ლიეტუვა იგრძნობს რუსეთის პასუხს კალინინგრადის სატრანსპორტო ბლოკადაზე – პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ლიეტუვის გადაწყვეტილებას კალინინგრადის რეგიონში საქონლის ტრანზიტის შეზღუდვის შესახებ მტრული უწოდა. მან თქვა, რომ რუსეთი მალე უპასუხებს კალინინგრადის სატრანსპორტო ბლოკადას და პასუხი იქნება სერიოზული და ლიეტუვის მოსახლეობისთვის საგრძნობი. „მოსკოვის პასუხი ლიეტუვის მიერ კალინინგრადის რეგიონის სატრანსპორტო ბლოკადაზე პირდაპირ გავლენას მოახდენს ბალტიის რესპუბლიკის მცხოვრებლებზე” – განაცხადა პატრუშევმა დღეს, 21 ივნისს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის …

თურქმა მკვლევრებმა შავ ზღვაში 15 სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაწილაკი იპოვეს

ცნობილი ხამსას გარდა, შავ ზღვაში 5680 სახეობა ბინადრობს, აქედან 200 თევზის და 4 ძუძუმწოვრების ნაირსახეობაა, მაგრამ ისევე როგორც ყველგან, დაბინძურების გამო მათ საფრთხე ემუქრებათ. ტრაპიზონის, თურქეთის შავი ზღვის პროვინციის, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ ართვინის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთით გადაჭიმულ ტერიტორიაზე შავი ზღვის წყალი 15 სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაწილაკითაა დაბინძურებული. ეკონომიკური …

ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება – კანონპროექტი

ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება – ამის შესახებ ახალ კანონპროექტში წერია, რომელიც უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო. ბომბებისგან დამცავი თავშესაფრები აფეთქების ტალღების, ქიმიური, რადიოაქტიური და ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების დაზიანებისგან მოსახლეობის დასაცავად აშენდება. ურბანული დაგეგმარების დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამოქალაქო დაცვის დაგეგმილი საინჟინრო და ტექნიკური ღონისძიებების შესახებ. პაველ ფროლოვი, უმაღლესი რადას რეგლამენტის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი, თავის …

რა მიანიშნებს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობაზე – ექიმის რჩევები

კალციუმის ჯანსაღი დონე ორგანიზმში აუცილებელია ძლიერი ძვლების საშენებლად და შემდეგ მათ შესანარჩუნებლად. კალციუმი ასევე აუცილებელია გულის, კუნთებისა და ნერვული გამტარებლობის სწორად ფუნქციონირებისთვის. დეფიციტის დროს ორგანიზმი კალციუმს ძვლებისგან სესხულობს, ეს კი საბოლოოდ ძვლებს ფიტავს და სხვა სირთულეებს იწვევს. „ბუნებამ ისე მოაწყო ორგანიზმი, რომ ყოველთვის, როცა კალციუმის დეფიციტია, მას ძვლისგან იღებს, რათა გამოიყენოს ის მისთვის აუცილებელ საერთო …

მელიტოპოლში რუსი ჯარისკაცები ბლით მოწამლეს – ქალაქის მერი

უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუს სამხედროებს შორის მასობრივი მოწამვლის შემთხვევები ფიქსირდება. მელიტოპოლის მერი,  ივან ფედოროვი ამბობს, რომ ამ გზით ადგილობრივი ფერმერები აპროტესტებენ ოკუპაციურ რეჟიმს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა, იუწყება უკრაინული „24 კანალი“. მელიტოპოლის მერი ამბობს, რომ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის 99% ეწინააღმდეგება ოკუპაციას. ფედოროვმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა ოკუპაციის მიმართ …

ჯანმო მაიმუნის ყვავილის გამო საგანგებო სხდომას იწვევს – ვირუსი 40 ქვეყანაში დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 23 ივნისს აპირებს მოიწვიოს საგანგებო კომიტეტის სხდომა, რათა შეაფასოს არის თუ არა მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მსოფლიო მასშტაბით მატება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დარგში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი. გლობალური განგაშის უმაღლესი დონე მსოფლიოში ამჟამად ეხება მხოლოდ COVID-19 პანდემიასა და პოლიომიელიტს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15 ივნისს,  მაიმუნის ყვავილის …

ბათუმში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართა – რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შშმ სტატუსის მქონე პირებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურ სტენდებთან შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ აჭარაში მოქმედ 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს. ვაკანსიები წარმოდგენილი იყო სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროებიდან. „ინტერესის მიხედვით, შესაძლებელია მოვიდნენ და გაიგონ ვაკანსიის დეტალები, გაცვალონ კონტაქტები …

სად და რამდენი ხნით გაითიშება ხვალ შუქი აჭარაში

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 14 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმის რამდენიმე ქუჩას, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელს: ბათუმში 11:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშება აბონენტებს ნინოშვილის, ჟღენტის, დუმბაძის, კ.გამსახურდიას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე ზღისპირა პარკსა და ურეხში. 13:00-დან 18:00 საათამდე – წერეთლის, ჭავჭავაძის, კალიევის, ჯორჯიაშვილის, ბერიძის, პუშკინის და მიმდებარე …

როგორ მოვუაროთ ამოღებული კბილის ჭრილობას და რა მიგვანიშნებს გართულებაზე

როგორ უნდა მოვუაროთ ჭრილობას კბილის ამოღების შემდეგ? სიფრთხილის რა ზომების დაცვაა საჭირო? – კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე განმარტავს, რომ რეაბილიტაციის პროცესში, ჭრილობის დაინფიცირებისგან დასაცავად, აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების სწორად შესრულება. მას ვესაუბრეთ თემაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ. ბატონო თენგიზ, რა დროა საჭირო კბილის ამოღების შემდეგ ჭრილობის შესახორცებლად? ღრძილის პირველადი დახურვა, როცა ვიზუალურად …

რომ არ მოსულიყო ივანიშვილი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს – ღარიბაშვილი

„2012 წლამდე, აი, ამ EPP-ს [ევროპის სახალხო პარტია] მინდა შევახსენო, რომ მათი ამ შვილობილი თუ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს, არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის ქვეყანაში არ არსებობდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს მეგობრებო ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ იქნებოდა ომში ჩართული, აქ …

კაფეების მიერ ტროტუარების ოკუპაცია დაიწყო, რას აკეთებს მუნიციპალური ინსპექცია | ფოტო

ბათუმში ტურისტული სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად აქტიურდება კაფე-ბარების მიერ ოკუპირებული ტროტუარების პრობლემა. „ბათუმელებმა” რამდენიმე ადგილი გადაიღო, სადაც კვების ობიექტებს მაგიდებით, მცენარეებითა და დაფა-მენიუებით სრულად აქვთ ათვისებული ტროტუარი, ფეხით მოსიარულეებსა და ეტლით მოსარგებლეებისთვის კი გზის ამ მონაკვეთში მხოლოდ ველობილიკი დატოვეს. რამდენი ასეთი ობიექტი დაჯარიმდა წელს ტროტუარის მაგიდებითა და სხვა ინვენტარით ჩახერგვისთვის, ეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დათვლილი …

კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები პრეპარატებს უფასოდ მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სპინალურ – კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირადღირებულ პრეპარატს უფასოდ მიღებს. „ბენეფიციარების უმეტესობისთვის დაავადების მედიკამენტური მკურნალობა, მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. სპინალურ – კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს. მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და …

საქართველოში ექვს წელში C ჰეპატიტი 96 000 ადამიანს დაუდასტურდა, იმკურნალა – 78 000-მა

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ამოქმედებიდან [2015 წელი] დღემდე C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 2.3 მილიონზე მეტ ადამიანს. მათგან 96 000-ზე მეტს ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა. თუმცა მონაცემების მიხედვით მკურნალობა ჩაიტარა 78 000-მა ადამიანმა. პროგრამის ანგარიშის მიხედვით განკურნების მაჩვენებელმა 98.8% შეადგინა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა და დღემდე ამერიკის …

რა იწვევს კიდურების შეშუპებას და როგორ ავიცილოთ ლიმფედემა

ლიმფედემა ნიშნავს ცილებით მდიდარი სითხის დაგროვებით გამოწვეულ შეშუპებას, რომელიც ჩვეულებრივ გაედინება სხეულის ლიმფური სისტემის მეშვეობით. ლიმფედემა ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებს აზიანებს. დაავადების მძიმე შემთხვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაზიანებული კიდურის გადაადგილების უნარზე, გაზარდოს კანის ინფექციებისა და სეფსისის რისკი და გამოიწვიოს კანის ქსოვილის ცვლილებები და რღვევაც კი.  ბათუმის სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგის, თემურ რუაძის თქმით, ვინაიდან ლიმფედემა …

როგორ დაეხმარა 15 წლის ბიჭი უკრაინელ სამხედროებს მტრის კოლონის განადგურებაში

უკრაინული მედია 15 წლის ბიჭის შესახებ წერს, რომელიც უკრაინის სამხედრო ძალებს ოკუპანტების კოლონის განადგურებაში თავისი დრონით დაეხმარა. „ანდრეი პოკრასა თითქოს სრულიად ჩვეულებრივი მოზარდია. 15 წლის ბიჭს უყვარს სკეიტბორდით სეირნობა. ასევე ის მართავს დრონს. სწორედ ეს გაჯეტი დაეხმარა ჩვენს სამხედროებს მტრის ტექნიკის კოლონის განადგურებაში” – წერს 24tv.ua. უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ტექნიკის კოლონა სოფელ ბერეზოვკას მახლობლად შეამჩნიეს, …

როდის განახლდება წყლის მიწოდება ბათუმში, თამარის დასახლებაში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 7 ივნისს, 16:30-დან წყლის მიწოდება შეუწყდათ თამარ მეფის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ცნობით, დასახლებაში წყლის მიწოდება 22:00 საათზე განახლდება. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.  

ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი

ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ გარემოში არსებულ არასასურველ მოვლენებზე, თუმცა დისტრესის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არც თუ ისე აშკარა იყოს. საქმე ის არის, რომ პრობლემების სახელდება და დახმარების მისაღებად მათზე საუბარი ბავშვებისთვის კი არა, ხშირად უფროსებისთვისაც დიდი პრობლემაა. ამას ისიც ართულებს, რომ კულტურა დიდ გავლენას ახდენს ემოციების გამოხატვის გზებზე. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში არ არის მიზანშეწონილი ისეთი ძლიერი …

დიაბეტის მქონე ბავშვები დაავადების მართვის სერვისებს აჭარაშიც მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მქონე ბავშვები დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას უკვე ბათუმშიც შეძლებენ. სამინისტროს ცნობით, დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა ბათუმში შესაძლებელია ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში (აეროპორტის გზატკეცილი 64). ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას: • საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა: • გლუკომეტრი; • სისხლში გლუკოზის …

„ოცნების ქალაქის მცხოვრებლების განსახლების პროცესი კვლავ ბუნდოვანია“ – განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას „ოცნების ქალაქის“ – მცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირება განსახლების პროცესის შესახებ და პროცესის ისე წარმართვა, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მოსახლის მოწყვლადობა და საჭიროებები. ცენტრის ცნობით, „მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომელთა შესახებაც მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს, არ არის ცხადი, განმარტებას მოითხოვს …

საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირად გამოყენება – ექიმის რჩევები

ტკივილს და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ხშირად მკურნალობენ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირი გამოყენება? ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად იყენებს თავის, მენსტრუალური ან სხვა, ქრონიკული ტკივილის დროს, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იგივე ანალგეტიკებია. ამ ჯგუფში შედის, მაგალითად: პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი, კეტონალი, ნიმესილი და სხვა. კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი, ნევროლოგი ნინო ფილია ამბობს, …

რამდენად ეფექტურია და რა რისკები ახლავს კუჭის დაპატარავების ოპერაციას

კუჭის დაპატარავების და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად. ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება. ამ თემაზე „ბათუმელები“ კლინიკა „ავერსის“ ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის სამსახურის კოორდინატორს, კახაბერ ხაჭაპურიძეს ესაუბრა. ბატონო …

ბათუმში დღეს ტროტუარზე დგომისთვის 36 მძღოლი დააჯარიმეს – 38 ფოტო

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 355 მძღოლი დააჯარიმეს, მათ შორის: 14 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 36 იდგა ტროტუარზე, 10 დაჯარიმდა დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 275 კი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის.

რა დარღვევები აღმოაჩინეს მდინარე ბარცხანასთან არსებულ ფარმაცევტულ საწარმოში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარის დაბინძურების მიზეზის დასადგენად „ბათუმელები“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, რის შემდეგაც უწყების რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩისა და მდინარე ბარცხანის დასახლების მიმდებარედ განთავსებული საწარმოები გადაამოწმეს. ვინაიდან, ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურებას უკავშირებდა მიმდებარედ განთავსებულ ზეთის საწარმოსა და ფარმაცევტული საწარმოს საქმიანობას, დეპარტამენტმა ეს ორი საწარმო შეამოწმა. …

უკრაინაში ჩინოვნიკი სასწრაფო დახმარების მანქანებით მაქინაციის გამო დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ჩინოვნიკმა ხელი შეუწყო იმ სასწრაფო დახმარების მანქანების კომერციულ გამოყენებას, რომლებიც უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით იტალიიდან ჩაიტანეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, არტემ დეხტიარენკოს თქმით, მანქანები, რომლებიც იტალიიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩაიტანეს, კონკრეტული საავადმყოფოებისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა ჩერნივეცკის გამგებლის მოადგილემ სასწრაფო დახმარების 5 მანქანის მიმღებად ერთ-ერთი რეგიონული სამედიცინო დაწესებულება დაასახელა. საავადმყოფოს დირექტორმა, თავის …

პირველი ივნისიდან ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო საათები იზრდება

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო იზრდება. ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ სხვადასხვა სამარშრუტო ხაზის სამუშაო საათები სხვადასხვა დროით გახანგრძლივდება. მცირედით შემოკლდა ტრანსპორტის მოძრაობას შორის ინტერვალები. აღნიშნული ცვლილება საზაფხულო სეზონს უკავშირდება. ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი ასე გამოიყურება: მარშრუტი № დასახელება სამუშაოს დაწყების დრო მოძრაობებს შორის ინტერვალი ბოლო წრის დაწყების დრო № 1 აღმაშენებლის …

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

ლუდომანიას, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევითი ადიქციის კატეგორიას მიაკუთვნებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გემბლინგის სფერო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მართალია ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ ახასიათებს ძალიან მძიმე სოციალური შედეგები, ოჯახური კონფლიქტების, ფინანსური პრობლემების,  დეპრესიის და ზოგჯერ კრიმინალური ქცევის სახითაც კი. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თერაპიას საქართველოში რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. ერთ-ერთი …

აქვთ თუ არა მაიმუნის ყვავილის მიმართ იმუნიტეტი ჩუტყვავილას ვაქცინით აცრილ ადამიანებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა 15 ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს დაავადება არ არის ენდემური. ამ ქვეყნებს შორის არის: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრალია, კანადა და შეერთებული შტატები. ჯანმოს უახლესი ანგარიშის მიხედვით, მაიმუნის ყვავილის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების იდენტიფიცირება ენდემურ არეალთან პირდაპირი მოგზაურობის გარეშე უაღრესად უჩვეულო მოვლენაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, …

რუსების ტყვეობიდან სამხედრო ქალის შვილი უკრაინის კონტრდაზვერვამ სპეცოპერაციით გამოიხსნა 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ტყვეობიდან გაათავისუფლა სამხედროს ვაჟი, რომლის სანაცვლოდაც რუსი ჯარისკაცები სადაზვერვო ინფორმაციას ითხოვდნენ. ბავშვის გასათავისუფლებლად უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩერნიგოვის რაიონში სპეცოპერაცია მაშინ ჩაატარა, როდესაც ეს რეგიონი რუსების მიერ იყო ოკუპირებული. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, ბიჭის დედამ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო მოსამსახურეა, იგი უსაფრთხოებისთვის გაგზავნა ჩერნიგოვის რაიონის ერთ-ერთ …

ჯანმოს ევროპის ოფისი მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება

ჯანმოს ევროპის ოფისი იშვიათი ვირუსული დაავადების, მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება. გაფრთხილება ჯანმოს ევროპის ოფისმა დღეს, 19 მაისს, გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებთან ერთად, დაავადების პირველი შემთხვევა აშშ-მაც დაადასტურა. დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) მიერ 7 მაისს. ვირუსი სავარაუდოდ იმპორტირებული იყო სხვა ქვეყნიდან. 2022 წლის 14 მაისს დიდ ბრიტანეთში …

ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლები ტოვებენ აზოვსტალის ქარხანას – „როიტერსი“

მინიმუმ შვიდმა ავტობუსმა, რომლებშიც ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლები იმყოფებოდნენ, პრორუსული შეიარაღებული ძალების თანხლებით დატოვეს აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, იუწყება „როიტერსი“. სააგენტომ ეს ინფორმაცია საქართველოს დროით 18:50 საათზე გაავრცელა. “როიტერსის” ცნობით, არ იყო დაჭრილი ზოგიერთი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც ავტობუსით გადაიყვანეს. დღეს, 17 მაისის დილას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზოვსტალიდან” ამ დროისთვის 264 ადამიანი რუსეთის …

ხვალ ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში შუქი გაითიშება – ნახეთ განრიგი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო ხვალ, 18 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მცხოვრებ ზოგიერთ აბონენტს. ბათუმში დენი გაითიშება 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით შემდეგ ქუჩებზე: შერიფ ხიმშიაშვილის, ზურაბ გორგილაძის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდება ზღვისპირა პარკის ტერიტორიას. ხელვაჩაურში  10:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მონაცვლეობით გაითიშება შუქი შემდეგ სოფლებში: გვარაში, …

 „აქ სიკვდილი ხშირად აშორებს წყვილებს“ – მარიუპოლის მცველი ქალი

მარიუპოლის მცველი ვალერია, იგივე ნავა და უკრაინელი მესაზღვრე ანდრეი აზოვსტალში დაქორწინდნენ. თუმცა, ქორწინებიდან სამი დღის შემდეგ ანდრეი რუს სამხედროებთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა. ვალერია მათი სიყვარულის ამაღელვებელ ისტორიას ჰყვება ვიდეოში, რომელიც აზოვსტალშია ჩაწერილი. ისინი პირველად მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ვალერია (ნავა) სასაზღვრო რაზმში მსახურობდა. “დონეცკის სასაზღვრო რაზმში ვმსახურობდი. მაშინ მეთაურის თანაშემწე ვიყავი, პრესსამსახურის უფროსი. ჟურნალისტებთან ვმუშაობდი …

თურქული მედიკამენტების შემოტანამდე იგივე წამლები ქართულ აფთიაქებში 35 მილიონით მეტი დაჯდებოდა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა იყიდა, რაშიც 15 მილიონი ლარი გადაიხადეს. ძველი ფასებით კი, ამავე მედიკამენტებში 35 მილიონი ლარით მეტი – 50 მილიონი ლარის გადახდა უწევდათ. „მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები …

ესპანეთში მენსტრუალური შვებულების უფლება დაწესდა

გეგმის მიხედვით, რომელსაც ესპანეთის მთავრობა მომავალ კვირას დაამტკიცებს, ქალებს, რომლებსაც აწუხებთ ძლიერი მენსტრუალური ტკივილი, უფლება ექნებათ ჰქონდეთ თვეში სამ დღემდე ვადით შვებულება. „ტელეგრაფი“ წერს, რომ რეფორმის მიღების შემდეგ ესპანეთი გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს დასაქმებულებს მენსტრუალური შვებულების უფლებას. ამჟამად მენსტრუალურ შვებულებას იძლევიან მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორისაა: იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდონეზია და ზამბია …

პაციენტების სამედიცინო საქმეები ქაღალდიდან ციფრულზე გადავა

დღეს, 11 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სამინისტრო ჯანდაცვის სერვისების სრულ გაციფრულებას გეგმავს, რის შედეგადაც კლინიკებში პაციენტების სამედიცინო ისტორიები ქაღალდიდან ელექტრონულ სივრცეში გადავა. „პრიორიტეტი გვაქვს მინიჭებული ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერის სისტემის განვითარებისთვის. აღნიშნული ელექტრონული სისტემა საშუალებას მოგვცემს პაციენტის სამედიცინო ისტორიები, ქაღალდმატარებლიდან გადავიდეს ერთიან, დაცულ ელექტრონულ სივრცეში. მკურნალ ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა საჭიროების …

1 კვირაში რუსეთი „მცოცავ ოკუპაციაზე“ გადავა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

რუსული ჯარები ხერსონის ოლქის საზღვრებზე არიან გაჭედილი. მათ არც ძალა აქვთ და არც განზრახვა გადაადგილების. ეს მოსაზრება უკრაინული 24-ე არხის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა გამოთქვა. „მათი მთავარი ამოცანაა, დაასრულონ ჩვენი ძალების ალყა, მაგრამ მათი ჯარები უკვე საკმაოდ შესუსტებულია. მე, ზოგადად, ველი, რომ ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, მათ ექნებათ კრიტიკული მდგომარეობა. …

Exit mobile version