თურქეთიდან შემოსვლა საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სარფიდან შეეძლებათ

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 23 მარტიდან მხოლოდ სარფის საბაჟოდან შეეძლებათ საქართველოში დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს თურქეთში. საელჩოს ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი იმუშავებს დილის 10 საათიდან 18 საათამდე [საქართველოს დროით]. საქართველოს საელჩო თურქეთში მოუწოდებს მოქალაქეებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს: 1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; …

აპრილის პენსიას 70 წლის და ზევით ასაკის პენსიონერებს წინასწარ ჩაურიცხავენ

70 წლის და 70-ზე ზევით ასაკის პენსიონერებს აპრილის თვის პენსიას წინასწარ ჩაურიცხავენ. პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ „ლიბერთი ბანკი“ სპეციალურ განცხადებას ხვალ, 23 მარტს გააკეთებს. „რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო, რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია,  ლიბერთი ბანკმა,  საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და …

აჭარაში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა დატოვა

ბათუმში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა უკვე დატოვა, მათ საკარანტინო ვადაში [მინიმუმ 14 დღე] არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 22 მარტის მონაცემებით, აჭარის რეგიონში 800-ზე მეტი პირი რჩება. 22 მარტის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსი სამ პირს აქვს დადასტურებული. 4 პაციენტის ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგს დღეს ელოდებიან. ქვეყნის მასშტაბით კი: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა …

ბათუმში 4 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე დღეს ელოდებიან

ბათუმში 4 პირის ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღეს, 22 მარტს, დღის ბილოსთვის ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე პირი საკარანტიონო სივრციდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. აჭარაში ამ დროისთვის სამ პირს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 22 მარტის12:30 საათის მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54, მათ შორის …

ხვალ ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

„ზიარება ეკლესიის შესასვლელთან შედგება, ტაძარში ღვთისმსახურებას მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობა აღავლენს: მღვდელი, სტიქაროსნები და მგალობლები“, – გვითხრა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა. საკვირაო ღვთისმსახურებას მრევლი ტაძრის გარე ტერიტორიიდან ხმის გამაძლიერებლით მოისმენს. ეპარქიის პრესსპიკერი ამბობს, რომ მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას ლოცვის მოსმენის დროს და ტაძრის შესასვლელთან ზიარების მიღებისას. ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში ეს გადაწყვეტილება …

ბათუმში კორონავირუსი მესამე პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ახლახან განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ბათუმის კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში სამი პირი გუშინ ღამით გადაიყვანეს. კორონავირუსი მათგან ერთ-ერთს დაუდასტურდა. ბათუმში კორონავირუსი 21 მარტის მდგომარეობით უკვე სამ პირს აქვს დადგენილი. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყნის მასშტაბით დღეს ახალი …

ბათუმის საბავშვო ბაღებში მშობლები ორშაბათიდან პროდუქტს მიიღებენ

ბათუმის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა ორშაბათს, 23 მარტიდან დაიწყება. აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში კი, არსებული მარაგის გაცემა უკვე დაიწყეს. ბათუმის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის შეფუთვას ყველა მშობელი მიიღებს, რომლის შვილიც საჯარო საბავშვო ბაღში დადის. შეფუთვები ბაღებში გაიცემა დილის 10-დან დღის 4 საათამდე. „ნებისმიერი ბავშვის დედას, ან მამას გადავცემთ შეფუთვას. პროდუქტის გაცემა სამ დღეს გაგრძელდება,“ – …

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მას დღეს, 21 მარტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიმართა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს შეკრებისთანავე. საგანგებო მდგომარეობა იმ შემთხვევაში უქმდება, თუკი პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს. „იმედია, შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდება მისი გამკაცრება… ჩვენ გვმართეს პასუხისმგბელობა, სიფრთხილე და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნება, მჯერა, …

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა საგანგებო მდგომარეობით

პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით დღეს, 21 მარტს პრეზიდენტს მიმართა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს და მას პარლამენტი ამტკიცებს. გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 21 აპრილამდე მოითხოვა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალაში რჩება ის შეზღუდვები, რაც მთავრობას აქამდე ჰქონდა დაწესებული კორონავირუსის პანდემიის დროს. გარდა ამისა, გიორგი გახარიამ ისაუბრა სანქციებზე, რომელიც ელოდება ადამიანებს, ვინც საიზოლაციო, …

ბათუმში კორონავირუსზე 3 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით კარანტიდან 3 პირი გადაიყვანეს, მათი ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღეს, 21 მარტს ელოდებიან. „მათი მდგომარეობა სტაბილურია, თავს კარგად გრძნობენ ის პაციენტებიც, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ,“ – გვითხრა დავით მურვანიძემ, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერმა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ბათუმში გუშინ, 20 მარტს დადასტურდა. 21 მარტის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა, მათ …

რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსზე – Reuters-ი ევროკავშირის დოკუმენტზე 

„მიმდინარეობს რუსული მედიის და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მნიშვნელოვანი დეზინფორმაციული კამპანია COVID 19-თან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დოკუმენტში წერია: „კრემლის დეზინფორმაციის მიზანს დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამწვავება წარმოადგენს“. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 22 იანვრიდან ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ძირითადი ნაწილი …

შეიძლება თუ არა ფორსმაჟორის დროს სამსახურიდან გაგიშვან?

არის თუ არა კორონავირუსის გამო გამოწვეული პანდემია ფორსმაჟორი და შესაძლოა თუ არა, რომ ამის გამო სამსახურიდან გაგიშვან? – ამ საკითხზე დღეს, 19 მარტს განმარტება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმაც“. „კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა შესაძლებელია დამსაქმებლის მხრიდან დაუძლეველ ძალად იქნას აღქმული, თუმცა, დაუძლეველი ძალა იგივე ფორსმაჟორი ორივე მხარის [დამსაქმებელი …

რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც მანქანის გაჩერებისთვის პოლიციელებს ესროლა

მოსამართლე მარინა კიკნაძემ 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც პოლიციელებს გურიაში ცეცხლი გაუხსნა. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლა პოლიციელებს და მათ ავტომანქანას, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მძღოლს ავტომანქანა ქუჩაში გააჩერებინეს. შემთხვევა ოზურგეთში გასული წლის მარტში მოხდა. „…საპირისპიროდ მოძრავმა მანქანამ გააკეთა არასწორი მანევრი, რის გამოც წარმოიშვა ეჭვი მძღოლის ალკოჰოლური თრობის თაობაზე, …

ბათუმში 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში, კარანტიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან 4 ადამიანი გუშინ ღამით გადაიყვანეს. ბათუმში კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს აქვს დადგენილი. ბათუმის ინფექციური კლინიკის მენეჯერის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება კორონავირუსის შემთხვევებს 19 მარტის მდგომარეობით: საქართველოში ამ დროისათვის ლაბორატორიულად დადასტურებულია 40 შემთხვევაა, აქედან 1 …

ბათუმის ბულვარში განთავსებული ობიექტები შეღავათით ისარგებლებენ

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტები შეღავათით ისარგებლებენ. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 19 მარტს, გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მან უკვე მისცა დავალება აჭარის ფინანსნთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება „ბათუმის ბულვარს“ იმაზე, რომ „მოახდინოს საშეღავათო პირობების შემუშავება ბულვარში განთავსებულ ობიექტებთან დაკავშირებით“. „ვეცდებით მაქსიმალურად, რომ გავითვალისწინოთ მეწარმეების, მოიჯარეების ინტერესები, შექმნილი ფორსმაჟორული …

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველ მოხუცებს „სასურსათო კალათას“ გაუგზავნის

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების და პირველადი მედიკამენტების გაგზავნას აპირებს – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს განაცხადა ბრიფინგზე. „ყველამ ერთად, როგორც სახელმწიფომ, ასევ საზოგადოებამ, მათ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იზოლაციისთვის და ის რისკები, რაც უკავშირდება ამ ვირუსის გავრცელებას, მინიმუმამდე შევამციროთ… აჭარაში დღის წესრიგში დადგა სასურსათო კალათის შემუშავება და ამის ფარგლებში …

ბათუმის ინფექციურის მენეჯერი: პაციენტს, რომელსაც ვირუსი დაუდგინეს, სიცხე არ აქვს

პაციენტი, რომელსაც ბათუმში „კორონავირუსი“ დაუდგინეს, სიცხე არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ დღეს, 19 მარტს, ჟურნალისტებს ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ უთხრა. „პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი, სავსებით მხნედ და ნორმალურად გრძნობს თავს. მას არავითარი ჩივილები არ გააჩნია. ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევის შედეგად არაფერი საგანგაშო ჯერ არ გავქვს. ადეკვატური და ნორმალური …

ბათუმში გაუჩინარებული ქალი იპოვეს

ბათუმში იპოვეს ქალი, რომელიც 17 მარტს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი გუშინ ღამით იპოვეს. ის ჯანმრთელადაა. თუმცა გამოძიება გრძელდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამ თემაზე: პოლიცია ეძებს ქალს, რომელიც 17 მარტს გაუჩინარდა ბათუმში

„ეკლესია ჯიბრში ჩაუდგა პანდემიას“ – ინტერვიუ თეოლოგთან ზიარების წესის შეცვლაზე 

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზიარების წესს არ ცვლის. ამ თემაზე ვირუსის შიშით სახლში გამოკეტილი ადამიანები ხშირად კამათობენ სოციალურ ქსელებში, თუმცა საპატრიარქო,  სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, არ ცვლის კონკრეტულ რელიგიურ რიტუალს, რომელიც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის. სინოდი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას 20 მარტის სხდომაზე გეგმავს. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიებში, პირადი ლოცვების …

