მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა, ყველა ბავშვი უსაფრთხოდაა

02.04.2021 •
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა, ყველა ბავშვი უსაფრთხოდაა

ხელვაჩაურში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტრომოწყობილობას მოედო. ყველა ბავშვი უსაფრთხოდაა.

„ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, რომ მას ბაღიდან დაუკავშირდნენ და ბავშვის წაყვანა სთხოვეს.

ამ დროისთვის შენობიდან გაყვანილია ყველა ბავშვი და ცეცხლი ჩამქრალია.

ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მეხანძრემ კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ცეცხლი უმნიშვნელო იყო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: