მთავარი,სიახლეები

უშვილობის პროგრამაში ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 200-დან 300 ათასამდე გაიზრდება

14.09.2022
უშვილობის პროგრამაში ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 200-დან 300 ათასამდე გაიზრდება

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების ნაწილში ცვლილება იგეგმება.

კერძოდ, თუ წელს ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო წყვილები, მომავალი წლიდან  პროგრამაში მონაწილეობისთვის სარეიტინგო ქულის ბარიერი 300 000-მდე აიწევს. მინისტრის განმარტებით, დანარჩენი კრიტერიუმები უცვლელი რჩება.

შესაბამისად, ცვლილებების შედეგად, ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პროპორციების დაცვით:

  • 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისთვის და 300 000-მდე [ნაცვლად 200 000-მდე] სარეიტინგო ქულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 100%ით, არაუმეტეს 10 000 ლარისა;
  • 100 000-დან 300 000-მდე [ნაცვლად 200 000-მდე] სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 80%-ით, არაუმეტეს 8 000 ლარისა.

მინისტრ ნინო ნიჟარაძის შეფასებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებიდან ეს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა, მასში დღეის მდგომარეობით 56 წყვილია ჩართული, რომელთაც ვაუჩერი უკვე ხელთ აქვთ.

უკვე დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ რეპროდუქციული ცენტრები პროგრამაში მონაწილეობისთვის.

„ამიტომ სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ მოსარგებლეთა [სარეიტინგო ქულების] რაოდენობა, თუ კი წელს გვქონდა 200 000-მდე, გაიზარდოს 300 000-მდე, დანარჩენი დარჩეს უცვლელად. რა თქმა უნდა, არსებული შედეგების მიხედვით, ვიფიქრებთ პროგრამის შემდგომ გაფართოებაზე“, – თქვა ნინო ნიჟარაძემ.

___

ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით წაიკითხეთ აქ:

ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით – კრიტერიუმები დაზუსტდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: