პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ფეხითა და ველოსიპედით სიარულს – ჯანმო

ჯანმოს პროგნოზით, 2020-დან 2030 წლამდე პერიოდში მსოფლიოში თითქმის 500 მილიონ ადამიანს ემუქრება გულის დაავადება, სიმსუქნე, დიაბეტი ან სხვა არაგადამდები დაავადება, რომელიც ფიზიკურ უმოქმედობასთან არის დაკავშირებული. ჯანმოს ცნობით, ამ დაავადებების მკურნალობა ჯამში 300 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება, ყოველწლიურად კი – 27 მილიარდი აშშ დოლარი, თუ მთავრობები არ მიიღებენ სასწრაფო ზომებს ფიზიკური აქტივობის წასახალისებლად. საქართველოში სიკვდილიანობის 90% …

ბახმუტიდან გამოიყვანეს 8 წლის ბიჭი, რომლის დედ-მამა ჭურვს ემსხვერპლა

უკრაინის პოლიცია ინფორმაციას ავრცელებს 8 წლის ბავშვზე, რომელსაც დედ-მამა დაეღუპა, ბავშვის გამოყვანა კი სპეცოპერაციით შეძლეს. 8 წლის ბოჰდანი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მარტო დარჩა იმ უბანში, რომელთანაც მისასვლელი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ბავშვის მამა და დედა ქუჩაში საარტილერიო დარტყმის დროს დაიღუპნენ, ქალი 7 თვის ორსული იყო. აფეთქების დროს, რომლის დროსაც ბიჭის მშობლები დაიღუპნენ, 8 წლის ბიჭი …

43,9 ტონა გაფუჭებული კარტოფილი საქართველოდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში – „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ყირგიზეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 43 900 კილოგრამი კარტოფილის  შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

სახალხო დამცველი მედიაში შშმ პირებზე ხუმრობას და დისკრიმინაციას გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი მედიაში დისკრიმინაციის წამახალისებელ ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ჟურნალისტების მხრიდან ბოდიშის მოხდა დანაშაულის აღიარებას არ მოიცავდა. სახალხო დამცველის განცხადებაში საუბარია სამ შემთხვევაზე. პირველ შემთხვევაში აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „დიდი შესვენება“ ერთ-ერთმა წამყვანმა იხუმრა ყრუ ადამიანების შესახებ, რასაც წამყვანების მხრიდან სიცილი მოჰყვა. 2022 წლის 18 ოქტომბერს კი, ტელეარხ „ფორმულას“ გადაცემაში …

რატომ გვეხვევა თავბრუ | ექიმის რჩევები

თავბრუსხვევა ცრუ შეგრძნებაა, რომლის დროსაც გვეჩვენება, რომ ირგვლივ გარემო ტრიალებს ან მოძრაობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები მიმართავენ ექიმს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ნევროლოგი ნათია ბაბუხადია „ბათუმელებთან“ საუბრობს რა შემთხვევებში შეიძლება ეს სიმპტომი სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს. ქალბატონო ნონა, რა არის თავბრუსხვევა? თავბრუსხვევა სიმპტომთა კომპლექსი უფროა, ვიდრე დიაგნოზი. ეს …

ექიმს ანევრიზმის მქონე პაციენტის პირდაპირმა ნათესავებმაც უნდა მიმართონ – ქირურგის რჩევები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოშიც, სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად მოიაზრება. ამ დაავადებების შიდა სტრუქტურაში სიკვდილიანობის შესაფასებლად 10 ძირითად მიზეზს ასახელებენ, ერთ-ერთი მათგანი კი აორტის ანევრიზმაა. ექიმები მას „ჩუმ სიკვდილსაც“ ეძახიან, დაავადების ვერაგი ხასიათის გამო – იგი შეიძლება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს და გამოჩნდეს მხოლოდ მაშინ, როცა უკვე გართულებული ფორმაა, ანუ როცა ანევრიზმა სკდება. ეს, ზოგ შემთხვევაში, …

ცემით მოკლეს ირანელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც არ იმღერა ხამენეის მადიდებელი ჰიმნი

ირანის უსაფრთხოების სამსახურმა, კიდევ ერთი სკოლის მოსწავლე მოკლა ქალაქ არდებილში. გოგონას საკლასო ოთახში სცემეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა რეჟიმის მადიდებელი ჰიმნის სიმღერაზე. მისი სკოლა გასულ კვირას შეამოწმეს, მას შემდეგ მთელი ირანის მასშტაბით, ახალი საპროტესტო ტალღა წამოვიდა. ირანელ მასწავლებელთა სავაჭრო ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, 16 წლის ასრა პანაჰი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა …

რა უნდა ვიცოდეთ სამწვერა ნერვის ანთებაზე – ექიმის რჩევები

სახის არეში მწვავე ტკივილის ყველაზე ხშირ მიზეზად სამწვერა ნერვის ნევრალგია მიიჩნევა. ამ დიაგნოზს ყოველწლიურად 150 000 ადამიანს უსვამენ მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, სამწვერა ნერვის ნევრალგიით გამოწვეული ტკივილი განსაკუთრებით მწვავეა. კლინიკა „მედცენტრის“ ნევროლოგი შორენა ვაშაძე ამბობს, რომ დაავადება დროული მკურნალობის გარეშე ქრონიკულ ფაზაში გადადის, რაც ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, …

კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება

სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. „DRG პრინციპი გულისხმობს, რომ პაციენტს უნაზღაურდება დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე არის …

რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ფსიქოლოგის რჩევები

თინეიჯერების ბრაზი ზოგჯერ მშობლების ან თანატოლების მიმართ ძალადობრივ ქცევად გარდაიქმნება. რა ხდება ყველაზე ხშირად მოზარდების ბრაზის მიზეზი და რის გაკეთება შეუძლია მშობელს ამ დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა. ქალბატონო ირმა, რატომ არის ბრაზი და აგრესია ხშირი მოზარდობისას? დავიწყოთ იქიდან, რომ მოზარდობის ხანა ყველაზე რთული პერიოდია, რომელსაც ადამიანი გადის თავისი ცხოვრების …

როგორია ნარკოტიკით ზედოზირების ნიშნები და დახმარება ნარკოკომის დროს | ინტერვიუ

მსოფლიოში ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ნარკოტიკების ზედოზირებით. ნარკოტიკები საეჭვო შემადგენლობით, ანუ დაბინძურებული ნარკოტიკები და მათგან გამოწვეული ზედოზირება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საქართველოშიც გახშირდა. ბათუმის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინეზა სულამანიძე ამბობს, რომ ისეთი საშიში პრაქტიკა, როგორიცაა ნარკოტიკთან კომბინაციაში ალკოჰოლის ან/და დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება, ხშირად ხდება ადამიანების ნარკოკომაში ჩავარდნის მიზეზი. სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ცნობით, …

ბათუმში ავტობუსის უბილეთო მგზავრი პოლიციაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე ავტობუსის მოსაცდელთან, პოლიციამ ახალგაზრდა კაცი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. დაკავებას წინ უძღოდა ავტობუსში მომხდარი დაპირისპირება კონტროლიორსა და მგზავრს შორის. შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი უბილეთოდ მგზავრობის გამო დაიწყო, რა დროსაც ახალგაზრდა კაცმა კონტროლიორს არ მისცა [პირადობა] იდენტიფიცირების საშუალება, რაც ჯარიმის გამოწერისთვის არის საჭირო. …

რა იწვევს ტიკებს და როგორია მკურნალობის მეთოდები – ექიმის რჩევები

ნერვული ტიკი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის კუნთების გარკვეული ნაწილი მოძრაობს განმეორებით, სწრაფად, მოულოდნელად და უკონტროლოდ. ტიკები და ამ სპექტრის სხვა დარღვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ნევროლოგი შორენა კუნჭულია განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ტიკები უვნებელია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩარევის გარეშეც გაივლის, მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ დიფერენცირებას სხვა დაავადებებისგან. ქალბატონო შორენა, რა სახის ტიკები …

რა შეიძლება იყოს ხელის კანკალის მიზეზი – ექიმის რჩევები

ხელის კანკალი, იგივე ტრემორი ძირითადად ხანდაზმულთა პრობლემად მოიაზრება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხელების კანკალი, სხვადასხვა ინტენსივობითა და სიხშირით, ახალგაზრდა ასაკშიც აწუხებთ. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ ხშირად ხელების კანკალი ესენციურია, არ არის დაკავშირებული გარკვეულ მიზეზთან და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ ტრემორი გახანგრძლივდა, ეს ადამიანის შრომისუნარიანობაზეც აისახება. ქალბატონო ინგა, რა სახის …

რატომ ჩნდება საშვილოსნოს პოლიპები და როგორ მკურნალობენ – ექიმის რჩევები

ქალის სასქესო ორგანოებში შეიძლება განვითარდეს როგორც ერთი, ისე მრავლობითი პოლიპი. მათი დიაგნოსტირება ყველა ასაკშია შესაძლებელი, თუმცა ყველაზე ხშირად პოლიპები 40-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგის, ქეთი ფარტენაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიპები კეთილთვისებიანად მიიჩნევა, ავთვისებიანად ტრანსფორმაციის მცირე რისკი მაინც არსებობს, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება. ქალბატონო ქეთი, რა არის …

რა იცვლება პაციენტებისთვის კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემით და როდის

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედების ვადა გადაავადა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ახალი DRG სისტემით ყველა კლინიკას განესაზღვრება ისეთი სატარიფო სისტემა და საბაზისო ტარიფი, რომ პაციენტს არ მოუწიოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისზე კლინიკისთვის დამატებით თანხის გადახდა. „პაციენტს დღეს თუ უწევს [თანხის] დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე, ჩვენი ამ შეთანხმების მიხედვით, …

აზერბაიჯანმა ყარაბაღში მასობრივი სამარხი აღმოაჩინა

აზერბაიჯანის პატიმრების საქმეთა სახელმწიფო კომისია აცხადებს, რომ აღმოაჩინა, როგორც თავად ამბობს, მისი ჯარისკაცების მასობრივი სამარხი. ისინი, სავარაუდოდ, სომეხმა სეპარატისტულმა ძალებმა 1991-1994 წლებში, სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მომხდარი ომის დროს დახვრიტეს. ამ სოფელში აზერბაიჯანელების კიდევ ერთი მასობრივი სამარხი მიმდინარე წლის თებერვალშიც აღმოაჩინეს. მთიანი რეგიონის გამო ბაქოსა და ერევანს შორის ორი მასშტაბური ომი გაიმართა – 2020 …

დღეს ბათუმში ტროტუარზე პარკირებისთვის 1 მძღოლი დააჯარიმეს – 20 ფოტო

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დღის სტატისტიკური მონაცემებით, 5 ოქტომბერს, 19:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე, კერძოდ ტროტუარზე დგომისთვის მხოლოდ ერთი მძღოლი დააჯარიმეს. ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები დგას სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე.

როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. რეკომენდებულია, რომ ქალებმა და გოგოებმა სარძევე ჯირკვლის თვითშემოწმება თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარონ. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, „დიაგნოსტირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს 40 პროცენტი აღმოჩენილია ქალების მიერ, რომლებმაც ხელით იგრძნეს კვანძი, ამიტომ მკერდის რეგულარული თვითშემოწმების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია“. “მედცენტრის” ონკოლოგ-მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური …

რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტური აბორტის შესახებ – ექიმის რჩევები

მედიკამენტური აბორტი ორსულობის შეწყვეტის ნაკლებად ინვაზიური მეთოდია, როცა კონკრეტული მედიკამენტების მიღების საშუალებით ორსულობის შეწყვეტას არ სჭირდება ოპერაცია ან ანესთეზია. თუ ადრე მედიკამენტური აბორტი მხოლოდ ამბულატორიაში ტარდებოდა, ახლა მედიკამენტის მიღება ბინაზეც არის შესაძლებელი, მაგრამ აუცილებლად შესაბამისი გამოკვლევებისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. „ეს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობის დროს მედიკამენტური აბორტის ჩატარება საფრთხისშემცველია“ – ამბობს ბათუმის სამედიცინო …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინს მოაწყობენ [ფოტო]

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ორხაზიანი ზიპლაინის ატრაქციონს ამონტაჟებენ. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე ზიპლაინი ტესტურ რეჟიმშია და მისი გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ზიპლაინით სარგებლობა ფასიანი იქნება. ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2022 წლის 11 აპრილს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სასყიდლიანი იჯარის უფლებით [სარგებლობაში გაცემა] გამოაცხადა აუქციონი 70 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 2 (ორი)-ხაზიანი ზიპლაინის …

ამობეჭდილი ათასობით ფურცელი ოფისებიდან ნაგავსაყარზე – ვინ არ უფრთხილდება რესურსს

ერთი ტონა გადაუმუშავებელი საოფისე ქაღალდის წარმოებისთვის 24 ხის მოჭრაა საჭირო. გარდა ამისა, ფურცლის წარმოება ძალიან დიდი რაოდენობით წყლისა და ელექტროენერგიის რესურსს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, დღემდე მსოფლიოში 300-400 მილიონ მეტრულ ტონა ფურცელს აწარმოებენ ყოველწლიურად, აქედან დაახლოებით 85 ტონა საბეჭდი/საწერი ქაღალდია. „2015-2019 წლებში ჩვენ გავაკეთეთ მორფოლოგიური კვლევა ბათუმში ნაგავსაყრელზე – მთლიან ნარჩენის 8-9 პროცენტი, ანუ 5300-5500 ტონაა ქაღალდი …

„ნახეთ მისი მშვენიერი ღიმილი, მას ორჯერ ესროლეს“ – ირანში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

ირანელი აქტივისტების ცნობით, პროტესტის 11 დღის განმავლობაში ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 76 მომიტინგე მოკლეს, ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ირანის ადამიანის უფლებები” (IHR) ავრცელებს. მასიური საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში გამოიწვია 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა, რომელიც იქამდე მორალის პოლიციამ სავალდებულო თავსაფრის არასათანადოდ ტარებისთვის დააპატიმრა და სცემა. IHR-ი ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებს არაპროპორციული …

სოლოვიოვი ითხოვს დახვრიტონ კომისრები, რომლებიც ომში გაწვევისას შეცდომებს უშვებენ

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის 26 სექტემბრის თოქ-შოუში რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების, Russia Today-ს და Sputnik-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსეთში, მობილიზაციის ფარგლებში, ცალკეული სამხედრო კომისრების შეცდომების გამო ომში ასაკოვან და ისეთ ადამიანებსაც იწვევენ, ვისაც მობილიზაცია არ ეხება. შოუს წამყვანმა, სოლოვიოვმა, ეთერში განაცხადა, რომ ასეთი სამხედრო კომისრები საჯაროდ უნდა დახვრიტონ. მარგარიტა სიმონიანმა თქვა, რომ …

რატომ არ მოსწონს მოზარდს, როცა მის ცხოვრებაში ზედმეტად ვერევით – რჩევები მშობლებს

მოზარდობის, ე.წ. თინეიჯერობის წლები ზრდასრულობისკენ გარდამავალი ეტაპია. ამ დროს მოზარდებს მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა ამ პერიოდში უფროსები ხშირად უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომლებიც კიდევ უფრო ართულებენ მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას. ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ შვილის მოზარდობის ასაკი მშობლებისთვისაც კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს. მოზარდობის ასაკში ბავშვები დიდი გამოწვევების წინაშე დგებიან, მაგრამ …

28-30 სექტემბერს ცხოველების ცოფზე აცრა უფასოა – გაიგეთ სად

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაური და მიკედლებული ცხოველებისთვის (ძაღლი და კატა) უფასო ვაქცინაციის აქციას მართავს. ცხოველების აცრა 28-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, 11-დან 15 საათამდე, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან იქნება შესაძლებელი. აჭარაში უფასო ვაქცინაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ბათუმი – გოგებაშვილის 46ა – რეგიონული სამმართველოს …

სად შეიძლება აჭარაში სეზონური გრიპზე უფასოდ აცრა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რამდენიმე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას გადაეცემა, მისი პრევენციის ძირითადი საშუალება კი სეზონური ვაქცინაციაა. უწყების ცნობით, საქართველომ უკვე შეიძინა 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა. ეს ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ …

უკრაინაში მომზადების გარეშე გვგზავნიან – რუსი მობილიზებული

რუსეთში მობილიზებული რუსები ყოველგვარი მომზადების გარეშე, დაუყოვნებლივ გადაჰყავთ ფრონტზე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „პირველი დეპარტამენტი“ ავრცელებს. უფლებადამცველების თქმით, მობილიზებულები „არ მონაწილეობენ წვრთნებში, არ გადიან სამედიცინო კომისიას და რაიმე სახის მომზადებას“. ორგანიზაციის მიერ მოპოვებულ ვიდეოში, რომელიც უფლებადამცველებმა ორგანიზაციის ტელეგრამ არხით გაავრცელეს, მობილიზებული რუსი ახალგაზრდა კაცი საუბრობს ხერსონში მის მოსალოდნელ ტრანსფერზე – კაცი ამბობს, რომ …

„როგორ მოვიტეხოთ ხელი უმტკივნეულოდ“ – რას ეძებენ რუსები გუგლში მობილიზაციის შემდეგ

მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის ტერიტორიიდან გუგლის საძიებო სისტემაში პოპულარული გახდა ისეთი ფრაზების ძიება, როგორიცაა „როგორ წავიდე რუსეთიდან“, „როგორ ავირიდო თავიდან გაწვევა“. თუ უფრო დეტალურად ჩავეძიებით გუგლის ძიებებს, აღმოვაჩენთ, რომ 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადების დღეს, რუსეთიდან გუგლში ხელის მოტეხის გზებიც იძებნებოდა, რისი მიზანიც ნაწილობრივი მობილიზაციისგან თავის არიდება იყო: ამავე …

„წადით ჟაპოროჟიესკენ ან საქართველოში“ – ფედეროვი ოკუპირებული რეგიონში მცხოვრებ კაცებს

მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი თავის ტელეგრამ არხზე 35 წლამდე კაცებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ოკუპირებული რეგიონები და წასვლა სცადონ ან ზაპოროჟიეში ან ყირიმის გავლით საქართველოში წავიდნენ, რადგან რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალის გამოყენებით აგროვებენ უკრაინელებს საომრად. ფედოროვის ცნობით, რუსი სამხედროები დღეიდან, უკვე აღარ უშვებენ 18-დან 35 წლამდე კაცებს ზაპოროჟიესკენ ვასილიევკას საგუშაგოს გავლით. მელიტოპოლის მერის თქმით, რუსები …

რატომ ჩნდება კენჭოვანი დაავადება და როგორია მისი მკურნალობა – ექიმის რჩევები

თირკმლების და შარდსაწვეთების კენჭები საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა, NCDC-ს მონაცემებით, საქართველოში გასულ წელს ეს პრობლემა 23 305 ადამიანს აწუხებდა, აქედან 8000-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. კენჭების ორგანიზმში წარმოქმნის მთავარი განმაპირობებელი არაჯანსაღი კვება და ისეთი მავნე ჩვევებია, როგორიცაა წყლის არასათანადო რაოდენობით მიღება, ძალიან მლაშე ან ტკბილი საკვების ხშირი მოხმარებით და სხვა. უროლოგი, მედიცინის დოქტორი მზია დიდმანიძე განმარტავს, …

დღეს ბათუმში ტროტუარზე პარკირებისთვის 62 მძღოლი დაჯარიმდა

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 328 მძღოლი დააჯარიმეს, აქედან: ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმდა – 61, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის – 3, ველობილიკზე სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობისთვის 2, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 246, ნიშანში დგომისთვის – 2, დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო კი – 14. პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს.

„კლინიკებს ფულის გაყოფა არ სურთ“ – რატომ ვეღარ უვლიან პაციენტებს ექთნები

საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია, ამის შესახებ ჯანმოს უახლეს ანგარიშში წერია, „სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის“, – წერს ჯანმო. სოლიდარობის ქსელის მედმუშაკების პროფკავშირის თავმჯდომარე, ექთანი ნონა ზანდარაშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ექთნების ახალი კადრები აღარ მზადდება, ძველები კი ევროპის ქვეყნებში ემიგრაციაში ზრუნვის სფეროში გაედინებიან, ექთნების დაუფასებელი …

მობილური ტელეფონების უკანონოდ შემოტანის მცდელობა ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების ი.დ.-სა და ა.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს, ჯამში, 21 918,71 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, …

რა არის და როგორ ამოვიცნოთ სენსორული შიმშილი ბავშვებში

სენსორული შიმშილი, რომელიც ბავშვებში უცნაური ქცევებით გამოიხატება, შეიძლება გამოვლინდეს როგორც განვითარების დარღვევების, ან სპეციფიკური ნეირობიოლოგიური მდგომარეობისას, ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებშიც. ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი ამბობს, რომ სენსორული შიმშილი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს და მნიშვნელოვან წინაღობად იქცეს ბავშვის განვითარებისთვის: „მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც სენსორული შიმშილის ფონზე სჭირდებათ ბევრი გადაადგილება და …

ინსულტი საქართველოში სიკვდილის წამყვანი მიზეზია – ჯანმო

საქართველოს დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) უახლეს ანგარიშში წერია. „ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები და ინსულტი განაპირობებენ სიკვდილიანობის და ავადობის მაღალ მაჩვენებელს. საერთო ჯამში, არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების ტვირთი იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას“, – წერს ჯანმო. ანგარიშის …

Exit mobile version