„რუსების მოტოციკლეტებსა და სკუტერებზე გადაჯდომა არაფერს შველის – პირიქით ასე უფრო კარგი სამიზნე ხდები: უკრაინელები უფრო დიდი სიამოვნებით ააფეთქებენ მოტოციკლეტიან ჯარისკაცს,“ – გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, მორიგი ინტერვიუს დროს რუსეთის არმიის ახალ მიდგომაზე ვკითხეთ – მოტოციკლეტები ჯავშანტექნიკის ნაცვლად. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ეს რუსების მხრიდან ინოვაციას კი არა, სისუსტეს აჩვენებს და იმასაც, რომ რუსებს ჯავშანტექნიკის განადგურებას …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
„მერმა გვითხრა, თაროზე ხომ არ მაქვს ბინები შემოწყობილიო – თურმე ჰქონია“ – უსახლკაროები
„ორი დღის წინ შეგვხდა ბათუმის მერი ორ უსახლკარო ქალს და ასე გვითხრა, მე თაროზე ხომ არ მაქვს ბინები შემოწყობილიო – თურმე ჰქონია,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი და მარტოხელა დედა, რომლის შვილიც შშმ პირია. მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე აპროტესტებენ გიორგი მურვანიძის [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი] უარს მათთვის ბინით დახმარებაზე. 11 ივლისს, გიორგი მურვანიძემ, …
როგორ დააღწია თავი პატიმრობას და სად წავიდა ოზთურქი? – „1 მილიონი ლარი ბიუჯეტში ჯარიმის სახით“
„რეალური სასჯელი 3 წელი და 2 წელი პირობითი მსჯავრი, 1 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით“, – ამ პირობით გაუფორმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გალიფ ოზთურქს და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოზთურქის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გალიფ ოზთურქი ბათუმში რჩება და ბიზნესის გაგრძელებას აპირებს. გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის 2023 წელს …
ქობულეთში რძის საწარმო დახურეს – დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთში რძის პროდუქტების საწარმო დახურეს. სააგენტოს ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელ, არარეგისტრირებულ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უვნებლობის სტანდარტი. „…ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას [ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი] სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე …
Continue reading “ქობულეთში რძის საწარმო დახურეს – დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი”
სომხეთის, აზერბაიჯანის ინტერესია, თურქეთისაც, საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში – ინტერვიუ
„საქართველოს ფუნქციური ამოვარდნა სამხრეთ კავკასიური სივრციდან ფიზიკურად შეუძლებელია: სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესი და თურქეთისაც აუცილებლად იქნება ის, რომ საქართველო არ ჩაიყლაპოს რუსულ სივრცეში,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ბექა კობახიძე. მას საქართველოს პერსპექტივაზე ვესაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც ახლა სხვა ქვეყნები რუსულ ორბიტას სწრაფი ტემპით შორდებიან. „თუ, ვთქვათ, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა არტიკულირებული იქნება, როგორც ანტირუსული …
„გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს“ – ინტერვიუ
„ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ვესაუბრეთ. რაზე მიუთითებს „ოცნების“ ლიდერების მოქმედებები და განცხადებები მას შემდეგ, როცა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს? „თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც …
რა აზრი აქვს ქუჩაში დგომას? – „აქ ვართ, არსად წავსულვართ, განვაგრძობთ ბრძოლას“
„ეს პროტესტი მარტო ის კი არაა, რომ დისკომფორტს ვუქმნით რეჟიმს და გზას ვკეტავთ – ერთმანეთის გასაძლიერებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგავართ, აქ ვართ, არსად წავსულვართ, ვიბრძვით და განვაგრძობთ ბრძოლას,“ – ამბობს აქტივისტი გოტა ჭანტურია. მას ვესაუბრეთ იმ ადამიანების განწყობაზე, რომლებიც სვამენ შეკითხვას: რა აზრის აქვს ქუჩაში დგომას? როცა პროტესტს შედეგი არ აქვს, რატომ უნდა …
Continue reading “რა აზრი აქვს ქუჩაში დგომას? – „აქ ვართ, არსად წავსულვართ, განვაგრძობთ ბრძოლას“”
ბათუმში, რუსთაველზე ავტომანქანა 2 ქალს დაეჯახა
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. შემთხვევა 8 ივლისს მოხდა. შსს-ს პრესცენტის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია.
ბათუმში, მშენებლობაზე ხარაჩოდან კაცი ჩამოვარდა
ბათუმში, ტაძრის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებული კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში ამ ეტაპზე ვერ გვაწვდიან ინფორმაციას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ტაძრის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოჯახების ნაწილი ამ კორპუსში უკვე ცხოვრობს. ხარაჩოზე მყოფი მუშა კორპუსის ფასადს ღებავდა. „ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
„თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა გვეუბნება, რა არის ახლა მთავარი“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან
„რეჟიმი უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ცდილობს, თავი გადაირჩინოს, გადაარჩინოს ნაძარცვი და ნაქურდალი,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი. მას თორნიკე რიჟვაძეზე ვესაუბრეთ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი და შსს-ს ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა. „ის, ვინც თითქოს ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, ვინც ამ რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ხვალ შეიძლება …
ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – რა გადაწყვიტა სასამართლომ
ხელვაჩაურის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც ხულოს საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნას ეხებოდა. ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს. როგორც „ბათუმელებს“ ბესიკ შაინიძემ უთხრა, ხულოს საკრებულოს წევრმა კოალიციიდან -„ძლიერი საქართველო“, ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. კერძოდ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომ ხულოს საკრებულომ …
რას წერენ თორნიკე რიჟვაძეზე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის წევრები – გამოხმაურება ფეისბუქზე
თორნიკე რიჟვაძის ამბავს აჭარის არალეგიტიმურ მთავრობაში არ იმჩნევენ. მინისტრები და დეპუტატები, რომლებიც ყოველდღიურად, ან დღეში რამდენჯერმე დებდნენ საქებარ და მაამებელ პოსტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ და თორნიკე რიჟვაძეს „ბატონ თავმჯდომარედ“ მოიხსენებდნენ, დღეს დუმილს არჩევენ. ან მას რამდენიმე სიტყვით გამოჯანმრთელებას უსურვებენ. თორნიკე რიჟვაძე, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, კლინიკაშია ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მიყენებული მძიმე ჭრილობით …
რა ხდებოდა მზია ამაღლობელის პროცესზე, სადაც ჩვენება ეთერ თურაძემ მისცა – რეპორტაჟი
„მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ”- უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, დღეს, 4 ივლისს. დღეს ეთერ თურაძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მზია ამაღლობელის პროცესზე მომზადებულ სტატიაში მოწმეების მონათხრობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ვერ ნახავთ. ვერც ფოტოს ნახავთ – …
სულხან თამაზაშვილმა მიწა მიითვისა და სახლი უკანონოდ აიშენა – „გამჭვირვალობის“კვლევა და თამაზაშვილის პრესსამსახურის პასუხი
„აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2 887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, 4 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში. სულხან თამაზაშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის …
„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
„ამდენი ხანია ერთი ნაბიჯი ვერ გადადგა რუსეთმა, არანაირი წინსვლა არ აქვს – თავდაცვაზეა გადასული ამხელა ქვეყანა,“ – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მისი დაკვირვებით, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთ-უკრაინას შორის ვინ გამოიფიტება პირველი. ამჯერად უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებების ნაწილს აშშ აღარ აწვდის. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ტრამპის პოლიტიკა …
Continue reading “„რუსეთს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან”
შს მინისტრის მამამ 18 წლის ბიჭს ესროლა და საპროცესოთი გაუშვეს – სილის გაწვნის გამო ამაღლობელს 7 წლამდე სჯიან?
შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის პოლიციელმა მამამ 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დავით გელაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა. სამაგიეროდ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ჟურნალისტს და მედიამენეჯერს – მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის. ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობას: შს მინისტრის მამა, როცა მან …
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს განახლდება
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 4 ივლისს, დღის პირველი საათიდან გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამჯერად დაცვის მხარის მოწმეებს უსმენს. ამ საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასრულდება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 4 ივლისს განახლდება”
„ყველაზე სუსტი რგოლი საქართველო გამოდის სამხრეთ კავკასიაში“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან რუსეთში
„ახლა ზუსტად ის დროა, რომ უნდა გაძლიერდეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამხრეთ კავკასიაში,“ – მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ახალ რეალობაზე ვესაუბრეთ: როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აშკარად რუსეთის ორბიტიდან დაშორებას ცდილობენ, საით მიდის საქართველო? „რუსეთის გავლენები მცირდება ასე ვთქვათ გლობალურად და რეგიონულადაც. სამხრეთ კავკასიაში ეს გამოიხატება განსაკუთრებით იმაში, რომ სერიოზული კრიზისია …
„მთა თავისუფლებისთვის“ – 3 ივლისს რუსთაველზე მარში იგეგმება
სამოქალაქო ჯგუფი „მთა თავისუფლებისთვის“ 3 ივლისს, 5 საათზე, თბილისში, ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე მარშს აანონსებს გზავნილით – „ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სადარაჯოზე“. ეს ჯგუფი აერთიანებს მთის მოყვარულებს, მთამსვლელებს, მოთხილამურეებს, გიდებსა და მთის მოსახლეობას. „მარშით გავივლით ფილარმონიიდან რუსთაველამდე, სადაც ჩვენი თემის პრეზენტაციას წარვადგენთ და შევუერთდებით საერთო ბრძოლას,“ – აღნიშნულია ჯგუფ -„მთა თავისუფლებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ___________________ ფოტოზე: სამოქალაქო …
Continue reading “„მთა თავისუფლებისთვის“ – 3 ივლისს რუსთაველზე მარში იგეგმება”
„ეს „ოცნებისთვის“ ცუდი ნიშანია“ – რას ნიშნავს ლონდონში საქართველოს რწმუნებულის დაბარება
„ეს უფრო ჰგავს „ოცნების“ პანიკური პოზიციიდან ნამოქმედარს. ამ შემთხვევამდე ორი-სამი თვის განმავლობაში ლონდონში სხვადასხვა ივენთი იყო, სადაც იყვნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, იქნებ ერთად მაინც მოვხვდეთ სადმე და ფოტო გადავიღოთო, მაგრამ ბრიტანეთის პოლიტიკა უცვლელია… „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ლეგიტიმაცია, მათ შორის, ბრიტანეთში,“ – მიიჩნევს კემბრიჯის უნივერსიტეტის ქართველი მკვლევარი, დავით ჯინჭარაძე. დავით ჯინჭარაძეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს …
რატომ არ შეიძლება პატიმარს ჯინსი ეცვას? – „დისიდენტობასთან დაკავშირებული სიმბოლოა“
„დისიდენტობასთან არის დაკავშირებული და თავისუფლების სიმბოლოა. სხვაგვარად არ ვიცი, რატომ შეიძლება იყოს აკრძალული ჯინსი,“ – ამბობს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: როცა აკრძალული ნივთების ჩამონათვალში არაა, მაგალითად, ჯინსის ტანსაცმელი, მაგრამ ამას მაინც კრძალავს ციხის ადმინისტრაცია, ეს რას აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე? უჩა ნანუაშვილის დაკვირვებით, რეპრესიული რეჟიმის პირობები აისახება ციხეზეც, სადაც კანონი კი არაა გადაწყვეტილებების …
შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა კომპანიას ოფისის კარი აუჭედეს – „არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია“
დღეს, 30 ივნისს, ბათუმის შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია ნატანებში კომპანია JV Polatyol & Mapa-ს ოფისთან გამართეს. გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასი უკვე 7 თვეა, „არჩევნების მერე“ არ აუღიათ. შემოვლით გზაზე სამუშაოებს გზების დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV Polatyol & Mapa ასრულებს. კომპანიას სამუშაოები დასასრულებელი აქვს. დღეს, 30 ივნისს, შემოვლით გზაზე დასაქმებულები კომპანია JV …
ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე გამოძიება არ დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარის ფაქტზე. შსს-ს პრესცენტრის წარმომადგენლმა ,,ბათუმელებს” უთხრა, რომ აღნიშნულ ამბავზე სამართლებრივი რეაგირების დაწყების შემთხვევაში ინფორმაციას მოგვაწვდის. საუბარია შემდეგ ფაქტზე – „ბათუმელებმა“ 29 ივნისს გამოაქვეყნა მოქალაქე ნინო კაჭკაჭიშვილის მიერ გადაღებული ვიდეო – ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის, …