სასჯელი ცოლზე მუქარისა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის

გორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილზე ძალადობდა და ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ.-მ „არასრულწლოვანი შვილის მიმართ  ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე  არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. ასევე, 2020 წლის 13 იანვარს,  ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა …

„ვირუსი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ის დიდი ნაღმიცაა“ – ინტერვიუ

გუშინ, როცა პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია, რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ აღარ იკამათა, რადგან ქვეყანაში პანდემიაა. მოისმენდით შეფასებასაც, რომ ხელისუფლებამ ეს მნიშვნელოვანი საკითხიც „გააპარა“. ამ თემაზე: „ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი იქნება უზენაესის ახალი თავმჯდომარე“ – ინტერვიუ „კორონავირუსმა“ რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეცვალოს ქართული პოლიტიკა, ამას სოციოლოგი, თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი არ გამორიცხავს. იგი …

სასტუმრო „რადისონი“ ბათუმში მუშაობას აჩერებს

სასტუმრო „რადისონი“ ბათუმში მუშაობას დროებით აჩერებს. სასტუმროს მისაღებში გვითხრეს, რომ ჯავშნებს უკვე რამდენიმე დღეა აღარ იღებენ, ხოლო როდის შეაჩერებს სასტუმრო მუშაობას, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ვაჩერებთ მუშაობას, ზუსტად რომელ რიცხვში, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჯავშნებს უკვე აღარ ვიღებთ,“ – აღნიშნეს „რადისონის“ მისაღებში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „რადისონი“ 23 მარტიდან აჩერებს მუშაობას. „ბათუმელები“ სხვა სასტუმროებსაც დაუკავშირდა …

„ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი იქნება უზენაესის ახალი თავმჯდომარე“ – ინტერვიუ

„არ მინდა, ვთქვა, რომ მარიონეტი იქნება, ის იქნება კლანის წარმომადგენელი და იმას გააკეთებს, რასაც დაავალებენ“ – მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეზე. დღეს, 17 მარტს, პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ნინო ქადაგიძე აირჩია, ის 2013 წლიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა და მისი ხელმძღვანელი 2017 წლიდან მიხეილ ჩინჩალაძე იყო. „ჩინჩალაძის კლანი“ – ეს …

პოლიციამ დღეს კარანტინში იძულებით 22 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 22 პირი იძულებით გადაიყვანეს კარანტინში. ეს შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და აჭარაში. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ …

ხულოში მომხდარი მკვლელობისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის პირს 22 წელი მიუსაჯეს 

ხულოში, სოფელ ხიხაძირში, მომხდარი მკვლელობის საქმეზე რემზი ბ.-ს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ამავე თემაზე: ხულოში 40-წლამდე კაცი მოკლეს ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, სოფლის ცენტრში კაცი მოკლა და მიიმალა. იმავე დღეს მან პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი. დაპირისპირების დროს ორი პოლიციელი …

მარტის თოვლი აჭარის მთებში [ფოტო]

აჭარის მაღალმთიანეთში მოთოვა. სინოპტიკოსების ცნობით, წვიმა და თოვლი დღეს და ხვალ ისევ არის მოსალოდნელი.  

არ ჰქონდეს ადგილი საკვებ პროდუქტებზე ფასების სპეკულაციურ ზრდას – თორნიკე რიჟვაძე

„არ უნდა მივიღოთ სიტუაცია, როცა მოქალაქეების, ხალხის და ქვეყნის გასაჭირის ხარჯზე ვინმე სპეკულაციურად ახდენს ფასების ზრდას,“ – განაცხადა დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მან დღეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის რეგიონში საკვები პროდუქტების მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე „არც შეფერხება გვაქვს და არც გამოწვევა“. „თუმცა, მინდა, …

შსს-მ იძულებით კარანტინში კიდევ 13 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, 13 მოქალაქე, რომლებმაც შიდა და ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს …

„არ მქონდა უფლება?“ – სამთავრობო უწყების ყოფილი PR-ი აჭარა TV-ის მთავარ საინფორმაციოს წაიყვანს

„ახლა შემოვედი ნიუსრუმში, მირჩევნია, არ ვილაპარაკო ამაზე,“ – გვითხრა ნაზიბროლა ქობულაძემ, რომელიც ამ დრომდე აჭარის გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა, დღეიდან კი, აჭარის ტელევიზიაში მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. მას ვკითხეთ, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს. ამას საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად ის ჟურნალისტებიც ამბობენ, რომლებიც აჭარის ტელევიზიაში მუშაობენ …

სამინისტროს დავა მოუგო დევნილმა, რომელსაც ძმის ბინის გამო საცხოვრებელზე უარი უთხრეს 

ქობულეთში მცხოვრებმა დევნილმა, დარიკო გაბელიამ, სასამართლო დავა მოუგო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს. დევნილს საცხოვრებელი ფართობის გადაცემაზე ეუბნებოდნენ უარს. დარიკო გაბელია აფხაზეთიდან დევნილია და იგი ამ დრომდე ქობულეთში, თავისი ძმის სახლში ცხოვრობს. მოქალაქეს ამ მოტივით საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. დევნილმა 2019 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. „სადავო გადაწყვეტილება იმდენად შეურაცხმყოფელი და …

სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ

სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებთ, თუ უშუალოდ პროცესის მონაწილე არ ხართ. კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სასამართლოში სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს, მაგალითად, სარჩელები და განცხადებები კანცელარიის ნაცვლად სასამართლოს ფოიეში მოთავსებულ ყუთში უნდა მოათავსოთ. ფოიეში ვერ შეხვალთ, თუკი მანდატური ტემპერატურას გაგიზომავთ და მაღალი გექნებათ. სასამართლოში შესვლამდე ხელები სადეზინფექციო ხსნარითაც უნდა დაიმუშაოთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეკომენდაციები …

ოჯახი ბათუმის ცენტრში, რომელიც შეშის ღუმელზე თბება – შშმ პირს შემწეობა მოუხსნეს

„ვერ მითხრეს ზუსტი პასუხი, რატომ მომიხსნეს დახმარება… მერე რაღაცები ნახეს პროგრამაში და შუქი დაგიწვავს წლიურად 219 ლარი, ამ დროს პროგრამა ავტომატურად წითელს ანთებსო, ანუ თვეში დაახლოებით 18 ლარი გამოდის. ვიკითხე, რამდენი უნდა დაგვეხარჯა ოჯახს, რომ პროგრამას მწვანე აენთო-მეთქი? ვერ მიპასუხეს,“ – სოციალური მომსახურების სააგენტოში ბოლო შეხვედრას ასე იხსენებს დავით ბურჭულაძე. დათო ფსიქიკური დაავადების გამო მეორე …

როგორ გავერთო თვითიზოლაციაში?

ალბათ დღეს ყველაზე მეტი ახალი ამბავი „კორონავირუსზე“ წაიკითხე ხომ? მათ შორის იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გაიქცა თვითიზოლაციიდან და მერე პოლიციელებმა დააკავეს, გადაიყვანეს, ამოწმებენ და ასე შემდეგ. შესაძლოა, შენც იზოლაციაში ხარ და ნერვიულობ. შეიძლება არც გიფიქრია იმაზე, რომ ეს საუკეთესო დროა აკეთო ის, რისთვისაც აქამდე ვერასდროს იცლიდი – გულზე ხელი დაიდე და თქვი, რამდენჯერ გითქვამს: „დრო …

თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს. გასულ პარასკევს ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მას შრომითი უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, დღეს მიღებული ბრძანებით კი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომლითაც თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვეს, აღნიშნულია, რომ თეონა ბაკურიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – გიორგი აბაზაძეს შეუშალა ხელი მუშაობაში. „თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა …

ბათუმში ქორწილები გადაიდო: „ხალხი არ მოვაო და თვითონ გააუქმეს ჯავშანი“  

„მთავრობა ვიდრე იტყოდა, მანამდე გაუქმდა ჯავშნები, ხალხი არ მოვაო,“ – გვითხრეს სარიტუალო დარბაზებში, სადაც მარტში ქორწილები იყო დაგეგმილი. რამდენიმე საქორწინო დარბაზის მენეჯერები ადასტურებენ, რომ ქორწილები გადაიდო, ზოგიერთი კი ამბობს, რომ მარტში ქორწილი წინა წლებშიც იშვიათი იყო. შეზღუდვები ქორწილებსა და ქელეხებსაც რომ შესაძლოა შეეხოს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გუშინ, 12 მარტს, …

„ბოსელს ბოლო 11 წელია სახლად ვიყენებთ“ – პენსიონერ ცოლ-ქმარს აქედანაც ასახლებენ 

„..თუ არ მეკუთვნოდა, ამდენი წელი რატომ მაცხოვრეს? სად იყო სახელმწიფო მაშინ, როცა აქ ბოსელი მქონდა, მერე სახლად მოვაწყვე და 11 წელია ვცხოვრობ? ახლა სად წავიდე, როცა მე და ჩემი ქმარიც პენსიონერები ვართ?“ – კითხულობს ბათუმში, ინასარიძის 11-ში მცხოვრები ვარდო აბაშიძე. ის დღე-დღეზე გამოსახლებას ელის. აღსრულების ბიუროს ოფიციალური წერილის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა უკვე გავიდა. ვარდო და …

Exit mobile version