მთავარი,სიახლეები

55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან შეუძლიათ – გაბუნია

02.04.2021 • 1568
55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან შეუძლიათ – გაბუნია

დღეს, 2 აპრილს, დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 55 წელს გადაცილებული პირების რეგისტრაცია.  აცრისთვის ვიზიტის შესაძლებლობა კლინიკებში ქვეყნის მასშტაბით 5 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დღეს, 2 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას კითხვები დაუსვეს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებენ საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას ამ ვაქცინის მიმართ, რადგან ვაქცინას ჯერ კიდევ არ აქვს ჯანმოს ავტორიზაცია. გაბუნიას თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და შემდეგ, რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის. „დღემდე „მოდერნასაც“ ბევრი ქვეყანა იყენებს, თუმცა არც მას აქვს ჯანმოს ავტორიზაცია“, – თქვა გაბუნიამ.

მისი თქმით, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზას საქართველოში ხვალ ჩამოიტანენ. „ამ ვაქცინას ევროპის ქვეყნებში უნგრეთი იყენებს ძალიან ფართოდ და მისი შენახვის პირობა არის +2+ 8 გრადუსი, იგივეა, რაც „ასტრაზენეკასთვის“. გუშინ განახლდა ჯანმოს ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „მოდერნასთვის“. ეს არის სამი დაწინაურებული ვაქცინა“, – ამბობს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, იმ დათქმით შეიძინეს „სინოფარმი“, რომ აპრილში ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: