„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“ – ნინო ლომჯარია

„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“, – წერს ფეისბუქზე ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი. 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების …

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა“ – ნონა ქურდოვანიძე

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა,“ – აცხადებს „ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. ნონა ქურდოვანიძის აზრით, მეგი დიასამიძის …

ქართველი ემიგრანტი „ოცნებას“ – „ღირსება რომ დაიცვათ, ღირსება უნდა გაგაჩნდეთ“

„ეს არის ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ… რუსეთის ხელი იმდენად ურევია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა რუსეთს საქართველოში და საქართველოს მთელი მთავრობა იქცევა ისე, როგორც უნდა რუსეთს უკვე რამდენი წელია,“ – ამბობს ავსტრიაში მცხოვრები თორნიკე ფოცხიშვილი. 25 წელია ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თორნიკე ფოცხიშვილს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ. მასთან საუბარი 8 სექტემბერს პოლიციელების თვალწინ …

ვაშინგტონიდან პეკინში – როგორ მუშაობს აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალი საგარეო პოლიტიკა

„შემიძლია შევაქო ორივე ქვეყნის [სომხეთი, აზერბაიჯანი] ლიდერი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ახერხებენ იმ დონის დიალოგს: ტრამპის პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას და ამავდროულად გამოხატავენ პატივისცემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღლუმში, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა,“ – მიიჩნევს ჩინეთმცოდნე შალვა ჩიხლაძე. მას ფაშინიანის და ალიევის მორიგ სვლაზე ვესაუბრეთ: რასთან გვაქვს საქმე, …

„ოცნების ეს ბანდები იწყებენ მერე ერთმანეთის ხოცვას“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

„ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს: არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მას 8 სექტემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ – პოლიციელების თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს, თავდამსხმელები კი არ დააკავეს. გიორგი …

პოლიციელს მოხვდა ბოთლი და მუშტიც, ოღონდ „ოცნების“ აქტივისტის – რატომ არ იწყება გამოძიება?

8 სექტემბერს, თბილისში, კალაძის საარჩევნო შტაბთან ერთ პოლიციელს წყლით სავსე ბოთლით მოხვდა სახეში, მეორე პოლიციელს – მუშტი, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერი თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი ვიდეოში „ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადე ბიჭი პოლიციელს ასე მიმართავს: „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან“. შსს-ში უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა: რატომ არ დაიწყო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით? შეგახსენებთ, რომ სილის გაწვნის გამო ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია …

The Mzia List: Emigrants Unite to Expose and Resist Georgia’s Repressive Regime

Georgian emigrants have launched a movement called Mzia, inspired by imprisoned journalist Mzia Amaglobeli to unite all of today’s political prisoners under one symbol, strengthen resistance against the ruling regime, mobilize supporters at home and abroad, and create a unified agenda for freedom. The Mzia List is a key component of this effort. Koki Ionatamishvili …

„თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით“- საია „ოცნების“ აქტივისტების ძალადობაზე

„8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ …

ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ – რის გაკეთებას გეგმავენ ემიგრანტები 

„ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ჩავთვალეთ, რომ „მოძრაობა – მზია“ არის ჩვენი დღის წესრიგი. ის არ უპირისპირდება და არანაირად ხელს არ უშლის ამ რეჟიმთან ბრძოლის არცერთ არსებულ გეგმას, პირიქით, აძლიერებს მას და გვინდა, რომ ნებისმიერ ჯგუფთან აქტიურად ვიმუშაოთ,“ – ამბობს ემიგრაციაში მცხოვრები კოკი იონათამიშვილი. კოკი იონათამიშვილი 13 წელია ლატვიაში ცხოვრობს. იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია და …

„ცეცხლის შეწყვეტის რესურსი არ არსებობს. ეს მოლაპარაკების გაჭიანურების ტაქტიკაა პუტინის მხრიდან“ – ინტერვიუ

„ევროპული ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში შესვლა ნიშნავს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ უკრაინის დაცვას, ბოლომდე აპირებენ, უკრაინას მხარი დაუჭირონ – გამარჯვებამდე,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც ევროპელი სამხედროების უკრაინაში შესაძლო შესვლის შესახებაც ვკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება, რადგან პუტინს პოლიტიკურად მხოლოდ კაბალურ პირობებზე სურს უკრაინის დათანხმება. …

