ქალი, ოჯახი და საზოგადოება

 

პარასკევს, 22 მარტს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „ქალი, ოჯახი და საზოგადოება: ფემინისტური თვალთახედვა”

„გადადგეს გამგებელი“ – ქართული ოცნების მხარდამჭერთა აქცია ხულოში

 

ამ წუთებში ხულოს გამგეობის  შენობასთან ასზე მეტი ადამიანი მუნიციპალიტეტის გამგებლის გადადგომას ითხოვს.  „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ აქციას  კოალიციის მხარდამჭერები მართავენ, თუმცა, მისივე თქმით, შტაბის ხელმძღვანელობას  აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. 

პროკურატურა მოშიმშილეთა მოთხოვნებს შეისწავლის

 

 

დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენინსპექციის წარმომადგენლები შოთა კაკულია და დემეტრე გრიგალაშვილი ბათუმში, იუსტიციის სახლთან მყოფ მოშიმშილეებთან მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ თბილისიდან სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ და აქციის მონაწილეების პრეტენზიების შესწავლას აპირებენ. 

 

 

<!** Image 1 align="" alt="გენინსპექციის წარმომადგენლები მოშიმშილეებთან" sub="გენინსპექციის წარმომადგენლები მოშიმშილეებთან" width="300" height="300" >

მიწა შესაძლოა გაძვირდეს

 

 

შეიცვლება და განვითარდება თუ არა მიწის ბაზარი  მთავრობის აგრარული პოლიტიკის შედეგად?

მსოფლიო ჩემპიონი სამართლიანობის აღსადგენად პროკურატურას მიმართავს

 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ასევე ოლიმპიური თამაშების მონაწილე როსტომ აბაშიძემ „სამართლიანობის აღდგენის“ მიზნით პროკურატურას მიმართა. ყოფილი სპორტსმენის თქმით, მას 2006 წელს სოფელ გონიოში 1200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წაართვეს.

როცა მეთევზე თევზს მდინარეში აბრუნებს

 

Fly fishing -ი ანუ როგორც მას უწოდებენ ხელოვნურ სატყუარაზე თევზაობა, საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. თევზაობის ამ სტილს ერთეულები მისდევენ. ნიკა ზურაბიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოში Fly fishing -ს მისდევს. თევზაობის ამ ფორმის მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ მეთევზე თევზის მოსაზიდად არ იყენებს ბუნებრივ სატყუარას და დაჭერილ თევზს უკან,  მდინარეში აბრუნებს.  

იუსტიციის სახლთან მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

 

ბათუმის იუსტიციის სახლთან მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, სურიე დიასამიძე ცუდად გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და მას პირველადი დახმარება გაუწიეს. 

 

<!** Image 1 align="middle" alt="საპროტესტო აქციის მონაწილეები" sub="საპროტესტო აქციის მონაწილეები" width="400" height="1944" >

გუბეებში არეკლილი ქალაქის ფოტოგრაფი

 

 

23 თებერვალს ბათუმში, „პრესკაფეში“, სულხან სალაძის ფოტოგამოფენა, „2 ცა 1 ბათუმი“ გაიხსნა. სულხანი ამჟამად თბილისში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მუშაობს. გარდა იმისა, რომ მას იცნობენ, როგორც იურისტსა და ფოტოგრაფს, სულხანი ასევე ძველი წიგნების კოლექციონერი და ბლოგერია. 

როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა

 

ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერება – ამ თემაზე დღეს, სამოქალაქო გავითარების სააგენტო „სიდას“ ხელშეწყობით დისკუსია გაიმართა.

 

<!** Image 1 align="middle" width="350" height="720" >

რესპუბლიკური საავადმყოფო ცვლილებების მოლოდინში

 

 

პროფესიით ბავშვთა ქირურგი მალხაზ ხალვაში ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად ორი თვის წინ დაინიშნა. რა პრობლემებს ხედავს ბათუმში ერთ-ერთი დიდი საავადმყოფოს დირექტორი და როგორ აპირებს მათ მოგვარებას, ამის შესახებ „ბათუმელები“  მალხაზ ხალვაშს ესაუბრა. 

 

<!** Image 2 align="left" alt="მალხაზ ხალვაში" sub="მალხაზ ხალვაში" width="350" height="720" >

ხანძარი რამდენიმე ადგილას ერთდროულად

 

ჩაქვის შემდეგ ხანძარი აჭარის კიდევ რამდენიმე სოფელში გაჩნდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ოჩხამურის მიმდებარედ ცეცხლი ჩაის პლანტაციას გაუჩნდა, ასევე ხანძარია  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში.  

ხანძარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში

 

ჩაქვის შემდეგ ხანძარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაჩნდა. სოფელ ოჩხამურის აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაის პლანტაცია იწვის.

 

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თენგიზ ზოიძე ამბობს ხანძრის სალიკვიდაციოდ სამუშაოები მიმდინარეობს.

დასახლებულ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება. 

ჩაქვში ძლიერი ხანძარია



 20:30  უკვე ორ საათზე მეტია დაბა ჩაქვში ხანძარის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ძლიერი ქარი თავიდან აღვივებს ცეცხლს. 

როგორც “ბათუმელებს” ადგილზე მყოფი მოსახლეობა სატელეფონო საუბრისას ატყობინებს, მეხანძრეებმა ხანძრის ადგილას ხეების მოჭრა დაიწყეს ხანძრის ლოკალიზების მიზნით. 

 

ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა მუშაობს, მათ წყალი მოსახლეობიდან და ზღვიდან მოაქვთ. 

„ბათუმის ციხეში პატიმრები აღარ არიან“

 

ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბათუმის მე-3 საპყრობილეში პატიმრებია აღარ არიან.

 

გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი: „2-3 დღის უკან ბათუმის საპყრობილედან მისჯილი პატიმრები გადაიყვანეს გეგუთის დაწესებულებაში, ეგრეთ წოდებულ ზონაზე. ხოლო გუშინ დაიწყო ეგრეთ წოდებული მიუსჯელი პატიმრების ეტაპირება ქუთაისის #2 დაწესებულებაში. ეს ახსნეს იმით, რომ ბათუმის #3 დაწესებულება საჭიროებს სასწრაფო რემონტს და დაიწყება სარემონტო სამუშაოები“.

 

გიორგი ჩარკვიანის თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში 230-მდე პატიმარი იყო.

ვანო მერაბიშვილი: „ივანიშვილს ეშინია, რომ ნაცმოძრაობის აქციაზე უამრავი ადამიანი მოვა“


ბიძინა ივანიშვილს ეშინია აქციების, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბათუმში პარტიის წევრებთან შეხვედრამდე განუცხადა.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="511" >

როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, დღიდან ნაციონალური მოძრაობა პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, იწყებს შეხვედრებს. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კამპანიას, რათა მოსახლეობასთან ერთად იმსჯელონ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ამასთან, მერაბიშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობა იქნება ძალიან აქტიური და პრემიერ-მინისტრს სწორედ ეს აშინებს.

„ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური და ივანიშვილს ეს ძალიან აშინებს, მას ეშინია აქციების, მას აშინებს, რომ ნაცმოძრაობის აქციაზე უამრავი ადამიანი მოვა, ივანიშვილს ეშინია დემოკრატიის, სწორედ ამას უკავშირდება მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებები“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

დღესვე, ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრთან მიხეილ მაჭავარიანთან ერთად სამტრედიასა და ბაღდადში გამართავს შეხვედრებს.

ინტელიგენციას სუნი არა აქვს?!

 

 

ინტელიგენცია – (ლათ. ინტელლიგენს – მოაზროვნე, რაციონალური, შემეცნებითი) საზოგადოების სოციალური ფენა ან ჯგუფი, რომელიც გონებრივი შრომით არის დაკავებული. დამკვიდრებული მოსაზრებით, ეს ტერმინი პირველად მწერალმა პეტრე ბაბორიკინმა გამოიყენა და რუსულიდან იგი სხვა ენებშიც გავრცელდა.  ამ სტატიის მიზანი არ არის აღნიშნული ტერმინის ეტიმოლოგიური წარმოშობის, მისი ენობრივი იმპლემენტაციისა და გამოყენების გამოკვლევა-ანალიზი. ეს ტერმინი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მას უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი სიტყვათკავშირი – წითელი ინტელიგენცია.

 

 

<!** Image 1 align="left" alt="გიორგი ჩიტიძე" sub="გიორგი ჩიტიძე" width="300" height="768" >

ბათუმელი სტუდენტები: “მაშინ ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს”

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის ჩამორთმევის თემაზე დისკუსია გამართა.

პრაქტიკანტი მწვრთნელი გამოცდილმა შეცვალა

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს მშვილდოსანთა ეროვნულ ნაკრებს კვლავ თამაზ ფუტკარაძე უთავკაცებს. ეროვნულ ფედერაციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ რეორგანიზაცია განიცადა სამწვრთნელო შტაბმაც. საქართველოს ნაკრები ახლახან დაბრუნდა პოლონეთიდან, სადაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. „ბათუმელებს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე ესაუბრება.

მიზანი – 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა

ირაკლი დარცმელიძე

 

წყალბურთი აჭარაში ერთ დროს საკმაოდ პოპულარული სპორტის სახეობა იყო და არაერთი ცნობილი სპორტსმენი აღიზარდა აქ, თუმცა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იგი ფაქტობრივად დაიკარგა, დაინგრა აუზი, დაიშალა გუნდი.

2009 წელს კი ვეტერანმა წყალბურთელებმა სპორტის ამ სახეობის აღდგენა გადაწყვიტეს და ფედერაცია დააარსეს. თუ როგორ განვითარდა მას შემდეგ მოვლენები და რა პერსპექტივები აქვთ ზღვისპირელ წყალბურთელებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ფანცხავამ  მოუთხრო.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="480" >

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ასლან აბაშიძის ქონებასთან დაკავშირებით

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ასლან აბაშიძის ქონებასთან დაკავშირებით, თამაზ  ბაკურიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

 

ბათუმში სანდასუფთავების გადასახადი მცირდება

 

 

ბათუმში დასუფთავების გადასახადი 50 თეთრით მცირდება. ამიერიდან მოსახლეობა 1,80 ლარის ნაცვლად 1, 30 გადაიხდის.  ამის შესახებ დღეს ბათუმის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

შს სამინისტრო ხელვაჩაურის გამგებლის დაკავებაზე

შს სამინისტრომ გამაქვეყნა ინფორმაცია ხელვაჩაურის გამგებლისა და მისი პირველი მოადგილის დაკავების შესახებ. შს სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია შემდეგ ინფორმაცია:

 

„შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე ნოდარ შარაბიძე დააკავეს. მათ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა  ედებათ ბრალად. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ  ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.

 

კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს,  დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს.  მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში  კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.

 

ხელვაჩაურის გამგებელმა  და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 332-ე  მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული  ჩაიდინეს. გამოძიებას  შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“.

ბათუმის ახალი არქიტექტორი

 

<!** Image 1 align="" alt="გია რამიშვილი" sub="გია რამიშვილი" width="300" height="300" > 

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმს ახალი მთავარი არქიტექტორი ჰყავს. „რესპუბლიკელი“ გია რამიშვილი ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ, ქალაქის მთავარ არქიტექტორად მიმდინარე წლის 4 მარტს დანიშნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, გია რამიშვილის კანდიდატურა ქალაქის მერს თვითონ შესთავაზა:

 

„კი, ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო ყოველთვის, რომ გია რამიშვილი დაენიშნათ არქიტექტორად. ამიტომ, ბათუმელებს ვულოცავ, შეიცვალა ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ის აღარ არის მიხეილ სააკაშვილი და არის ცნობილი არქიტექტორი გია რამიშვილი“.

 

ახალი არქიტექტორის განცხადებით, პირველ რიგში წესრიგშია მოსაყვანი მშენებლობის რეგულირების წესები. მისი განცხადებით, ამას დასჭირდება დრო, ფართო განხილვები და საზოგადოების ჩართულობა. „რეზულტატი კი უნდა იყოს ისეთი, რომ მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარე“, – აცხადებს გია რამიშვილი, რომელიც ბათუმის მერიაში არქიტექორებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, არქიტექტორებს და, ზოგადად, საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ხედვები, თუ როგორ შეიძლება ბათუმის ურბანული განვითარება, რა ფორმით. ამასთან, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოვისმინოთ არტიქტერორების მოსაზრებები. ვფიქრობ, მათი მოსაზრებები აქტიურად იქნება განხილული“.

აჭარის მთავრობის წერილი თვითნებურად ჩასახლებულებს

 

<!** Image 1 align="middle" width="600" height="944" >

 

აჭარის ფინანასთა და ეკონომიკისა სამინისტრომ წერილები გაუგზავნა იმ მოსახლეობას, რომლებიც არჩევნების შემდეგ აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჩასახლდნენ. წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ:

 

თვითნასწავლი ხელოვანის პერსონალური გამოფენა

 <!** Image 2 align="left" width="300" height="576" >

დღეს ხარიტონ ახვლედიანის ხელოვნებათმცოდნეობის მუზეუმში თვითნასწავლი ხელოვანის ვარდო დიასამიძის ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

 

გამოფენის ავტორმა სტუმრებს 40-მდე ნამუშევარი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, ყოველგვარი დამხმარე ინსტრუმენტების გარეშე, საქსოვი ძაფითა და ჩხირებითაა შესრულებული.

როგორც ხელოვანი იხსენებს, მისი ნამუშევრები საზოგადოებამ პირველად პროექტ „ნიჭიერის“ კასტინგზე ნახა. მართალია, ის პროექტში არ მიიღეს, მაგრამ ავტორის თქმით, კასტინგზე მისვლა მისთვის მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან საზოგადოება მისი ნამუშევრებით დაინტერესდა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ, ნამუშევრების პრეზენტაცია ბათუმის „პრესკაფეში“ გამართა, თუმცა იქ ნამუშევრების მცირე ნაწილი იყო წარდგენილი, სწორედ ამ დღეს ბათუმის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლის ინგა დიასამიძისგან მიიღო შეთავაზება, რომ პერსონალური გამოფენა გაემართათ.

როგორც მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ინგა დიასამიძე აცხადებს, მას შემდეგ რაც ვარდო დიასამიძის ნამუშევრებს გაეცნო, გაუჩნდა იდეა, რომ „მუზეუმში, რომელიც ძალიან დიდ ისტორიას ინახავს, ყოფილიყო ქალბატონი ვარდოს ნამუშევრების გამოფენა“.

 

 

 

მთავრობამ უკანონოდ ჩასახლებულებს ვადები დაუწესა


<!** Image 1 align="middle" alt="უკანონო დასახლება" sub="უკანონო დასახლება" width="600" height="576" >


2012 წლის არჩევნების შემდეგ მაღალმთიანი აჭარიდან მოსახლეობამ უკანონოდ დაიწყო ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცირე ზომის ქოხების ჩადგმა და იქვე დასახლდა. „ბორჯღალოს“ მიერ ჩატარებული ალტერნატიული აღწერის მიხედვით, 1864 ოჯახია თვითნებურად შესახლებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით,  მათ დაახლოებით 678 ოჯახი შეისწავლეს: „შემდეგ შევჩერდით, რადგან ამ პროცესმა გამოიწვია უფრო მეტი ნაკადის შემოდინება. ჩვენი ინფორმაციით 12 ობიექტში არიან უკანონოდ შესახლებულები. 31 მარტისთვის ყველამ უნდა დატოვოს ტერიტორია, სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

 


სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ბათუმს შემოერთებული კომლებიც მიიღებენ

 

ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს დეპუტატის ნოდარ დუმბაძის განცხადებას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე გამოეხმაურა.


როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, ამ ეტაპზე სასოფლო სამეურნეო ბარათი მოსახლეობის იმ ნაწილს გადაეცა, ვინც 2500 კვადრატულ მეტრზე მეტ სახნავ-სათეს მიწას ფლობს.

მისივე თქმით, მომავალი კვირიდან სამინისტრო აპირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელ მოსახლეობას ინვენტარისა და სასუქების შესაძენად გადასცეს სასოფლო-სამეურნეო ბარათი, რომელიც 100 ლარით იქნება განსაზღვრული.


მინისტრის მოადგილის თქმით, ვაუჩერს მიიღებს მოსახლეობის ის ნაწილიც, ვინც ფლობს მრავალწლიან სახნავ-სათეს მიწებს. ამ კატეგორიის მფლობელებს, 2500 კვადრატულ მიწაზე  5100 ლარი გადაეცემა.

ვინ სარგებლობს ასლან აბაშიძის ქონებით?

აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამჟამად პატიმართა უფლებების დამცველია, ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ დადგინდეს ასლან აბაშიძის ქონების ადგილსამყოფელი, რომელიც თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ე.წ აჭარის რევოლუციის შემდეგ,სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გადაინაწილეს.

 

„საუბარია რვა ერთეულ ბრონირებულ ჰამერზე და მერსედესის მარკის ავტომობილებზე, ძვირადღირებულ ბიბლიოთეკაზე, იარაღების კოლექციასა და ხელოვნების ნიმუშებზე, რომელიც 2004 წლის მაისში, მიხეილმა სააკაშვილმა მაშინდელი სტადიონის ტერიტორიაზე გამოფინა და განაცხადა რომ ეს ქონება გაიყიდებოდა, შემოსავალი კი ხალხს მოხმარდებოდა“.

 

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენაში თავადაც მონაწილეობდა, „შესაბამისად, ჩემთვის ცნობილია ამ ავტომობილების ღირებულებაც. თითოეული ჰამერების ფასი 200 ათას დოლარზე მეტია, მერსედესების კი 300 ათას დოლარზე მეტი“.

 

თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ასლან აბაშიძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ ქონებას ამჟამინდელი თბილისის მერი გიგი უგულავა, ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე განაგებდნენ.

 

„დღემდე ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტომანქანებით ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი ცოლები სარგებლობდნენ, სხვა ქონების ადგილსამყოფელი კი დაუდგენელია. ამიტომ, ვითხოვთ რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ ქონების ადგილსამყოფელის დადგენაზე იმუშავებს. კომისიაში კი საზოგადოების წარმომადგენლებიც უნდა შევიდნენ, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ ქონების შესახებ ინფორმაცია ისევ მიუწვდომელი დარჩეს საზოგადოებისთვის და ამით ახალი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ისარგებლონ“

<!** Image 1 align="" width="300" height="300" >

დარჩება თუ არა ბათუმს შემოერთებული სოფლები ვაუჩერის გარეშე

 

<!** Image 1 align="left" alt="ნოდარ დუმბაძე" sub="ნოდარ დუმბაძე" width="300" height="576" >

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქ ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას მოითხოვს.

 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანმა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიებს კვლავ აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი. შესაბამისად, გაუმართლებელია მათ ვაუჩერები რომ ვერ მიიღონ.

 

მისი თქმით, შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 11 ათასი ოჯახი იხდის სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადს, ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მათ ვაუჩერები უნდა მიიღონ.

 

ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს არაერთხელ გადასცეს სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი. შესაბამისად, მთავრობამ აუცილებლად უნდა განმარტოს თუ რატომ არ მისცეს მათ ვაუჩერები.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელები“ მოგვიანებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას გამოაქვეყნებს.

 

 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის სოფლები, რომლებიც ბათუმს ესაზღვრებოდა, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, 2011 წელს ბათუმს შემოუერთდა. 

ღია კარის დღე და კონცერტი მე-12 კლასელებისთვის


დღეს 2 სათზე ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბათუმის რუსთველის უნივერსიტეტი ატარებს ღია კარის დღეს მე-12 კლასელებისთვის. ეს ამ აქციის დასკვნითი ეტაპია, მანამდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს სკოლებში მართავდნენ. „ჩვენ შევხვდით აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ყველა მე-12 კლასელს. გავაცანით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სოციალური, ასევე გაცვლითი პროგრამები და ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს“, – ამბობს ნინო დოლიძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ნინო დოლიძის ინფორმაციით, დღეს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მე-12 კლასელებისთვის ლუკა ზაქარიაძე, თამუნა მიქელაძე, სოფო პაპუაშვილი და სხვები, ანუ ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი და ამჟამინდელი სტუდენტები იმღერებენ.

ექიმი „ალდაგისა“ და ჯანმრთელობით მანიპულირების შესახებ

 

 ძალიან ბევრი კლინიკა, სადაც მკურნალობდა აჭარის მოსახლეობა, ბოლო დროს დაზღვევით მოსარგებლე პაციენტების გარეშე დარჩა. მიზეზი არ გახლავთ მათი მომსახურების დონის შესუსტება ან სხვა მსგავსი რამ. სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ გადაწყვიტა მთლიანად უარი ეთქვა სხვა სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებაზე. ის თავის კერძო კლინიკებში იღებს პაციენტებს. 


<!** Image 1 align="left" alt="კახა შარაშიძე" sub="კახა შარაშიძე" width="300" height="751" >

ცხენოსნობა აჭარაში

ირაკლი დარცმელიძე

 

8 თებერვალს თბილისში, მერიის თასის გათამაშებაზე ცხენოსნობაში ბათუმელმა გიორგი ძინძიბაძემ 15 მონაწილეს შორის მერვე ადგილი დაიკავა. მართალია, ადგილი საპრიზო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ორმა ბათუმელმა ახალგაზრდამ, გიორგი ძინძიბაძემ და ირაკლი ნაცვალაძემ, ბათუმში ცხენოსნობის კლუბი დააარსეს, რითაც სპორტის ამ სახეობის განვითარებას საფუძველი ჩაუყარეს. მათი იდეა ქალაქის საკრებულომაც მოიწონა და 2013 წელს მათთვის 150 ათასი ლარი გამოყო. დანარჩენის შესახებ თავად ირაკლი და გიორგი მოგვითხრობენ, რომლებიც დღეს „ბათუმელების“ სტუმრები არიან. 


<!** Image 1 align="middle" alt="გიორგი ძინძიბაძე" sub="გიორგი ძინძიბაძე" width="600" height="480" >

მინისტრის მოადგილეები ექიმების ხელფასების შესასწავლად სოფლებში


დღეს დილიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაემგზავრნენ. მათი მიზანი, სოფლებში იმ ექიმებისა და ექთნების რაოდენობის დადგენაა, რომლებსაც დაბალი ხელფასები აქვთ. საპარლამეტო არჩევნების შემდეგ კვირას სოფლებში დასაქმებულმა ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აღარ აპირებენ მიზერული ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებას.



აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში სამედიცინო პერსონალის მატერიალურ წახალისებას ითვალისწინებს. ამ მიზნით  სამინისტროს ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარი გამოიყო.


პროგრამის ფარგლებში 27 ექიმი, ვისაც დაბალი ანაზღაურება აქვს (ძირითადად ვიწრო სპეციალობის ექიმები), ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარს მიიღებენ. „დაბალ ხელფასში იგულისხმება 200-250 ლარი. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ დაბალ ხელფასზე თითქმის არავინ მუშაობს, რადგან, ჯერჯერობით, სამინისტროში არც ერთი განცხადება არ შემოსულა“, – ამბობს „ბათუმეელბთან“ სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე.

 

სოფლებში დასაქმებული ექიმების გადინების ფაქტი დაფიქსირდა ბათუმში ახლახან გახსნილ რეფერალურ საავადმყოფოში.

 

იგივე პროგრამის მიხედვით, ხელფასზე 120 ლარია დანამატს მიიღებენ ექთნებიც. ლელა სურმანიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პროგრამას თანხა დაემატება.

ეპისკოპოსის ქალიშვილის ცხოვრება დიდ ბრიტანეთში

 

 

ანა შიოლაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის შვილია. იგი 9 წლის განმავლობაში წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა. ერთ დღესაც, როცა ანა გამოცდისთვის ემზადებოდა, მამამ დაურეკა და უთხრა, რომ სექტემბრიდან ლონდონში გააგრძელებდა სწავლას.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ანა შიოლაშვილი " sub="ანა შიოლაშვილი " width="400" height="960" >

ბათუმის სამშობიარო სახლი ანგისაში აღარ გადავა

 

 

ბათუმის სამშობიარო სახლი, რომელიც ანგისაში არსებულ დედათა და ბავშვთა ცენტრს უნდა შეერთებოდა, კერძო სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიბდა. დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ბათუმის სამშობიარო სახლი ახალ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და ის რუსთაველის ქუჩაზე არსებულ შენობაში, სადაც ის წლების განმავლობაში მდებარეობდა, ფუნქციონირებას გააგრძელებს.

 

 <!** Image 1 align="" alt="ბათუმის სამშობიარო სახლი " sub="ბათუმის სამშობიარო სახლი " width="300" height="300" >

 

Exit mobile version