მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა – საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველის  დაკვლა

06.06.2025
ქობულეთში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა – საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველის  დაკვლა

ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2  სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით  ჯილეხი დადასტურდა,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს, 6 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადგენილი რადიუსის ფარგლებში მყისიერად დაიწყო დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია. ამ დროისთვის 700-ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული.

„საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და  ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის  დაკვლა და ხორცის გამოყენება,  ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯილეხი მწვავე ინფექციური, ზოონოზური დაავადებაა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი და ა.შ.

ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.

ჯილეხით ადამიანის დაავადების სამი ფორმა არსებობს: კანის, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვის. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: