განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის კიდევ 2 სკოლაში დაუდასტურდათ ბავშვებს კოვიდი – 7 აპრილი

07.04.2021
ბათუმის კიდევ 2 სკოლაში დაუდასტურდათ ბავშვებს კოვიდი – 7 აპრილი

დღეს, 7 აპრილს, ბათუმის სკოლებში ისევ გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევები, რის გამოც მე-3 და მე-8 საჯარო სკოლების ორი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ორ მოსწავლეს.

გუშინ, 6 აპრილს, კორონავირუსის შემთხვევების გამო ხუთი საჯარო სკოლა დაიხურა ქობულეთში, ბათუმში კი –  ერთი კერძო სკოლა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მაჩვენებლით კორონავირუსი სკოლის მასწავლებლების 0.2, მოსწავლეების კი 0.3 პროცენტს აქვს დადასტურებული.

______________________

ამავე თემაზე: 

დღეს აჭარაში 6 სკოლა და 3 საბავშვო ბაღი დახურეს – კოვიდი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: