დღეს, 10 მაისს, აჭარაში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 9 პაციენტი. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 136 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკაში 448 ადამიანი მკურნალობს, ონლაინკლინიკაში კი – 716. კოვიდსასტუმროში იმყოფება 305 ადამიანი.
Author Archives: ლელა დუმბაძე
დინამო ბათუმმა თბილისის დინამო 1:0-ით დაამარცხა
დღეს 8 მაისს, ბათუმის ახალ არენაზე ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, თამაშის დაწყებიდან 42-ე წუთზე. თბილისის დინამომ გოლის გატანა ვერც მეორე ტაიმში შეძლო. ახალ სტადიონზე მაყურებლის თანდასწრებით პირველად გაიმართა თამაში. სტადიონზე 6 ათას მაყურებელზე იყო ბილეთი გაყიდული.
ბათუმი არენაზე „დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი ხვდებიან
დღეს, 8 მაისს, ბათუმი არენაზე ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ერთმანეთს „დინამო“ ბათუმი და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. მატჩი 20:15 წუთზე დაიწყო. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს, თუმცა ამ თამაშზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მხოლოდ 6 ათასი ბილეთი გაიყიდა. დღეს ახალ სდატიონზე მაყურებელი პირველად ესწრება თამაშს. ბილეთის შეძენისას აუცილებელი იყო თითოეული პირის სრული მონაცემების შეყვანა, რადგან საშვი მხოლოდ ამის …
Continue reading “ბათუმი არენაზე „დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი ხვდებიან”
„ფლექსის“ გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან
ბათუმელი თაკო შანთაძე ახალ სასწავლო წელს ამერიკაში დაიწყებს. ის მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) შეარჩიეს. თაკო წელს მეათე კლასს ამთავრებს, ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში სწავლობს და ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა ამერიკაში მოგზაურობა. პიროვნული სიძლიერე, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარი – ამ თვისებებს აქცევენ ყურადღებას პროგრამაში შერჩევისას. „ოჯახის გარეშე შორს დიდი ხნით არ მიცხოვრია და ბუნებრივია, აშშ-ში …
Continue reading “„ფლექსის“ გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან”
დააკავეს 5 აფთიაქის ხელმძღვანელი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს. „გამოვლინდა ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები. თბილისის მასშტაბით სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე გაიცემოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები. შესაბამისი განჩინების საფუძველზე დაკავებულია ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი, რომლებსაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება,“-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ. აღნიშნული აფთიაქებიდან ამოიღეს დიდი ოდენობით …
ბათუმში კოვიდით 1 ადამიანი გარდაიცვალა – 7 მაისი
7 მაისის მდგომარეობით აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა ერთი პაციენტი, მართვით სუნთქვაზე კი 8 პაციენტი იმყოფება. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 118 პაციენტი, კლინიკა დატოვა 36-მა პაციენტმა. ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს 451 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 351, ონლაინკლინიკაში კი – 742 პაციენტი.
ჩვენ მოსავალი გვიფუჭდება, ჯარში კი იმპორტირებული კარტოფილი შეაქვთ – გლეხები ახალქალაქიდან
ახალქალაქში წელს კარტოფილის დიდი მოსავალია, თუმცა ფერმერები კარტოფილის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. სოფელ ალასტანში გლეხები ამბობენ, რომ საკუთარ მოსავალს, 700 ტონა კარტოფილს – მერიასთან დაყრიან, რადგან ამ დრომდე მათ კარტოფილის გასაღების გზები სახელმწიფომ ვერ შესთავაზა. „ბათუმელები“ სოფელ მურჯახეთის ერთ-ერთ მცხოვრებს, ენოკ ბაბაჯანიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წელს კარტოფილის მოსავალი დიდია, თუმცა რეალიზაციაში ფერმერებს არავინ ეხმარება. „5 …
ბავშვების 60% ამბობს, რომ უფრო სევდიანი გახდა – მოზარდები პანდემიაში
კვლევაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია SAVE THE CHILDREN-მა 46 ქვეყანაში ჩაატარა 2020 წელს, 31 683-მა მშობელმა და მზრუნველმა, ასევე 11-17 წლამდე ასაკის 13 477-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხული ბავშვების 74-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ უფრო მეტად ნერვიულობდნენ, ვიდრე პანდემიამდე. 62 პროცენტი თავს ნაკლებად ბედნიერად მიიჩნევდა. ბავშვების 60 პროცენტი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში მათ ჰქონდათ მობეზრება, უფრო სევდიანი …
Continue reading “ბავშვების 60% ამბობს, რომ უფრო სევდიანი გახდა – მოზარდები პანდემიაში”
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 2 პირი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს. „ბრალდებულებმა, რომელთა მართვის ქვეშ მყოფი კომპანიაც მონაწილეობას იღებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში, საკუთარი კომპანიისათვის გამარჯვების მოპოვების უზრუნველსაყოფად, ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის გადაცემა იმ შემთხვევაში, თუკი იგი წინასწარ გაანდობდა …
Continue reading “კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 2 პირი ამხილეს”
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა
ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი – USCGC HAMILTON-ი (WMSL 753) შემოვიდა, რომელიც ნავსადგურს პირველად ესტუმრა. მთავრობის ინფორმაციით, ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. „ნავსადგურში შემოსვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების – “დიოსკურიასა” და “ოჩამჩირეს” მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ერთობლივი …
Continue reading “ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა”
ბათუმელები, რომლებიც დღეს „სინოფარმით“ აიცრნენ – „შიშით ვერ ვიცხოვრებთ“
სერა ძნელაძე ბათუმელი ფოტოგრაფია. მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს, 4 მაისს, გაიკეთა. სერა ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად აცრაა. „მე პირადად ნებისმიერი ვაქცინის მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ ვაქცინაციით უნდა შევუწყოთ ხელი ვირუსების დამარცხებას. ყველა რომ გაჯიუტდეს და არ აიცრას, მაშინ გადავშენდებით და ეს არის. ლოგიკურია, რომ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანმა ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და …
Continue reading “ბათუმელები, რომლებიც დღეს „სინოფარმით“ აიცრნენ – „შიშით ვერ ვიცხოვრებთ“”
ინდურ შტამზე დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაში ინდური შტამის არსებობის შესახებ. თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ინდური შტამიც დაფიქსირდეს. „ამ ინდურ შტამზე ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, რადგან ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული, იქ პრევალირებს ბრიტანული შტამი. ის ეგრეთ წოდებული ორმაგი მუტაცია, ინდურ შტამს რასაც ეძახიან, არის, …
Continue reading “ინდურ შტამზე დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით – გამყრელიძე”
მიმდინარე კვირაში მძღოლების, მთავრობისა და პარლამენტის წევრების ვაქცინაცია დაიწყება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან. „ვაქცინაციის პროცესში, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები. გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. ასევე სხვადასხვა ტიპის შეღავათების გავრცელება იმ პირებზე, …
რას ფიქრობენ პროფესორები მეუფე სპირიდონის სიძულვილის ენაზე ომბუდსმენის მიმართ
