განათლება,მთავარი,სიახლეები

დღეს აჭარაში 6 სკოლა და 3 საბავშვო ბაღი დახურეს – კოვიდი

06.04.2021 • 4381
დღეს აჭარაში 6 სკოლა და 3 საბავშვო ბაღი დახურეს – კოვიდი

6 აპრილის 19:00 საათის მდგომარეობით, აჭარაში 5 საჯარო და 1 კერძო სკოლა დაიხურა. დღეს კოვიდის გავრცელების გამო ასევე დაიხურა 3 საბავშვო ბაღი.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაიხურა ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა, სოფლების – ლეღვას, ნაკაიძეების, მუხაესტატეს და ხუცუბნის სკოლები.

ბათუმში კი მხოლოდ ერთი კერძო სკოლაა დახურული. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში ონლაინსწავლებაზე ასევე გადასულია 15 კლასი. ქვეყნის მასშტაბით კი 52 სკოლა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაში მასწავლებელთა და
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეების 0,03%-ს დაუდასტურდა კოვიდი.

ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 80 მასწავლებელი იმყოფება.

სამინისტრის განცხადებით, კოვიდის შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: