ქობულეთში, სოფელ ციხისძირში უკვე დაასრულეს მემორიალზე მუშაობა. მემორიალი საბავშვო ბაღის პედაგოგს ეძღვნება, რომელმაც ათი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა. მარიამ კონცელიძე 33 წლის პედაგოგი იყო და ორი შვილი ჰაყვდა. მან ბავშვები სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა – ბაღის ეზოსთან, ფერდობიდან დაგორებული ავტომანქანისგან ბავშვები გადაარჩინა. თავად სწორედ ამ დროს მძიმედ დაშავდა და რამდენიმე დღეში დაიღუპა კიდეც. …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
„ადვოკატების ამ მოწონებას ცუდად გამოიყენებენ“ – დისტანციური სასამართლო პროცესების საფრთხე
„საზოგადოების თვალი აღარ არის სასამართლო პროცესზე. საზოგადოება პროცესს, მართალია, მდუმარედ ესწრება, მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი გავლენა მართლმსაჯულების ობიექტურობის ხარისხზე,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ის უკვე იყო ერთ-ერთი სასამართლო ონლაინპროცესის მონაწილე. 24 მარტიდან სასამართლო პროცესები ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც დისტანციური წესით იმართება. ზოგიერთი ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დისტანციური პროცესი მოსწონს. მთავარი არგუმენტი, რასაც ადვოკატები …
თუ საგანგებო მდგომარეობის დროს პირადობას ვადა გაუვიდა ან დაკარგეთ – იუსტიციის სახლის პასუხი
რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა, დაკარგეთ, ან, მაგალითად, შეკვეთილი გქონდათ, მაგრამ აღება ვეღარ მოასწარით იუსტიციის სახლების დაკეტვამდე? „ბათუმელებს“ ამ პრობლემით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დაუკავშირდა. მან პირადობის მოწმობა დაკარგა და ახლის აღებას ვეღარ ახერხებს. იუსტიციის სახლები ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, პირადობის მოწმობა კი, შესაძლოა, დღისითაც მოგთხოვოთ პოლიციელმა, …
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. გადაწყვეტილება დღეს, 3 აპრილს, მიიღო უზენაესი სასამართლოს პლენუმმა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იგი უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული. ხვიჩა კიკილაშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მუშაობდა, მანამდე კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს”
ბათუმში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან, რომლებიც ბათუმში მკურნალობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა ისევ განსაკუთრებით მძიმეა. კლინიკა „მედალფაში“ 3 აპრილის მდგომარეობით 7 პაციენტია, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს გადის, ერთი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. „ის 70 წელს გადაცილებულია და დღესაც იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმალურია. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, რადგან მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა”
როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება
კორონავირუსის პანდემიის გამო და კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, ხელისუფლება ამ დრომდე თავს არიდებს იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით შეუზღუდოს ღვთისმსახურება, რაზეც თავად ეკლესია, მსოფლიო სასულიერო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, კატეგორიულ უარს ამბობს. კომენდანტის საათმა, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედდა, ამჯერად მორწმუნეებისთვის მხოლოდ ის შეცვალა, რომ ისინი იმ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, თუკი საღამოს 9-დან დილის 6-მდე ქუჩაში იმოძრავებენ, მათ შორის, …
Continue reading “როდის შეიძლება დააჯარიმონ ეკლესიის მრევლი – იურისტის განმარტება”
„ეს ბოტების სკანდალსაც უკავშირდება“ – აჭარის მთავრობიდან IT სპეციალისტი გაუშვეს
„სამსახურიდან გამოშვება უკავშირდება ბოტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ასევე „ქართული ოცნების“ შიგნით კონკრეტულ პირებს შორის დაპირისპირებას,“ – ამბობს ბერდია ბერიძე. იგი ბოლო 7 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის აპარატში IT სპეციალისტად მუშაობდა. ბერდიას შრომითი ხელშეკრულება 31 მარტს შეუწყვიტეს. ბერდია ბერიძისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებაში წერია, რომ იგი სამსახურში 6 მარტს არ გამოცხადდა, ერთი დღით გამოუცხადებლობა კი მისი …
Continue reading “„ეს ბოტების სკანდალსაც უკავშირდება“ – აჭარის მთავრობიდან IT სპეციალისტი გაუშვეს”
როდის უნდა გადაიხადო 3 ათასი, თუკი კომენდანტის საათის დროს დაგაჯარიმეს
გუშინ კომენდანტის საათის დარღვევისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 204 პირი დააჯარიმეს. გუშინდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 60 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 17 დაჯარიმდა. შსს-ს პრესცენტრში კონკრეტულ შემთხვევებზე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია – მაგალითად, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ ღამით ორი ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო პოლიციამ. კომენდანტის საათის, ასევე საგანგებო რეჟიმის პირობების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, …
Continue reading “როდის უნდა გადაიხადო 3 ათასი, თუკი კომენდანტის საათის დროს დაგაჯარიმეს”
ბათუმში კორონავირუსზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ბათუმში COVID-19-ზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან, ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. 2 პაციენტი ინფექციურში კარანტინიდან გადაიყვანეს, 5-მა კი, კლინიკას თვითდინებით მიმართა, მათ შორისაა, ხულოდან გუშინ გადმოყვანილი ქალიც, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. 2 აპრილის დილის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 8 ადამიანს მკურნალობენ. ბათუმში გუშინ COVID-19 დაუდასტურდა 10 წლის ბავშვსაც, რომელიც თბილისში გადაიყვანეს. 2 აპრილს …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან”
აჭარის პოლიციის უფროსი: მიმდინარეობს მონიტორინგი ქალაქში და სოფლებშიც
„დაფიქსირდა საგანგებო რეჟიმის დარღვევის რამდენიმე ფაქტი, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს პერიოდულად… მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ შეზღუდვებს და მაქსიმალურად შეეცადონ არ დაარღვიონ საგანგებო რეჟიმის პირობები“, – განაცხადა დღეს, 1-ელ აპრილს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა. კოტე ანანიაშვილის თქმით, თერმოსკრინინგის დროს დღეს არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. თერმოსკრინინგით ამოწმებენ მოქალაქეებს …
Continue reading “აჭარის პოლიციის უფროსი: მიმდინარეობს მონიტორინგი ქალაქში და სოფლებშიც”
ვის ურიგებენ პირბადეებს – ნახევარი მილიონი „აჭარა ტექსტილემ“ სახელმწიფოს უკვე ჩააბარა
„500 ათასი ცალი უკვე დამზადდა და გუშინ ჩავაბარეთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. პირბადეების მომზადება გრძელდება, ჩვენ დამატებით 200 ათას პირბადეს დავამზადებთ 6 აპრილამდე,“ – გვითხრა გია ლომინაძემ, კომპანიის „აჭარა ტექსტილეს“ ფინანსურმა დირექტორმა. ამ კომპანიამ მრვალჯერადი პირბადეების დამზადება 17 მარტს დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით დამზადებული პირბადეების …
როგორ ავირიდოთ დეპრესია პანდემიის დროს სხვებზე ზრუნვით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
ვიდრე სახლებში ვართ გამოკეტილი, რაც არ უნდა მომარაგებული ვიყოთ საკვებით ან დისტანციურად ვშრომობდეთ, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება. ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს მეხსიერების საკუჭნაოებში გამოვკეტავთ, თუკი პანდემია მალე ჩაივლის, თუმცა თუკი პანდემიის რეჟიმი რამდენიმე თვე გაგრძელდება ან დასრულდება, მაგრამ ახალი პანდემიის შიში შემოგვრჩება, მაშინ საბოლოოდ პანდემიისგან შეცვლილები დავრჩებით. როგორ ცვლის პანდემია ჩვენს ფსიქოლოგიას …
Continue reading “როგორ ავირიდოთ დეპრესია პანდემიის დროს სხვებზე ზრუნვით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან”
30 მარტს COVID 19-ის შემთხვევები 11-ით გაიზარდა – პირველად
30 მარტს COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 11-ით გაიზარდა. დილით კორონავირუსით ინფიცირების 92 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, საღამოს კი – 103. ეს პირველი შემთხვევაა, როცა COVID 19-ით დაინფიცირების შემთხვევები საქართველოში ერთ დღეში 11-ით გაიზარდა. წინა დღეებში COVID 19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ასეთი იყო: 26 მარტს – 79 შემთხვევა [წინა დღესთან შედარებით გაიზარდა 4-ით] 27 მარტს – …
Continue reading “30 მარტს COVID 19-ის შემთხვევები 11-ით გაიზარდა – პირველად”
„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ
„საჭმელი დღესაც სასადილოდან მოვიტანე, ვჭამე და ჩავწექი. ასე ვთბები ყოველდღე. ღუმელი კი მაქვს, მაგრამ შეშა – არა. უშეშოდ გამოვიარე ეს ზამთარიც,“ – გვიყვება 69 წლის ნადეჟდა დავითაძე. ის ქობულეთში ნაქირავებ ბინაში, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მდგომარეობით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. ნადეჟდა არაა ერთადერთი მოხუცი, რომელიც წლებია ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. დღეს, 30 მარტს ხელისუფლებამ …
Continue reading “„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ”
ხვალ საკონსტიტუციოს ახალ მოსამართლეს ნიშნავენ – კანდიდატის ვინაობას უზენაესი არ ამხელს
ხვალ, 31 მარტს, უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს დანიშნავს. პლენუმი დღის სამ საათზე შეიკრიბება. ვის დანიშვნას აპირებს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ? – კანდიდატების ვინაობა უცნობია. უზენაესი სასამართლოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ თავმჯდომარეს ამ დრომდე კონსულტაციები არ დაუსრულებია და ის იმოქმედებს კანონის შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატს უზენაესი სასამართლოს პლენუმს თავმჯდომარე წარუდგენს. მას პლენუმმა უნდა …
„თანამოსაყდრის ქადაგება შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყარო“ – თეოლოგი
„ყველაფერში დამნაშავე ისევ ქალები და გეები ვყოფილვართ“, – ასეთი ან მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქში ბევრი შეგხვდებოდათ. მწვავე რეაქცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის გუშინდელ ქადაგებას მოჰყვა, როცა მან კორონავირუსის გავრცელება დაუკავშირა არა, მაგალითად, ქალების კვლას, ან ზოგადად მკვლელობას, არამედ აბორტს და „სოდომის გამოცხადებას“. „…ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის …
Continue reading “„თანამოსაყდრის ქადაგება შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყარო“ – თეოლოგი”
ცოლ-შვილის ცემისთვის კაცი 6 თვით დააპატიმრეს
ცოლსა და შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის ოზურგეთში კაცს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა კიკნაძემ მიიღო. განაჩენის მიხედვით, ბრალდებული იმ საღამოს, როცა ძალადობა მოხდა, სახლში ნასვამი დაბრუნდა და გაზქურაზე კვერცხის შეწვას ცდილობდა, მას ტაფა იატაკზე გადმოუვარდა. ბრალდებულმა ტაფის გადმოვარდნა იქვე მყოფ ქალიშვილს დააბრალა და თავში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა. მეორე დილით ბრალდებულმა ცოლს აგინა და …
Continue reading “ცოლ-შვილის ცემისთვის კაცი 6 თვით დააპატიმრეს”
„თევზის რესურსი გაზრდილია“, ანუ რატომ დაუშვეს თევზჭერა ბათუმის ნავსადგურში?
