მთავარი,სიახლეები

მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა – კონკურსი ხელოვანებისთვის

31.03.2021
მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა – კონკურსი ხელოვანებისთვის

მუსიკისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ დაფინანსებული პროექტის – i-Portunus-ის ფარგლებში  კონკურსი გამოცხადდა, რომელთაც ორგანიზებას  უწევენ გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და კულტურული ინიციატივების პლატფორმა „იზოლაცია“.

კონკურსის მიზანი ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირება და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაა.

პროექტი გულისხმობს როგორც ხელოვანთა ფიზიკურ მობილობას (სხვა ქვეყანაში ვიზიტს სხვადასხვა ვორკშოფში, კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით და სხვა), ასევე რიგ შემთხვევებში ვირტუალური ან შერეული მობილობის ფორმებს.

„თუ ხართ ხელოვანი, მუშაობთ მუსიკის ან კულტურული მემკვიდრეობის  სფეროში, დაინტერესებული ხართ უცხოელ ხელოვანებთან თანამშრომლობით,  საერთაშორისო ვორკშოპებში მონაწილეობით, ან გსურთ საკუთარი პროექტის ქვეყნის გარეთ პოპულარიზაცია, 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ხელოვანთა მობილობის კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება“ – ინფორმაციას ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ „საქართველოს დესკი“ ავრცელებს.

მობილობა „შემოქმედებითი ევროპის“ 41 წევრ ქვეყანაში განხორციელდება. 2021 წელს კონკურსის მთავარი თემა მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობაა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ასევე დამოუკიდებელ ხელოვანს „შემოქმედებითი ევროპის“ მონაწილე ნებისმიერი ქვეყნიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: