმარტება გადაჭედილი მიკროავტობუსით მოსწავლეების მგზავრობაზე

დღეს, 4 მარტს, „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ვიდეოს აჭარის განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. ვიდეოში ნაჩვენებია ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის სასკოლო მიკროავტობუსი, სადაც არ არის დაცული მგზავრობის უსაფრთხოების წესები, ასევე, პანდემიის დროს დაწესებული ჯანდაცვის რეგულაციები. განათლების სამინისტროს წერილობით განმარტებაში ვკითხულობთ: „დგინდება, რომ მოსწავლეები (რომლებიც ვიდეოში არიან ასახული), არ არიან ჩართული სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამაში, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან …

ბავშვებით გადაჭედილი სასკოლო ტრანსპორტი – „რომელ უსაფრთხოებაზე გველაპარაკებიან“

დღეს, 4 მარტს, „ბათუმელებს“ მშობელმა მოაწოდა ვიდეო, სადაც ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მიკროავტობუსით ბავშვების მგზავრობაა გადაღებული. კადრში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გადაჭედილ ტრანსპორტში ადიან, რასაც მშობლები აპროტესტებენ. „ეს არის ჩვენი ბავშვების დამცირება“ – ამბობს ერთ-ერთი მშობელი. მისი თქმით, პანდემიის პირობებში დარღვეულია ყველა რეგულაცია და უსაფრთხო მგზავრობის წესები. „ისეთი ამბავია ტრანსპორტში, რომ მეორეკლასელ ბავშვს ხელი მოაყოლეს კარში …

პირველკლასელების რეგისტრაცია 15 მარტიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) …

„ხალხს ჰგონია ჩვენ გამდიდრება გვინდა“ – მძღოლები 80 თეთრამდე ითხოვენ მგზავრობის ფასის გაზრდას

დღეს, 4 მარტს, ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები აჭარის ტელევიზიის წინ შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მძღოლები აჭარის ტელევიზიისგან მოითხოვენ ღია ეთერს იმისთვის, რომ თავიანთი მოთხოვნები მიაწვდინონ საზოგადოებას და ხელისუფლებას. მძღოლები, რომლებიც ხელვაჩაურის მიმართულებით გადაადგილდებიან, მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ. „ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ გამდიდრება გვინდა და სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფას გვაყენებენ. აქ იმიტომ ვართ, რომ ტელევიზიამ მეტი დრო დაგვითმოს …

„წარმოუდგენელ რამეს ვთხოვთ ბავშვს“ – პედაგოგი სქელტანიანი ნაწარმოებების სწავლებაზე

რას შეცვლის მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლაში, ლიტერატურის სწავლებაში და რა არის ის დიდი გამოწვევა, რის წინაშეც დგას როგორც მასწავლებელი, ასევე ბავშვი? ითვალისწინებენ თუ არა პედაგოგების აზრს მესამე თაობის სასწავლო გეგმის შემუშავების დროს? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ფინალისტს, ბათუმის №3 საჯარო და კერძო სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და …

სოციალური სააგენტოს უფროსმა აჭარაში თანამდებობა დატოვა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა აჭარაში, თემურ ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ქარცივაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ის რეფერალურ საავადმყოფოში გადავიდა სამუშაოდ, სააგენტოს უფროსის მოვალეობას კი უფროსის მოადგილე, შაქრო ჯაფარიძე ასრულებს. როგორც შაქრო ჯაფარიძემ გვითხრა, სააგენტოს უფროსის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოცხადდეს. „მე არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი, მივიღებ თუ არა კონკურსში მონაწილეობას“, – ამბობს შაქრო ჯაფარიძე. …

აჭარაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 3 მარტი

დღეს, 3 მარტს, აჭარაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად ანუ მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 პაციენტი, კლინიკაში კი სულ  118 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი.  კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.

როგორ მიულოცა პარლამენტმა ქალებს დედის დღე

დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. საქართველოს პარლამენტმა თავის ოფიციალურ გვერდზე დედის დღესთან დაკავშირებით შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა. „დედა ყველაზე მეტად მიყვარს, დედა ყველაზე საყვარელია, ის ყოველთვის ჩემს გვერდით არის როცა მჭირდება. მიყვარს მასთან ერთად სეირნობა როცა თავისუფალია. მაგრამ მაინც სუუულ დაკავებულია. ჩემი ოცნება არის პანდემია დამთავრდეს და სადმე წავიდეთ ერთად სამოგზაუროთ“, – ეს არის …

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

აჭარაში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირველი კურსის სტუდენტებს. სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ აღნიშნული დაფინანსების მოპოვება, განაცხადი 2021 წლის 5 მარტამდე უნდა გააკეთონ. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს: რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე და მათი „ბოლო …

აჭარის განათლების სამინისტრო ღარიბი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ იყიდის

აჭარის განათლების სამინისტრო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დაპირებულ კომპიუტერებს აღარ ყიდულობს. ამის შესახებ დღეს, 2 მარტს, უთხრეს სამინისტროში „ბათუმელებს“. კითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა სამინისტრომ კომპიუტერების ყიდვა, სამინისტროში ამბობენ, რომ „რადგან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, ეს პროექტი გაჩერდა“. სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი უნდა გამოეყო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომლებიც პანდემიის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ სასწავლო პროცესში ჩართვას …

Exit mobile version