რატომ გვტკივა წელი და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

დაჭიმულობა და ტკივილი წელის არეში შესაძლოა უხერხულმა მოძრაობამ, მძიმე ნივთის აზიდვამ ან სულაც სიცივემ გამოიწვიოს. თუმცა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ნუგზარ გურგენიძე ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში ეს სწორედ ხერხემლის პრობლემაა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს მცდარად, მხოლოდ „ძვლოვან სტრუქტურად წარმოუდგენია“. ბატონო ნუგზარ, რატომ გვტკივა წელი? პირველ რიგში, მაინც მივდივართ იქითკენ, რომ წელის ტკივილის ძირითადი …

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს – ექიმის რჩევები

ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო დიდებსაც და პატარებსაც რამდენიმედღიანი ცხელება აწუხებთ. ხშირია შემთხვევები, როცა ტემპერატურის დაკლება წამლის მიღების შემდეგაც გვიანდება. ხოზრევანიძის კლინიკის პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს, რა შემთხვევაში სჭირდება ბავშვს მედიკამენტური ჩარევა და გვიზიარებს იმ გზებს, რითაც შესაძლებელია მაღალი ცხელების დროს ბავშვს სხეულის გაგრილებაში დავეხმაროთ. ქალბატონო მაია, თავდაპირველად რომ ვთქვათ, რამდენი გრადუსი მიიჩნევა მაღალ …

როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანმრთელი ძვლების შესანარჩუნებლად | ექიმის რჩევები

ძლიერი ძვლების საშენებლად და შემდეგ მათ შესანარჩუნებლად აუცილებელია კალციუმის ჯანსაღი დონე ორგანიზმში. მისი დეფიციტის, იგივე ჰიპოკალცემიის შემთხვევაში ძვლები იფიტება და ვითარდება ოსტეოპოროზი ანუ ძვლოვანი ქსოვილის განლევა და მისი სიმკვრივის დაქვეითება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ კალციუმის დეფიციტი, უხშირესად, ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობასა და არასათანადო კვებას უკავშირდება. ძვლოვანი ქსოვილის განლევა და …

ალკოჰოლით გამოწვეული აშლილობის სამკურნალოდ აჭარაში ახალი პროგრამა ამოქმედდება

ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%-ს შეადგენს. საქართველოში მაღალია ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებლების რიცხვიც. ბოლო კვლევის (STEPS – 2016 წ.) თანახმად, ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 პროცენტია. ამავე კვლევის თანახმად, საკმაოდ მაღალია ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები სკოლის ასაკის (16 წელი) …

ალცჰაიმერის წამალი, რომელიც ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში მუშაობს

მეცნიერებმა რევოლუციური უწოდეს პირველ წამალს, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინის განადგურებას ანელებს. ბრიტანული გამოცემა BBC-ი წერს, რომ კვლევის მიღწევამ დაასრულა ათწლეულების წარუმატებლობა ამ დარგში და აჩვენა, რომ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ წამლების ახალი ერა უკვე რეალობაა. თუმცა ახალი წამალი სახელწოდებით „ლეკანემაბი“ მხოლოდ ნაწილობრივ იძლევა ეფექტს და მისი ეფექტურობაც ჯერ კიდევ განსჯის საგანია. საქმე ის არის, რომ …

რა არის ცხვირის მუდმივად გაჭედვის მიზეზი და რატომ არის საშიში წვეთების ხშირი გამოყენება

ცხვირის გაჭედვის მიზეზი ცხვირის ქსოვილების გაღიზიანება ან ანთებაა, რომელიც სხვადასხვა გამაღიზიანებლით შეიძლება იყოს გამოწვეული. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ვირუსული ან ალერგიული წარმოშობის, რაც შედარებით მოკლე დროში ლაგდება, თუმცა ისეც ხდება, რომ ცხვირის გაჭედვა ხანგრძლივდება. სწორედ ამ მიზეზებსა და მათი თვითნებური მკურნალობის სახიფათო შედეგებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოტორინოლარინგოლოგს, ბესიკ კოკობინაძეს. ბატონო ბესიკ, რა შეიძლება …

