უშვილობის პროგრამაში ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 200-დან 300 ათასამდე გაიზრდება

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების ნაწილში ცვლილება იგეგმება. კერძოდ, თუ წელს ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო წყვილები, მომავალი წლიდან  პროგრამაში მონაწილეობისთვის სარეიტინგო ქულის ბარიერი 300 000-მდე აიწევს. მინისტრის …

მგზავრს საზღვარზე 1 863 921 ლარის ბრილიანტები ხელბარგით გაჰქონდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ 1 863 921.86 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასი ქვების გატანის ფაქტი აღიკვეთა. უწყების ცნობით, ისრაელის მოქალაქის რ.კ.-ს მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მისი კუთვნილი ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში ორ მილიონამდე ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები იქნა აღმოჩენილი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების უკანონო გატანის …

ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, ექთნებზე კი მწვავე დეფიციტია – ჯანმო საქართველოზე

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა. …

ერთჯერადი დახმარება შშმ დედებს – რა ახალ პროგრამებს გეგმავს 2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვა

2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურებას დააფინანსებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება მოიცავს ამ დარღვევების კუპირებასა და მათ მკურნალობას. მინისტრის თქმით, პროგრამის შემუშავება მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. „ამიტომ კომპონენტის სახით ეს …

ხელოვნების მუზეუმში რობერტ კაპას ფოტოების გამოფენა გაიმართება

14 სექტემბერს, 17:00 საათზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება მე-20 საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ომის რეპორტიორის, რობერტ კაპას ფოტოგამოფენა – „რობერტ კაპას ობიექტივში“. დასწრება უფასოა. 1947 წელს რობერტ კაპა ამერიკელ მწერალთან ჯონ სტეინბეკთან ერთად საქართველოში მოგზაურობდა, ისინი აჭარაში, კერძოდ ქობულეთის სოფელ ალამბარშიც იმყოფებოდნენ. გამოფენა აჭარის მუზეუმისა და უნგრეთის რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით იმართება. …

ბათუმის რა ქუჩებზე დაამატა 6 ახალი ველოსადგომი „ბათუმველომ“

ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებულ „ბათუმველოს“ 17 ველოსადგომს 6 ახალი ადგილი დაემატა. აქამდე ველოსადგომების უმრავლესობა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, რაც აფერხებდა ბულვარის გარეთ ველოსიპედებით სარგებლობის შესაძლებლობას, ახლა კი ველოსადგომები ქალაქის ტერიტორიაზე, დასახლებულ ნაწილშია განთავსდა, რაც შესაძლებელს ხდის „ბათუმველოს“ ველოსიპედი ბულვარის გარეთ, თუნდაც ჭავჭავაძის ქუჩაზე დააპარკინგოთ. ახალი ველოსადგომების მისამართებია: ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა ბარათაშვილისა და ზუბალაშვილის …

როგორ დავეხმაროთ სკოლის დაწყების წინ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან

საქართველოს საჯარო სკოლებში საშუალო განათლების მიღება უფასოა, მაგრამ განათლებასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯები, როგორიცაა: სკოლის ფორმა, ჩანთა, საკანცელარიო ნივთები და სხვა, დიდ გავლენას ახდენს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებსა და ოჯახებზე. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სასკოლო ხარჯების ნაწილის დასაფარად ამჟამად შემოწირულობებს აგროვებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად ბავშვებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან თანხა უგროვდებათ როგორც ნაღდი …

როგორია პირველადი დახმარება ცრუ კრუპის შეტევისას – ინტერვიუ პედიატრთან

ცრუ კრუპი, იგივე ლარინგიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად 5 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე შეტევის სახით ვლინდება. ხოზრევანიძის კლინიკის პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ის მოულოდნელად ვითარდება და ამიტომ ის ერთ-ერთ საგანგაშო დაავადებად მიიჩნევა ბავშვთა ასაკში. დაავადება შესაძლოა რამდენიმე დღე მიმდინარეობდეს, შესაბამისად ცრუ კრუპის შეტევაც შესაძლოა განმეორდეს. ქალბატონო მაია, …

რატომ ვერ ვსვამთ წყალს უფასოდ ქუჩაში – სასმელი წყლის შადრევნების პრობლემა ბათუმში

ბათუმში სასმელი წყლის დაახლოებით 80 პატარა შადრევანია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არ მუშაობს. სასმელი წყლის შადრევნების უმრავლესობა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, გარეუბნებში კი, თუ მოგწყურდათ, წყალი უნდა შეიძინოთ. სასმელი წყლის შადრევანს ბათუმში ვერც ისეთ სტრატეგიულ ადგილებში შეხვდებით, როგორიცაა ბათუმის აგრარული და ე.წ. ხოფის ბაზრები. ბათუმის აგრარულ ბაზარში გვითხრეს, რომ მართალია, შადრევანი არ არის, …

ბათუმში უფასო სპორტული სექცია გაიხსნა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

ბათუმის სპორტულ ცენტრში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექცია გაიხსნა, სადაც გაწევრიანება უფასოა. სპორტული ცენტრი ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ია, რომელიც გარდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტული სექციისა, სხვადასხვა სპორტული მიმართულების უფასო სექციას აერთიანებს, ისეთს, როგორიცაა: ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი, ნიჩბოსნობა, ფუტსალი, ქვიშის ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა და ეზოს ფეხბურთი. ცენტრის ინფორმაციით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სპორტულ …

„ომის დროს ათიათასობით დელფინი დაიღუპა” – უკრაინელი მეცნიერი

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში ბუნებასაც აყენებს გამანადგურებელ ზიანს. რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად უკრაინაში დაიწვა ეროვნული ბუნებრივი პარკის – „ტუზლივსკი ლიმანის“ დაცული ტერიტორიის 100 ჰექტარი, პარკის თანამშრომლები კი დღემდე პოულობენ მკვდარ დელფინებს შავი ზღვის სანაპიროზე. „წელს პარკის სანაპიროს მხოლოდ 5 კილომეტრზე, რომელზეც მეცნიერებს წვდომა აქვთ, უკვე ნაპოვნია …

ნატო უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ზამთრის ეკიპირების შეგროვებას იწყებს

ნატო, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის თხოვნით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 200 000 სამხედრო მოსამსახურისთვის ზამთრის ეკიპირების შეგროვებას იწყებს. საუბარია ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და კარვების კომპლექტებზე. მედიის ცნობით, ეკიპირების მიწოდებას უკვე დასთანხმდა შეერთებული შტატები, კანადა, შვედეთი და ფინეთი. ეკიპირებისთვის გამოყოფილი თანხა ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება. წინასწარი მონაცემებით, ეს დაფარავს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაახლოებით 50 …

როგორ უნდა იცხოვრო გულის ოპერაციის შემდეგ – ავსტრიელი კარდიოქირურგის რჩევები

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის ანუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წამყვანია [37%]. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 35 000 ოპერაცია ჩატარდა გულზე. სტატისტიკა ასე გამოიყურება: გული და გულმკერდის მთავარი სისხლძარღვები – 19073; სამკარიანი სარქველი – 81; კორონარული არტერიების შუნტირება – 3 572; სტენტირება – 11 959. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოქირურგი, …

ზღვის დონის მატება 27 სმ-ით გარდაუვალია გრენლანდიის ყინულის დნობის გამო – კვლევა

გრენლანდიის ყინულის დნობით გამოწვეული ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატება „გარდაუვალია“, წერს ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული „გარდიანი“. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრენლანდიის ყინულის დნობის შედეგად ზღვის დონის მინიმუმ 27 სანტიმეტრით მატება გარდაუვალია, რადგან გლობალური დათბობის გამო 110 ტრილიონზე მეტი ტონა ყინული დნება. მეცნიერები ასკვნიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლიმატის კრიზისის გამომწვევი წიაღისეული საწვავის წვა ერთ ღამეში …

რა არის პოლიკისტოზი და რა სიმპტომები მიგვანიშნებს ამ დაავადებაზე – ექიმის რჩევები

პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომი, იგივე პოლიკისტოზი, ჰორმონული დისბალანსის შედეგია, რა დროსაც საკვერცხეში ყალიბდება ბევრი ფოლიკული, რომლებიც არ სკდება და რჩება ცისტების სახით. ბათუმის სამედიცინო ცენტრის სამშობიარო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან გინეკოლოგი ვაჟა ცირეკიძე ამბობს, რომ პოლიკისტოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ქალებში, მისი სიხშირე დაახლოებით 10-დან 24 პროცენტამდე მერყეობს. მკურნალობის გარეშე დაავადებას შესაძლოა ისეთი სერიოზული გართულებები მოჰყვეს მომავალში, როგორიცაა: …

ბათუმში ღამით ფეიერვერკის გაშვებისთვის 114 ჯარიმა დაწერეს 3 წლის განმავლობაში

შვიდ წელზე მეტია ღამის 11 საათის შემდეგ ბათუმში ფეიერვერკის გაშვება და პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა ბათუმში ფეიერვერკის ხმა თითქმის ყოველ ღამე ისმის, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით კი, ამ დარღვევისთვის ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ 114 ჯარიმაა გამოწერილი. დებულება, რომლის თანახმადაც ბათუმის ტერიტორიაზე ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე ფეიერვერკის გაშვება იკრძალება, ქალაქის საკრებულომ 2014 წელს …

აჭარაში მარტოხელა დედების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა

აჭარაში დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება და ბენეფიციართა რაოდენობა ხუთით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანალოგიური ცვლილებები მომდევნო წლიდანაც იგეგმება. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა პრობლემის მქონე, მარტოხელა, ძალადობაგანცდილი, მიუსაფარი დედებისა და ბავშვების 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას, ბენეფიციარებისთვის სადღეღამისო მომსახურებას სამჯერადი კვებით, ასაკის, სქესის, სეზონის შესაბამისი ტანისამოსითა და ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, პროფესიული და არაფორმალური …

ეროზიები, კუჭის წყლულები – რაზე მკურნალობენ ბათუმის დელფინარიუმში დელფინებს

ბათუმის დელფინარიუმმა ბოლო ტენდერი დელფინებისთვის ანტიოქსიდანტური ვიტამინის შეძენაზე 18 აგვისტოს გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19.200 ლარია. ამ ტენდერით დელფინებისთვის ვიტამინებს ყიდულობენ. სულ ახლახან კი, ბათუმის დელფინარიუმის სამ ბინადარ დელფინს კუჭის ეროზია და წყლულები აღმოაჩნდა, რამაც უკვე გამოიწვია მათი ორგანიზმების დასუსტება. ამან შეიძლება შემდგომი სისუსტე და ჯანმრთელობის სხვა სპექტრები გააუარესოს. ამის შესახებ იმ წერილიდან ვიგებთ, რომელიც …

ბათუმის აკვარიუმი – ტურისტული ობიექტი, რომელსაც ათწლეულებია არავინ არემონტებს

პლასტიკატის ფირფიტები ჭერში, რომელთა ნაწილიც დეფორმირებულია, ჰალოგენის ნათურების სუსტი განათება, ფარდები თოკებზე და გასული საუკუნის 60-იანი წლების ფილებით შემოსაზღვრული ძველი შუშის აკვარიუმები – დაახლოებით ასე გამოიყურება ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმის ინტერიერი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად მიიჩნევა. ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წელს გაიხსნა. მას შემდეგ შენობაში არც აკვარიუმის ფორმის და არც ინტერიერის განახლების მხრივ, მნიშვნელოვანი …

დღეს ბათუმში ტროტუარზე დგომისთვის 112 მძღოლი დაჯარიმდა

დღეს, 17 აგვისტოს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 378 მძღოლი დაჯარიმეს. მათგან ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმდა 112 მძღოლი, 11 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის, 20 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 14 – ნიშანში დგომისთვის, 5 – ველობილიკზე პარკირებისთვის და 216 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო სამი დღის განმავლობაში.

როგორ დავიცვათ თვალები მონიტორთან დიდი ხნით მუშაობის დროს – ექიმის რჩევები

სამუშაო დღის ბოლოს თუ ხშირად გტკივათ თავი, გიწითლდებათ თვალები და დაღლილობა გაწუხებთ, დროა ეკრანთან მუშაობის წესებს გადახედოთ. კლინიკა „საგიტარიუსის“ დირექტორი, პროფესორი ეკატერინე გვარიშვილი ამბობს, რომ მხედველობის ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებულად აქტუალურია ახლა, როცა სამსახურებრივი საქმიანობის გარდა, ეკრანები სხვა გაჯეტებითაც შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქალბატონო ეკატერინე, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს მონიტორთან დიდ ხნით მუშაობა თვალისთვის? თანამედროვე ადამიანის …

სიცხის გამო მთაში ტყის ხანძრის გაჩენის საფრთხე იზრდება

უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურისა ( 34C – 39C) და უნალექო ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის. ტყის ხანძართან დაკავშირებული შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს: „არ დაანთოთ …

ქობულეთში ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

დღეს, 15 აგვისტოს, ქობულეთში, ზღვაში, 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მოზარდი ქობულეთში ქუთაისიდან იყო ჩასული. შემთხვევა დაახლოებით დღის 12 საათზე მოხდა. დღეს ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალული არ არის.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო – რა უნდა ვიცოდეთ ოპერაციაზე

კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემებით, 2015 წლიდან ქალებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მომატებულია. ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებას ასახელებენ. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა შემთხვევათა 99%-ში ქირურგიული მეთოდით ხდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ონკო-ქირურგის თემურ გოგიტიძის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი კიბო, რომელიც ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება 100%-ით განიკურნოს. „გარდა …

რა უნდა ვიცოდეთ კიბოს სკრინინგის ჩატარებამდე

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია. კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, მთავარ გამოწვევად ისევ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდა რჩება. ძუძუსა და …

რატომ აყარეს ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ – აქ ისევ ასფალტს აგებენ

ქვაფენილი აყარეს ბათუმში, ქალაქის მერიის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩის მონაკვეთზე. მერიაში ამბობენ, რომ ეს სამუშაოები იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, გარკვეულ ქუჩებზე, ქვაფენილი მთლიანად უნდა აიყაროს და მის ნაცვლად ასფალტი დაიგოს. წელს ქვაფენილის აყრა ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] დაიწყო, სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში …

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქუჩაში ვინმე აგეკიდათ

ქუჩაში გაცილების ან გაცნობის მიზეზით აკიდება/ადევნება სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ღირსების შელახვის გარდა, განსაკუთრებით ღამის საათებში, საკმაოდ საშიში გამოცდილებაა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სექსუალური შევიწროებისა და ადევნების შემთხვევებში მსხვერპლი ძირითადად ქალია, დამნაშავე კი – კაცი. სწორედ ამიტომ  ქალები გვიან ქუჩაში მარტო გადაადგილებას ერიდებიან, გოგონების მშობლები კი ერთგვარ „კომენდანტის საათს“ უწესებენ შვილებს. შედეგად, ქალებს ეზღუდებათ გადაადგილების …

აჭარაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია უკვე 110 000 ლარით ფინანსდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 10 000 ლარით გაზარდა და ახლა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება სამინისტროს მიერ 80 000 ლარით უფინანსდებათ, დამატებით 30 000 ლარს მათთვის ბათუმის მერია გამოყოფს, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის 110 000 ლარს მთლიანად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. შესაბამისად, აჭარაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის ღირებულების 88 პროცენტს ბიუჯეტი ფარავს. …

ახალი ნაგავსაყრელები ყველა დასახლებულ პუნქტში – 2022-2026 წლის ეროვნული გეგმა

2026 წლისთვის საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელები და გადამტვირთი სადგურები უნდა მოეწყოს, ამავე დროისთვის უნდა დაიხუროს ყველა ძველი ნაგავსაყრელი. ამის შესახებ ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში წერია, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ 2026 წლამდე ქვეყანაში დაინერგოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ახალი სერვისი …

აივ ინფექცია საქართველოში – სტიგმისა და სიკვდილის შიშით გადადებული მკურნალობა

საქართველოში აივ ინფექცია ამჟამად დადასტურებული აქვს 7 354 ადამიანს, მათგან ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე (არვ) იმყოფება – 5 785. მიუხედავად იმისა, რომ არვ მკურნალობა საქართველოში უფასოა, აივ დადებითი ბევრი ადამიანი, სტიგმის შიშითა და დიაგნოზთან შეუგუებლობის გამო, აგვიანებს მკურნალობის დაწყებას ან სულაც უარს ამბობს. ასეთ შემთხვევაში კი, დაავადების გვიან ეტაპზე დგება სიმპტომური შიდსის სტადია, აქედან დაახლოებით ორ წელში …

გასახდელებს ბათუმის პლაჟზე ხალხი ტუალეტებად იყენებს

ბათუმის პლაჟზე განთავსებულ გასახდელებს ხალხი ტუალეტის დანიშნულებითაც იყენებს, რის გამოც გასახდელების დიდ ნაწილში შარდის სუნია, ზოგან დაფრინავენ ბუზებიც. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, გასახდელები სისტემატურად ირეცხება წყლითა და ქლორით, თუმცა მაინც არის პრობლემები. ბათუმის ბულვარის მოვლა-პატრონობაში ბულვარის გასწვრივ, სანაპირო ზოლზე, განთავსებული 33  გასახდელია. რამდენიმე გასახდელს აქვს კონკრეტული მოიჯარის ლოგო, მათი მოვლა-პატრონობა ამ მოიჯარეს ევალება. „მიუხედავად იმისა, რომ …

კოვიდით ხელახლა ინფიცირების მინიმალური ვადა 60 დღეა – NCDC

2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე საქართველოში აღირიცხა COVID 19-ით რეინფიცირების ანუ ხელახლა ინფიცირების 138 331 შემთხვევა. საშუალო პერიოდი პირველსა და ბოლო დადასტურებებს შორის არის 305 დღე, მინიმალური – 60, მაქსიმალური კი – 767 დღე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] უახლეს ანგარიშში წერია. წინა ანგარიშის მიხედვით, COVID 19-ის პირველსა და მეორე …

რეგიონებში ყველაზე მეტი მედმუშაკი იმერეთსა და აჭარაში დაინფიცირდა – კოვიდი 6 თვეში

NCDC-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2020-2022 წლების პერიოდში, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში კოვიდით ინფიცირების 65 301 შემთხვევა დაფიქსირდა. მედპერსონალის COVID 19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი (%) დაფიქსირდა თბილისში (34 850), იმერეთისა (8 538) და აჭარის (5 477) რეგიონებში. 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, რეგიონში მომუშავე სამედიცინო პერსონალიდან ყველაზე მეტი – 3 395 იმერეთში დაინფიცირდა, ინფიცირებული …

რა საქონელსა და მომსახურებაზე გაიზარდა ფასი – ინფლაცია საქართველოში

ინფლაციის საშუალო დონე საქართველოში გასული წლის პირველი კვარტალიდან მოყოლებული რეგულარულად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11,5% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, აქ ფასები 16.4 პროცენტით არის გაზრდილი. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 16.4 პროცენტით ზრდა წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და …

1 პირის კვება თბილისის უფასო სასადილოებში 1 ლარი და 30 თეთრი ღირს, რეგიონებში – ცოტა მეტი

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილო შეამოწმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია. უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სერვისის მიზანია სათანადო კვების უფლების რეალიზება მოსახლეობისთვის. …

რა არის კუჭის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზები – ექიმის რჩევები

დისკომფორტი და ტკივილი კუჭის არეში, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა და ბოყინი –  კვების შემდეგ თუ ეს უსიამოვნო სიმპტომები აღგენიშნებათ, შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემა გაქვთ. ეს პრობლემა, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა გასტრიტად ან წყლულოვან დაავადებად ჩამოყალიბდეს. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ სწორი კვების და დროული რეაგირების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტმა ძალიან სერიოზული გართულებები აიცილოს თავიდან. ქალბატონო ლუიზა, …

Exit mobile version