სხალთის ეპისკოპოსმა, სპირიდონმა 21 აპრილს ონლაინკონფერენცია გამართა, რომელსაც, მისი თქმით, 90 პროფესორ-მასწავლებელი ესწრებოდა. კონფერენციაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები ძირითადად იმ უნივერსიტეტში მუშაობენ, რომლის რექტორიც თავად სპირიდონია. თუმცა ესწრებოდნენ ისინიც, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობენ ლექციებს. საქმე იმაშია, რომ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 16 აპრილს სცადა შესულიყო ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რომელიც ეპისკოპოს სპირიდონის პატრონაჟის ქვეშაა. მას ამის უფლება …
Continue reading “რას ფიქრობენ პროფესორები მეუფე სპირიდონის სიძულვილის ენაზე ომბუდსმენის მიმართ”
და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ [Video]
მარიამი, ჯანი და აზიფე – სამი ბავშვი ერთ ოჯახში ცხოვრობს. სკოლაში არც ერთი მათგანი არ დადის. ბავშვები ძველი ბათუმის უბანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მარიამი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ტკივილი, რაც განიცადა, სწორედ იმის გააზრება იყო, რომ სკოლაში ვეღარ ივლიდა. „უსწავლელი დამტოვეს“- გვეუბნება ის და ამაში სახელმწიფოს ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ ქართულმა სახელმწიფომ მისი განათლებისთვის არაფერი …
Continue reading “და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ [Video]”
რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან
ბათუმის ახალ ბულვარში მოქანდაკე გელა წულაძის „ყირამალა“ 2009 წელს განათავსეს. მიწაზე ცალი ხელით მდგარ ადამიანს მეორე ხელში გული უჭირავს. რკინის კონსტრუქციები გულით, რომელიც სხვადასხვა შინაარსს ატარებს, ქანდაკებების სერიაა და როგორც ახალ, ასევე ძველ ბულვარში, სანაპიროზეა განთავსებული. რატომ აიღეს „ყირამალა“ ახალი ბულვარიდან? – ვკითხეთ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციას, სადაც თავდაპირველად გვითხრეს, რომ ქანდაკება დაზიანებული იყო და რესტავრაციისთვის …
Continue reading “რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან”
თუ პირბადის მოხმარებას 95%-ზე ავიყვანთ, კომენდანტის საათის მოხსნას განვიხილავთ – ტიკარაძე
რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ იმისთვის, რომ საღამოს ცხრა საათიდან მოიხსნას კომენდანტის საათი და ადამიანებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ? – ეს კითხვა ჯანდაცვის მინისტრს დღეს, 28 აპრილს, პარლამენტში გამოსვლის დროს დაუსვეს. მინისტრის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვაზე იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს საუბარი, თუ პირბადის მოხმარება მოსახლეობის მხრიდან 95 პროცენტამდე გაიზრდება. „თუ ჩვენ შევძლებთ და პირბადის მოხმარებას 95 პროცენტამდე ავიყვანთ, …
არც კი ვიცი როგორ გადავჭრა ეს პრობლემა – ტიკარაძე ექიმების აცრის დაბალ მაჩვენებელზე
დღეს, 28 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამის გამო ის გულდაწყვეტილია: „აქ შემიძლია გამოვხატო ჩემი გულდაწყვეტა და ვთქვა, რომ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ეს არის პრობლემა და შეიძლება ისიც ვაღიარო, რომ არც კი ვიცი როგორ გადავჭრა ეს პრობლემა.“ მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის არგუმენტი აცრის დაბალ …
„ჭიაკოკონობას“ თუ გამართავთ 500 – 1500 ლარით დაგაჯარიმებენ – გარემოს დაცვა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის” ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია. „1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ …
Continue reading “„ჭიაკოკონობას“ თუ გამართავთ 500 – 1500 ლარით დაგაჯარიმებენ – გარემოს დაცვა”
ქობულეთში კოვიდის გამო 3 სკოლა დახურეს – 27 აპრილი
დღეს, 27 აპრილს, ქობულეთში სამი საჯარო სკოლა დაიხურა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სოფელ ლეღვას პირველ საჯარო სკოლაში, საჩინოს და ნაკაიძეების საჯარო სკოლებში. ასევე გაიზარდა ონლაინსწავლებაზე გადასული კლასების რაოდენობა. გუშინ 24 კლასი იყო ონლაინსწავლებაზე, დღეს კი 7 კლასი დაემატა. სულ 33 კლასია ამ დროისთვის ონლაინსწავლებაზე გადასული. სკოლებში ოფიციალურად სასწავლო პროცესი პარასკევს, …
Continue reading “ქობულეთში კოვიდის გამო 3 სკოლა დახურეს – 27 აპრილი”
აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება – მთავრობა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. „სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილობის შემცირების მიზნით 3-დან 12 მაისის ჩათვლით საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება. „როგორც მოგეხსენებათ, 4-11 მაისი გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, …
Continue reading “აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება – მთავრობა”
როგორ აანაზღაურებენ მასწავლებლები 4-11 მაისის უქმე დღეებს
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებმა 4-11 მაისის ჩათვლით გამოცხადებული უქმე დღეების ანაზღაურება ინდივიდუალურად დაგეგმილი სასწავლო პროცესით უნდა შეძლონ. „იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს“, – ამბობს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს უკვე გაეგზავნა დეტალური …
Continue reading “როგორ აანაზღაურებენ მასწავლებლები 4-11 მაისის უქმე დღეებს”
სამმა მეგობარმა ბულვარში იშვიათი სახეობის ბუ იპოვა – „ხიდის ქვეშ ეგდო, ვერ დადიოდა“
მეექვსეკლასელმა ბავშვებმა – სერგი მანველიძემ, საბა მახარაძემ და ნიკა გობაძემ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სეირნობისას, ხიდის ქვეშ, ზღვასთან ახლოს იშვიათი სახეობის ბუ შენიშნეს. „ხიდის ქვეშ ეგდო, თავიდან გვეგონა, რომ ფრთები ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. შეგვეცოდა, რადგან ზღვასთან ახლოს იყო, შესაძლოა დაღუპულიყო, ამიტომ, წამოვიყვანეთ“, – ამბობს სერგი მანველიძე „ბათუმელებთან“. მეგობრებმა პატარა ბუ …
ბათუმში 3 სკოლა დაიხურა – 26 აპრილი
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 26 აპრილს, აჭარაში კიდევ სამი სკოლა დაიხურა. აქედან ორი კერძოა, ერთი კი – საჯარო. ონლაინსწავლებაზე გადავიდა ბათუმის მესამე საჯარო სკოლა, „მეგა სკოლა“ და „გიმნაზია 21-ე“. აღნიშნულ სკოლებში კოვიდი დაუდასტურდათ როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში მთლიანობაში 13 სკოლაა დახურული, 24 კლასი კი ონლაინსწავლებაზეა გადასული. …
სასკოლო ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი: „ჭადრაკი ჩემ მებრძოლ ბუნებას გამოხატავს“
პირველად ჭადრაკის ჩემპიონი ცხრა წლის ასაკში გახდა. ამის შემდეგ კიდეც სამჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, ოქტომბერში კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 17 წლის კატო ფიფიამ მაღალი რეიტინგის ირანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატში 23 ქვეყნის მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. ფინალურ ტურში 40 მონაწილე გადავიდა. კატომ ცხრა ტური ითამაშა, აქედან შვიდი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. კატო ამბობს, …
Continue reading “სასკოლო ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი: „ჭადრაკი ჩემ მებრძოლ ბუნებას გამოხატავს“”
ბათუმის II საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 549 321 ლარი დაიხარჯება
განათლების სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 549 321 ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიანი შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია“. სამინისტროს განცხადებით, პროექტირების პროცესში ჩატარდა შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიული ანალიზი თავდაპირველი (ავთენტური) …
Continue reading “ბათუმის II საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 549 321 ლარი დაიხარჯება”
„აღმზრდელის ხელფასი 380 ლარია“ – რატომ არ ზრდის შუახევის მერია ბაღებში ანაზღაურებას
შუახევის საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ისევ ელოდებიან. მათი ხელფასების ზრდა ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა, თუმცა საბავშვო ბაღებში გაზრდილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. „ისევ არ მოგვემატა ხელფასი“ – ამბობენ ისინი „ბათუმელებთან“. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღების ბიუჯეტი გაიზარდა და ეს გაზრდილი ბიუჯეტი ბაღების თანამშრომლების ხელფასებზე უნდა დახარჯულიყო. ამ საკითხის მოკვლევის მიზნით, …
გონიოში მოსახლეობამ მაგისტრალი გადაკეტა – საპროტესტო აქცია
გონიოს ციხესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები გონიოში მიწების დაკანონებას უკვე წლებია ითხოვენ, თუმცა მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ აკმაყოფილებს. დღეს, 23 აპრილს, მათ კვლავ გამართეს საპროტესტო აქცია და რამდენიმე წუთით ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მათ აქციის მონაწილეებს გზა გაათავისუფლებინეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ თუ მათ მთავრობის წარმომადგენელი არ შეხვდება, გზას რამდენიმე საათით …
Continue reading “გონიოში მოსახლეობამ მაგისტრალი გადაკეტა – საპროტესტო აქცია”
