საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე, დღეს 29 მაისს, გიორგი გახარიამ ზოგადად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც მისი აზრით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს იმისთვის რომ ქვეყანა განვითარდეს. მისი თქმით, სახელმწიფო მმართველობისა და ბიუროკრატიის რეფორმის გარეშე, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია. „ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა, დაყოფა ან წახალისება. დემოკრატიულ სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი საპარლამენტო დემოკრატიაში …
Author Archives: ლელა დუმბაძე
რაზე უნდა ვიდაოთ, როცა მოქალაქეებმა უკვე გადაწყვიტეს ევროპული მომავალი – გახარია
ამ წუთებში, თბილისში მე-11 პავილიონში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს. გამოსვლისას გიორგი გახარიამ ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე ისაუბრა. „ჩვენ გვჭირდება ისეთ საკითხებზე საყოველთაო პოლიტიკური შეთანხმება, ყველა პოლიტიკური ძალის, ყველა პოლიტიკური პარტიის, ისეთ ზეპარტიულ საკითხებზე მაინც, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები დიდი ხანია უკვე შეთანხმდნენ. მაგალითად გაურკვეველია, რაზე უნდა იდაონ პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა როდესაც რუსულ ოკუპაციაზე …
Continue reading “რაზე უნდა ვიდაოთ, როცა მოქალაქეებმა უკვე გადაწყვიტეს ევროპული მომავალი – გახარია”
უნდა გვეშინოდეს თუ არა კორონავირუსის ინდური შტამის
ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ შეხვედრის დროს, ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. რატომ გვეშინია კორონავირუსის მუტაციების? – ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა ეს შტამი ადვილად გავრცელებადი, იქნება თუ არა უფრო მძიმე დაავადების გამომწვევი და უფრო მეტად დამაზიანებელი ჩვენი ორგანიზმისთვის და ხომ არ შეუშლის ხელს არსებული …
Continue reading “უნდა გვეშინოდეს თუ არა კორონავირუსის ინდური შტამის”
საფრთხის შემცველი და დასაგმობია პარლამენტარის მიერ ბავშვზე ძალადობის გამართლება – ომბუდსმენი
სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ პარლამენტის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ბავშვის უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებები პარლამენტმა, „პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე განიხილოს. პარლამენტარი ვახტანგ მეგრელიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ბავშვების მიმართ ძალადობას ამართლებდა და ამბობდა, რომ მშობელს უფლება აქვს ფიზიკურად იძალადოს შვილზე. „პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი არასრულწლოვნებს განუმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არასწორია, …
ბათუმში კოვიდისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა
აჭარაში 29 მაისს, კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი. კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზე 14 პაციენტი იმყოფება. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 74 ადამიანი, ხოლო კლინიკა 29 პაციენტმა დატოვა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 382 ადამიანი მკურნალობს, ონლაინკლინიკაში კი 506 ადამიანი გადის მკურნალობას. კოვიდსასტუმროში 275 ადამიანი იმყოფება.
ბათუმში მასწავლებლების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო
დღეს, 28 მაისს, ბათუმში სკოლის პედაგოგების ვაქცინაცია დაიწყო. მასწავლებლებს „სინოვაკით“ აცრიან. ვაქცინაციამდე 50-მდე პედაგოგი სასტუმრო „ჰილტონში“ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ „სინოვაკთან“ დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. „ძალიან მინდოდა აცრის გაკეთება, მასწავლებელი ვარ და 35 ბავშვი მყავს სადამრიგებლოში. როგორ შეიძლება ამდენ ბავშვთან მქონდეს სიახლოვე და არ ავიცრა. მინდოდა ეს პრობლემა მომეხსნა. აქამდე ვერ მოვახერხე დარეგისტრირება, მანამდე თვითიზოლაციაში …
Continue reading “ბათუმში მასწავლებლების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო”
ქობულეთში კოვიდით ექიმი გარდაიცვალა
ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. როგორც სამედიცინო ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ექიმი 10 მაისს მოათავსეს კლინიკაში. „მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა შემდეგ მოულოდნელად დამძიმდა. ფილტვის დაზიანება იყო მაღალი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. გარდაცვლილი ექიმი კლინიკა ბაუ-ს საერთაშორისო ჰოსპიტალში რადიოლოგად მუშაობდა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 1056 …
„მე გადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ – მოქალაქეების კამპანია ფეისბუქში
ფეისბუქში მოქალაქეებმა კამპანია დაიწყეს ჰეშთეგით – „მე გადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის“. კამპანიის მიზანია იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ ვინ აფინანსებს რიონის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგეთა სამოქალაქო მოძრაობას. „როგორც იცით, უკანასკნელ დღეებში გაჩნდა კითხვები რიონის ხეობის მოძრაობის ფინანსების შესახებ. მთავრობის მიერ დაფინანსებული ფეისბუქ გვერდები და გარკვეული მედია ამ მიმართულებით მოძრაობის დისკრედიტაციას ცდილობენ. როგორც იცით, რიონის ხეობის მოძრაობას …
Continue reading “„მე გადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ – მოქალაქეების კამპანია ფეისბუქში”
საქართველოში 5 ტურისტს ინდური შტამი დაუდასტურდა – NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლინდა ინდური შტამის 5 შემთხვევა. „ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. მათივე ინფორმაციით, ინდური შტამით ინფიცირებული მოგზაურები საქართველოში სხვადასხვა დღეს …
Continue reading “საქართველოში 5 ტურისტს ინდური შტამი დაუდასტურდა – NCDC”
წალკაში მე-16 საუკუნის სამალავი აღმოაჩინეს
წალკაში, სოფელ ახალშენში, 17 მეტრი სიგრძის დარანი ანუ სამალავი აღმოაჩინეს. სამალავის სიმაღლე ზოგან სამი მეტრია, ზოგიერთ ადგილზე კი 7 მეტრს აღწევს. სპეციალისტის თქმით, სამალავი მე-16 საუკუნეში უნდა იყოს მოწყობილი. სამალავი ადგილობრივმა მცხოვრებმა რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოაჩინა – მას ავტომანქანის საბურავი ჩაუვარდა ორმოში. „მტერი რომ შემოესეოდა, ხალხი აქ იმალებოდა. დარანში აღმოჩენილია საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, რომელშიც ინახებოდა …
Continue reading “წალკაში მე-16 საუკუნის სამალავი აღმოაჩინეს”
რატომ სწავლობენ თურქეთში ქართულს – ინტერვიუ დუზჯეს უნივერსიტეტის ლექტორთან
თურქეთში, დუზჯეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის შემსწავლელი განყოფილება 2013 წელს გაიხსნა. ვინ არის ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული და როგორია ამ ფაკულტეტის მომავალი, ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ მაკა სალია ესაუბრა, რომელიც დუზჯეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის დაარსების დღიდან მუშაობს და ლექციებსაც კითხულობს. ქალბატონო მაკა, ძირითადად ვინ ინტერესდება ქართული ენის შესწავლით, თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თუ სხვებიც? სტუდენტების …
Continue reading “რატომ სწავლობენ თურქეთში ქართულს – ინტერვიუ დუზჯეს უნივერსიტეტის ლექტორთან”
დაწყებითის მასწავლებლებს გარემოსა და აგრარულ საკითხებში გადაამზადებენ
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებელს გადაამზადებენ გარემოს დაცვისა და აგრარული საკითხების მიმართულებით. მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ამბობს, რომ მასწავლებლების გადამზადებისთვის შეიქმნება დამატებითი რესურსები, მათ შორის რვა სახელმძღვანელო. თუმცა როდის, არ აკონკრეტებს. ასევე უცნობია, როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება მასწავლებლების ტრენინგები. როგორც მასწავლებლის სახლში გვეუბნებიან, აგრარული საკითხების ერთ-ერთი თემაა, …
Continue reading “დაწყებითის მასწავლებლებს გარემოსა და აგრარულ საკითხებში გადაამზადებენ”
ემიგრანტები პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის მოწმობას კი უფასოდ მიიღებენ – იუსტიცია
24 მაისიდან 7 ივნისამდე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი – უფასოდ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე: [checklist] რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა; რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს. [/checklist] …
სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტი ტესტებიდან მოსასმენი ნაწილის ამოღებას ითხოვს
ტერეზა გალსტიანი 18 წლისაა. მან სკოლა წელს დაასრულა და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ტერეზას სმენის დარღვევა აქვს, შესაბამისად, მას გამოცდების ჩასაბარებლად სპეციალური გარემოს შექმნა სჭირდება. ტერეზა ამბობს, რომ მან გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამის თაობაზე წერილობით აცნობა. ცენტრს სთხოვა, რომ ინგლისური ენის გამოცდის ტესტებიდან მოსასმენი ნაწილი ტექსტური სავარჯიშოებით ჩაენაცვლებინათ, რადგან ამ დავალებას ის იმ მიზეზით ვერ შეასრულებდა, …
Continue reading “სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტი ტესტებიდან მოსასმენი ნაწილის ამოღებას ითხოვს”
ვერ წარმოიდგენთ, როგორი მოტივაცია აქვთ ისწავლონ ქართული – მასწავლებელი ჯავახეთიდან
სოფელი კარწახი, ჯავახეთში, ცნობილი კარწახის, იგივე ხოზაფინის ტბის პირას, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1799 მეტრზე მდებარეობს. ამ რეგიონში ზამთარი მკაცრია, ტბაზე კი მინიმალური ტემპერატურა -40℃-იც კი დაფიქსირებულა. სოფელი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. სკოლაც სომხურენოვანია. სწორედ ამ სოფელში ასწავლის ქართულ ენას თამარ კვინიკაძე, რომელიც შვიდი წლის წინ ჩავიდა. და დღემდე ამ სკოლაში ასწავლის. ჯავახეთში წასვლამდე, თამარ კვინიკაძე …
რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ
საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მისამართით არაერთი კრიტიკული კითხვა გაჩნდა. მათ შორის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი წერს, რომ „ჯერ არც ერთი კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია იუნისეფს“. საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვებაზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასევე ითხოვს პანსიონში შესვლას იქ მცხოვრები ბავშვთა უფლებების ადვოკატირების მიზნით. თუმცა …
Continue reading “რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ”
„жизнь ворам” – სამინისტროს განცხადებით, მოსწავლე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა
განათლების სამინისტროს განცხადებით, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურის სამსახურის უფროსის სტუმრობისას საკლასო დაფაზე არსებული წარწერის – „жизнь ворам” მედიით გაშუქების გამო სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. „ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელებიც,“- წერს სამინისტრო. სამინისტროს განცხადებით, მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, – „არ დაარღვიონ მათი უფლებები, …
„ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“ / ბოლო ზარი ბათუმში
ბათუმის სკოლების წინ თეთრ პერანგებსა და მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები არიან. ზოგი დაბნეულია, ზოგი სევდიანი, უფრო ხშირად კი მხიარული ფუსფუსია. ცოტა ხანს თუ გაჩერდები მათ სიახლოვეს, ყველაზე ხშირად ამ ფრაზას გაიგონებ: „ ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“. ამ სიტყვებით ისინი ერთმანეთის მაისურებს აფერადებენ. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს მეთორმეტეკლასელებს არც ექსკურსიების უფლება აქვთ და არც საზეიმო …
Continue reading “„ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“ / ბოლო ზარი ბათუმში”
4 460 მოსწავლეს დაპირებული კომპიუტერი არ მიუღია, 6 ათასზე მეტს კი – ოქროს მედალი
საქართველოში 4 460 მოსწავლეს ჯერ კიდევ არ მიუღია სამინისტროსგან დაპირებული კომპიუტერი, რომლებიც გასულ წელს უნდა მიეღოთ. ეს ის მოსწავლეები არიან, რომლებმაც საბაზო საფეხურის ბოლო სამი წელი, მე-9 კლასის ჩათვლით, წარმატებით დაასრულეს და მათი საბოლოო შეფასება იყო 10 ქულა, დამრგვალების გარეშე. კომპიუტერები მოსწავლეებს ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა მიეღოთ, თუმცა ტენდერი არ შედგა. სამინისტრო კორონაპანდემიას …
Continue reading “4 460 მოსწავლეს დაპირებული კომპიუტერი არ მიუღია, 6 ათასზე მეტს კი – ოქროს მედალი”
როგორ უნდა ჩატარდეს სკოლებში ბოლო ზარი – სამინისტროს განმარტება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. „სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა …
Continue reading “როგორ უნდა ჩატარდეს სკოლებში ბოლო ზარი – სამინისტროს განმარტება”
ქართველი სტუდენტის ცხოვრება იაპონიაში
მე და იაპონია პირველად 2012 წელს გადავიკვეთეთ, როცა თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ექვსი აღმოსავლური ენიდან ერთ-ერთის შესწავლის არჩევანის წინაშე დავდექი – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბიბილაშვილი, რომელიც ამჟამად იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. მარიამი გვიყვება იაპონური განათლების სისტემის, ცხოვრების სტილის და იმ წარმოდგენების შესახებ, რაც ამომავალი მზის ქვეყანაში მცხოვრები ხალხის მიმართ შესაძლოა გაგვაჩნდეს. „არაბული, იაპონური, …
ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ამ კვირაში დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამ კვირაში დაიწყება ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია. თურნავას თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციაში უკვე 200-მდე რეგისტრირებული მოთხოვნაა დაფიქსირებული, რომელიც გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს. „ამ კვირიდან დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია სწორედ იმ ადამიანების, ვინც დასაქმებულია ტურისტულ სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია …
Continue reading “ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ამ კვირაში დაიწყება”
კაფეები და რესტორნები ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც იმუშავებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კაფე-ბარები და რესტორნები ღია სივრცეებში მუშაობას შაბათ-კვირასაც შეძლებენ. ამის შესახებ განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრძელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება იყოს მიღებული. „როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, …
Continue reading “კაფეები და რესტორნები ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც იმუშავებენ”
შოკში ვიყავი, როცა 50 ოჯახი დავკარგე – ახალგაზრდა მეფუტკრე ქედიდან [ვიდეო]
სოფელი გარეტყე მაღალ მთებზეა შეფენილი. მაისის ამ დროს ტყეში აკაციისა და შქერის სურნელი ტრიალებს. მეფუტკრეები მალე მაისის თაფლს მოიწევენ, რომელიც სწორედ ამ ყვავილების ნექტარით ამზადებს ფუტკარი. სკას დასტრიალებს ახალგაზრდა მეფუტკრე გიორგი ლამპარაძეც, რომელიც ქედაში, სოფელ გარეტყეში ცხოვრობს. 15 წლის იყო, როცა მეფუტკრეობით დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ მათზე იზრუნა. თუმცა გასულ წელს არ გაუმართლა და წლების …
Continue reading “შოკში ვიყავი, როცა 50 ოჯახი დავკარგე – ახალგაზრდა მეფუტკრე ქედიდან [ვიდეო]”
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე
შსს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების …
Continue reading “17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე”
20 ათასზე მეტი მოქალაქე კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს – პეტიცია
კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძეა. პეტიციის ტექსტში წერია, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. „კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და …
Continue reading “20 ათასზე მეტი მოქალაქე კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს – პეტიცია”
ბათუმელი და-ძმა, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ, სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს
მარიამი, ჯანი და აზიფე სკოლაში აუცილებლად ისწავლიან – ირწმუნება განათლების სამინისტრო. ეს ის სამი ბავშვია, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. მათი ისტორია საზოგადოებას „ბათუმელებმა“ გააცნო. ამავე თემაზე: და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ[Video] 9, 11 და 16 წლის ბავშვები ვერ სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით – მიიღონ საბაზო განათლება. ბავშვების დედა ამბობს, რომ სკოლებს ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ორჯერ …
Continue reading “ბათუმელი და-ძმა, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ, სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს”
სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება – ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი სასამართლოში
დღეს, 13 მაისს, ბათუმის ბულვარის“ ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ყოფილი დირექტორის ინტერესებს საია იცავს. როგორც საია აცხადებს, სარჩელით ითხოვენ ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. ამასთან, ირაკლი ჯინჭარაძე ასევე ითხოვს, სასამართლომ დაადგინოს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო. „საყურადღებოა, რომ გათავისუფლების განკარგულების მიღებას …
ბათუმის რომელ სკოლებში დაემატება ადგილები პირველკლასელებისთვის – რესურსცენტრი
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, თუმცა პირველკლასელთა ნაწილი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა. ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმის შვიდ სკოლაში ამ დროისთვის 175 თავისუფალი ადგილია. თუმცა ამ სკოლებზე მოთხოვნა, როგორც ჩანს, არ არის ან ტერიტორიულად არ მიესადაგება კონკრეტულ პირველკლასელს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი ვერ დარეგისტრირდა იმ უბანში ან ახლომდებარე სკოლაში, სადაც …
Continue reading “ბათუმის რომელ სკოლებში დაემატება ადგილები პირველკლასელებისთვის – რესურსცენტრი”
ქართველმა სტუდენტებმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს
სამი ქართველი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. ნინო საყვარელიძე, მარიამ გეგუჩაძე და ანა ჯიქია გამარჯვებული გუნდის წევრები არიან. ისინი კემბრიჯის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან. ნინო საყვარელიძე კი, რომელიც საუკეთესო სპიკერადაც დასახელდა, ლუქსემბურგშიც გაემგზავრება სტაჟირებაზე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში. გამარჯვებული გუნდის წევრებს „ბათუმელები“ ესაუბრა. ნინო საყვარელიძე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლობს, მარიამი და ანა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის …
Continue reading “ქართველმა სტუდენტებმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს”
სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან განახლდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან განახლდება. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, 4-12 მაისამდე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ განაცხადეს დღეს, 11 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. სკოლებში სასწავლო პროცესი 30 აპრილის შემდეგ შეწყვეტილია. სწავლის შეწყვეტამდე აჭარაში 13 სკოლა დაიხურა კოვიდის გამოვლენის გამო, მასწავლებელთა ინფიცირების მაჩვენებელი კი ქვეყნის მასშტაბით, 0.1 პროცენტი იყო.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისს იწყება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 13 მაისს, 09:00 საათზე, პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი იწყება, რომელიც 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია …
Continue reading “პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისს იწყება”
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშულებების შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. 1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ჩ. „სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 115 აბი …
Continue reading “ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს”
3 ადამიანი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 10 338 კოლოფი, ხოლო თბილისში, 1 477 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 50 000 ლარს აღემატება. გამოძიების პროცესში ასევე ამოიღეს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები,“- აცხადებს საგამოძიებო სამსახური. …
Continue reading “3 ადამიანი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს”
შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება აცრის შემდეგ? – NCDC-ის განმარტება
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, ყველაზე ხშირად ადამიანები ვაქცინაციის შემდეგ კითხულობენ – როდის შემიძლია დავლიო? აკრძალულია თუ არა ალკოჰოლის მიღება COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ? – ცენტრის განმარტებით, ერთი მხრივ, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს. „იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, …
Continue reading “შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება აცრის შემდეგ? – NCDC-ის განმარტება”
ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდით ინფიცირებული 17 ორსულია
ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა გაიზარდა. 10 მაისის მდგომარეობით, ამჟამად სამშობიარო სახლში კოვიდით ინფიცირებული 17 ორსულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 5 დღეში ექვსი პაციენტით გაიზარდა მაჩვენებელი. სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ორსულებს მკურნალობა სიმპტომების მიხედვით უტარდებათ. დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო 24 …
Continue reading “ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდით ინფიცირებული 17 ორსულია”