Continue reading “ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის მხრიდან სავარაუდო მუქარაზე გამოძიება არ დაიწყო”
„რეჟიმმა ჯერ ვერ შეძლო გათითოკაცება, რაც დიქტატურის წინაპირობაა“ – ინტერვიუ
„არგუმენტაცია – თუ ხმას არ ამოვიღებთ, რეჟიმი შესაძლოა ჩვენ არ შეგვეხოს, არის იმის მაჩვენებელი, რომ რეჟიმმა ჯერჯერობით ვერ შეძლო საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების გათითოკაცება, რაც მთავარი წინაპირობაა იმის, რომ დიქტატურა დამყარდეს – არ უნდა მაინტერესებდეს ჩემს მეზობელს დაიჭერენ, დახვრეტენ, თუ გადაასახლებენ. მთავარია, მე არ შემეხონ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. მას წინააღმდეგობაზე ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოში …
Continue reading “„რეჟიმმა ჯერ ვერ შეძლო გათითოკაცება, რაც დიქტატურის წინაპირობაა“ – ინტერვიუ”
ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბრალდებული, რომელმაც ძველ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოქალაქე დაჭრა. კიდევ ერთ ბრალდებულს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდებულები 21 და 24 წლის არიან. ორივე ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, „მ ა.ა. – მ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან …
Continue reading “ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს”
„ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მეც ვაცხადებ შიმშილობას“ – ბათუმელი მედროშე
„საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას!“ – მოგვწერა ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ. ელენე ხოშტარიამ – კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შიმშილობა პარლამენტთან 27 ივნისს დაიწყო. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და რევოლუციაა. დღეს, 28 ივნისს, ელენე ხოშტარიასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა პარტია „ახლის“ ლიდერმა …
Continue reading “„ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მეც ვაცხადებ შიმშილობას“ – ბათუმელი მედროშე”
ALDE-ს სხდომაზე წაიკითხეს ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან: „და მაინც ქართველი ხალხი არ ნებდება“
ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) საბჭოს სხდომაზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რუსთავის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხეს. ინფორმაციას პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება ავრცელებს“. „ვწუხვარ, რომ წლევანდელ ALDE საბჭოზე პირადად არ ვარ, რუსთავის ციხიდან მოგმართავთ, სადაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით მაკავებს რუსეთის მხარეს დამდგარი ქართული ოცნების რეჟიმი. ჩემი „დანაშაული“? – უარი ვთქვი წავსულიყავი პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც …
შიმშილობა დაიწყო გედევან ფოფხაძემაც და სამმა აქტივისტმა: „დღეს ეს არის ბრძოლის სწორი ფორმა“
„მეც, დღეიდან, ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს იმაში, რომ შეუძლებელია დღეს, ამ რეჟიმთა რაიმე ფორმის თანამშრომლობა,“ – აღნიშნა დღეს, 28 ივნისს გედევან ფოფხაძემ, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა. მან შიმშილობა დაიწყო. გუშინ, 27 ივნისს შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და …
ნიდერლანდები საგარეო: ოპოზიციის ლიდერების დაკავება ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებებს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების დაკავება და გასამართლება, სამოქალაქო საზოგადოების დევნა ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეასრულოს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები,“ – აღნიშნულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის მიერ დღეს, 28 ივნისს გავრცელებულ …
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფოფმაციას “ბათუმელებს” ოზთურქის ერთ-ერთი ადვოკატი უდასტურებს. გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. მას 2023 წელს ბათუმის საქალაქი სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეფა შეუფარდა. გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა. ამ თემაზე: ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა
„გორკის იქეთ ქართულად ვერ დაილაპარაკებ, უცხოეთია“ – გამოკითხვა ბათუმში მოსახლეობის ზრდაზე
როგორ გაიზარდა 200 ათასით მოსახლეობა, როცა ხალხი ემიგრაციაში მიდის?
„მნიშვნელოვანი აცდენა დაფიქსირდა – საყოველთაო აღწერას მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ უნდა ეჩვენებინა არცერთ ვარიანტში“, – მიიჩნევს სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი, რომელსაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ახალ შედეგებზე ვკითხეთ: რა ლოგიკით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა 200 ათასი კაცით, როცა ბოლო 10 წელია საქართველოში შობადობა იკლებს და დემოგრაფიული კრიზისია, ქართველები კი, საქართველოს მასობრივად ტოვებენ? სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი …
Continue reading “როგორ გაიზარდა 200 ათასით მოსახლეობა, როცა ხალხი ემიგრაციაში მიდის?”
„სადაა ტურისტი?“ – პარაშუტის, შეზლონგისა და კატერის ფასები ბათუმის სანაპიროზე
„სადაა ტურისტი?“ – ბათუმის სანაპიროზე, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ასე პასუხობენ. შეზლონგის გამქირავებელი, პარაშუტის თუ კვადროციკლის – ყველა მიუთითებს იმაზე, რომ ამ სეზონზე ტურისტების განსაკუთრებული სიმცირეა. მცირე ბიზნესით დაკავებული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტურისტების მკვეთრად შემცირება ისრაელი-ირანის ომს უკავშირდება. იმის მიუხედავად, რომ ტურისტული სეზონი „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ უკვე გახსნა, ძველ თუ ახალ …
Continue reading “„სადაა ტურისტი?“ – პარაშუტის, შეზლონგისა და კატერის ფასები ბათუმის სანაპიროზე”
ბათუმის ცენტრში სასტუმროსთან კაცი დაჭრეს – ქუჩა გადაკეტილია
დღეს, 25 ივნისს, საღამოს, ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე გასროლის ხმა იყო. პირველადი ინფორმაციით, აქ კაცი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. სასტუმრო „ლონდონთან“, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ქუჩა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ ვერაფერი გვითხრეს. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება. განახლება: შსს-ს პრესცენტრის …
Continue reading “ბათუმის ცენტრში სასტუმროსთან კაცი დაჭრეს – ქუჩა გადაკეტილია”
რას ამბობდა წულუკიანი გერმანიაზე 2020 წელს და რას ამბობს დღეს – „გერმანელების წყალობით ვდგავართ ჩვენ ფეხზე“
„ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის, სად ხართ მედია?“ – კითხულობდა თეა წულუკიანი 2020 წელს. დღეს, ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგ, იგივე თეა წულუკიანი ანტიგერმანული და ანტიდასავლური რიტორიკითაა დაკავებული და გერმანიის ყოფილს ელჩს ღიად ადანაშაულებს საქართველოს მთავრობისთვის „დავალებების მიცემაში“. ე.წ. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი და არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი – ივანიშვილის დიქტატურის დამყარების გზაზე – საკუთარ თავთან …
მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან
„შს მინისტრის პოლიციელმა მამამ – დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ქალბატონო ნინო, მზია ამაღლობელს ისევ პატიმრობაში ტოვებთ?“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დადგნენ დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ჟურნალისტები და მოქალაქეები. დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების მოსმენის გარდა, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების …
Continue reading “მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან”