სიახლეები

ძარცვის შემთხვევები 64 პროცენტით გაიზარდა – შსს

07.07.2022 • 1122
ძარცვის შემთხვევები 64 პროცენტით გაიზარდა – შსს

წელს, ივნისამდე პერიოდში ძარცვის 135 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი 64 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის მაისის ჩათვლით ძარცვის 82 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, მათგან სამართალდამცველებს 63 საქმე გაუხსნიათ.

საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შორის, გაიზარდა ქურდობის მაჩვენებელიც – 8.88 პროცენტით, ხოლო ყაჩაღობის სტატისტიკამ 21 პროცენტით დაიკლო. 2022 წლის ივნისამდე, ქურდობის 7419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ყაჩაღობის – 512 ფაქტი.

24 %-ით შემცირდა სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაწყებული გამოძიების მაჩვენებელიც. შსს-ს მონაცემებით, წელს ასეთი სულ 531 შემთხვევაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: