სტუდენტები ოკუპაციის შესახებ

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტურმა მოძრაობა „ალტერნატივამ“ საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გამართა.

„ნაცმოძრაობის“ წევრები პროექტების დაფინანსებას ითხოვენ

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჯუმბერ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი. ეს პროექტები ეხება ნაპირგამაგრებით სამუშაოებს, ჭოროხის ხიდის მშენებლობას და სტადიონს:

 

 

<!** Image 1 align="" width="250" height="250" >


ფრაქცია „მაჟორიტარის” განცხადება

 

 

ბათუმის საკრებულოში არსებული ფრაქცია „მაჟორიტარი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ფრაქცია ბათუმის მერის პოსტზე ერთი კანდიდატის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის ამგვარი მიდგომა მიუღებელია: 

 

დაგვიანებული ვაუჩერები და მინისტრის ბიზნეს ინტერესი

ლელა დუმბაძე

<!** Image 1 align="" width="300" height="300" >

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ბარამიძემ, დაგვიანებულ ვაუჩერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა. მისი განცხადებით, აჭარაში ვაუჩერების გაცემა გვიანდება, რაზეც მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს.

 

„მთელ საქართველოში დაწყებულია მინერალური სასუქების გაცემა, გარდა ჩვენი რეგიონისა. აქ ჯერ სიებიც კი არ არის შედგენილი თუ ვის უნდა გადაეცეს ვაუჩერები. მოსახლეობა კი პრეტენციებს გამოთქვამს. მთავარი პრობლემა რაც არის, რომ ამ საკითხში თვითონ მინისტრის ბიზნეს ინტერესი იკვეთება. მას აქვს მინერალური სასუქები დიდი რაოდენობით შემოტანილი და ცდილობს რომ ჯერ მის მიერ შემოტანილი სასუქების რეალიზაცია მოხდეს“-განაცხადა ირაკლი ბარამიძემ. 

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ავთანდილ მესხიძის განცხადებით კი, მინერალური სასუქების გაცემა დაგვიანებული არ არის: „ჯერ არც უნდა დაწყებულიყო გაცემა. ვაუჩერების გაცემის კონკრეტული რიცხვი მითითებული არ არის და ჯერ არც ბარათები მიგვიღია, მაგრამ არ გვიანდება გაცემა. ვაუჩერების გაცემა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმ რაიონებიდან, სადაც აუცილებლობა იყო და აგროვადები იწურებოდა. ეს შეეხება სახნავ-სათეს ფართობებს რომელიც არის აღმოსავლეთ საქართველოში“.

 

რაც შეეხება მინისტრის ბიზნეს ინტერესებს, ავთანდილ მესხიძე აცხადებს: „მაგას შეიძლება პირადი ინტერესები აქვს და იმიტომ ახსენა მინისტრის ბიზნესი. ეს ვაუჩერები მოქმედებს ყველა მაღაზიაში და მინერალური სასუქებიც ყველგან იყიდება“. 

ბოლშევიზმის ბაცილა ჩვენში


 

ძალიან ძნელია მრავალწლიანი, იძულებითი განშორების შემდეგ საკუთარ ხალხს, თანამოქალაქეებს აუღელვებლად და ემოციის გარეშე ესაუბრო. სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სათქმელი ბევრია, არ იცი საიდან დაიწყო, სულმოუთმენლობით ხელფეხშეკრულს ყველაფრის ერთბაშად გაზიარება და განხორციელება გწადია. საწერი კალმის მომარჯვებისთანავე, აზრები იფანტებიან და მთავარი, რაც რჩება მეხსიერებას – ეს ბოლო წლების ავბედითობის საერთო განცდაა. 



<!** Image 1 align="left" alt="კახა მიქელაძე" sub="კახა მიქელაძე" width="400" height="512" >

საკადრო პოლიტიკა „ერთი ფუთი მარილით“


არ მეგონა, იმ დღეს „დიალოგში“ თუ გვესტუმრებოდა მურმან დუმბაძე. მას აქეთ, რაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა და „ნაცნობები“ დააწინაურა, – არ მცალიაო – გვეუბნებოდა. იმ დღეს მოვიდა და „ნაცნობებზე“ გვესაუბრა. ვფიქრობ, სწორედ „ნაცნობებზე“ სასაუბროდ მოვიდა და იმის საჩვენებლად, რომ აჭარაში პოლიტიკური ამინდი მხოლოდ თვითონ უნდა შექმნას და მისმა „ნაცნობებმა“, ანუ, ვისაც მურმან დუმბაძესთან „ერთი ფუთი მარილი აქვს ნაჭამი“.



<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე" sub="ჯაბა ანანიძე" width="400" height="540" >

დემოკრატიის, ანუ ხალხის მმართველობის განვითარება

თამთა დანელია  

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი IVკურსის სტუდენტი

 

სიტყვა „დემოკრატია“ მომდინარეობს ბერძნულიდან. „დემოს“ ნიშნავს „ხალხს“, ხოლო „კრატოს“ „მმართველობას“. დემოკრატიის შესახებ ბევრი დაწერილა და ალბათ მომავალშიც დაიწერება. იგი როგორც ძველი ბერძენი სწავლულების, ისე თანამედროვე პოლიტიკური თეორიტიკოსების განხილვის და კვლევის საგანია. და მაინც, ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის თემა არა თუ არ ამოწურულა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ის დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არც არასოდეს ყოფილა.

 

                     

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ დემოკრატიის გაგება ყოველთვის ერთნაირი, სწორხაზოვანი არ ყოფილა. ისტორიის სვლასთან ერთად დემოკრატიისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ძველი ბერძნებისათვის იგი მმართველობის მანკიერ ფორმასთან ასოცირდებოდა და ერთგვარად გაიგივებული იყო „ბრბოს მმართველობასთან“.      

 

              

არისტოტელე მაგალითად აღნიშნავდა, რომ საუკეთესოა მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. ასეთად მას მიაჩნდა პოლიარქია, ხოლო დემოკრატია მისი აზრით ითვალისწინებს არა მთელი საზოგადოების, არამედ მხოლოდ ღარიბების ინტერესებს. ამდენად, ის მმართველობის არასწორ ფორმას წარმოადგენს. დემოკრატიას მმართველობის არასწორ ფორმად დღესაც განიხილავენ მისი კრიტიკოსები. უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ ხუმრობით თქვა, რომ დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა თუ არ ჩავთვლით მმართველობის ყველა სხვა ცნობილ ფორმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობის სამი ძირითადი ფორმიდან: ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი და დემოკრატია ისტორიულად ყველაზე მეტად ავტორიტარული მმართველობა იყო გავრცელებული. XX საუკუნის 90-იანი წლებისთვის მსოფლიოში სახელმწიფოთა აბსოლიტურ უმრავლესობაში ავტორიტარული რეჟიმი იყო გავრცელებული. ლათინური ამერიკის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1980-იან წლებში ავტორიტარიზმი იყო მმართველობის ჩვეულებრივი ფორმა, დემოკრატია კი ჯერ კიდევ „გამონაკლის მოვლენას“ წარმოადგენდა.     

                                 

თუ XX საუკუნე შეიძლება ერთგვარად დახასიათდეს როგორც ავტორიტარიზმის ხანა, იგივეს ვერ ვიტყვით XXI საუკუნეზე. დღეს სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ საზომს წარმოადგენს ის, თუ რამდენად დემოკრატიულია ის, რამდენად დაცულია მასში ადამიანის როგორც მოქალაქის ძირითადი უფლებები. ავტორიტარული სახელმწიფოს იმიჯი დღეს არ არის სასარგებლო საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი სახელმწიფო განიხილება როგორც არასანდო პარტნიორი. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი პირდაპირ მოითხოვენ დემოკრატიული ფასეულობების დაცვას სახელმწიფოებისაგან. აუცილებელია, რომ სახელმწიფოები აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ კრიტერიუმებს, რათა გახდნენ მათი სრულფასოვანი წევრები.

 

 

ევროკავშირის რეგულაციების შესრულება სავალდებულოა არა მარტო წევრი სახელმწიფოებისათვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

 

 

„ცივი ომის“ პერიოდში არსებული დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის არსებითად შეიძლება შევაფასოთ როგორც დაპირისპირება ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. იგი აშშ-ს ერთპიროვუნლი გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამან უბიძგა ფრენსის ფუკუიამას თავის „ისტორიის დასასრულში“ იმის თქმისკენ, რომ დემოკრატიას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ მხოლოდ ამერიკული სტილის ლიბერალური დემოკრატია გვთავაზობს სიცოცხლისუნარიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს.

 

                                                                 

XX საუკუნის ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების ნგრევით ერთგვარად გამართლდა ფუკუიამას წინასწარმეტყველება. ავტორიტარული რეჟიმების ნგრევა ჩვენი ისტორიის თანმდევ მოვლენად იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ XXI საუკუნეში ასეთი რეჟიმებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. საერთაშორისო საზოგადოება არ არის შემწყნარებელი მათ მიმართ. იგი აღიქმება, როგორც საერთაშორისო სისტემისთვის, მსოფლიოსთვის არა სასურველი და საჭიროა მისი რეფორმირება და ეს არ წარმოადგენს, მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს მოსახლეობის საზრუნავს,  საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულებას იღებს ჩაერიოს ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში რათა აღკვეთოს ის უსამართლობა, რომელასც სახელმწიფო იჩენს თავისი მოქალაქეების მიმართ.        

 

                        

მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი რამდენად მართებულია სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა? ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩამრევი სახელმწიფო არ გადაამეტებს თავის ფუნქციებს და დაკმაყოფილდება, მხოლოდ დაძაბული მდგომარეობის განმუხტვით? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.                                                               ლიბერალური დემოკრატია როგორც დასავლური ფენომენი დაფუძნებულია სწორედ დასავლურ კულტურაზე და ღირებულებებზე, სწორედ ეს არის ერთ -ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა რომ  იგი ვერ იმკვიდრებს ფეხს ისლამურ სამყაროში.  ისლამურ სახელმწიფოებში უფრო მეტია რელიგიის გავლენა დასავლურ სამყაროსთან შედარებით. რომ ავიღოთ იგივე ადამიანის უფლებები, ვნახავთ, რომ ისლამურ სამყაროში ქალთა უფლებები არ არის იმ დონეზე განვითარებული, როგორც დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროში.  დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ჯერ საჭიროა სათანადო ნიადაგის მომზადება. ის სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ დემოკრატიის გამოცდილება, აწყდებიან რიგ პრობლემებს მისი დამყარების პროცესში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ სათანადო პოლიტიკური კულტურა, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ პროცესებში. საჭიროა ამ საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერების გარდაქმნა. ყოველივე ამას კი საკმაოდ დიდი დრო სჯირდება.      

 

        

იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგანან, საჭიროა რეფორმები განახორციელონ ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ერთბაშად.                   ზოგ შემთხვევაში დემოკრატიაზე გადასვლის დროს სახელმწიფოები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ დემოკრატიას შესაბამისი საფუძვლის მომზადება სჭირდება და ისეთ პოლიტიკურ კურსებს ახორციელებენ, როგორსაც განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოები. მაგრამ ვინაიდან მას არ აქვს მყარი საფუძველი არ არის ეფექტური. შედეგად კი ვიღებთ მოჩვენებით, ფასადურ დემოკრატიას.                                                            

 

ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ყალბი და ჭეშმარიტი დემოკრატიის ერთმანეთისგან გამიჯვნას. ხშირად ავტორიტარული რეჟიმები დემოკრატიის სახელით ინიღბებიან ეს მათ სჭირდებათ საერთაშორისო იმიჯისათვის ასევე იმისთვის, რომ მოსახლეობასაც შეუქმნან დემკრატიის ილუზია. ნაპოლეონ III საფრანგეთში არ გააუქმა არჩევნები, ის არსებობდა ფორმალურად, რადგან გარკვეული მექანიზმების მეშვეობით მისი ფუნქციონირება არაფრის მომცემი იყო. როცა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები იზღუდება, რჩება მხოლოდ დემოკრატიის ცნება. თვით ფაშისტებიც კი ემხრობოდნენ დემოკრატიას. ოღონდ მათი რწმენით ნამდვილი დემოკრატია აბსოლიტურ დიქტატურას ნიშნავდა.

 

არსებობს შეხედულება, რომ დემოკრატია განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რომელ სახელმიწფოში არის ის დამყარებული, მიიჩნევენ, რომ დემოკრატია უნდა მიესადაგოს იმ კულტურას და ტრადიციებს, რაც სახელმწიფოშია დამკვიდრებული, მაგრამ ასეთი მიდგომა მცდარია. დემოკრატიას თავისი ფასეულობები აქვს, ამიტომ დემოკრატია კი არ უნდა მიესადაგოს სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის.

 

დემოკრატია ეფექტურია იმდენად, რამდენადც უზრუნველყოფილია სულიერი და მატერიალური პირობებით. მისი დამყარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან გაცნობიერებული იყოს როგორც დემოკრატიის აუცილებლობა, ასევე მისი განხორციელების შესაძლებლობაც.                                                                 

ქურდობის ფაქტი ბათუმში

 

 

დღეს ბათუმში, დემეტრე თავდადებულის #26-ში სავაჭრო ჯიხური გაიქურდა. როგორც შემთხვევის ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციამ „ბათუმელებს” უთხრა, გატანილია ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტები.

ორი ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია, „ბათუმის მომავლისათვის“ და ფრაქცია „ერთობა“ დარეგისტრირდა.

საქველმოქმედო აქცია ნეირორეაბილიტაციის ცენტრში



<!** Image 1 align="" width="360" height="360" >

საერთაშორისო ორგანიზაცია, „სამარიტელთა ქისა“  საქართველოში რამდენიმე წელია საქველმოქმედო საქმიანობას, რელიგიური ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს. ყოველ წელს, ამერიკელი და ევროპელი ბავშვები  საშობაო საჩუქრებს სწორედ ამ ორგანიზაციის მეშვეობით უგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს. საჩუქრები 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დღეს ეს საჩუქრები ბათუმის პროტესტანტული ეკლესიის მეშვეობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეირორეაბილიტაციის 50-მა პატარა პაციენტმაც მიიღო.

 

„ქველმოქმედებითა და ყურადღებით ეს პატარები არ არიან განებივრებული, თითქმის არავინ მოდის მათ სანახავად, წელს პირველად მიიღეს ეს საჩუქრები“- ამბობს პატარა ლუკას დედა, გვრიტუნა ჯაფარიძე. მას ბავშვი სარეაბილიტაციო კურსზე ქობულეთიდან დაჰყავს.

 

„წელიწადში სამი კურსი უტარდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ კერძოდ დამყავს. ერთი კურსი 400 ლარამდე ჯდება, რომ შევუწყვიტო წინა კურსიც ეფექტს კარგავს, ამიტომ ვცდილობთ კერძოდ ვატარო სავარჯიშოდ“.

 

ლია ფუტკარაძე სოციალურ სახლში ცხოვრობს, სარეაბილიტაციო კურსებზე ტყუპი გოგონები მეხუთე წელია დაჰყავს: „აქ მკურნალობით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს კურსები არ არის საკმარისი, ძნელია ორ ბავშვთან სახსრების გამონახვა, მაგრამ ვცდილობ, რომ დამატებითი კურსი მაინც ჩავუტარო, მკურნალობა 18 წლამდე სჭირდებათ“.

 

მშობლების აზრით, მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება, თუკი დაფინანსებაში სახელმწიფოს გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
ნეირორეაბილიტაციის ცენტრში ამ ეტაპზე ასზე მეტი ბავშვი მკურნალობს.


სპეციალური შეტყობინება ქალაქში მოქმედ ორგანიზაციებს

 

ბათუმის მერიამ ქალაქში მოქმედ ყველა ორგანიზაციას სპეციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინება ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის #1-5 დადგენილების შესაბამისად არის შემუშავებული.

 

შეტყობინების თანახმად,  ქალაქში მოქმედი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირდნენ საქმიანობის დაწყებისთანავე. დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 28 თებერვალს იწურება.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციებმა, დავალიანების თანხების დაზუსტების მიზნით, მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ბათუმის მერიის ეკონომიკის სამსახურში უნდა წარადგიგნონ.

 

ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა დაჯარიმდება 500 ლარის, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით.

 

 მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

აზიის განვითარების ბაკნის წარმომადგენლების შეხვედრა ბათუმის მერიაში

 

დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე  და მერის მოადგილე  აზიის განვითარების ბაკნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე  მხარეებმა ისაუბრეს ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე, რომლებიც შესაძლოა   აზიის განვითარების ბანკის მხრიდან დაფინანსდეს.

 

ბანკის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია ურბანული სექტორის განვითარების შეფასება და თანამშრომლობის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება.  

 

მსგავს შეხვედრებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამართავს. 

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

 

აჭარის კონსტიტუცია ხუთი წლისაა

 

აჭარის კონსტიტუცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2008 წლის 20 თებერვალს  მიიღო. მოგვიანებით, ამავე წლის 15 ივლისს კი საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

 

ნოდარ დუმბაძე საკრებულოს თავმჯდომარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

 

 

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ნოდარ დუმბაძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარემ გუშინ „ტელეარხ 25“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ჟილინის არხის მშენებლობისათვის დამატებით 4 მილიონის მოძიება იყო საჭირო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმის მერიამ პლაგიატში დაადანაშაულა

 

 

„ბატონო კახა, თურქეთში ქურდობისთვის ხელს აჭრიან ადამიანებს,“- უთხრა ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილემ ტიტე აროშიძემ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს კახა გურგენიძეს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა „ბათუმის ეკონომიკური განვითარების სტარატეგია“ წარმოადგინა. 

საჯარო მოხელეები აჭარის ტელევიზიასა და რადიოში

ლელა დუმბაძე

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მრჩეველს, მაკა ივანიშვილს აჭარის რადიოს ეთერში საავტორიო გადაცემა „საუბრები მაკა ივანიშვილთან“ მიჰყავს. ზვიად სირაბიძე კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, აჭარის ტელევიზიაში პროდიუსერად სამი დღის წინ დაინიშნა. მას ტელევიზიაში საავტორო გადაცემაც აქვს.

 

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დირექტორის, სოსო სტურუას განცხადებით, მაკა ივანიშვილი რადიოში სტაჟიორადაა აყვანილი და ჯერჯერობით ანაზღაურებას არ იღებს: „ეს არის საცდელი გადაცემა, ანაზღაურების გარეშე მუშაობს, სტაჟიორია და ცოტა ხანში განვიხილავთ რა ვქნათ. მოველაპარაკებით, რომ უსასყიდლოდ დარჩეს.  გადავხედავთ კანონს, არის თუ არა შესაძლებელი ანაზღაურების მიცემა, თუ არა – დავტოვებთ უსასყიდლოდ. რაც შეეხება ზვიად სირაბიძეს, როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოდან უნდა წამოვიდეს. არ ვიცი განცხადება აქვს თუ არა დაწერილი“.

 

კითხვაზე, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები პარალელურად მედიაშიც მუშაობენ, მაკა ივანიშვილი პასუხობს: „მთავრობის აპარატში 1000 ლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ ამ გადაცემას ანაზღაურების გარეშე ვაკეთებ. კანონსაც გადავხედე – საჯარო მოხელეს შეუძლია კულტურის დარგში იმუშაოს და ჰონორარიც ჰქონდეს“.

 

ზვიად სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ კონსულტანტის მოვალეობას ასრულებს, თუმცა ამაში ანაზღაურებას იღებს: „რამდენიმე თვეა პრეს-სპიკერი აღარ ვარ, კონსულტანტი ვარ მხოლოდ. ანაზღაურება მაქვს. კანონის მიხედვით, გამომდინარე იქედან, რომ ტელევიზიაში შემოქმედებითი სამუშაო მაქვს, ანაზღაურების უფლებაც მაქვს. ტელევიზიაში ჯერ არ ამიღია ხელფასი, მაგრამ 700 ლარი მექნება, სასამართლოში 900 ლარი მაქვს“.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მედია ანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე: „პიროვნება, რომელიც მუშაობს ადმინისტრაციულ ორგანოში და პარალელურად აქვს საავტორო გადაცემა, კითხვები ჩნდება მის ობიექტურობასთან დაკავშირებით. წინა და დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ქართული მედია არის ძალიან პოლარიზებული, მფლობელები ასოცირდებიან მათ მედიასაშუალებებთან და სენსიტიური მდგომარეობის პირობებში ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რომელსაც ითვალისწინებს ეთიკის ქარტია ან მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, დამატებითი კითხვები აქაც ჩნდება, რადგან ტელევიზიის სტატუსის საკითხი გადასაწყვეტია, ეს საკითხიც არის შესასწავლი“.  

 

<!** Image 1 align="" width="360" height="360" >

 

 

 

რეგიონალიზმი და თვითმმართველობა – ბიოლის ფონდის დისკუსია

პარასკევს, 2013 წლის 22 თებერვალს, 18:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ბათუმში:

„ცენტრიდან თუ ცენტრისკენ: რეგიონალიზმი და თვითმმართველობა”

ძირითადი მომხსენებლები:
• გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის თავმჯდომარე
• მედეა ვასაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი
• დავით ლოსაბერიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი
• ნინა ხატისკაცი, საარჩევნო საკითხების სპეციალისტი

მოდერატორი:  რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი, რადიო „თავისუფლება“

დებატები ჩატარდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

დასწრება თავისუფალია.  (მის.: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64)

როგორ უნდა შეირჩეს ბათუმის მერი – დისკუსია პრესკაფეში

 

 

ქალაქის მერის დანიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან, ასევე ამ პროცესების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

 

21 თებერვალს 16:00 საათზე პრესკაფეს სადისკუსიო კლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესი” გამართავს დისკუსიას თემაზე: უნდა მოაწყონ თუ არა მერობის კანდიდატებმა თავიანთი სამოქმედო გეგმის საჯარო მოსმენები; უნდა იყოს თუ არა ბათუმის საზოგადოებისათვის ღია და გამჭვირვალე ქალაქის მერის კანდიდატურების შერჩევის პროცესი; უნდა მოხდეს თუ არა მერობის კანდიდატის შერჩევა კონკურსის გზით თუ უნდა მოხდეს მისი დანიშვნა.

 

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ქარცივაძე. 

 

დასწრება თავისუფალია.

 

მისამართი: მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2-1 („ჭაჭის კოშკის”  წინ)

მალე – ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?!

ირაკლი დაცმელიძე

 

<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ჭანტურია და კრისტიან კარამბეუ" sub="ჯაბა ჭანტურია და კრისტიან კარამბეუ" width="400" height="713" >რაც სათაურში წაიკითხეთ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ გახლავთ. დიახ, სულ მალე ქართული გუნდი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ. არ მინდა მკითხველი შეცდომაში შევიყვანო, ამიტომ თავიდანვე განვმარტავ, რომ საუბარია არა დიდ ფეხბურთზე მწვანე მინდვრითა და 11 ფეხბურთელით (ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა), არამედ მცირე ზომის მოედანზე, სადაც მოთამაშეები ბურთს სილაში აგორებენ ანუ საპლაჟო ფეხბურთზე, რომელსაც ქვიშის ფეხბურთადაც მოიხსენიებენ.

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ „ბათუმელებს“ სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ მოუთხრო.

ჭიდაობა ოლიმპიურ თამაშებზე აღარ იქნება

ირაკლი დარცმელიძე

 

ჭიდაობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში აღარ იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ „რისკიანი სპორტის“ სამეულში ჭიდაობა, თანამედროვე ხუთჭიდი და ტაეკვონდო შედიოდა, 15-კაციანმა საბჭომ კი ოლიმპიური თამაშების მიღმა ჭიდაობის დატოვება არჩია. თუ რატომ, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებისთვის სანუგეშოდ ის რჩება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს–აირესში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღებენ. არ არის გამორიცხული, რამე შეიცვალოს, დღესდღეობით კი ასეა, ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობად აღარ ითვლება. გამოთავისუფლებული ადგილისათვის კი სოფტბოლი, ბეისბოლი, უშუ, კარატე, სერფინგი, გორგოლაჭებიანი სპორტი, სპორტული მეკლდეურობა და სქვოში იბრძოლებენ.

<!** Image 1 align="left" alt="ელგუჯა ბერიშვილი" sub="ელგუჯა ბერიშვილი" width="300" height="924" >ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ბოლო ცვლილება 2010 წელს შევიდა, როდესაც 2016 წლის რიო დე–ჟანეიროს თამაშების პროგრამაში გოლფი და შვიდკაცა რაგბი შეიტანეს.

რა რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ უცნაურ გადაწყვეტილებას საქართველოში, ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ესაუბრება.

ჭაჭა ისევ იქნება



საკურორტო სეზონამდე აჭარაში ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა მათ გარდა ვინც რიგში თითქმის ყოველ ჯერზე ბოთლით ხელში იდგა,  ჭაჭის შადრევნის ბედით ცოტა ხნის წინ ბათუმში მყოფი პრეზიდენტიც დაინტერესდა.  

„ენერგო პრო ჯორჯია“ – ყველაზე პრობლემური სერვისი

 

შვიდი შეთავაზებული სერვისიდან 25 წევრისგან შემდგარმა ფოკუსჯგუფმა ყველაზე პრობლემურ სერვისებს შორის „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაასახელა. გამოკითხვა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ახალი პროექტის „მომსახურების სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის კამპანიიის“ ფარგლებში ჩაატრა. 

მონეტების კოლექცია და ავტომანქანა გულის ორნამენტებით – გამოფენა ხელვაჩაურში

ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, 14 თებერვალს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში  ცენტრის წევრების მიერ შექმნილი ხელნაკეთების, მაკეტების და სხვადასხვა კოლექციების გამოფენა გაიმართა.  ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონეტებისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შეგროვებით.

მინისტრი გადადგომას აპირებს?

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ მთავრობის თავმჯდომარეს გადადგომის თხოვნით ოფიციალურად მიმართა, აჭარის მთავრობაში არ ადასტურებენ.

ბათუმში H1N1 ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

გასულ კვირას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით  51 წლის ქალბატონი და 52 წლის  მამაკაცი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის ინფორმაციით ორივე პაციენტს ჰოსპიტალიზაციამდე ჰქონდათ სხვადასხვა თანმხლები დაავადებები, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს დაავადების მიმდინარეობას.

 

 

მარო ჩხეიძე მოსახლეობას მიმართავს, რომ რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეებსა და განგაშზე არ არის საუბარი, თუმცა სიფრთხილის მიზნით ძალაში რჩება  მარტივი ინტერვენციები, რაც პირადი ჰიგიენის დაცვას გულისხმობს: „საჭიროა ხელების ხშირად დაბანა, ერთჯერადი ცხვირსახოცის გამოყენება, გრიპის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოვერიდოთ საზოგადოებაში ყოფნას, ხშირად გავანიავოთ ოთახი, სადაც ავადმყოფი იმყოფება და  რაც მთავარია, მაღალი ტემპერატურის, ცემინებისა და სახსრების ტკივილის შემთხვევაში ნუ შევუდგებით თვითმკურნალობას და აუცილებლად მივმართოთ ექიმს. “

საიას ხელმძღვანელი ახლო ხედით


 

ბოლოს ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“ წაიკითხა. ამბობს, რომ იმ მკაცრ რეალობაში საკუთარი თავი წარმოიდგინა. ახლა კი სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეებთან შეხვედრის, სხვადასხვა კანონპროექტის საზოგადოებრივ განხილვაში მონაწილეობისა და რამდენიმე სარჩელის ერთდროულად მომზადების პარალელურად დროს დოჩანაშვილის „ლამაზ ქალაქში მომხდარი ამბების“ გაცნობას უთმობს. თვეზე მეტია, რაც იურისტმა გია ქარცივაძემ სტატუსი შეიცვალა – ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის გამგეობამ თავმჯდომარედ აირჩია. 



<!** Image 1 align="left" alt="გია ქარცივაძე" sub="გია ქარცივაძე" width="400" height="576" >

„გვანცა მიყვარხარ!“ – სიყვარულით ბათუმიდან

 

“გვანცა მიყვარხარ” –  ამ სახელწოდებით გავრცელდა დღეს ფეისბუქზე კლიპი, რომელიც ბათუმელმა შალვა მალაყმაძემ თავის შეყვარებულს მიუძღვნა. შალვა კლიპს ერთი თვის განმავლობაში იღებდა. 

სოზარ სუბარი ბათუმის მესამე საპყრობილეში

დღეს 14 თებერვალს, ბათუმის მესამე საპყრობილეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სოზარ სუბარი სტუმრობდა. მინისტრი ციხეში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

 

 <!** Image 2 align="left" alt="სოზარ სუბარი" sub="სოზარ სუბარი" width="300" height="720" >

„ბათუმელების” ინფორმაციით სოზარ სუბარმა ბათუმის ციხეში არსებულ პირობებზე და სამომავლოდ ციხესთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება გადახედავს ამ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გადატანის საკითხს. მინისტრმა განაცხადა, რომ ციხის კედლები მყარადაა არის ნაგები და კაპიტალური რემონტის შემთხვევაში შეიძლება მისი დატოვება. 

 

ბათუმის მესამე საპყრობლეში არსებული მძიმე სანიტარული მდგომარეობა ბოლო წლებში არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი, ამ ციხის გაუქმების საჭიროებაზე ამჟამინდელი და ყოფილი სახალხო დამცველებიც საუბრობდნენ.

 

ბოლო წლებია ბათუმის საპყრობილეში მსჯავრდებულები ითხოვდნენ ტელეფონის აპარატების დამონტაჟებას და პაემნებისთვის ოთახის გამოყოფას.
სოზარ სუბარის განცხადებით, ამ ეტაპზე ციხეში შედის ქსელი საკაბელო ტელევიზიებისთვის და პაემნებისთვის გამოიყოფა ოთახი.

 

<!** Image 1 align="" alt="ბათუმის მესამე საპყრობილე" sub="ბათუმის მესამე საპყრობილე" width="300" height="300" >

 


ბათუმში ავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

 

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, სატრანსპორტო ადმინისტრაციასა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის გამართული დისკუსია შეთანხმებით დასრულდა. ხვალიდან ბათუმში ავტობუსები ჩვეულებრივი განრიგით იმუშავებენ. 

აჭარის მთავრობა კანონპროექტს უმაღლეს საბჭოს უბრუნებს

 

უსკოს დაკომპლექტების წესის შესახებ კანონპროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოს შენიშვნებით დაუბრუნდა. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა. 

არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს კანონპროექტს ხელი არ მოაწერა

ლელა დუმბაძე


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონპროექტს უსკოს (აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია) დაკომპლექტების წესის შესახებ ხელი არ მოაწერა. პროექტი შენიშვნებით უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად უკვე  გადაეგზავნა.

 <!** Image 1 align="" alt="კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებს არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო" sub="კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებს არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო" width="300" height="300" >

 

შენიშვნების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. მას არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო. ახალი კანონპროექტის მიხედვით, უსკოს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკომპლექტებენ, რასაც არ ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ახალი კანონპოექტი პოლიტიკური ნიშნით და რეგლამენტის უხეში დარღვევით არის მიღებული.

 

 „მე რამდენადაც ვიცი, კანონი უკან დააბრუნა შენიშვნებით. რა შენიშვნებია ზუსტად არ ვიცი, ალბათ გადმოგზავნილი იქნება დილით ელექტრონული ვერსია და გავეცნობი. ვფიქრობ, არ არის ისეთი შენიშვნები, რომლის დაძლევა იქნება შეუძლებელი. ალბათ სარედაქციო მნიშვნელობის შენიშვნები იქნება“, – აცხადებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცესურო კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე.

 

როგორც მედეა ვასაძე ამბობს, შენიშვნების ჩასასწორებლად, ერთ კვირაში რიგგარეშე პლენარული სხდომა უნდა დაიგეგმოს: „თუ შენიშვნები არის გასაზიარებელი, ეს ვადები იქნება საკმარისი, თუ არ არის გასაზიარებელი, მაშინ სხვა წესი არსებობს და ამ წესს გამოვიყენებთ. რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს ამ კანონზე ხელის მოწერის უფლება და კანონი მაინც ამოქმედდება“.

 

„მე როგორც ვიცი, კანონი არ დაუბრუნებია. თუ შენიშვნები არის მიუღებელი, უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ გაითვალისწინოს და კანონი მაინც ამოქმედდეა“, – ამბობს იურიდიული კომისიის წევრი, გია მასალკინი. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიმართ სენსიტიურია და საბოლოო პოზიციას კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებს: 

„მე გავივლი კონსულტაციებს იმ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად, რომელსაც წარმოვადგენ. თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ ამ კანონის მიღებამ არ გამოიწვიოს გარკვეული სამართლებრივი ჩიხი და მკვეთრი შენიშვნები ვენეციის კომისიისგან“.

 

 

არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილება უცნობია დავით ბაციკაძესთვისაც. იგი ამბობს, რომ არასამთავრობოების შენიშვნები მისთვის ცნობილია: „ნაწილს ვეთანხმები, ნაწილს – არა. არჩილ ხაბაძეს რა შენიშვნები აქვს, არ ვიცი, ვნახავთ“.


შენიშვნებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში დღეს ბრიფინგს გამართავენ.


საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აპარატის სამი თანამშრომელი დაითხოვა

ცაგო კახაბერიძე

 

არჩევიდან მეთორმეტე დღეს ბათუმის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის ორი თანამშრომელი და  იურიდიული სამსახურის  სპეციალიტი დაითხოვა .  

უმაღლეს საბჭოში 11 თებერვალს მომხდარ ინციდენტის შესახებ

11 თებერვალს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბრიფინგის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტ ნინო ხოზრევანიძეს მატყუარა უწოდა. უმაღლეს საბჭოს კარები ჩაუკეტეს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ბრიფინგზე რამდენიმე წუთით დააგვიანეს. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტი 11 თებერვალს აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „ბათუმელები“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტ უცვლელად აქვეყნებს: 

 

„როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ტრადიციულ პრესკონფერეციაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რომელიც უკავშირდებოდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული მასალის შინაარსობრივ მხარეს. გავრცელებულ მასალას სიცრუე უწოდეს, ჟურნალისტს კი მატყუარა.

დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნიშანია როგორც ადამიანის პატივისა და ღირსების, ისე სიტყვის, აზრის და გამოხატვის უფლების დაცვა და ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან.

უმაღლეს საბჭოში მომხდარი ინციდენტი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ უარყოფითად, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრება თმენის ვალდებულება და თუ რაიმე საკითხზე მათ სურთ პოზიციის დაფიქსირება, ეს არ უნდა განხორციელდეს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვის ფონზე, მითუმეტეს საჯაროდ, სხვების თანდასწრებით“.

ნეიროქირურგი, რომელიც რეჟისორობაზე ოცნებობს

ცაგო კახაბერიძე

 

ხან დღეში ოთხი ოპერაცია, ხან მორიგეობის დილიდან დილამდე გადაბმა და ტრავმებთან ბრძოლა  უწევს, დამღლელი დღის შემდეგ კი ხსნა კინოშია. თუ შეთავაზება მოსწონს, კინოთეატრში მიდის, უფრო ხშირად კი ნოუთბუკის საშუალებით  საყვარელ რეჟისორს ეძებს და ასე სხვა სამყაროში გადადის. ამ დროს ისიც რეჟისორობაზე ოცნებობს და არც იმას გამორიცხავს, რომ ოდესმე ფილმს თავადაც გადაიღებს. მის საყვარელ საქმიანობათა შორის ხეზე კვეთაც შედის. ამ ყველაფერზე ერთად კი ნეიროქირურგი  ლადო ბაზიაშვილი  იმდენად ერთნაირი  ემოციით ყვება, რომ საუბრის დასასრულს ჩნდება კითხვა – ვინ უფრო ხარ?

„პირველი გამარჯვება დღესაც მახსოვს“

ირაკლი დარცმელიძე

 

ხუთი თასი და ექვსი მედალი – ასეთია 10 წლის ბათუმელი ტაეკვონდისტის ზურა კინწურაშვილის მონაგარი, რომელიც სულ რაღაც ოთხი წელია სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს. ახლახან გამართულ ქუთაისის ღია პირველობაზე ზურაბმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საკუთარი ჯილდოების ყულაბა კიდევ ერთი მედლით შეავსო.<!** Image 2 align="middle" width="500" height="1840" >

სეზონი 7 მედლით გახსნეს

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის ტაეკვონდისტთა ნაკრებმა 2013 წლის სეზონი შვიდი მედლით გახსნა. რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გამართულ ქალაქის ღია პირველობაზე, სადაც მასპინძლებთან ერთად, ბათუმის, წყალტუბოს, სენაკისა და ფოთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ქუთაისის ღია პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები" sub="ქუთაისის ღია პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები" width="500" height="1840" >

Exit mobile version