ძველი სახლი მერიის წინ, რომელსაც განზრახ ანგრევენ და პასუხი არავინ აგო – „ფრთხილად გაიარეთ“

სახლი, რომელიც საცხოვრებლად უკვე უვარგისია, ბათუმში, მარჯანიშვილის 2-ში მდებარეობს. თუ მიტოვებული სახლის მისაღებში შეხვალთ, მისი ფანჯრიდან ვარდების სკვერს მიღმა – ბათუმის მერის სამუშაო კაბინეტს დაინახავთ. ბათუმის მერიის წინ ისტორიული სახლი ისე დააზიანეს, რომ უკანონო პროცესი არავის შეუჩერებია. ისტორიული სახლის განადგურებისთვის – ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მიუხედავად – არავინ დასჯილა. ბათუმში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი ძველი კორპუსის …

„საქართველოს არ მივატოვებთ. ვინც არ უნდა შემცვალოს, იმავეს გააკეთებს“ – ინტერვიუ EU-ს ელჩთან

„უდავოა, რომ საქართველო დაძლევს ამ პოლიტიკურ კრიზისს… ის ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება“ – მიიჩნევს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ოპტიმიზმის საფუძველს EU-ს ელჩს საქართველოს ქუჩებში ხალხთან შეხვედრა აძლევს. განსაკუთრებული ემოციით ის ბათუმში ჩამოსვლამდე, ზუგდიდში მომხდარ ამბავზე გვიყვება: „გუშინ ზუგდიდში საღამოს გვიან ჩავედი, მშიოდა და გარეთ გავედი, პირველივე საცხობში ხაჭაპურის შეძენა გადავწყვიტე, მაგრამ ადამიანმა, რომელიც ხაჭაპურს ყიდდა, …

გერმანიის კანცლერმა ტრამპს უპასუხა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა – ინტერვიუ

„სადღაც ხომ უნდა გავიდნენ, რაღაც შედეგი ხომ უნდა დადონ რუსებმა?“ – გადამდგარ გენერალს ეჭვი აქვს, რომ ვერც დნეპროპეტროვსკის მიმართულებით მიაღწევენ რუსები წარმატებას. ამ მიმართულებით წარმატება კი იმას ნიშნავს, რომ რუსები მდინარე დნეპრის ფორსირებას შეძლებენ, მაგრამ სად აქვთ რუსებს მაგის ძალა და რესურსიო, გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. „ტაქტიკურ დონეზე არსებობს წინსვლა და უკუსვლაც. ოპერატიულ გარღვევას …

„ლაჩრულად კი გამაგდეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, არ დანებდეთ!“ – ბათუმელი მედროშის წერილი

თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი, რომელსაც საქართველოში უკვე ბათუმელი მედროშის სახელით იცნობენ, თურქეთიდან წერილს აგზავნის საქართველოდან გაძევების შემდეგ. „ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო! ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს – გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენ გვერდით ვარ უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული …

„ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც კი იწვევენ არჩევნებში ეუთო/ოდირს“ – ინტერვიუ

„ცენტრალური აზიის ქვეყნები, სადაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა დემოკრატია, ისინიც კი იწვევენ ეუთო/ოდირის მისიას. ჩვენ დავემსგავსეთ რუსეთს – საერთოდ არ გვაინტერესებს ეუთო/ოდირის აზრი,“ – მიიჩნევს ლევან ნატროშვილი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი. „ზოგადად, არ არის პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და „გადახვევად“ დაასახელა 2021 …

„ოცნებამ 3 მარშუტკით ჩაგვიყვანა აქციაზე, ახლა აღარ ვჭირდებით?“ – დაპირისპირება თამარის დასახლებაში

დღეს, 18 ივნისს, ხმაური იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში. აქ მოსახლეობა სტადიონის გაუქმებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები კონკრეტულ პირს აკავებენ, თუმცა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ. დავის საგანი სტადიონია, რომელიც დევნილების კორპუსების მიმდებარედ, კერძო სახლებში მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით 25 წლის წინ, საკუთარი ძალებით მოუწყვიათ. 2021 წელს თამარის დასახლებაში სახელმწიფო …

ქალზე სექსუალური ძალადობა, ცემა, რასაც მოჰყვა ტვინის ტრამვა და ცხვირის დაზიანება

7 წლის პატიმრობა სასამართლომ მიუსაჯა, მაგალითად, კაცს, რომელმაც ქორწინების რამეს ცოლს რამდენჯერმე სასტიკად, გონების დაკარგვამდე სცემა, სექსუალურად იძალადა და ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო. ამ საქმეში ნახავთ, რეალურად რა შემთხვევებში გამოიყენება ისეთი მკაცრი სასჯელი, როგორიცაა 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა – რაც მზია ამაღლობელს ელოდება, სილის ერთჯერადი გაწვნისთვის და რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი ზიანი არ მოჰყოლია. სასტიკი ძალადობის …

სტიკერის გაკვრაზე მეორე ჯარიმა 1000 ლარია, მზია ამაღლობელი ისევ გაასამართლეს – რეპორტაჟი

დღეს, 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლეს. მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი 1000 ლარით დააჯარიმა. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო …

სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელს დღეს ხელახლა ასამართლებენ

დღეს, 18 ივნისს, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღის პირველ საათზე დაიწყება. დღეს მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად დაესწრება. 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების …

ქალს დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია – კაცი 1 წლით დააპატიმრეს, სილის გაწვნისთვის 7 წელი?  

ერთ-ერთი საქმის მიხედვით, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უკვე უზენაეს სასამართლოსაც აქვს მიღებული, კაცი, რომელმაც პარტნიორ ქალს ავტომანქანის კარი ჩაუკეტა, დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, 1 წლით გაუშვეს ციხეში. ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა რომ პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა ერთჯერადად, ხომ ყველას გახსოვთ?  – სილის ერთჯერადად გაწვნისთვის, რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი დაზიანება არ …

დაიღუპა 35 წლამდე კაცი, დაშავდა 3 ადამიანი – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 35 წლამდე კაცი დაიღუპა, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და „მედცენტრში“ გადაიყვანეს. დაშავებულები სრულწლოვნები არიან. ერთ-ერთი დაშავებული თურქეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის გადაკეტილია ქობულეთის შემოვლითი გზა. მძღოლები ძველი გზით სარგებლობენ. შსს-ს პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როდის აღდგება მოძრაობა. …

„რუსი მფრინავი ისე ჩამოაგდეს აზრზე არ იყო, რომ მის წინააღმდეგ რაკეტა მოქმედებდა“ – ინტერვიუ

„ნატოს შეუტიოს კი არა, ტორეცკი ვერ აუღია რუსეთს ამ დრომდე“, – მოკლე, მაგრამ მკაფიო პასუხი აქვს გადამდგარ გენერალს იმ შეხედულებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი – თუ იგი საკმარისად არ დაასუსტეს – შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყანასაც თავს დაესხას. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის ბედი დასავლეთის მხარდაჭერის უწყვეტობაზეა დამოკიდებული, თუმცა გადამდგარ გენერალს ეჭვი არ ეპარება, რომ დახმარების შეწყვეტის …

რატომ მიმართავენ ბიზნესმენები სასამართლოს ნაცვლად „ქურდულ სამყაროს“ 

მხოლოდ იანვრიდან მაისის ჩათვლით, 2025 წელს, პროკურატურამ საქართველოში ზუსტად 70 პირს წარუდგინა ბრალდება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის [„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამი მუხლი ეხება „ქურდულ სამყაროს“]. ამ 70-დან 46 კაცს ბრალი უშუალოდ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის მუხლით წარუდგინეს. – რას აჩვენებს ეს? პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხშირად გვხდება გამოძიების ვერსია: ფინანსური დავების მოგვარების მოტივით, მოქალაქეები …

ბათუმელი მედროშე თურქეთში არ დააპატიმრეს, ის საქართველოდან წუხელ იძულებით გააძევეს

თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] თურქეთში არ დაუკავებიათ. ინფორმაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ დაგვიდასტურეს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოდან გაძევებული თემურ ქათამაძე ორდუს საგამოძიებო ორგანოში გამოჰკითხეს და გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე თემურ ქათამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დეტალები ზუსტდება. „მისი მეგობრისგან გავიგეთ, რომ გაუშვეს, მაგრამ რა საფუძვლით გაუშვეს, რა პროცედურებია წინ, ჯერ ეს …

ეპისკოპოსს წამლავდნენ, 2 კაცი გაიტაცეს – როგორ ყალიბდება საქართველო მაფია სახელმწიფოდ

რა ხდება ქვეყანაში, როცა ბოლო 10 დღეში კონკრეტული ადამიანები ჰყვებიან, თუ როგორ გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, ემუქრებოდნენ… და რაც მთავარია, ამ ყველაფერში ისინი ხელისუფლების მონაწილეობაზე საუბრობენ. ამავე პერიოდში ეპისკოპოსი ამბობს, მთავრობის წევრი მონაზონს ჩემ მკვლელობას აიძულებდაო. „…რაც ამ დღეებში ვიხილეთ – კონკრეტული ადამიანების თვითნებური გატაცება, დაკავება – ეს უკვე კრიმინალური გზებით სახელმწიფოს მართვას გულისხმობს. სწორედ მსგავსი …

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ბათუმში საღამოს 8 საათზე ავტომობილებით მარში იგეგმება

ბათუმელი მედროშის მხარდასაჭერად დღეს, 11 ივნისს, ბათუმში სოლიდარობის მარში იგეგმება. მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტრადიციულად, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან. აქედან დაიწყება მსვლელობა ავტომანქანებით სარფის მიმართულებით. „თემურ ქათამაძე არის ქართველი! 20:00 საათიდან ვიკრიბებით და გავდივართ სარფის მიმართულებით. ვისაც გყავთ მანქანა, მანქანით შემოგვიერთდით. თავისუფლება თემურ ქათამაძეს“, – აღნიშნულია ბათუმის პროევროპული აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბათუმელი მედროშე თემურ …

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

„თავისუფლება მზიას“, “სირცხვილი მოსამართლეს“ – ამ და სხვა შეძახილებით დაიწყო სასამართლო სხდომა “მზია ამაღლობელის საქმეზე”. დღეს, 9 ივნისს, მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო – მას სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ. დღესვე, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე – სილის გაწვნისთვის მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან – არსებითი განხილვის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოში …

მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ ასამართლებენ – 9 ივნისს ორი პროცესი იქნება

9 ივნისს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 9 ივნისს მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ საქმის დასრულების შემდეგ კი, სისხლის სამართლის საქმეზე სილის გაწვნის პროცესი გაგრძელდება – არსებითი განხილვა.  9 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა. …

„დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინის წარმატება გარდაუვალია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„ასეთ ოპერაციას, ასეთი გეოგრაფიით და გაშლილობით ვერ ჩაატარებ, თუ ქვეყნის [რუსეთის] შიგნით არ გაქვს სერიოზული მხარდაჭერა და დასაყრდენი. გამოჩნდა, რომ უკრაინელებს უფრო სერიოზული დასაყრდენი აქვთ რუსეთში, ვიდრე რუსებს უკრაინაში,“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით უკრაინელების წარმატებულ შეტევაში ეს მნიშვნელოვანი მომენტიც გამოიკვეთა. პოლკოვნიკს აქამდეც ჰქონია ეჭვი, დრონებით ისეთ სიღრმეებში ურტყამდნენ რუსებს, რუსეთის ტერიტორიიდან აფრენდნენ დრონებსო. „არცერთ …

ქობულეთში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა – საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველის  დაკვლა

ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2  სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით  ჯილეხი დადასტურდა,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს, 6 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადგენილი რადიუსის ფარგლებში მყისიერად დაიწყო დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია. ამ დროისთვის 700-ზე მეტი პირუტყვია …

თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებამდე დარჩა 5 დღე – „მედროშის საქმე“ ევროსასამართლოში შედის

დღეს, 5 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] საქართველოში დარჩენაზე. ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში ვერ გასაჩივრდება. თუმცა თემურ ქათამაძის საქმეზე შესაძლოა ე.წ. დროებითი ღონისძიება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგის სასამართლომ აამოქმედოს. ბათუმელი მედროშის უფლებების დასაცავად ევროსასამართლოს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმართავს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად იცავს თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ინტერესებს. ბათუმელ …

ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრისთვის მეორედ დააჯარიმეს

დღეს, 5 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმე განიხილა. ციალა ქათამიძე ერთი და იმავე ქმედებისთვის, სტიკერის გაკვრისთვის მოსამართლემ მეორედ დააჯარიმა, ამჯერად 1000 ლარით. 2025 წლის 27 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ გაყალბებული საქმის მიუხედავად ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 2 ათასი ლარით დააჯარიმა. „სტიკერის გაკვრის საქმეზე“ ციალა ქათამაძე, მედიამენეჯერ და ჟურნალისტ …

ბოლო 10 დღეში ბათუმსა და ხელვაჩაურში 3 კაცი მოკლეს

24 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ბოლო 10 დღეში, ბათუმსა და ხელვაჩაურში 3 კაცი მოკლეს. ბოლო შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა – ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში, მდინარე ჭოროხის პირას 32 წლის ბესო ბოლქვაძე სავარაუდოდ ავტომატის მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს. განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა. რამდენიმე დღის წინ – 2025 წლის 25 მაისს, ბათუმში მკვლელობის …

ტკივილის მიყენება არ დასტურდება – იურისტი მზია ამაღლობელის საქმეზე

„მზია ამაღლობელი რომ „Post TV“-ის ჟურნალისტი ყოფილიყო, ხომ არ დაიჭერდნენ?… ამ საქმეში რომ არ იყოს პოლიტიკური მდგენელი და ცალსახად პოლიციელის მიერ ადამიანზე შურისძიება, მზია ამაღლობელი პასუხისგებაში საერთოდ არ იქნებოდა მიცემული. ეს ქმედება [სილის გაწვნა] საერთოდ სისხლის სამართალს მიღმაა,“ – მიიჩნევს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე, რომელსაც მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ. გამოცდილ იურისტს პროკურატურის ბრალდებაზე ვკითხეთ: რამდენად შეიძლება სილის …

გვარის დაბრუნებას აზერბაიჯანული თემი საკონსტიტუციოში ითხოვს – არსებითი განხილვა იწყება

4 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს არსებით განხილვას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების სარჩელზე. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ნაწილი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ სურთ მათ გვარებს რუსული დაბოლოება ჩამოშორდეს, რადგან ამას საბჭოთა და რუსული ოკუპაციის არასასურველ ანდერძად მიიჩნევენ. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების გვარები, – ისევე, როგორც აზერბაიჯანში მცხოვრებებისა, – ხშირად ბოლოვდება რუსული ოვ-ევ სუფიქსით, თუმცა ისტორიული დასახელება ხშირად …

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი, 1245 აბი ამოიღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1245 აბი ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ხელბარგის გადამოწმების დროს აღმოაჩინეს. შსს-ს მიერ 2025 წლის 3 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შემთხვევაზე 1988 წელს დაბადებული ი.ლ. დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ …

ბათუმში მოპედი ქვეითს შეეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოპედის მძღოლი ქვეითს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შუახნის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 2 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  

„არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია, გზა კი გახსნეს, მაგრამ საშიშია“ – ავტობანზე დასაქმებულები

ბათუმის შემოვლითი გზა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახსნა. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირების თქმით, ეს გზა დასრულებული ახლაც არ არის, მასზე ავტომანქანით გადაადგილება სახიფათოა და არჩევნების შემდეგ მათ კუთვნილი ხელფასი 8 თვეა არ მიუღიათ. „წინასაარჩევნოდ ავტობანი რომ გახსნეს და წავიდნენ, მას შემდეგ ხელფასი არ აგვიღია – ეს გზა დასრულებული არ არის …

ადმინისტრაციულ პროცესზე დასწრება სავალდებულო აღარ არის – ახალი გადაწყვეტილება

სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას პასუხისგებაში მიცემული პირის პროცესზე დასწრება, ძირითად შემთხვევებში, სავალდებულო აღარ იქნება. ახალი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 28 მაისს მიიღო. ეს შეეხება საპროტესტო აქციებზე დაკავებულებსაც – როცა აქციის მონაწილეებს შსს ადმინისტრაციული წესით აკავებს, ძირითადად მათ წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობის [ასკ-ის 166-ე მუხლი] და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის [ასკ-ის 173-ე მუხლი] მუხლებით ადგენენ ოქმებს. …

ბათუმში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი კაცი დააკავეს

ბათუმში გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა სექსუალურად იძალადა ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში, დაზარალებული 10 წლის გოგოა. გარყვნილი ქმედების მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 30 მაისს განახლდება

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. მზია ამაღლობელი გამოცემების –  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი თითქმის 5 თვე უკანონო პატიმრობაშია. 30 მაისს სხდომაზე …

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

„მუჭისოდენა თუა [ნასვრეტები], გამოიცვლება“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენმა მამუკა ჟღენტმა, რომელსაც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე დაგებული ახალი ფილების შესახებ ვკითხეთ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის დაგება, ასევე ტროტუარის მოწყობა დასრულებულია. ეს მონაკვეთი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა 2025 წლის 25 მაისს გახსნეს. მერიის მიერ გავრცელებული …

ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – დავა სასამართლოში

ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს. ხულოს მოქმედი საკრებულოს სამ წევრს: ბესიკ შაინიძეს პარტიიდან „ლელო“, ზაზა ვანაძეს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მინდია რიჟვაძეს „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის შექმნა 2024 წლის ბოლოს გადაუწყვეტიათ, მას შემდეგ, როცა გახარიას თანაგუნდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა და ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა. ხულოს საკრებულომ ახალი …

ვინ არის ახალი შს მინისტრი, რომელიც ენმ-ის დროს სოდის გამომძიებელი იყო

შინაგან საქმეთა მინისტრად დღეს, 28 მაისს, გელა გელაძე დაინიშნა. მას ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფნის დროიდან აქვს. გელა გელაძე ამ დრომდე სუსის უფროსის მოადგილე იყო. ამ პოსტზე გელაძე სუსის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა 2025 წლის 5 აპრილს. 2023 – 2024 წლებში კი გელა გელაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. 2018-2023 წლებში გელა …

„სილის გაწნა დანაშაული რომ იყოს, რამდენი ქალი აღმოჩნდება ციხეში?“ – ინტერვიუ ადვოკატთან

„სილის გაწვნა… არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს,“ – მკაფიო პოზიცია აქვს ადვოკატს ზურაბ ცინცაძეს მზია ამაღლობელის საქმეზე. მას, როგორც დიდი გამოცდილების მქონე იურისტს ვკითხეთ: სილის გაწვნა არის თავდასხმა? მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი ოთხ თვე-ნახევარია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, …

ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ლუკა ნაცვლიშვილის საქმე განიხილა. მოსამართლემ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „ვერც მივხვდი, რა ხდებოდა… პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოწოდება“,- უთხრა მოსამართლეს სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა. ლუკა ნაცვლიშვილი გუშინ, 26 მაისს, ღამით დააკავეს ბათუმში პროევროპული მარშის შემდეგ. მარშის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოიყარეს …

Exit mobile version