როგორ ცდილობს „ოცნება“ სამართლიანი სასამართლოს ილუზიის შექმნას – ინტერვიუ

„ბოლო ეტაპზე როცა ხდება კვალიფიკაციის შეცვლა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ დაცვის მხარეს ისე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მას არც ჰქონია შესაძლებლობა, მტკიცებულებები შესაბამისი დოზით წარედგინა – სასამართლოს წინაშე გაეჟღერებინა თავისი კონტრარგუმენტაცია. ამიტომაც, კვალიფიკაციის ამ ტენდენციით ცვლილება არის სამართლებრივი პრობლემა,“ – მიიჩნევს იურისტი გურამ იმნაძე. მას კვალიფიკაციის შეცვლის ტენდენციაზე ვესაუბრეთ სინდისის პატიმრების საქმეში. რა პოლიტიკური გათვლებით მოქმედებს …

სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა შიმშილობს – „ოცნებამ“ დააპატიმრა საჯარო მოხელეც

სინდისის პატიმარი – თორნიკე თოშხუა უკვე 20 დღეა შიმშილობს. თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობს აუდიტორად. მას პროკურატურა ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 126-ე მუხლი] ედავება ჯგუფურად, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. „როცა საჯარო მოხელეც ციხეშია, ეს აჩვენებს იმას, რამდენად საყოველთაოა ეს პროტესტი,“ – მიიჩნევს ნატო ბოლქვაძე, რომელიც მას შემდეგ გაუშვეს საჯარო სამსახურიდან, როცა ის …

„კორპუსის მშენებლობა 10 წლის წინ მიატოვეს, გვაწვიმს, ყურადღებას ვითხოვთ“ – მოქალაქე

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა #57-ში მშენებარე კორპუსის მესაკუთრეებმა დღეს, 4 სექტემბერს აქცია გამართეს. აქციის მიზეზი კორპუსია, რომლის მშენებლობის დასრულება უკვე 10 წელი შეჩერებულია. „აშენებულია 13 სართული, 19 უნდა იყოს… კორპუსს სახურავიც კი არ აქვს, გვაწვიმს. ვინც შემოვედით საცხოვრებლად წლების წინ, შემოვედით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გაგვიფუჭდა რემონტი. წყალი ხშირად არ გვაქვს, რადგან კორპუსი ჩაბარებული …

მოძალადე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე ბათუმიდან გადაიყვანეს

ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით, არაადამიანურად მოექცა, ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და იგი პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა. ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას ამ დროისთვის გოჩა ვანაძე ასრულებს. ის ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო და ცრუ მოწმე „მზია ამაღლობელის საქმეში“. „ბათუმელებს“ საკადრო ცვლილების შესახებ …

სინდისის 11 პატიმარს მოსამართლემ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სინდისის 11 პატიმარს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღეს, 3 სექტემბერს მიიღო. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. …

„არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს“ – ონისე ცხადაძე

სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ თავის დასკვნით სიტყვაში დღეს, 3 სექტემბერს, ისაუბრა მზია ამაღლობელზეც. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე 8 თვე უკანონო პატიმრობაშია. „არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს, რადგან მისი განაჩენი არ არის მხოლოდ იმ მოსამართლის გამოტანილი. ეს განაჩენი გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და გეხებათ მათ შორის თქვენც. ამიტომ …

წულუკიანის კომისიის დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო, რა გათვლით მოქმედებს ივანიშვილი? – ინტერვიუ

„ზეციდან ნიშანს არ უნდა ველოდეთ, ეს არის პიკი“, – მიიჩნევს პოლიტიკის ფსიქოლოგი და კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით ჯინჭარაძე, რომელსაც სინდისის პატიმრების მიმართ დღეს, 2 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე ვესაუბრეთ. რა გათვლა აქვს ივანიშვილს – პოლიტპატირებს როდესაც სასამართლო სინდისის პატიმრებს მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები ვადით უშვებს ციხეში? „თუ იყო მოლოდინი 8-9 წელი, მიუსაჯეს 2 წელი, რომ შექმნილიყო ილუზია, …

„ოცნება“ არ აქვეყნებს პატიმრების სავარაუდო წამებაზე ევროსაბჭოს ანგარიშს – ინტერვიუ

„ოცნება“ ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშს მალავს, პოლიტპატიმრების საქმეებისთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტირებული წამების ფაქტები,“ – აცხადებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც სინდისის პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის შემთხვევებზეა საუბარი. ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის [CPT] წარმომადგენლებმა პოლიტიკური პატიმრები 2025 წლის იანვარში მოინახულეს და შესაბამისი მონაცემებიც შეაგროვეს. კომიტეტმა ანგარიში საქართველოს იუსტიციის …

ზვიად ცეცხლაძის მამა – „ეს პარტიული სასამართლოა, ხისტი ბრძოლაა საჭირო“

„ბრძოლის მეთოდებს უნდა გადავხედოთ, აუცილებელია გაფიცვების და ბოიკოტის მკაცრი, ხისტი ფორმები, რაც სრულად ჯდება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში,“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე, ბათუმელი სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა. დღეს, 2 სექტემბერს, სინდისის 8 პატიმარს, მათ შორის, ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. მოსამართლემ პოლიტპატიმრებს ბრალი გადაუკვალიფიცირა. „ორგანიზებაც დაუტოვა, ჯგუფურობაც, უბრალოდ წლების …

რა მიუსაჯეს სინდისის 8 პატიმარს – მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა

სინდისის 8 პატიმარს დღეს, 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოუცხადა. ბათუმელ სტუდეტს, ზვიად ცეხლაძეს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ასევე ვასილ კაძელაშვილს და ვეფხია კასრაძეს. 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: ინსაფ ალიევს, გიორგი გიორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და თორნიკე გოშაძეს. მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 …

„ყაველაშვილის ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ოცნება“ და მისი ბელადი“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი წინსწრებით ითხოვს მხარდაჭერას იმ მოვლენების დროს, რომლებსაც ის სავარაუდოდ ელოდება შემოდგომაზე,“ – პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ყაველაშვილის წერილის ადრესატი ტრამპი კი არა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „ყაველაშვილი საკუთარი ინიციატივით ალბათ მეუღლეს ვერ მისწერს წერილს, არათუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ და მათი ბელადი. გარკვეულწილად ეს არის სასოწარკვეთილი …

ორი უსახლკარო დედა აჭარის მთავრობასთან: „მარტო კლანები აინტერესებთ, მეტი არავინ“

ბათუმში ორმა უსახლკარო დედამ დღეს, პირველ სექტემბერს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართა. ისინი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ითხოვენ შეხვედრას, ერთი თვის წინ განცხადებაც დაწერეს მასთან შეხვედრის მოთხოვნით, მაგრამ აჭარის მთავრობა უსახლკარო ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს. მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე მარტოხელა დედები არიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავთ. „არის მარტო …

თუ უვიზოს დავკარგავთ, ჩვენი ხალხის პასუხისმგებლობაც იქნება – ემიგრანტი საფრანგეთიდან

„გული მიჩუყდება, აქ, საფრანგეთში როცა მეუბნებიან, ძალიან ლამაზია თქვენი საქართველოო,“ – გვიყვება საფრანგეთის ქალაქ ნანტში მცხოვრები ინგა ცეკვაშვილი, რომელიც ემიგრაციაში 2018 წელს წავიდა. ინგა ცეკვაშვილს უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ – „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს, მას ვადა დემოკრატიის გზაზე დასაბრუნებლად 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე აქვს. საფრანგეთის ქალაქი ნანტი, სადაც არაერთი …

„საქართველოდან ახლაც მომწერეს, რომელ კლინიკას გვირჩევო“ – დოქტორანტი საფრანგეთიდან

„უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება ძალიან დიდი უკუსვლა იქნება… ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა ხალხი ემსახუროს მთავრობას“ – ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ლაშა ხუბაშვილი. ის დოქტორანტია და მესამე წელია გრენობლში სწავლობს სამოქალაქო ინჟინერიას და ენერგეტიკულ პოლიტიკას. ლაშა ხუბაშვილს ვკითხეთ, რას ფიქრობს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე – „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას ევროკომისიამ კონკრეტული პირობების შესასრულებლად …

ოპოზიციამ საერთო ჩარჩოში უნდა იმოქმედოს, ცალკე მათი განადგურება მარტივია „ოცნებისთვის“ – ინტერვიუ

„საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან და ზარალდება. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი,“ – მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი. მას 4 ოქტომბრის არჩევნებზე ვესაუბრეთ და იმ საპროტესტო აქციაზე, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აანონსებენ. ანალიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე უმთავრესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია …

სტრასბურგის სასამართლოსაც შესაძლოა ვეღარ მივმართოთ საქართველოდან – ინტერვიუ

„თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, რაც არსებობს, ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო,“ – ამბობს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის დეკლარაციაზე ვესაუბრეთ, სადაც საუბარია საქართველოს გაძევებაზე. „…თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის,  ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა …

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა 4 ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. ამ თემაზე: „დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო …

„ევროპა ცდილობს უკრაინის დაზღვევას“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც მთავარია, დააზღვიოს ის, რომ შეიძლება გარიგება შედგეს უკრაინის ხარჯზე, ანუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ინტერესების ხარჯზე – ამისგანაც დაზღვევას ცდილობს ევროპა. ევროპის ასეთი მასშტაბური ყოფნა ამ შეხვედრაზე ძალიან მეტყველია ამ თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი შოთა კაკაბაძე. მას ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებაზე ვესაუბრეთ: რა გზავნილია აშშ-ს …

არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც უკრაინის სამშვიდობო გარანტიებში – ინტერვიუ

„მესამე ვარიანტია ყველაზე ეფექტიანი – ეს არის უშუალოდ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ამერიკული, ბრიტანული ან ერთობლივი. მე არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც – ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინისთვის ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა და დასავლეთისთვისაც მისაღები იქნება,“ – თავის ვარიანტებს გვაცნობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის თეთრ სახლში გამართული შეხვედრების შემდეგ შესაძლებლად მიიჩნევს …

რას უპირებს ნარკომომხმარებლებს „ოცნება“ რუსული მოდელით – „ყირიმის მაგალითი გველის“

„ყველა ნაბიჯი მიუთითებს სავალდებულო მკურნალობისკენ – ეს არის რუსული ნარატივი. რუსული ნარატივია იმის თქმაც, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ლეგალური ნარკომანიაა. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოსთვის არასაინტერესო. ესაა ყველაზე დიდი უბედურება! ეს პროგრამები, როგორც ჩანს, მალე დაიხურება,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. იგი სამედიცინო ცენტრის „ურანტის“ ხელმძღვანელია და მას „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი პროგრამით …

„ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას“ – ინტერვუ NGO-ების ხელმძღვანელების პატიმრობით მუქარაზე

„ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რაც არსებობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დანარჩენს შევხედავთ, პროცესი როგორ განვითარდება,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი. მან და კიდევ 5-მა სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საქართველოში რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან წერილი მიიღო. ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ დიქტატურის დამყარების გზაზე ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა სამოქალაქო ორგანიზაციების ლიდერების დაპატიმრება იყოს. რას აპირებენ სამოქალაქო ორგანიზაციები? …

„ყველას უნდა აგვისტოს ბოლომდე გააღწიოს საქართველოდან“ – დასაქმება პოლონეთში

„ყველას უნდა მოსწრება და აგვისტოს ბოლომდე გაღწევა საქართველოდან. არ ვიცით, რა იქნება, ძალიან განვიცდით ამ საკითხს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე საუბრის დროს ირინა ნამიჩეიშვილი. იგი HR რეკრუტერია და ბოლო წლებია საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება პოლონეთში დასაქმებაში. აგვისტოს ბოლოს ევროკავშირი იმსჯელებს – უნდა შეუჩერდეს თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს? მას შემდეგ, რაც …

„კრიზისიდან გამოსვლა არ არის ოცნების ინტერესში“ – ლია მუხაშავრია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს,“ – ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე. „31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა …

დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე

„დამღუპველია“ – უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბრის დროს ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი შალვა შავგულიძე ხშირად ამ სიტყვას ახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაშია. „მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, …

“Russia’s Pressure on Georgia” — Breaking Down Kobakhidze’s Statement on the Origin of the August 2008 War

“A statement that the war was started by Georgia — no matter how bad a ruler Georgia had at the time, that ruler still represented Georgia — directly harms Georgia’s territorial integrity and the hope that one day it might be restored. This is a betrayal of the country’s interests, regardless of the fact that …

რა დაამარცხებს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის მათრახსა და თაფლაკვერს იყენებს – ინტერვიუ

სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთი რამდენიმე საერთო წესით ცდილობდა ამ დრომდე კონტროლის შენარჩუნებას: მაგალითად, სომხეთს და საქართველოს ეუბნება, რომ ევროპა გარყვნილია, იდენტობას დაგაკარგვინებთ, აზერბაიჯანელებს კი, გაყალბებული სტატისტიკით აფრთხობს: რუსეთში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს! ხომ არ გეცნობათ იგივე გზავნილი საქართველოში? – რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ამ დროს რეალური მონაცემები არავის დაუთვლია. „მათრახი და თაფლაკვერი“ …

Exit mobile version