ჭაჭა ისევ იქნება



საკურორტო სეზონამდე აჭარაში ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა მათ გარდა ვინც რიგში თითქმის ყოველ ჯერზე ბოთლით ხელში იდგა,  ჭაჭის შადრევნის ბედით ცოტა ხნის წინ ბათუმში მყოფი პრეზიდენტიც დაინტერესდა.  

„ენერგო პრო ჯორჯია“ – ყველაზე პრობლემური სერვისი

 

შვიდი შეთავაზებული სერვისიდან 25 წევრისგან შემდგარმა ფოკუსჯგუფმა ყველაზე პრობლემურ სერვისებს შორის „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაასახელა. გამოკითხვა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ახალი პროექტის მომსახურების სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის კამპანიიისფარგლებში ჩაატრა. 

მონეტების კოლექცია და ავტომანქანა გულის ორნამენტებით – გამოფენა ხელვაჩაურში

ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, 14 თებერვალს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში  ცენტრის წევრების მიერ შექმნილი ხელნაკეთების, მაკეტების და სხვადასხვა კოლექციების გამოფენა გაიმართა.  ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონეტებისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შეგროვებით.

მინისტრი გადადგომას აპირებს?

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ მთავრობის თავმჯდომარეს გადადგომის თხოვნით ოფიციალურად მიმართა, აჭარის მთავრობაში არ ადასტურებენ.

ბათუმში H1N1 ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

გასულ კვირას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით  51 წლის ქალბატონი და 52 წლის  მამაკაცი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის ინფორმაციით ორივე პაციენტს ჰოსპიტალიზაციამდე ჰქონდათ სხვადასხვა თანმხლები დაავადებები, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს დაავადების მიმდინარეობას.

 

 

მარო ჩხეიძე მოსახლეობას მიმართავს, რომ რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეებსა და განგაშზე არ არის საუბარი, თუმცა სიფრთხილის მიზნით ძალაში რჩება  მარტივი ინტერვენციები, რაც პირადი ჰიგიენის დაცვას გულისხმობს: „საჭიროა ხელების ხშირად დაბანა, ერთჯერადი ცხვირსახოცის გამოყენება, გრიპის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოვერიდოთ საზოგადოებაში ყოფნას, ხშირად გავანიავოთ ოთახი, სადაც ავადმყოფი იმყოფება და  რაც მთავარია, მაღალი ტემპერატურის, ცემინებისა და სახსრების ტკივილის შემთხვევაში ნუ შევუდგებით თვითმკურნალობას და აუცილებლად მივმართოთ ექიმს. “

საიას ხელმძღვანელი ახლო ხედით


 

ბოლოს ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“ წაიკითხა. ამბობს, რომ იმ მკაცრ რეალობაში საკუთარი თავი წარმოიდგინა. ახლა კი სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეებთან შეხვედრის, სხვადასხვა კანონპროექტის საზოგადოებრივ განხილვაში მონაწილეობისა და რამდენიმე სარჩელის ერთდროულად მომზადების პარალელურად დროს დოჩანაშვილის „ლამაზ ქალაქში მომხდარი ამბების“ გაცნობას უთმობს. თვეზე მეტია, რაც იურისტმა გია ქარცივაძემ სტატუსი შეიცვალა – ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის გამგეობამ თავმჯდომარედ აირჩია. 



<!** Image 1 align="left" alt="გია ქარცივაძე" sub="გია ქარცივაძე" width="400" height="576" >

„გვანცა მიყვარხარ!“ – სიყვარულით ბათუმიდან

 

“გვანცა მიყვარხარ” –  ამ სახელწოდებით გავრცელდა დღეს ფეისბუქზე კლიპი, რომელიც ბათუმელმა შალვა მალაყმაძემ თავის შეყვარებულს მიუძღვნა. შალვა კლიპს ერთი თვის განმავლობაში იღებდა. 

სოზარ სუბარი ბათუმის მესამე საპყრობილეში

დღეს 14 თებერვალს, ბათუმის მესამე საპყრობილეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სოზარ სუბარი სტუმრობდა. მინისტრი ციხეში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

 

 <!** Image 2 align="left" alt="სოზარ სუბარი" sub="სოზარ სუბარი" width="300" height="720" >

„ბათუმელების” ინფორმაციით სოზარ სუბარმა ბათუმის ციხეში არსებულ პირობებზე და სამომავლოდ ციხესთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება გადახედავს ამ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გადატანის საკითხს. მინისტრმა განაცხადა, რომ ციხის კედლები მყარადაა არის ნაგები და კაპიტალური რემონტის შემთხვევაში შეიძლება მისი დატოვება. 

 

ბათუმის მესამე საპყრობლეში არსებული მძიმე სანიტარული მდგომარეობა ბოლო წლებში არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი, ამ ციხის გაუქმების საჭიროებაზე ამჟამინდელი და ყოფილი სახალხო დამცველებიც საუბრობდნენ.

 

ბოლო წლებია ბათუმის საპყრობილეში მსჯავრდებულები ითხოვდნენ ტელეფონის აპარატების დამონტაჟებას და პაემნებისთვის ოთახის გამოყოფას.
სოზარ სუბარის განცხადებით, ამ ეტაპზე ციხეში შედის ქსელი საკაბელო ტელევიზიებისთვის და პაემნებისთვის გამოიყოფა ოთახი.

 

<!** Image 1 align="" alt="ბათუმის მესამე საპყრობილე" sub="ბათუმის მესამე საპყრობილე" width="300" height="300" >

 


ბათუმში ავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

 

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, სატრანსპორტო ადმინისტრაციასა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს შორის გამართული დისკუსია შეთანხმებით დასრულდა. ხვალიდან ბათუმში ავტობუსები ჩვეულებრივი განრიგით იმუშავებენ. 

აჭარის მთავრობა კანონპროექტს უმაღლეს საბჭოს უბრუნებს

 

უსკოს დაკომპლექტების წესის შესახებ კანონპროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოს შენიშვნებით დაუბრუნდა. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა. 

არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს კანონპროექტს ხელი არ მოაწერა

ლელა დუმბაძე


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონპროექტს უსკოს (აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია) დაკომპლექტების წესის შესახებ ხელი არ მოაწერა. პროექტი შენიშვნებით უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად უკვე  გადაეგზავნა.

 <!** Image 1 align="" alt="კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებს არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო" sub="კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებს არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო" width="300" height="300" >

 

შენიშვნების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. მას არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო. ახალი კანონპროექტის მიხედვით, უსკოს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკომპლექტებენ, რასაც არ ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ახალი კანონპოექტი პოლიტიკური ნიშნით და რეგლამენტის უხეში დარღვევით არის მიღებული.

 

 „მე რამდენადაც ვიცი, კანონი უკან დააბრუნა შენიშვნებით. რა შენიშვნებია ზუსტად არ ვიცი, ალბათ გადმოგზავნილი იქნება დილით ელექტრონული ვერსია და გავეცნობი. ვფიქრობ, არ არის ისეთი შენიშვნები, რომლის დაძლევა იქნება შეუძლებელი. ალბათ სარედაქციო მნიშვნელობის შენიშვნები იქნება“, – აცხადებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცესურო კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე.

 

როგორც მედეა ვასაძე ამბობს, შენიშვნების ჩასასწორებლად, ერთ კვირაში რიგგარეშე პლენარული სხდომა უნდა დაიგეგმოს: „თუ შენიშვნები არის გასაზიარებელი, ეს ვადები იქნება საკმარისი, თუ არ არის გასაზიარებელი, მაშინ სხვა წესი არსებობს და ამ წესს გამოვიყენებთ. რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს ამ კანონზე ხელის მოწერის უფლება და კანონი მაინც ამოქმედდება“.

 

„მე როგორც ვიცი, კანონი არ დაუბრუნებია. თუ შენიშვნები არის მიუღებელი, უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ გაითვალისწინოს და კანონი მაინც ამოქმედდეა“, – ამბობს იურიდიული კომისიის წევრი, გია მასალკინი. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიმართ სენსიტიურია და საბოლოო პოზიციას კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებს: 

„მე გავივლი კონსულტაციებს იმ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად, რომელსაც წარმოვადგენ. თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ ამ კანონის მიღებამ არ გამოიწვიოს გარკვეული სამართლებრივი ჩიხი და მკვეთრი შენიშვნები ვენეციის კომისიისგან“.

 

 

არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილება უცნობია დავით ბაციკაძესთვისაც. იგი ამბობს, რომ არასამთავრობოების შენიშვნები მისთვის ცნობილია: „ნაწილს ვეთანხმები, ნაწილს – არა. არჩილ ხაბაძეს რა შენიშვნები აქვს, არ ვიცი, ვნახავთ“.


შენიშვნებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში დღეს ბრიფინგს გამართავენ.


საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აპარატის სამი თანამშრომელი დაითხოვა

ცაგო კახაბერიძე

 

არჩევიდან მეთორმეტე დღეს ბათუმის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის ორი თანამშრომელი და  იურიდიული სამსახურის  სპეციალიტი დაითხოვა .  

უმაღლეს საბჭოში 11 თებერვალს მომხდარ ინციდენტის შესახებ

11 თებერვალს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბრიფინგის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტ ნინო ხოზრევანიძეს მატყუარა უწოდა. უმაღლეს საბჭოს კარები ჩაუკეტეს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ბრიფინგზე რამდენიმე წუთით დააგვიანეს. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტი 11 თებერვალს აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „ბათუმელები“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტ უცვლელად აქვეყნებს: 

 

„როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ტრადიციულ პრესკონფერეციაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რომელიც უკავშირდებოდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული მასალის შინაარსობრივ მხარეს. გავრცელებულ მასალას სიცრუე უწოდეს, ჟურნალისტს კი მატყუარა.

დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნიშანია როგორც ადამიანის პატივისა და ღირსების, ისე სიტყვის, აზრის და გამოხატვის უფლების დაცვა და ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან.

უმაღლეს საბჭოში მომხდარი ინციდენტი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ უარყოფითად, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრება თმენის ვალდებულება და თუ რაიმე საკითხზე მათ სურთ პოზიციის დაფიქსირება, ეს არ უნდა განხორციელდეს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვის ფონზე, მითუმეტეს საჯაროდ, სხვების თანდასწრებით“.

ნეიროქირურგი, რომელიც რეჟისორობაზე ოცნებობს

ცაგო კახაბერიძე

 

ხან დღეში ოთხი ოპერაცია, ხან მორიგეობის დილიდან დილამდე გადაბმა და ტრავმებთან ბრძოლა  უწევს, დამღლელი დღის შემდეგ კი ხსნა კინოშია. თუ შეთავაზება მოსწონს, კინოთეატრში მიდის, უფრო ხშირად კი ნოუთბუკის საშუალებით  საყვარელ რეჟისორს ეძებს და ასე სხვა სამყაროში გადადის. ამ დროს ისიც რეჟისორობაზე ოცნებობს და არც იმას გამორიცხავს, რომ ოდესმე ფილმს თავადაც გადაიღებს. მის საყვარელ საქმიანობათა შორის ხეზე კვეთაც შედის. ამ ყველაფერზე ერთად კი ნეიროქირურგი  ლადო ბაზიაშვილი  იმდენად ერთნაირი  ემოციით ყვება, რომ საუბრის დასასრულს ჩნდება კითხვა – ვინ უფრო ხარ?

„პირველი გამარჯვება დღესაც მახსოვს“

ირაკლი დარცმელიძე

 

ხუთი თასი და ექვსი მედალი – ასეთია 10 წლის ბათუმელი ტაეკვონდისტის ზურა კინწურაშვილის მონაგარი, რომელიც სულ რაღაც ოთხი წელია სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს. ახლახან გამართულ ქუთაისის ღია პირველობაზე ზურაბმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საკუთარი ჯილდოების ყულაბა კიდევ ერთი მედლით შეავსო.<!** Image 2 align="middle" width="500" height="1840" >

სეზონი 7 მედლით გახსნეს

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის ტაეკვონდისტთა ნაკრებმა 2013 წლის სეზონი შვიდი მედლით გახსნა. რამდენიმე დღის წინ ქუთაისში გამართულ ქალაქის ღია პირველობაზე, სადაც მასპინძლებთან ერთად, ბათუმის, წყალტუბოს, სენაკისა და ფოთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ქუთაისის ღია პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები" sub="ქუთაისის ღია პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები" width="500" height="1840" >

„დინამომ“ ფორვარდი დაიმატა

ირაკლი დარცმელიძე

 

 

ბათუმის დინამომ, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეს განახლებული შემადგენლობით ხვდება, წინასაჩემპიონატო სამზადისი თურქეთში განაგრძო, სადაც 6 თებერვალს გაემგზავრა.

„შუქურა“ უმაღლესი ლიგისთვის მომდევნო წელს იბრძოლებს

ირაკლი დარცმელიძე

 

 

ქობულეთის „შუქურა“ საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა, რაც კლუბის ისტორიაში პირველი უცხოური შეკრებაა. „შუქურა“ თურქეთში 21 თებერვლამდე დარჩება და  ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ქობულეთელთა მეტოქეები რუსული „ვულგარ-გაზპრომი“, „კრასნოდარი“, „რუბინი“ (სათადარიგო შემადგენლობა) და „ალანია“ იქნებიან.


<!** Image 1 align="middle" width="300" height="378" >

თვითნებურად შესახლებულებს აპრილში გამოასახლებენ

ნინო სიხარულიძე

 

ხელვაჩაურის  59-ე ბატალიონის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულ ოჯახებს ტერიტორიის დასატოვებლად ვადა აპრილის ბოლომდე მისცეს. ბატალიონის ყოფილ შენობაში სოციალურად დაუცველი და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები გასული წლის ოქტომბერში შესახლდნენ.  

 

<!** Image 1 align="" alt="ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე" sub="ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე" width="300" height="300" >

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ განცხადება რვა თებერვალს მომხდარ მოვლენებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მიმდინარე წლის რვა თებერვალს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ გმობს ყოველგვარ ცინიზმს, შურს, ანგარიშსწორებას, მითუმეტეს პოლიტიკური მოტივებით“- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

 

 

„საქართველოს პრეზიდენტმა მაქსიმალურად უნდა უზრუნოს ქვეყნის ინტერესების დაცვა, იყოს შუამავალი, მედიატორი და არა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რადგან, ის პირველ რიგში ქვეყნის მეთაურია და მერე ოპოზიციური პარტიის ლიდერი“.

 

 

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ნათქვამის, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობის წილი მოდის პრემიერ-მინისტრზეც:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაქსიმალურად უნდა იზრუნოს როგორც ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ისე პოლიტიკური ოპოზიციის ღირებულებისა და პრინციპების დაცვაზე, რომელთა არსებობა იყო, არის და იქნება საქართველოს მომავლისა და განვითარების გარანტია. საქართველოს პარლამენტმა არ უნდა აუკრძალოს პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა და საკონსტიტუციო ვალდებულების შესრულება“.

 

 

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს შს სამინისტრომ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გამოიძიოს 2013 წლის რვა თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი, სამართლებრივი რეაგირება.

„ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის წევრთა ნაწილის განცხადება

მანანა ქველიაშვილი


კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის წევრთა და დამფუძნებელთა ერთი ნაწილი ბათუმში დღეს დაგეგმილ პარტიის  ყრილობის გადადებას ან ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის არ არჩევას ითხოვს. 

არჩილ ხაბაძე: „არ შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური?“

ლელა დუმბაძე


ეს კითხვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონზე მსჯელობისას დაუსვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩილ ხაბაძეს სთხოვეს არ მოეწერა ხელი კანონზე, რომელიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ, უსკოს წევრთა დაკომპლექტების წესის შესახებ მიიღო. მათი განცხადებით აღნიშნული კანონი რეგლამეტის უხეში დარღვევით და პოლიტიკური მოტივით იქნა მიღებული. 


<!** Image 1 align="" alt="არჩილ ხაბაძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან" sub="არჩილ ხაბაძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან" width="360" height="360" >


„უფსკრული“ მდიდრებს და ღარიბებს შორის

 ირაკლი ირემაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი 



 

სოციალური დანახარჯები – საზოგადოების სოციალური სტაბილურობის დაცვის მექანიზმი, თუ მძიმე ტვირთი ეკონომიკისათვის?

 

დღეს ბევრი საუბრობს სოციალური უთანასწორობის არნახულ მასშტაბებზე, მეცნიერების ერთი ნაწილი საუბრობს ამ უთანასწორობის მომავალში კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივებზე და მისი შედეგებიდან გამომდინარე წარმოშობილ საფრთხეებზე.

 

„გადავარჩინოთ ბათუმის დინამო“

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში ახლადშექმნილი საინიციატივო ჯგუფის სახელწოდება თავად მეტყველებს იმ მიზანზე, რაც ამ ჯგუფის დამფუძნებლებს აქვთ.  დეღს, 6 თებერვალს სწორედ მათი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ბათუმელ გულშემატკივრებთან, ასევე ვეტერან ფეხბურთელებთან.  საინიციატივო ჯგუფის სურვილია  ძველი ტრადიციები დაუბრუნონ გუნდს, რომელიც ამჟამად ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.


„დინამოს“ არ გააჩნია სტადიონი, არა აქვს სავარჯიშო ბაზა, ფაქტობრივად, ჩამკვდარია ბავშვთა ფეხბურთი, – ეს და მრავალი სხვა საკითხი გახდა განხილვის საგანი. ჯგუფის თავმჯდომარემ ოთარ ფედიჩკინმა პირველ რიგში კლუბში არსებულ არასწორ მენეჯმენტზე გააკეთა აქცენტი.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="1944" >

ბათუმის მერი შვებულებაში

ცაგო კახაბერიძე

 

ბათუმის მერი შვებულებაშია. ჯემალ ანანიძემ შვებულებით სარგებლობა ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის გადაყენებიდან მეორე დღესვე – 1 თებერვლიდან გადაწყვიტა. ჯემალ ანანიძე ამტკიცებს, რომ შვებულება  მის შესაძლო გადაყენებას არ უკავშირდება, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრებულოს ახალი უმრავლესობა მერის შეცვლას გეგმავს, საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებს“ არჩევის დღესვე, 31 იანვარს დაუდასტურა.

 

  

„…არც პირად საუბრებში და არც ტელეფონით ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მერის თანამდებობა უნდა დავტოვო, ამის შესახებ მეც ტელევიზიებისა და გაზეთების საშუალებით გავიგე. 31 იანვარს, მისი არჩევის დღეს მე შევხვდი ირაკლი ჩავლეიშვილს მივულოცე.  მსგავსი საუბარი არ გვქონია. მასთან ერთად იყო მამული ჟღენტიც და პირიქით, მეხუმრენ კიდევაც, რატომ გახვედი შვებულებაში მერის შეცვლის საკითხს ჯერ არ განვიხილავთო.“   

 

 

რაც შეეხება შვებულებში გასვლის მიზეზს ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით მცირე დროით ქალაქიდან გასვლას გეგმავს: „გაზაფხულის ყვავილებზე მაქვს ალერგია და ამის გამო მაქვს პრობლემები“ – უთხრა ჯემალ ანანიძემ „ბათუმელებს.“  ბათუმის მერის მოვალეობას კი ჯემალ ანანიძის პირველი მოადგილე გელა დეკანაძე ასრულებს.

 

 

„შვებულებაში გასვლა მერის გადაყენებას ვერ შეაფერხებს, საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია მისი გადაყენების საკითხი საკრებულოში ასეთ შემთხვევაშიც გადაყენოს თუ მისი მუშაობა  არადამაკმაყოფილებლად შეფასდება. იმ შემთხვევაში თუ საკრებულო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, საკრებულოს შეუძლია იმ დღესვე ახალი მერიც აირჩიოს.“ – განმარტავს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.



ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე მივლინებით ქალაქ სტამბოლში იმყოფება,  მისი დაბრუნების შემდეგ ჯემალ ანანიძე მასთან შეხვედრას და „საორგანიზაციო საკითხებზე“ გასაუბრებას აპირებს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით კი, რომელიც ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმლებს“ 31 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ დაუდასტურა, საკრებულოს ახალი უმრავლესობა ბათუმის მერის თანამდებობაზე ზურაბ პატარაიას კანდიდატურას განიხილავს.

ბათუმელი სტუდენტების ექსპერიმენტალური თეატრი პარიზში

ნინო სიხარულიძე

 

23 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ-ექსპერიმენტალური თეატრი, რომელიც უკვე 5 წელია არსებობს, პარიზში სტუდენტურ-თეატრალური ფესტივალის გასახსნელად მიემგზავრება.

 

წელს ქართველებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ფესტივალში. მანამდე კი, 14 თებერვალს, 19:00 საათზე, საფრანგეთში წასაღებ სპექტაკლს სტუდენტები აჩვენებენ ბათუმის დრამატულ თეატრში. ეს სპექტაკლის ბოლო საპრემიერო ჩვენება იქნება.

 

სპექტაკლი – „მელოტი მომღერალი ქალი“, ფრანგი დრამატურგის ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით დაიდგა. „ეს არის კომედია ცუდი დასასრულით“, აღნიშნავს სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩხაიძე.

 

დასი სპექტაკლზე ერთ თვეს მუშაობდა. პრემიერა ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გასული წლის 19 დეკემბერს შედგა. მთავარ როლებს ასრულებენ სტუდენტები: მარიამ ხიტალიშვილი, გიორგი არველაძე, ფრიდონ მოდებაძე, ნონა სურმანიძე და იაგო მორთულაძე. მხატვარი კი – მარიამ გოგოლიშვილია.

 

დასის მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი და ბათუმის დრამატული თეატრი.

 

ფესტივალი საფრანგეთის დედაქალაქში  25 თებერვალს იწყება. დასი საქართველოში პირველ მარტს დაბრუნდება.

 

ხელვაჩაურში რწმუნებულები დაითხოვეს

მანანა ქველიაშვილი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის თემში შემავალი 5 სოფლის რწმუნებულმა განცხადებები დაწერეს და სამსახურიდან წავიდნენ.  ზედა ჭარნალის ყოფილი რწმუნებული ნოდარ მიქელაძე აცხადებს, რომ მას განცხადების დაწერა აიძულეს და მოსთხოვეს  სამსახურიდან წასულიყო. 

შპს „გზა“ და მუშების გაუცემელი ხელფასები

ლელა დუმბაძე


ახალი ავტოსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ მათ სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ. მშენებლობას შპს „გზა” აწარმოებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ დუმბაძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ორი თვის დავალიანება აქვთ: „მაგრამ ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. ახალ ავტოსადგურს თურქული კომპანია „სენა ჯორჯია“ აშენებდა, შპს „გზა“ მხოლოდ შემსრულებელი კომპანია იყო, მას ჩვენი ვალი აქვს და შესრულებული სამუშაოს თანხა ამ დრომდე არ დაუფარავს. ხელფასების გაცემაც ამიტომ დაგვიანდა“.

 

შპს „გზას“ ხელმძღვანელის თქმით, „სენა ჯორჯიას“ დავალიანება ერთი მილიონ 870 ათასი ლარია. „როგორც ვიცი, საზედამხედველო კომპანიამ „თურქ მოლიმ“ შესაბამისი დასკვნის დადება დააგვიანა. არა მგონია, ხარისხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენცია იყოს. კონსულსაც დავუკავშირდი, ჩავრთე ყველა ინსტანცია და ველოდები შედეგს“.

 

შპს „გზა“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტ სახელმწიფო შესყიდვას იღებდნენ. მალხაზ დუმბაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ დაკვეთებზე ფინანსური პრობლემები არ შექმნიათ. „მერიას არ აქვს კომპანიის დავალიანება, ჯერჯერობით მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩაზე ვმუშაობთ, ცვლილებებია დაგეგმილი და სამუშაოები მალე განახლდება“.


აჭარის მთავრობა ეკომიგრანტების შესახებ

თაკო შოთაძე


აჭარის მთავრობის სპეციალურმა კომისიამ გუშინ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო. კომისია იმ 40-მდე ეკომიგრანტი ოჯახის მდგომარეობას გაეცნობა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირველი და მეორე კატეგორია.

 

ეკომიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის გეგმების შესახებ „ბათუმელებთან“ კომენტარი გააკეთა აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ: ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების მდგომარეობის შესწავლა უახლოეს ვადებში დასრულდება. სახელმწიფო დაზარალებულებს დაეხმარება – მათთვის გამოიყოფა თანხა ბიუჯეტიდან ან საცხოვრებელი სახლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი“.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, იგივე კომისიამ ხელვაჩაურში  უკვე შეისწავლა 30 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობები.

 

კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის გეოლოგიის სამსახურისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აჭარის მთავრობას ანგარიშს 15 თებერვალს წარუდგენს.

 

პირველი და მეორე კატეგორიის სიაში ისე ოჯახები ხვდებიან, ვისი სახლებიც საცხოვრებლად უკვე გამოუსადეგარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

„თუ გათოვდა, შეიძლება ვერც ერთი ხე ვერ გადარჩეს”

ახალი კოლექტორის მშენებლობას, რომელიც სათავეს გრიბოედოვის ქუჩიდან იღებს და სასტუმრო „შერატონამდე“ გრძელდება, რვაასამდე ფიჭვისა და  ნაძვის ნარგავი შეიძლება შეეწიროს. ნარგავების ამოღებაზე ბულვარის ადმინისტრაციას ნებართვა არ გაუცია, კეთილმოწყობის სამსახურში კი აცხადებენ,  რომ „ათი ძირი ხის გამო პროექტს ვერ გააჩერებენ.“ 

აჭარის სახელმწიფო ანსამბლს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მანანა ქველიაშვილი

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ავთანდილ ჭოლაძე ამ თანამდებობაზე გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.  მან ამირან პაიჭაძე შეცვალა.

 

ამირან პაიჭაძის გადადგომას ანსამბლის მსახიობთა ნაწილი ითხოვდა. ამ მოთხოვნით მსახიობები საპროტესტო აქციებს  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მართავდნენ. 

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებულთა შემსწავლელი კომისია შექმნა

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შესწავლისა და ზარალის აღრიცხვის მიზნით ახალი სამთავრობო კომისია შექმნა. კომისიას სამასამდე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახის სახლების შესწავლა-დასურათებისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მთავრობისათვის წარსადგენად 20 დღიანი ვადა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განუსაზღვრეს.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განმარტებით წინა სალიკვიდაციო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა მთავრობისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა: „მაგალითად დაზარალებულისთვის შვიდი ათი ან რვა ათასი ლარის გამოყოფის შემთხვევაში კომისიამ ვერ დაასაბუთა, რომ რეალურად ეს თანხა საკმარისია მისი პირობების გასაუმჯობესებლად.“

 

აჭარის ტერიტორიაზე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ კომისიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე რამაზ ჯინჯარაძე უხელმძღვანელებს. 

 

<!** Image 1 align="middle" alt="აჭარის მთავრობის სხდომა" sub="აჭარის მთავრობის სხდომა" width="500" height="2848" >

გიორგი კირთაძის გადაყენების კვირა

გასულ ხუთშაბათს ბათუმის საკრებულოში განვითარებულმა მოვლენებმა, შაბათ დილით კი ჩემს მობილურზე გიორგი კირთაძისგან შემოსულმა შეტყობინებამ, ბევრ რამეზე დამაფიქრა და ბევრი ძველი ამბავიც გამახსენა. ვიფიქრე, რომ მე, როგორც მოქალაქეს და როგორც ჟურნალისტს, ყველაზე მეტად ის არ მინდა, ეს ამბავი ადგილების შეცვლას ჰგავდეს.

მაღალმთიან აჭარაში ექიმები დაბალი ხელფასის გამო სამსახურს ტოვებენ

ეკა ბარამიძე

ხულოსა და შუახევის საავადმყოფოებს ექიმები ტოვებენ. მათი წასვლის მიზეზად სადაზღვევო კომპანიის სახელფასო პოლიტიკა სახელდება. ექიმების ანაზღაურება დაბალია.

აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ რჩებიან

 

ცაგო კახაბერიძე

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესასწავლად შეპირებული სამთავრობო კომისია არ შექმნილა: „მაგრამ წალკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებლის პრობლემა აღარ აქვთ, ყველაფერი მოგვარდა.“ 

 

 

„არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. არც კომისია შექმნილა და არც მთავრობა გამოგვხმაურებია. კიდევ ორი ოჯახი გაასახლეს ბერძენმა მეპატრონეებმა სოფელ ავრანლოდან“ – ამბობენ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში ჩასახლებული ეკომიგრანტები „ბათუმელებთან“  სატელეფონო საუბარში.

 

 

მაღალმთიანი აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს გასული წლის შემოდგომის მიწურულს საცხოვრებელი სახლისა და მშობლიური მიწა-წყლის დატოვება მეორედ მოუწიათ. ამჯერად მიზეზი სტიქიური უბედურება არ გამხდარა, მათ სახლების დაცლა ბერძენმა მეპატრონეებმა აიძულეს.  

 

 

2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ეკომიგრანტებს თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავრობა უახლოეს პერიოდში  დაფარავდა.

 

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით მთავრობამ სახლების საფასური მართლაც დაფარა. წალკის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით  წალკაში 2400-მდე ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანსზე კი მხოლოდ 571 სახლი ირიცხება. 

 

<!** Image 1 align="middle" alt="წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტები" sub="წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტები" width="600" height="300" >

მკლავჭიდელი და პრეზიდენტი დოპინგის გამოყენებას უარყოფენ

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმელ მკლავჭიდელს, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონს, მერაბ კაკაბაძეს, ტესტირების შედეგად სისხლში დოპინგის კვალი აღმოუჩინეს. ტიტულების ჩამორთმევა და ორწლიანი დისკვალიფიკაცია – ეს არის სასჯელი, რომელიც მას ემუქრება. აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე და თავად სპორტსმენი აცხადებენ, რომ ადგილი აქვს გაურკვევლობას და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეეცდებიან.


<!** Image 2 align="middle" alt="მარცხნივ - მერაბ კაკაბაძე" sub="მარცხნივ - მერაბ კაკაბაძე" width="500" height="384" >

Exit mobile version