სახელმწიფო სერტიფიკატი კიდევ 7 ექიმს შეუჩერდა – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროში, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. პროფესიული განვითარები საბჭოს გადაწყვეტილებით, 7 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა. პროფესიული განვითარების საბჭოს წინა სხდომა 17 ნოემბერს ჩატარდა, რომელზეც სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერეს. პროფესიული განვითარების საბჭო, განცხადების საფუძველზე, …

გაერო პარლამენტს მოუწოდებს, სიგარეტის სადა შეფუთვაზე კანონის ამოქმედება აღარ გადადოს

2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. გაეროს სააგენტოთა ჯგუფი სპეციალური განცხადებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას. სააგენტოთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი …

რა იწვევს გულის არითმიას – ექიმის რჩევები

არითმია გულის რითმის არევას ნიშნავს. ზოგჯერ სავსებით ნორმალურია, ადამიანს ჰქონდეს სწრაფი ან ნელი გულისცემა, მაგალითად, გულისცემა შეიძლება გაიზარდოს ვარჯიშის დროს ან შენელდეს ძილის დროს, მაგრამ არსებობს არითმია, რომლის უკანაც შესაძლოა სერიოზული პრობლემა იდგეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი ნინო გორგასლიძე სწორედ ასეთ შემთხვევებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. ქალბატონო ნინო, რას ნიშნავს გულის არითმია? არითმია გულის …

რატომ არის საზიანო ღამით ჭამა და როდის იწვევს ჭარბი წონა ენდოკრინულ დარღვევებს

ჭარბი წონა და სიმსუქნე სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ზრდის. ამავდროულად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ ჭარბი წონა შესაძლოა თავად იყოს ორგანიზმში უკვე არსებული დარღვევების გამოვლინება. ქალბატონო თეონა, შეიძლება თუ არა ჭარბი წონა გახდეს ენდოკრინული პრობლემების მაპროვოცირებელი? თუ ის თავად წარმოადგენს უკვე არსებული დარღვევის სიმპტომს? როცა ცხიმოვანი ქსოვილი მატულობს სხეულში, ანუ …

დაზიანების გარეშე გაუპატიურება ფაქტობრივად არ დგინდება – რატომ უნდა შეიცვალოს კანონი

საერთაშორისო კონვენციებისა და სასამართლოების მიერ აღიარებულია, რომ ქალის თავისუფალი თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის აქტი გაუპატიურება და ძალადობაა, თუმცა ქართული კანონმდებლობა გაუპატიურებას განიხილავს მხოლოდ როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით. შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის, რომ ქალი მიჩნეულ იქნას გაუპატიურებულად, მას, ფაქტობრივად, ფიზიკური ძალადობის ნიშნები უნდა აღენიშნებოდეს.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი: გაუპატიურება, …

ბათუმში პოლიციის მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

გუშინ ბათუმში არასწორი პარკირებისთვის არავინ დაუჯარიმებიათ – დარღვევის 16 ფოტო

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე არავინ დაუჯარიმებიათ. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ბოლო მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯამში 16 373 მძღოლი დაჯარიმდა, მათგან ყველაზე მეტი, 11 019 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა; 3 473 – ტროტუარზე დგომისთვის; 1 116 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევისთვის; 613 – იდგა …

რას მკურნალობს მემთეური ქალების მცენარეული მედიცინა – კვლევა

ქალები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ ბუნებასა და მცენარეებით მკურნალობის მეთოდებს. ზრუნვის ეს პრაქტიკა დღეს ძირითადად სოფლებში, უფრო კი მაღალმთიან რეგიონებშია შემორჩენილი. სწორედ ამ ცოდნის მოძიებისა და პრაქტიკის მოკვლევის მიზნით მკვლევარი ქალების გუნდი ამ ზაფხულს აჭარის იალაღებზე ავიდა. მულტიმედიური კვლევა მცენარეების შესახებ მაღალმთიანი აჭარის მემთეური ქალების ცოდნის შეგროვებასა და დოკუმენტაციას ისახავდა მიზნად. „აჭარის …

რეანიმაციებისთვის 2023 წელს სანებართვო პირობები ამოქმედდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ქვეყანაში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამოქმედდება. რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამ ვადამდე დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურებისა და მომსახურების ხარისხის კუთხით. სტანდარტი …

როგორ და რატომ იცვლება ბათუმში №2 და №2ა ავტობუსების მარშრუტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ადლიის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დროებით იცვლება სამარშრუტო ხაზი №2-ისა და №2ა-ს მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, სამუშაოების დასრულებამდე ადლიისა და შარვაშიძის ქუჩების კვეთამდე გადასაადგილებლად №2 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს კობალაძის, შერიფ ხიმშიაშვილის, კაჩინსკების, ზღვისპირის ქუჩისა და ელიავას ქუჩის გავლით. სამარშრუტო ხაზი №2ა კი კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად ზემოხსენებულ მონაკვეთამდე გადაადგილდება ელიავას ქუჩის გავლით. დეტალური …

ექთნის მინიმალური ხელფასი საათში 4.40 ლარამდე იზრდება – რას ითხოვს პროფკავშირი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრა. ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ წლებია ექთნების შრომის პირობებსა და მიზერულ ხელფასებს აპროტესტებს. პროფკავშირის გენერალური მდივნის, რეზო კარანაძის …

როცა ტაქსით მაგისტრალზე მოძრაობ, მძღოლი კი მობილურში „სლოტებს“ თამაშობს

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ტაქსით მაგისტრალზე მოძრაობთ, თქვენი მძღოლი კი მობილურ ტელეფონში „სლოტებს“ თამაშობს, მეც გამიჭირდებოდა წარმოდგენა, თავად რომ არ შევსწრებოდი. უკონტროლო სურვილი – ითამაშო აზარტული თამაში სამსახურში ან თუნდაც ისეთ სიტუაციაში, როგორიც ავტომანქანის მართვაა, ლუდომანიის – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანია.  აზარტული თამაშებით ავადობისა და ზიანის გლობალური ზრდის, ასევე ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირების მიუხედავად, ლუდომანია …

რა ხდება, როცა ბავშვი დღენაკლი იბადება – ნეონატოლოგის რჩევები

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა. დღენაკლად მიიჩნევა ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 22 კვირიდან 37 კვირამდე პერიოდში იბადება. მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან ერთი ნაადრევად იბადება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნეონატოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის, ნაირა სურმანიძის თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაადრევი მშობიარობების მაჩვენებელი მზარდია. ქალბატონო ნაირა, რა არის ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები? ბავშვი, რომელიც იბადება ორსულობის …

4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 8 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერდა. პროფესიული განვითარების საბჭო განცხადების საფუძველზე შეისწავლის ექიმთა პროფესიული საქმიანობას, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და …

როგორია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია – ინტერვიუ

საქართველოში ინსულტი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, ინსულტი უნარშეზღუდულობის რიგით მესამე მიზეზია მსოფლიოში.  ინსულტის დროს ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს  თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში. ექიმი-რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე ამბობს, რომ ინსულტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწრაფ რეაგირებას, მედიკამენტურ თერაპიას, კლინიკაში გადაყვანას და ა.შ. „თუ, მაგალითად, თრომბული მასები გახდა იმის მიზეზი, …

ხვალ დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდი გახდება – გაერო

ხვალ, 15 ნოემბერს, გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტარეშის თქმით, ეს უპრეცედენტო ზრდა გამოწვეულია მეცნიერული მიღწევებით, ასევე კვების დარგში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესებით. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ასევე არის შობადობის მაღალი და მდგრადი მაჩვენებლის შედეგი. „მაგრამ რაც უფრო ფართოვდება ჩვენი ადამიანური ოჯახი, ის ასევე უფრო დაყოფილია“, – …

ხომ არ გაუარესდება კლინიკებში მომსახურების ხარისხი? – დაფინანსების ახალი წესი

საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი – DRG მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ მოდელით ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ერთსა და იმავე სერვისზე ყველა კლინიკაში ერთი და იგივე ფასი იქნება. შესაბამისად, პაციენტები თანაგადახდის პროცენტს თანაბარი პრინციპით გადაიხდიან. DRG-ი შეეხება მხოლოდ ჰოსპიტალურ …

ინსულტის შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა დღეს, 9 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს ამ დიაგნოზით 6 000-მდე პაციენტი მიმართავს წლის განმავლობაში. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის …

საქართველოში 7-9 წლის ბავშვების 28%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა, მონაცემები რეგიონის 33 ქვეყანას მოიცავს, საქართველო ჩამონათვალში მე-17 ადგილზეა – ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ცნობილია, რომ ბავშვთა ჭარბი წონა და სიმსუქნე აზიანებს მათ ჯანმრთელობას და მრავალი არაგადამდები დაავადების რისკფაქტორია, მათ შორის არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, კიბო და აშ. ანგარიშის მიხედვით, ეს …

როგორ დავიბრუნოთ ძილი – ნევროლოგის რჩევები

ინსომნია ძილის საერთო დარღვევაა, რომლის დროსაც შეიძლება გაძნელდეს დაძინება, ძილის შენარჩუნება ან გაგეღვიძოთ ძალიან ადრე და ძილი ვეღარ შეიბრუნოთ. ხანგრძლივად უძილობამ შეიძლება დააქვეითოს არა მხოლოდ ადამიანის განწყობა, არამედ ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა და ცხოვრების ხარისხიც. რამდენსაათიანი ძილია ზრდასრული ადამიანისთვის საკმარისი, ეს ინდივიდუალურია, თუმცა „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ მოზრდილთა უმეტესობას ღამით 7-9-საათიანი ძილი სჭირდება. …

რა იწვევს კუნთების ტკივილს – ექიმის რჩევები

კუნთების ტკივილი, იგივე მიალგია, დროდადრო ყველას აწუხებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტკივილი თავისით გაივლის მოკლე დროში, ზოგჯერ კი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპევტი მადონა შაინიძე ამბობს, რომ კუნთების ტკივილი, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება და შემაწუხებელი ხდება, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემაზე მიანიშნებდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმისთვის დროული მიმართვა. ქალბატონო მადონა, რა არის კუნთების ტკივილის ყველაზე ხშირი …

გრიპზე უფასოდ აცრა 14 ნოემბრის ჩათვლით ყველას შეეძლება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეიდან 14 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პოლიკლინიკებში სეზონური გრიპის აცრის გაკეთებას უფასოდ შეძლებს ყველა მსურველი (6 თვის ასაკიდან). კვირეულის მიღმა გრიპზე აცრა მხოლოდ რისკჯგუფებისთვის არის უფასო, დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი აცრის კომერციულად გაკეთების ფასი 60-70 ლარია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დროებით გაფართოვდა გრიპზე აცრის კონტინგენტის ჩამონათვალი და 5-15 ნოემბრის ჩათვლით ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეობის …

რა უნდა ვიცოდეთ მეძუძური დედის კვების რაციონზე – პედიატრის რჩევები

დედის რძე ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად, ამიტომ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ეს ნიშნავს, რომ მას ამ გზით იმ მიკროელემენტებს აძლევთ, რომლებიც ყველაზე ეფექტურად ეხმარება მის ზრდას. რამდენად სწორია მოსაზრება, რომ მეძუძური დედა მკაცრ დიეტაზე უნდა იყოს? – „ხოზრევანიძის კლინიკის“ პედიატრი ნარგიზ სურმანიძე ამბობს, რომ ეს არ არის სწორი. მისი თქმით, …

რატომ არ სძინავს ბავშვს? – ინტერვიუ ბავშვთა ნევროლოგთან

ბავშვებს ხშირად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ცხადია, ამ პრობლემას არანაკლებ მწვავედ განიცდიან მათი მშობლებიც. “ხოზრევანიძის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი ირმა ხვიჩია ამბობს, რომ ცუდი ძილი უარყოფითად აისახება ბავშვის იმუნურ სისტემაზე, „ეს შეიძლება გახდეს ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადების გამომწვევი მიზეზიც კი“ – ამბობს ის. ქალბატონო ირმა, რა ასაკშია განსაკუთრებით პრობლემური ძილთან დაკავშირებული სირთულეები? ძილის დარღვევა ბოლო …

როგორ ჩანს აჭარის სანაპირო ევროკავშირის PONTOS პლატფორმაზე – ცვლილება და ეროზია 

საქართველოს ზღვის სანაპიროს ეროზია და წყლის დაბინძურების მზარდი მაჩვენებელი, გაუტყეურება და მდინარეების მოდიფიკაცია წლების მიხედვით – ამ და სხვა მონაცემების ნახვა ნებისმიერ ადამიანს ევროკავშირის პროექტის PONTOS [გარემოს მონიტორინგი შავი ზღვის აუზში პროგრამა კოპერნიკუსის] ფარგლებში შექმნილ ონლაინბაზაში შეუძლია. PONTOS პლატფორმაში ინტეგრირებულია კოსმოსური სატელიტებით, დისტანციური ზონდირებითა და საველე კვლევებით მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცოცხალ რეჟიმში …

თურქეთი მიწისძვრის დროს გადარჩენის წვრთნებს შაბათს მთელ ქვეყანაში ჩაატარებს

თურქეთი პირველად ჩაატარებს მიწისძვრის საწინააღმდეგო სწავლებას ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 81 პროვინციაში. თურქული მედიის ცნობით, სწავლება შაბათს, 12 ნოემბერს, 18:57 საათზე გაიმართება. სწორედ ამ დღეს, 1999 წელს, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განცხადებები გაკეთდება ტელევიზიისა და რადიოსადგურების საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, კატასტროფის ავტომატიზებული გაფრთხილების საშუალებით. თურქეთის შს მინისტრმა სოილუმ აღნიშნა, რომ ეს იქნება …

ბათუმში ახალ ველობილიკებს მოაწყობენ – რა წერია საკრებულოს მიერ დატმკიცებულ გენგეგმაში

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 10-ზე მეტი წელია არსებობს ველობილიკები, იმართება ველომსვლელობები და ველომარათონები, ველოსიპედით გადაადგილება პრაქტიკული დანიშნულებით ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის აქტუალური. მიმდინარე ურბანიზაციისა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, ქალაქში გაძლიერდა ზეწოლა ურბანული ტრანსპორტის სისტემებზე, ველოსიპედით მოძრაობა სამანქანო გზაზე არ არის უსაფრთხო, ველობილიკებისა და ტროტუარების დიდი ნაწილი კი ავტომობილების საპარკინგე სივრცედ არის გამოყენებული. …

რა არის ვარიკოცელე – მამაკაცთა უშვილობის მიზეზი

სათესლე პარკის ვენების ვარიკოზული გაფართოება, იგივე ვარიკოცელე ჩვეულებრივ მოზარდობის ასაკში ყალიბდება და დროთა განმავლობაში ვითარდება. მას შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული დისკომფორტი ან ტკივილის შეგრძნება, მაგრამ ხშირად იგი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვარიკოცელემ შეიძლება ხელი შეუშალოს სათესლე ჯირკვლის ნორმალურ განვითარებას, ხელი შეუწყოს სპერმის დაბალ წარმოებას ან სხვა პრობლემებს, რაც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგის, გელა ლომაძის განმარტებით, მამაკაცთა უნაყოფობის …

შშმ დედები და ორსულები აჭარაში 2000 ლარს მიიღებენ ერთჯერადად – კრიტერიუმები

მომავალი წლიდან აჭარაში მცხოვრები შშმ სტატუსის მქონე დედებისა და ორსულების გარკვეული კატეგორია ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 2000 ლარს მიიღებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ინდირა ნაკაიძე განმარტავს, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შშმ სტატუსის მქონე დედები და შშმ სტატუსის მქონე ორსული ქალები 22 კვირისა და მეტი …

როგორ ხდება წონის კლება კუჭის ბოტოქსის საშუალებით | ექიმის რჩევები

ბოტოქსის ინექცია, როგორც წესი, სახის ნაოჭების შემცირებასთან ასოცირდება, თუმცა ბოტოქსის ინექცია ასევე წლებია აქტიურად გამოიყენება მედიცინაში ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი და შაკიკი. ბოლო წლებში ბოტოქსის ინექციები მედიცინაში წონის დასაკლებადაც გამოიყენება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე განმარტავს, რომ ბოტოქსის ინექციები ადუნებს კუჭის კუნთს და აჭიანურებს კუჭიდან ნაწლავებში მიღებული საკვების …

Exit mobile version