ბათუმის ნავსადგურის ღია ნაწილში თევზჭერა დაუშვეს. სეინერები უკვე იქაც იჭერენ თევზს, სადაც სატვირთო გემები ჩერდებიან. ეს გადაწვეტილება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 19 მარტს მიიღო და იგი 5 აპრილამდეა ძალაში. სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, დაშვებული გახდა სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ბათუმის ნავსადგურის გახსნილ [ღია] ნაწილში. აქვე მითითებულია კოორდინატები და ის, რომ ერთზე მეტი თევსაჭერი გემი აკვატორიაში …
Continue reading “„თევზის რესურსი გაზრდილია“, ანუ რატომ დაუშვეს თევზჭერა ბათუმის ნავსადგურში? “
როცა უმუშევარი დარჩი და ნაქირავები ბინიდან გიშვებენ – კორონავირუსი
„მინისტრებს არ სცალიათ, ვერ შეგხვდებითო… მესმის ყველაფრის, მაგრამ მეც რომ ქუჩაში ვრჩები?“ – კითხულობს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები აკაკი დავითაძე. ის ბინის ქირას პანდემიის გამოცხადების შემდეგ ვეღარ იხდის, რადგან უმუშევარი დარჩა. მის მდგომარეობაში სხვაც ბევრია. აკაკი დავითაძე 6 წლის იყო, როცა მშობლებმა მიატოვეს და ქუჩაში იზრდებოდა, წლების განმავლობაში ის მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენდა …
Continue reading “როცა უმუშევარი დარჩი და ნაქირავები ბინიდან გიშვებენ – კორონავირუსი”
„390-დან 700 ლარამდე ავედი“ – მიკროსაფინანსოებს სესხის გადავადებას სთხოვენ
„არ აინტერესებთ, რა ხდება. კორონავირუსის გამო ვეღარ ვმუშაობ. როცა ვურეკავ, არ პასუხობენ. თვითონ როცა მირეკავენ, მეუბნებიან, არ გვაინტერესებსო. 390 ლარი მქონდა გადასახდელი და 700 ლარს გასცდა უკვე ჩემი სესხი, რაც ახლა უნდა გადავიხადო,“ – ამბობს შალვა გოდერძიშვილი. მას ლიზინგის სესხი „მოგო“-ში აქვს. შალვა არ არის ერთადერთი, რომელიც სალიზინგო კომპანიისგან სესხის გადავადებას ითხოვს. ამ კომპანიის და …
Continue reading “„390-დან 700 ლარამდე ავედი“ – მიკროსაფინანსოებს სესხის გადავადებას სთხოვენ”
კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან მედიაცია შეწყვიტა
„მედიაცია შეწყვიტა დირექტორმა… მხოლოდ აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტმა იხეირა კორონავირუსით,“ – წერს ფეისბუქში მალხაზ რეხვიაშვილი, იგი აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელია. მისი თქმით, გიორგი კოხრეიძემ დღეს, 26 მარტს თანამშრომლებთან მედიაცია ისე შეწყვიტა, რომ მათ არც კი შეხვდა. გიორგი კოხრეიძემ ალტერნატიული პროფკავშირის მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია და ამის შესახებ პროფკავშირს წერილობით აცნობა. საგაფიცვო პროცესი აჭარის ტელევიზიაში 2 მარტს …
Continue reading “კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან მედიაცია შეწყვიტა”
რას ამბობენ ახლა დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები ლუგარის ლაბორატორიაზე
დღეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ალბათ ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ვისმენთ: „ველოდებით შედეგს ლუგარის ლაბორატორიიდან“… ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც საქართველოში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად, 2011 წელს გაიხსნა, ასე ხშირად წინა წლებში არ ახსენებდნენ, თუმცა კონკრეტული ჯგუფი აქტიურად ცდილობდა დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში საშიშ ცდებს ატარებენ, ბიოლოგიური იარაღი მზადდება და ამას ამერიკა რუსეთზე თავდასხმისთვის …
Continue reading “რას ამბობენ ახლა დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები ლუგარის ლაბორატორიაზე”
„ოცნების ქალაქში“ სარეცხ მანქანას იპარავდნენ
„ოცნების ქალაქში“ გუშინ ღამით სარეცხ მანქანას იპარავდნენ. დასახლებაში მცხოვრები მარინა ბერიძის თქმით, ერთმა ქალმა შენიშნა ორი ბიჭი, რომლებსაც სარეცხი მანქანა ხელით მიჰქონდათ და მობილური ტელეფონი მიანათა. „ჰიგიენის ოთახში გვაქვს ჩვენ საერთო სამი სარეცხი მანქანა, ჯერ ვერ დავამონტაჟეთ წყლის გამო… კარი ძალით გაუღიათ და ერთი სარეცხი მანქანა მიჰქონდათ. სხვა მანქანებსაც წაიღებდნენ, იმ ქალს რომ არ დაენახა. …
Continue reading “„ოცნების ქალაქში“ სარეცხ მანქანას იპარავდნენ”
რატომ უნდა აარიდოთ თავი ბათუმის ქუჩების დეზინფექციას, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება
დღეს, ღამით, 23 საათიდან, ბათუმის ცენტრალური ქუჩების დეზინფექცია ჩატარდება. ბათუმის მერიამ უკვე მოუწოდა მოქალაქეებს, ღამის 11 საათიდან ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. რა საფრთხეს შეიცავს დეზინფექცია? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ნივთიერება, რომლითაც ბათუმის ქუჩების დეზინფექცია ჩატარდება, სრულიად უსაფრთხოა და იგი ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა რეკომენდებული. „გადაადგილებისგან თავის შეკავება მოქალაქეებს მოვუწოდეთ იმიტომ, რომ მაღალი წნევით გაიფრქვევა …
ქალი, რომელიც ფლორენციაში ისევ მოხუცს უვლის: „ბებოსაც ეშინოდა, მაგრამ მერე ამღერდა“
„…ისევ პანიკაა ყველგან, მე და ბებო ისევ ერთად ვართ, ჩვენ ისევ ფლორენციაში ვცხოვრობთ. ბებია, რომელსაც ვუვლი, ანეტა ჰქვია და ხვალ 93 წლის გახდება,“ – გვიყვება მანანა ბოლქვაძე, რომელიც უკვე ორი წელია იტალიაში ცხოვრობს. მისი სამსახური მოხუცების მოვლაა. მანანა მარტოხელა მოხუცთან ცხოვრობს. ამბობს, რომ პანიკის და არსებული საფრთხის მიუხედავად, მოხუცის მიტოვება არ უფიქრია. ამ დრომდე არც …
კარანტინიდან გაქცევა – ექსპერტების გამოკითხვა კორონავირუსთან ბრძოლის გამოწვევებზე
კარანტინიდან გაქცევა ანუ მოქალაქეთა დაუმორჩილებლობა და მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, როცა საპატრიარქომ ღვთისმსახურება არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა – ეს ორი მთავარი გამოწვევა ექსპერტების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა. გამოკითხვა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20 ქართველი და 20 უცხოელი ექსპერტი გამოკითხა. ეს რიგით მეთერთმეტე გამოკითხვაა, რომელსაც პოლიტიკის ინსტიტუტი აქტუალურ საკითხებზე …
Continue reading “კარანტინიდან გაქცევა – ექსპერტების გამოკითხვა კორონავირუსთან ბრძოლის გამოწვევებზე”
როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე – „ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის“
„ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის… პანდემია არაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ,“ – ამბობს თბილისელი მოხალისე, თსუ-ს ტექნოლოგიების და ინოვაციების სამრეწველო ლაბორატორიის მენეჯერი, ნიკოლოზ მნათობიშვილი. იგი მე-6 დღეა პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში მოხალისეა და მოხუცებთან, ასევე, შშმ პირებთან პირველადი დახმარების ნივთები და საკვები მიაქვს. პანდემიის პირობებში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში გეტყვიან, …
Continue reading “როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე – „ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის“”
ბრალდებულის დეიდამ მოწმის მოსყიდვა 500 დოლარით სცადა – განაჩენი
დაზარალებულის მოსყიდვისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ბრალდებულის დეიდა გაასამართლეს. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული კაცის დეიდა დაზარალებულს, რომელსაც სასამართლოში მოწმის სახით ჩვენება უნდა მიეცა, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, 500 ამერიკული დოლარი მისცა და სთხოვა, სასამართლოში საერთოდ აღარ მისულიყო. განაჩენის მიხედვით, ეს შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა – ვიდრე ყაჩაღობის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებას მისცემდა, შეხვედრა რესტორანში შედგა. პროკურატურამ ბრალდებულის …
Continue reading “ბრალდებულის დეიდამ მოწმის მოსყიდვა 500 დოლარით სცადა – განაჩენი”
რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში – „დამნაშავე ამერიკაა“
დასავლეთის, ამერიკის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც რომ აქტიურად იყენებს, ამაზე ბოლოს Reuters-ი წერდა. 18 მარტს ამ გამოცემამ ევროკავშირის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსული წყაროები კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამის მიზანი „დასავლეთში პანიკის შექმნაა“. „როიტერსის“ ცნობით, 18 მარტამდე ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით, ყალბი ამბები ვრცელდება …
Continue reading “რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში – „დამნაშავე ამერიკაა“ “
სასამართლო გადაწყვეტილება თემურ გაბაიძის საქმეზე – დავა ექიმებთან
თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ხელახლა უნდა დასაჯოს ექიმი, რომელმაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მეშველიანმა გუშინ, 23 მარტს მიიღო. საუბარია 2017 წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარ შემთხვევაზე, რომლისა დროსაც თემურ გაბაიძე გარდაიცვალა. იგი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. გადაწყვეტილება …
Continue reading “სასამართლო გადაწყვეტილება თემურ გაბაიძის საქმეზე – დავა ექიმებთან”
„ჰილტონიდან“ ინფექციურში უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაიყვანეს – სასტუმრომ მუშაობა შეაჩერა
ბათუმში სასტუმრო „ჰილტონმა“ დღეს, 23 მარტს, მუშაობა შეაჩერა. „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში მყოფ ერთ-ერთ პირს, გრიპის სიმპტომები დაუდგინეს და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ ინფორმაციას არ ფლობენ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, „ჰილტონში“ საკარანტინე ზონა მოწყობილი არ ყოფილა. სასტუმროდან კონკრეტული პირის შესახებ გადაყვანის ჟურნალისტებმა კითხვა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერს, …
ბათუმის ინფექციურში მოთავსებული 5 პირიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – COVID 19
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა. 5 პირი კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს. 22 მარტის მონაცემებით, ბათუმში 3 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევათა რაოდენობა ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 კარანტინის რეჟიმში – 3 254 თვითიზოლაციაში – 2693 სტაციონარში მეთვალყურეობის …
როგორ ისჯება სხვისთვის ინფექციის გადადება, ან 10 კაცის თავშეყრა – იურისტის განმარტება
„ჯერჯერობით ვერაფრით დასჯიან ვინმეს, თუკი 10, ან თუნდაც მეტი ადამიანი ერთად მოიყრის თავს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტის გამოცემის შემდეგ დეტალურად უნდა განისაზღვროს, რა სახის შეზღუდვები იარსებებს შეკრების კუთხით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. 10 პირის თავშეყრის შეზღუდვაზე გუშინ, 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ვიდრე პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე …
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი ზიარების შედეგად „კორონავირუსის“ გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდება? – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საპატრიარქომ ღვთისმსახურების შეჩერებაზე უარი თქვა. პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოცემული დეკრეტის შემდეგ ეკლესიებში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მრევლს სტიქაროსნებმა და პატრიარქმაც ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდეს. დღეს, ზიარების დროს, ისევ გამოიყენეს საერთო კოვზი, რომელიც დაინფიცირების საფრთხეა. „თუნდაც ერთი ადამიანის …
Continue reading “ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?”
მკერავების შრომის უსაფრთხოება დაცულია – გამოხმაურება
კომპანია „აჭარა ტექსტილე“ ეხმაურება „ბათუმელებში“ გუშინ, 21 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას „რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ“. სტატიაში რამდენიმე მკერავი შიშობს იმაზე, რომ მათი შრომის უსაფრთხოება დაცული არ არის. სტატიაში წარმოდგენილი იყო კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ პოზიციაც, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა თამაზ შავაძემ, რომელიც დღეს, 22 მარტს დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ სტატიაში არაა სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, თუ …
Continue reading “მკერავების შრომის უსაფრთხოება დაცულია – გამოხმაურება”
ყაჩაღობისთვის დაკავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა – შსს
ყაჩაღობისთვის დაკავებული პირი – 30 წლის შ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული 18 მარტს დააკავეს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა შ.ს.-მ თვითმკვლელობა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი …
Continue reading “ყაჩაღობისთვის დაკავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა – შსს”