სამი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. „ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 500 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 32 250 ლარს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მართვის ქვეშ მყოფი ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება,“-აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 …
Continue reading “სამი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე”
7 წლის ნიკა მარტო სკოლაში და მარტო კლასში [ფოტო]
ნიკას სკოლაში ზარი არ ირეკება. „დასვენება მაშინ არის, როცა მასწავლებელი იტყვის, რომ დავისვენოთ“, – ამბობს 7 წლის ნიკა, რომელიც სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. სოფელი ნამონასტრევი ქედაში, მდინარე მერისის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 820 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დაბიდან შვიდი კილომეტრითაა დაშორებული. „წლების წინ სოფელში იმდენი ადამიანი ცხოვრობდა და იმდენი სახლი იდგა, სახურავიდან-სახურავზე გადაფრინდებოდნენ ქათმები“, – …
Continue reading “7 წლის ნიკა მარტო სკოლაში და მარტო კლასში [ფოტო]”
პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი დაიხარჯა – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2019-2018-2017 წლებს მოიცავს. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება მასწავლებელთა სქემით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2019 წელს სახელმწიფომ საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პროფესიიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ (რომელიც ორი …
Continue reading “პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი დაიხარჯა – აუდიტი”
„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი გვაწუხებს“ – ბავშვები გარემოსა და ქალაქზე
„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი მაღიზიანებს. შემაწუხებელია. ეს პრობლემა ვფიქრობ იმით უნდა მოგვარდეს, რომ უფრო ხშირად ვიმოძრავოთ ქალაქში ფეხით და არა ტრანსპორტით,“ – ამბობს ანრი ხოზრევანიძე, ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე. გარემოს დაცვაზე, ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ურნაბულ განვითარებაზე „ბათუმელებთან“ სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები საუბრობენ. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ბავშვების აზრით, დღეს ყველაზე დიდი …
Continue reading “„ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი გვაწუხებს“ – ბავშვები გარემოსა და ქალაქზე”
ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციაში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება შევიდა 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში. კერძოდ, გახანგრძლივდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების შეფასების პროცესი. „ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა,“- აცხადებს …
კაპრეშუმის საჯარო სკოლა დაიხურა – კოვიდი მოსწავლეს დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 20 აპრილს, აჭარაში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში კოვიდი მოსწავლეს დაუდასტურდა. ბათუმში კი ონლაინსწავლებაზე ოთხი კლასი გადაიყვანეს. ამ დროისთვის სულ 6 სკოლაა აჭარაში დახურული – 2 ბათუმში, 2 – ხელვაჩაურში და 2 სკოლაც ქობულეთში. ონლაინსწავლებაზე მთლიანობაში 29 კლასია გადასული ამავე მუნიციპალიტეტებში.
აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გარდაიცვალა 1 ადამიანი
20 აპრილის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი, 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია , 70 კი გამოჯანმრთელდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, კლინიკებში ამ დროისთვის 353 ადამიანი იმყოფება, კოვიდსასტუმროში კი – 224. ონლაინკლინიკაში 558 ადამიანი მკურნალობს.
ტრაგედიაა, რომ ჩემს შვილსაც სჭირდება რეპეტიტორი – მასწავლებელი
რას მიიჩნევს განათლების სისტემის მარცხად, რას ელოდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისგან და როგორ უნდა მიაღწიოს მასწავლებელმა გაკვეთილზე მიზანს – სოფელ წყალთაშუას საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელი თეა თავაძე სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა „ბათუმელებს“. ის „ახალი სკოლის მოდელში“ სასკოლო სასწავლო გეგმების და დანერგვის ექსპერტიცაა. ქალბატონო თეა, როგორია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა [ესგ], აქვს მას …
Continue reading “ტრაგედიაა, რომ ჩემს შვილსაც სჭირდება რეპეტიტორი – მასწავლებელი”