განათლება,მთავარი,სიახლეები

წელს ეროვნულ გამოცდებზე 1000-ით ნაკლები აბიტურიენტი დარეგისტრირდა, ვიდრე შარშან

13.04.2021 • 2193
წელს ეროვნულ გამოცდებზე 1000-ით  ნაკლები აბიტურიენტი დარეგისტრირდა, ვიდრე შარშან

2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 38 300 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 1000 აბიტურიენტით ნაკლებია. გასულ წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.

აბიტურიენტების რაოდენობის შემცირება უკავშირდება თუ არა პანდემიას,  ეს განათლების უწყებებს ჯერჯერობით არ შეუფასებიათ.

თუმცა განათლების სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ონლაისწავლების პერიოდში გაიზარდა აკადემიური ჩამორჩენის მაჩვენებელიც.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო დაიხურა ბევრი ბიზნესი, ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო და შესაბამისად, შემოსავალი. ქვეყანაში სიღარიბის გაზრდის გამო ზოგიერთი აბიტურიენტი ვერ ახერხებს დამატებით მომზადებას კერძო მასწავლებლებთან, რაც აბიტურიენტების თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის.

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა 31 მარტის ჩათვლით შეეძლოთ. 15 აპრილამდე კი მათ  შესაძლებლობა აქვთ ცვლილებები შეიტანონ არჩეულ საგნებში ან შეცვალონ გამოცდის ენა.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება.

ეროვნული გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

____________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: