24 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ბოლო 10 დღეში, ბათუმსა და ხელვაჩაურში 3 კაცი მოკლეს.
ბოლო შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა – ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში, მდინარე ჭოროხის პირას 32 წლის ბესო ბოლქვაძე სავარაუდოდ ავტომატის მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს. განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
რამდენიმე დღის წინ – 2025 წლის 25 მაისს, ბათუმში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 2 ადამიანს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.
24 მაისს კი, ისევ ბათუმში ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა. დაჭრილი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
ამ თემაზე:
„წილის დათმობას სთხოვდა ქურდული სამყარო“ – ვერსია აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე