განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში 3 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

19.03.2021
ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში 3 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მეთერთმეტე და მეოთხეკლასელი მოსწავლეები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე მოსწავლე კი მერვე კლასში სწავლობს.

სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ონლაინრეჟიმზე მხოლოდ აღნიშნული კლასების მოსწავლეები გადავიდნენ, სხვა კლასები კი სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ.

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდა, მანამდე სკოლებში ერთკვირიანი არდადეგები იყო გამოცხადებული.

აჭარაში 2021 წელს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში პირველ თებერვალს განახლდა, აქედან მოყოლებული, სკოლებში კორონავირუსის 15 შემთხვევაა პედაგოგებში გამოვლენილი, მოსწავლეებში კი  – ათაი შემთხვევა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: